საგანი:
|
ქართული ენა
|
||||||||||||||||||||||||
კლასი:
|
I
კლასი
|
||||||||||||||||||||||||
თარიღი:
|
18.11.2014
|
||||||||||||||||||||||||
პედაგოგი:
|
ნუნუ სარჯველაძე
|
||||||||||||||||||||||||
თემა:
|
ასო-ბგერა „ნ“
|
||||||||||||||||||||||||
სტანდარტი/ინდიკატორი:
|
ქართ. I.3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული
წესების დაცვა;
ქართ. I.5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
ქართ. I.6. მოსწავლეს შუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება;
ის ტექნ.I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან
დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს;
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების
გამოყენება;
|
||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგი
|
·
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა;
·
მოსწავლეს შეუძლია ანბანის შესწავლილი ასოების გამოწერა;
·
მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება;
·
მოსწავლეს
შეუძლია მარლთმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა;
·
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევა;
·
მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან
/ დაფიდან მარტივი წინადადების გადაწერა;
·
მოსწავლე დაეუფლება ისტ-ის ტექნიკის გამოყენების ელემენტარულ
უნარ-ჩვევებს, გამოიყენებს საგანმანათლებლო სფეროში;
|
||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზანი:
|
·
მოსწავლეებმა შეძლოს ასო-ბგერა ნ-ს ამოცნობა;
·
სიტყვების დამარცვლით წაკითხვა;
·
მარცვლების ხმოვანი და თანხმოვანი ასოების ამოცნობა;
·
წინადადების ინტონაციით წაკითხვა;
·
ნიმუშის მიხედვით ასოს, სიტყვის სწორად დაწერა;
·
შესრულებულ სავარჯიშოებში შცდომების აღმოჩენა;
·
ბუკის გამოყენება სწავლის პროცესში; სასწავლო თამაშები:
როგორ იწერება „ნ“, მარცვლები, მონიშნე ასო „ნ“ და ა.შ.
|
||||||||||||||||||||||||
აქტივობები:
|
აქტივობა 1. /გამოწვევა/:
პროვოცირება:
- რა იციან? როგორ ვიცნობთ შესწავლილ ანბანს:
თამაში კუბებით, მოსწავლეებს ვუჩვენებ ცალ-ცალკე კუბიკებს და ისინი ასახელებენ
ასოებს და შესაბამის ასოზე სიტყვებს;
მაგ: ა - ატამი, ი - ირემი, თ - თაგვი და ა.შ.
აქტივობა 2.
გავლილი მასალის გამოკითხვა: ასო-ბგერა „ფ“, მოსწავლეები მონაცვლეობით
წამიკითხავენ ტექსტს და შემისრულებენ სავარჯიშოს წერილობით: ჩასვით გამოტოვებული
ასო...
ჩასვით გსმოტოვებული ასო:
ო-ო-ის ხმა ისმის.
მამა ხესკა-ავს.
ვისია ეს ფა-ა
? სო-ოსი.
აი შავი ძა-ი.
ჩასვით გამოტოვებული ასო:
ეს შავი
ძა-ი ფა-უკია.
სო-იო
ფისოს ეძახის.
სოსო -ისოს ოთახშია.
მიხა -ეხით მოვიდა.
აქტივობა 3.
მუშაობა ცხრილებზე:
მოსწავლეებს ვაძლევ სამუშაო ფურცლებს, რომელზეც ასოებია დაწერილი; ხმამაღლა
ვასახელებ ასოებს და პატარები გადახაზავენ ცხრილებში ამოკითხულ ასო-ბგერას, ერთ-ერთი
რომელიც მინდა ავხსნა, ამ შემთხვევაში „ნ“, დარჩება;
ფიზკულტურული წუთშესვენება (მხიარული ლექსის ფონზე);
აქტივობა 4.
ასო-ბგერა „ნ“ გაცნობა; პატარები ლექსით ხვდებიან ახალი ასო-ბგერის მობრძანებას:
„ჩვენი გუკი გელოდა,
სიხარულის მჩენი;
იყოს ფეხბედნიერი,
მობრძანება შენი!“
დაფაზე დავუწერ ასო „ნ“-ს და აღვწერ: - იწერება ორ „სართულზე“, იწყება
ზედა „სართულზე“ და მთავრდება შუა „სართულზე’, აქვს მრგვალი მუცელი, იწერება ერთ
უჯრაში. ამოვაწერინებ დაფაზე და რვეულში;
აქტივობა 5.
ისტ-ის გამოყენებით „კამა ბუკი“ „ნ“ ასოზე დავალებებზე მუშაობა; საპრეზენტაციო
მასალების, ანიმაციების ნახვა–დათვალიერება ბუკების გამოყენებით;
აქტივობა 6.
„უაზრო მარცვლები“, ამოვიკითხოთ მარცვლები:
სააზროვნო კითხვები:
-რა უნდა მივუწეროთ „ნ“-ს რომ მივიღოთ მარცვალი?
-როგორ გავიგოთ სიტყვაში რამდენი მარცვალია?
-რატომ არის „ან“, „ენ“, „უნ“, „ინ“, „ონ“ მარცვლები“?
-„ნ“ ხმოვანია თუ თანხმოვანი?
-ი,ა,ე,ო,უ ხმოვანია თუ თანხმოვანი?
-ჩამოთვალეთ სიტყვები, რომლებიც „ნ“-ზე იწყება:
წავიკითხავთ ტექსტის ნაწილს;
აქტივობა 7.
ინფორმაცია განსჯისათვის:
მოსასმენ მასალად -„ ნატვრისთვალი წიგნში“ ნ.ხეთაგური
პრეზენტაცია;
აქტივობა 8. ‘
საშინაო დავალება : დამიხატეთ საგნები, რომლებიც „ნ“ ასოზე იწყება და
ამოვწეროთ დავალების რვეულში ასო-ბგერა „ნ“;
|
||||||||||||||||||||||||
დროის მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. (გამოწვევა) როგორ ვიცნობთ შესწავლილ ანბანს? 4 წთ
აქტივობა 2. ასო-ბგერა „ფ“
4 წთ
აქტივობა 3. მუშაობა ცხრილებზე 4 წთ
წუთშესვენება 2 წთ
აქტივობა 4. ასო-ბგერა „ნ“-ს გაცნობა 5 წთ
აქტივობა 5. ისტ-ი 4 წთ
აქტივობა 6. მარცვლები 7 წთ
აქტივობა 7. მოსასმენი მასალა 4 წთ
აქტივომა 8. საშინაო დავალება 1 წთ
|
||||||||||||||||||||||||
შეფასების სტრატეგიები
|
დაკვირვება, ჩანაწერები, კომენტარი
|
||||||||||||||||||||||||
რესურსები
|
ტექნიკა და ინსტრუმენტები: სასკოლო ბუკი, ინტერნეტრი, სასწავლო და მეთოდური ლიტერატურა. „დედა ენა“ ნ.გორდელაძე,
გ,ჩხენკელი, მოსწავლის რვეული; თვალსაჩინოება ნასატები, ვიკიპედია,google
|
||||||||||||||||||||||||
შენიშვნა
|
|
воскресенье, 15 февраля 2015 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий