четверг, 16 мая 2019 г.

პორტფოლიოს რუბრიკა


პორტფოლიოს რუბრიკა



4
3
2
1
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს.
გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას.
გეგმაში ახსნილია, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას, მაგრამ სქემატურია
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება სტანდარტების და მიზნების მიღწევაში
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაეხმარება მოსწავლეებს სტანდარტების და მიზნების მიღწევაში.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების და  მოდელირების შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა სქემის გააზრების შესაძლებლობას.
მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე, თუმცა ამ უნარ-ჩვევების სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია.

მოსწავლეები იშვიათად იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე.
გეგმაში ხშირად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე, მაგრამ არ იძლევა ყველა ცნების გააზრების შესაძლებლობას.
გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და მათი გამოყენება  მოსწავლეების ყურადღების მიზანმიმართულად კონცენტრირებას არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ ემსახურება საკითხის არსის გააზრებას.
გეგმაში არ გამოიყენება  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებთ პროექტებს.
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით. 
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.  შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და მოსწავლეები მათგან არჩევენ.
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის  არჩევანის უფლება შეზღუდულია. ისინი ასრულებენ აქტივობებს, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ან ცოდნის გამოყენებას ნაკლებად უკავშირდება.
მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ცოდნა, პროდუქტის შექმნით და პრაქტიკაში გამოყენებით.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში.
გეგმაში ნათლად განსაზღვრული და გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში მინიმალურადაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში არაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვან ცნებებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის.
ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ზედაპირულად უკავშირდება სასწავლო თემატიკას.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით. 
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად. 
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების პრაქტიკას.
ტექნოლოგიების გამოყენება არ განაპირობებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ჩემს გეგმაში  მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი, იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.

ჩემი მოსწავლეები დროდადრო იყენებენ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ ტექნოლოგიებს. ძირითადად, გამოყენებული ტექნოლოგიები მათ დონესა და ინტერესებს არ შეესაბამება.  
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება.
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია, თუმცა  არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ არ შეესაბამება.
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემი  მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში, არსებული გარემოებების გამო, შეუძლებელია.
შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს.
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს და შესწავლილ მასალას.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტებსა და სასწავლო ამოცანებს.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე სტანდარტსა და სასწავლო ამოცანას.
შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული.
გეგმის მიხედვით, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა  მონაწილეობა მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა  მონაწილეობა მიიღონ თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეების როლის შეფასების პროცესში მინიმალური ან ნულოვანია.
შეფასების  ფორმები ემყარება დავალების ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.  
შეფასების  ფორმები ემყარება ხარისხის განმსაზღვრელ გარკვეულ კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი შეფასებები გამოიყენონ მათი მუშაობის ხარისხის გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად. შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები, მაგრამ არ არის მითითებული, რა მიზნებისთვის.
შეფასების ფორმებში ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაა მკაფიოდ წარმოდგენილი და მოსწავლეებს გაუჭირდებათ თავიანთი პროგრესის შეფასება.
მოსწავლეები ვერ გამოიყენებენ ჩემ მიერ შეთავაზებულ შეფასების ფორმებს თვითშეფასებისთვის.
შეფასების სტრატეგიები მრავალფეროვანი და მიმდინარეა.
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმების მრავალფეროვნება, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმები, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
ჩემს გეგმაში მოსწავლეების შეფასება იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება, შეფასების ზოგიერთ მიზანს აკმაყოფილებს.
მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით, ერთი თემის დაფარვის შემდეგ ფასდებიან.


                                 

მკითხველის კითხვარი

გვარი------------------------------------------- სახელი ------------------------------------------------


 დამისახელე შენი საყვარელი ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი ან იგავი:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
მოკლედ გამოეცი შენი საყვარელი ლექსის, მოთხრობის, ზღაპრის ან იგავის შინაარსი: 









   ჩამოთვალე პერსონაჟები, რომელთა შესახებაცაა საუბარი:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    რომელი გმირი მოგეწონა და რატომ?





რომელი გმირი არ მოგეწონათ და რატომ?






Ø    y     ყველაზე მეტად რომელი მონაკვეთი მოგეწონათ წაკითხულ ტექსტში და რატომ?






    რომელი მონაკვეთი არ მოგეწონათ და რატომ?







 თუ დაასრულე კითხვა, მოგეწონა თუ არა დასასრული და რატომ? თუ არ დაგისრულებია , რას ელოდები დასასრულისთვის? 





   შენ როგორ დაასრულებდი წაკითხულ ამბავს? შეცვლიდი თუ არა რამეს?







    საშუალება რომ მოგეცეს, კიდევ წაიკითხვადი ამ წიგნს?





   გახსოვდეს, ,,ამქვეყნად არ  არსებობს წიგნზე უფრო საყვარელი მეგობარი"                                                                                                                 (ა. ნავოი)   



     დიდი მადლობა, რომ შენი ემოციები და შთაბეჭდილებები გამიზიარე, იმედია, კვლავ, გაგიჩნდება სურვილი, წაკითხული წიგნების შესახებ ვისაუბროთ, მე ყოველთვის სიამოვნებით მოგისმე. 
                         ნუნუკა მასწავლებელი



სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი


სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები

გამოიყენეთ შემდეგი ცხრილი თქვენი გეგმის ხარისხის შესამოწმებლად.

ზოგადი კითხვა
  ღია, ფიქრის მაპროვოცირებელი კითხვა, რომელსაც ერთზე მეტი პასუხი შეიძლება ჰქონდეს
     
  ფარავს საგნობრივი სტანდარტის მნიშვნელოვან ტერმინებს/ცნებებს
  მოიცავს სხვადასხვა საგანს/თემას
  საჭიროებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას, პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ ფაქტების გახსენებით.
  დაწერილია მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე
  განაპირობებს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას და პასუხობს მათ საჭიროებებს/ინტერესებს
თემატური კითხვა(ები)
  ღია ტიპის კითხვები, რომელთაც ერთზე მეტი პასუხი შეიძლება ჰქონდეთ
     
  საჭიროებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას, პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ ფაქტების გახსენებით.
  აკმაყოფილებს საგნობრივ სტანდარტს
  მოიცავს თემის ძირითად საკითხებს
შინაარსობრივი კითხვები
  მოითხოვს ზუსტ და კონკრეტულ პასუხებს
     
  ხელს უწყობს ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას
  პირდაპირ პასუხობს მიზნებს და საგნობრივ სტანდარტებს.
დასახული სტანდარტები
  იძლევა თემის შესაბამისი საგაკვეთილო პროცედურების შერჩევის საშუალებას.
     
  იძლევა შეფასების შესაძლებლობას
 თემაზე მუშაობისას ყველა შედეგი მიიღწევა
მიზნები
  კონკრეტულად აღწერს, რას შეისწავლიან მოსწავლეები, და არა მხოლოდ იმას თუ რას გააკეთებენ
     
  შეიძლება მათი შეფასება
  მოითხოვს თემის ღრმა წვდომას
  აერთიანებს შინაარსსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
შეფასების გეგმა და შეფასების ფორმები
  მოიცავს ფორმალურ და არაფორმალურ სტრატეგიებს
     
  გამოიყენება მიმდინარე შეფასების ფორმები თემაზე მუშაობის განმავლობაში
  აფასებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს
  აფასებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
  მოიცავს თვით- და თანატოლთა შეფასებას
  აფასებს შემდეგ ასპექტებს:
  მოსწავლეთა საჭიროებების გაზომვა
  დამოუკიდებელი მუშაობის და თანამშრომლობის წახალისება
  პროგრესის მონიტორინგი
  გაგების და მეტაკოგნიტური აზროვნების შემოწმება
  გაგების და უნარ-ჩვევის დემონსტრირება
    ყურადღებას ამახვილებს შინაარსის შესწავლაზე
  შეესაბამება თითოეულ სტანდარტს
  შეესაბამება თითოეულ მიზანს
  მოიცავს თემისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს
სასწავლო პროცედურები
  აღწერეთ თითოეული ეტაპი და შესაბამისი აქტივობა პროექტის ან თემის ყველა ეტაპისთვის
     
თავის დასაწყისში:
 შემოიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
 განიხილეთ პროექტის სცენარი
 განსაზღვრეთ საბაზისო ცოდნა მოსწავლეების საჭიროებათა შეფასებით
 ჩამოაყალიბეთ სასწავლო მიზნები
თავის შუაში:
 დააკონკრეტეთ სასწავლო მიზნებისკენ პროგრესის მონიტორინგისთვის შერჩეული სტრატეგიები
 დაეხმარეთ მოსწავლეებს, განივითარონ და გამოიყენონ ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები    
  გადახედეთ მიმართულების   მიმცემ საკვანძო კითხვებს
  შეიცავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გასავითარებელ ინსტრუქციებს და მოდელირებას
თემის ბოლოში:
 აღწერეთ, როგორ წარმოაჩენენ მოსწავლეები ცოდნას (პროდუქტები, პრეზენტაციები, დემონსტრირება)
 აღწერეთ, როგორ ხორციელდება სწავლის პროცესის/შედეგის შეფასება
 დაეხმარეთ მოსწავლეებს, გააანალიზონ სწავლის პროცესი და დასახონ ახალი მიზნები
თემაზე მუშაობისას:
  აღწერეთ, როდის და როგორ გამოიყენება ფორმალური და არაფორმალური შეფასებები
  დააკონკრეტეთ სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების სტრატეგიები
  ახსენით, რა სტრატეგიებს იყენებთ მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებისთვის
  ყველა მიზნის შესაბამისი ინსტრუქციების  არსებობა
  გათვალეთ რეალისტური და ადეკვატური დრო
  შეიმუშავეთ ბუნებრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა