четверг, 16 мая 2019 г.

სასწავლო პროექტი: "დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა"


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნუნუ სარჯველაძე
რაიონი
სამტრედიის რაიონი
სკოლა
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფ: კორმაღლის საჯარო სკოლა
თემის  მონახაზი  
თემის  დასახელება   „დიდი წიგნის ერთობლივად კითხვა“

თემის შინაარსი
მოსწავლეები
წარმოადგენს შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულად განხორციელებას, შეადგენენ საპრეზენტაციო პროგრამას
საყვარელი პერსონაჟის გასაზიარებლად, რითაც განივითარებენ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.  მოსწავლეთა
წიგნიერების კრიტიკული ანალიზისა და ინტელექტის ამაღლება ერთ-ერთი მტავარი მიზანია სასწავლო
პროცესისა, პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევაყვარო წიგნი და გავუფართოვო თვალსაწიერი;  პროექტზე
მუშობის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ დასამუსავებელ მასალაზე, გააფორმებენ და დაწერენ დიდ
წიგნს, წიგნის მახასიათებლების მიხედვით. გააკეთებენ პრეზენტაციას. 

საგანი
ქართული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტ
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური, I კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
ქართ.დაწყ.(I).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
მოსწავლე:
  • ისმენს და ადეკვატურად აღიქვა მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
  • ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში;
  • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას;
  • აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად);
  • ამოიცნობს მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
  • ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
  • გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (მარტივი საყრდენების გამოყენებით ან მათ გარეშე).

ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.

მოსწავლე:
Ø  ხატავს/აფერადებს წაკითხული ნაწარმოების ცალკეულ ეპიზოდს/პერსონაჟს;
Ø  წარმოადგენს მხატვრული ტექსტის პერსონაჟს სათანადო ხმის ტემბრით, ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით (ნაწარმოების ინსცენირების, როლური თამაშის დროს);
Ø  ილუსტრაციაზე დაყრდნობით ჰყვება ამბავს.

          მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა


       მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
       ს.გ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.

       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
·        უსმენს მასწავლებლის ინსტრუქციას, რჩევას/მითითებას;
·        მონაწილეობს საკლასო გამოფენაში;
·        მხარს უჭერს თანაკლასელებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობისას ან ერთობლივი ნამუშევრის შექმნისას.




მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  მოსწავლე შეძლებს :
*      წიგნისა და ტექსტის მახასიათებლების ცოდნას;
*      გამართულ კითხვას;
*      ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
*      ტექსტის ინტერპრეტირებას;
*      წაკითხული ტექსტის ანალიზს;
*      ლიტერატურული ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნას;
*      დროის მონიტორინგსა და მიზნობრივად გამოყენებას;
*      ითანამშრომლებენ  და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას;ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას,
*       საყვარელი პერსონაჟის დასახელებას , საკუთარი არჩევანის ახსნას და თანაკლასელებისათვის გაზიარებას;
*      საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით პერსონაჟის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გადმოცემას;
*      ლიტერატურული პერსონაჟის დაკავშირებას ხელოვნების ნიმუშებთან.
*      თვისობრივი და რაოდენორივი მონაცემების ინტერპრეტაციას.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რა არის წიგნიერება?
Ø  რისთვის უნდა ვკითხულობდეთ?
Ø  რატომ უნდა გავაკეთო ეს საქმე?

თემატური კითხვები
Ø  როგორ უნდა ავიმაღლოთ წიგნიერების დონე?
Ø  როგორ ლიტერატურას უნდა ვკითხულობდეთ ჩვენს ასაკში?
Ø  რას უნდა დავაკვირდეთ კითხვის პროცესში?
Ø  როგორ ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს კითხვა?
Ø  რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს პროექტს მოსწავლეთა წერა-კითხვისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისათვის?


შინაარსობრივი კითხვები
Ø   რას სძენს ადამიანს წიგნის კითხვა?
Ø  როგორ გესმით „დიდი წიგნის კითხვის ერთობლივი კითხვა“?
როგორ ფიქრობთ საინტერესო იყო წიგნზე მუშაობა ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ



 მინი ლექცია მოსწავლეებთან წიგნიერების საჭიროების, მისი მნიშვნეობისა და მისი დონის ამაღლებისა შესაძლებლობების შესახებ
შეკითხვების დასმა
ვ-მ-ვ ცხრილი
გონებრივი იერიში
ასოციაციური კავშირები

კითხვარი ბოლო პერიოდში წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის ნუსხის დასადგენად.  ჩემ მიერ მომზადებული პუბლიკაცია,
პრეზენტაცია,
რესურსების ბმულებისა და რეკომენდაციების მიცემა;
დიდი წიგნის  კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეკითხვების დასმა
მკითველის კითხვარი
პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი და
რუბრიკა,
პრეზენტაციები
დიდი წიგნები
სქემები
სურათების შეთავსება
დროის მონიტორინგის უნარების განვითარება;
ვენის დიაგრამა,
პრეზენტაციები მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებით, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს.

ჩვენი კლასის ბლოგი პროექტის შედეგების გასავრცელებლად
პრეზენტაციები,






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის  აზროვნება და  მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ,  რამდენად კარგად  ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და  გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. ბლოგი, ან რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების  კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ დიდი წიგნების კითხვის  დროს  საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. პრეზენტაციებიდან მოსწავლეების  პასუხები ზოგად შეკითხვაზე  გვაწვდიან ინფორმაციას,   როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან. 
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ბიბლიოთეკაში მუშაობისა და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები
ტექსტის დამუშავების  უნარ–ჩვევები;
საპრეზენტაციო პროგრამის ცოდნა;
ჯგუფში მუშაობა.
სასწავლო პროცედურები

პირველი კვირა:   10.04.2019. – 16.04.2019.
პროექტის თემის გასაცნობად, მოსწავლეებს დავუსვამ  შეკითხვას „ საჭიროა თუ არა  წიგნის კითხვა?“  გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. შემდეგ ასოციაციური კავშირების დახმარებით ვაფიქსირებთ „რატომ ვკითხულობთ წიგნებს?“ ეს დაეხმარება  მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში, გამოვავლენ მოსწავლეების დამოკიდებულებას და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორ წარმოდგენებს. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაასახელონ მათთვის ნაცნობი ტექსტები, ზღაპრები, ლექსები. განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ პროექტის ფარგლებში გაეცნობიან ერთიანი დიდ წიგნის შექმნის თავისებურებებს, სპეციფიკას.  ვაჩვენებ ჩემ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას აღნინულ თემაზე, რათა წავახალისო, გააღვივო მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა და ინტერესი.  გავაცნობ პუბლიკაციას მოსწავლეებს და მშობლებს  პროცედურების მოლოდინებისა და ვადების განხილვისთვის.   მივუთითებ  ბლოგს (https://www.youtube.com/watch?v=xRbWrP9Y28w&list=PLe4UTpGDfeAXORAtuYijSwmgk8oKEZ6ph&index=0 -  დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა), სადაც განთავსებულია „ეფექტური სწავლების მეთოდები“. იმ მოსწავლეებს , რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი, ბუკის კლასის მართვის პროგრამის გამოყენებით ვუგზავნი ვიდეოს  ფორმატით  ჩაწერილ „დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა“, მივუთითებ, რომ ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ საბავშვო  წიგნები (მოსწავლეები გაწევრიანებული მყავს სასკოლო ბიბლიოთეკაში, აქტიურად კითხულობენ ლიტერატურას და შემდეგ კლასში ვარჩევთ).  ვთხოვ წაიკითხონ  ერთი კვირის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ კი უნდა დაასახელონ მათთვის საყვარელი ტექსტი, წარმოადგინონ პრეზენტაციები, მათგან უნდა შეიჩეს ერთი, რომელზეც დამზადდება დიდი წინი, და რომელზეც იმუშავებს მთელი ჯგუფი (რადგან კლასი მცირეკონტიგენტიანია, ვერ ხერხდება ჯგუფებში მუშაობა);
მეორე კვირა: 17.04.2019. – 24.04.2019.
მიცემული დავალების შესრულების, ანუ პატარ-პატარა ტექსტების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებ მკითხველის კითხვარს, თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული დავალებების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად. მისი შევსების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას საყვარელ ტექსტზე,   შემდეგ ფლიპჩარტზე ჩამოვწერ არჩეული ტექსტების სახელწოდებებს და ვიწყებთ დიაგრამის აგებას. როდესაც  მოსწავლეები კვლევას დაასრულებენ, ჯგუფებში გადანაწილდებიან.  ინდივიდუალური კვლევის შედეგები ჯგუფურ მულტიმედიურ პრეზენტაციაში გაერთიანდება.  ვაცნობებ მათ, რომ  პრეზენტაცია უნდა შექმნან, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავენ და  თანაკლასელებს გააცნობენ შერჩეულ ტექსტს. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავარიგებ შეფასების  რუბრიკას. გავნიხილავთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და ვთხოვთ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს. პრეზენტაციის  გაკეთებაში ვეხმარები და ვაძლევ მითითებებს.მოსწავლეთა პრეზენტაციების შესაფასებლად ვისარგებლებ პრეზენტაციის ქულობრივი შეფასების გზამკვლევით.
მესამე კვირა: 25.04.2019. – 6.05.2019.
დიდ წიგნზე მუშაობა. მოსწავლეებს დავურიგებ  დიდი წიგნის მახასიათებლების კრიტერიუმების სიას, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას და სანამ მასზე მუშაობას შეუდგებოდნენ, ვუპასუხებ მათ კითხვებს. წიგნის  მომზადებისას ნებას ვრთავ გამოიყენონ აღნიშნული ჩამონათვალი გზამკვლევის სახით. მოსწავლეებს ვთხოვ,  ქაღალდზე ჯერ  შავად დაწერონ, ვინ რომელ გვერდზე იმუშავებს, რა მასალას შეიტანენ მარტივი ტექსტის სახით, დარწმუნდნენ, რომ ყველა კომპონენტი მზადაა, შეასწორონ გრამატიკული შეცდომები . როცა მოსწავლეებს გასწორებული შავი ნაწერი ექნებათ, დავავალებ  დიდი წიგნის მომზადებას.  მოსწავლეთა შესაფასებლად ვისარგებლებ წიგნზე  ქულობრივი შეფასების გზამკვლევით.
მეოთხე კვირა: 8.05.2019 – 17.05.2019.     ––      ნამუშევრების წარმოდგენა
მოსწავლეებს წინაასწარ ჰქონდათ დარიგებუი ვორდის ფაილზე დაბეჭდილი შერჩეული ტექსტი, რათა ემუშავათ და დაეხვეწათ კითხვის ტექბიკა. კლასს მიეცემა დრო დიდი წიგნის  სახით  საკუთარი არჩევანის წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ვაძლევ. ასევე, გამოვყოფ დროს მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასებისთვის, შედეგებს კი გავითვალისწინებ ჩემ მიერ განხორციელებული შეფასების დროს. პროექტის დასასრულს  ვიყენებ ვენის დიაგრამას,  ჩვეულებრივი წიგნისა და დიდი წიგნების  შესადარებლად და შესაპირისპირებლად,  ვიმსჯელეთ, შევაჯამეთ პროექტს მოსწავლეების ნააზრევის ზოგადი შეკითხვის შესახებ:
ü  რა არის წიგნიერება?  რისთვის უნდა ვკითხულობდეთ?   რატომ უნდა გავაკეთო ეს საქმე?








დასკვნითი აქტივობა
ჩვენი კლასის ბლოგზე (http://veriko8skola.blogspot.com/ ) ავტვირთავ პროექტს, პრეზენტაციებს,  მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებს, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს.  გავუზიარებ ჩვენს ნამუშევრებს საზოგადოებას.  ვატარებთ შემოქმედებით ღონისძიებას ,,ზღაპრების სამყაროში,,






დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·        გავიმეორებ წერით და ზეპირ ინსტრუქციებს;
·        შევამოწმებ ინფორმირებულობის დონეს;
·        დავალების დასასრულებლად მეტ დროს მივცემ;
·        ნებას დავრთავ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობებისა და ნტერესების შესაბამისად (უყვარს ხატვა)
·        გამოვიყენებ ჩემ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ნიმუშებს მოსწავლეების მუშაობის წარმართვისთვის;
·        გამოვიყენებ დადებით უკუკავშირს თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·        წავახალისებ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 
·        მივცემ  შესაძლებლობას გამოიყენოს ლიდერის უნარ-ჩვევები ჯგუფის ორგანიზების და სამუშაოზე ფოკუსირების მიზნით;
·        წავახალისებ, გამოიყენოს შედარებით მაღალტექნოლოგიური ელემენტები პრეზენტაციის  შესაქმნელად;

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 კანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
„საბავშვო ქრესტომათია“ თბილისი 2016
ინვენტარი/მასალები
·        წიგნები, ფურცლები, კალმები, ფანქრები, ბუკი, საქაღალდეები და ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა მოსწავლის ელექტრონული და ბეჭდვითი ნამუშევრებისთვის

ინტერნეტრესურსები




სხვა რესურსები
მშობლები, მოწვეული მასწავლებლები, ინტელის სასწავლო კურსის ტრენერი, სხვა კლასის მოსწავლეები




Комментариев нет:

Отправить комментарий