კრუხი და წიწილები
ქოჩორა კრუხმა პირველად გამოიყვანა მინდორში თავისი
პატარა შვილები.
დედამ დაარიგა: - თუ საშიში რამე დაინახოთ, ჩემსკენ
გამოიქეცითო.
წიწილები ბალახში გაიშალნენ.
-წია, წია! -იწივლა წიწილამ.
გულგახეთქილი ქოჩორა მივარდა. ხედავს, წიწილა პატარა
ჭიას თავს დასდგომია და ცახცახებს,
-კრუხ, კრუხ! ნუ გეშინია! ეს ჭიაა. ჩაჰკარი ნისკარტი
და შეჭამე! - უთხრა დედამ.
-ვაი, ვაი! გვიშველე დედა, გვიშველე, მოდის! - მოისმა
ხმა.
ქოჩორამ წიწილების ახლოს მურია დაინახა.
-ნუ გეშინიათ, ეს ჩვენი მურიაა, არაფერს გერჩით, -დაუკრუხუნა
ქოჩორამ და ბზის ქექვას შეუდგა..
-ვაი, ვაი! ვიღაცამ თავზე წყალი გადმოგვასხა! - წიოდნენ
წიწილები.
-ნუ გეშინიათ, ცა მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა.
ქოჩორამ წიწილები ხის ქვეშ შეიყვანა, ფრთები გაშალა
და ქვეშ შეისხა.
ნინო
ნაკაშიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий