пятница, 23 июня 2023 г.

среда, 28 октября 2020 г.

 

სადამრიგებლო პროგრამა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ:კორმაღლის საჯარო სკოლის III  კლასის

პედაგოგი  : ნუნუ სარჯველაძე                           

 2019-2020 სასწავლო წელი

 სადამრიგებლო პროგრამა.

  

 

 

 

 

 

 

 

   პედაგოგთა ათი მცნება

1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

                                                                                                                                                                                              გაბრიელა მისტრალი.

 

                                              დამრიგელის მუშაობის მიზანი.


  დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჩემი როგორც  დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი,ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა.სასწავლო პროცესის მართვა,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი,მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას,უვითარებდეს მათ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმრებოდეს ოჯახს საზოგადოებასა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

                                

 

დამრიგებლის მუშაობის პრინციპები.

      ჩემი როგორც დამრიგებლი საამღრზდელო მუშაობა უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს.

·         აღრზდის მთლიანობა.----სააღმრზდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური,ფქსიქიკური,სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ.საამღრზდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა.

·         შემოქმედებითი,აქტიური პიროვნების აღზრდა.---ყველა ბავშვი უნიკალურია.ისინი ერთმანეთისაგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან, ამიტომ როგორც  დამრიგებელმა უნდა შევძლო მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა ,მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია.ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნა.

·         მოსწავლეთა ჩართულობა .----მოცემული პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის და ვალდებულებების გრძნობის განვითარებას.  როგორც  დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა ვუზრუნველყო  სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები,ლაშქრობები,ექსკურსიები) დაგეგმვისა და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზით.მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.აგვარი ჩართულობა მოსწავლეებს ,დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი  პიროვნების ფორმირებას.

·         თანამშრომლობის პრინციპი.----ჩემი როგორც დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობითი ურთიერთობის,ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის პრინციპს.დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისაკენ.

·         ბავშვის უფლებებისა და  მოვალეობების დაცვის პრინციპი.---როგორც დამრიგებელმა ხელი უნდა შევუწყო მოსწავლეებს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერბასა და დაცვაში.

·         მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.---როგორც დამრიგებელი ვითანამშრომლებ თითოეულ მშობელთან და მაქსიმალურად ვიზრუნებ მათ  სასკოლო ცხოვრებაში ჩართვაზე.

მუშაობის მიზანი: 

        ჯანსაღი, ეროვნული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მონიტორინგი, მშობლებისათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა,

 

 

მუშაობის პრინციპი:

თარიღი

პიროვნული და მორალური განვითარება

გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი

უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება

თვალსაწიერის გაფართოება

მიზანი მოსწავლეები შეძლებენ

შედეგი

27.09

რას ნიშნავს იყო მესამეკლასელი? ზაფხულის შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ-ჩვევები, მესამეკლასელის ინტერესები, ჰობი.

 

 

 

მესამეკლასელის ცნების განსაზღვრას.

პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას.

 

11.10

 

 

 

25.10

ფანტაზია... რაში ეხმარება ადამიანს ფანტაზია? ფანტაზია და ტყუილი. მათ შორის განსხვავება. რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს.

 

 

დიდაქტიკური ზღაპრის წაკითხვა. „მატყუარა ბიჭი მიტო“ და

,,როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“

კითხვის უნარის განვითარებას.

ტერმინების ფანტაზიის და ოცნებების განსაზღვრას.

 

8.11

 

 

22.11

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი--სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა, ეპიდემიის ჭრილობისა და ტრავმებისაგან თავის დაცვა.

ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა, სახელმწიფო

 

ჯანსაღად ცხოვრების წესის ელემენტარული უნარების გაცნობას.

 

კანონის, სახელმწიფო სიმბოლოების მნიშვნელობის გაცნობას.

 

6.12

25.12

 

26.12

 

ა)  პატიების უნარის მნიშვნელობა ურთიერთობებში.

ბ) მეგობრობის უნარი, მეგობრობის უნარის განვითარება.

 

საახალწლო ფილმის ჩვენება

 

საახალწლო კარნავალი.

მეგობრობის მნიშვნელობის  განსაზღვრა-ნამდვილი მეგობრის თვისებებში გარკვევას.

 

7.02

21.02

ჯადოსნური სიტყვები (გმადლობ, ბოდიში) და მათ გამოყენების აუცილებლობა სხვადსხვა სიტუაციებში.

 

 

მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი  იროდიონ ევდოშვილის „გულითადი მეგობრები“

  ეზოპეს „ყვავი და მელა“

ურთიერთპატივისცემის, თხოვნის , პატიების უნარის გამომუშავებას.

კითხვის და მსჯელობის უნარის განვითარებას.

 

3.03

20.03

„დედის დღე“

 

8 მარტი

 

 

..გაზაფხული შემოსულა ლენ ‘’ ლექსების კითხვა და ჩანახატები .

პატივისცემის უნარის    განვითარებას.

გარემოს სილამაზის აღქმას და გადმოცემას ნახატებით.

 

3.04

24.04

 

დღის რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და

სპორტი.

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საუბარი და ფილმის ჩვენება.

სპორტით დაკავების აუცილებლობის მნიშვნელობის განსაზღვრას.

 

15.05.

29.05

კამათი და ჩხუბი. განსხვავებს მათ შორის და პრობლემური სიტუაციების განხილვა.

 

 

ექსკურსია . ისტორიული ძეგლების მონახულება.

პატივისცემის უნარის განვითარებს ჩვენი ქვეყნის წარსულისადმი.

 

 

 

 

1. მოსწავლეებში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა.

2. პასუხისმგებლობის და ვალდებულებების განვითარება.

3. ჩართულობა საკლასო ცხოვრებაში (ზეიმები, პროექტები, ექსკურსიები).

4. მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა.

5. მშობლების ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში.