пятница, 18 марта 2011 г.

2010 წლის საუკეთესო მასწავლებელი




30.10.2010 19:00 – წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა

ნუნუ სარჯველაძე წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდა. მან გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მოაწყო. მასწავლებლებს გამომცემლობაში უნდა წარედგინათ საუკეთესო მოსწავლეების რვეულები, რის მიხედვითაც შეფასდებოდა მასწავლებლის მუშაობა მთელი წლის მანძილზე.

пятница, 11 марта 2011 г.

თემა: :გარემო და ჯანმრთელობა"




დღეისათვის ადამიანის სასიცოცხლო გარემო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მწვავე ეკოლოგიურ კრიზისს განიცდის. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა ჯანმრთელობის დარღვევები გარემოს მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით შეიძლება იყოს გამოწვეული; მაღთგან უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ატმოსფერული ჰაერის, სასმელი წყლისა და ღია წყალსატევების, ნიადაგის და საკვები პროდუქტების ტოქსიკური (მომწამლავი) ნივთიერებით, პესტიციდებით, მძიმე ლითონებით და მისთ. დაბინძურება. გარემოს ფაქტორების ზემოქმედების მიმართ ბავშვის ორგანიზმი გარესამყაროზე ნაკლებად გამძლეა; მაგ: ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს 1,000 მგ–მდე ნიტრატების შეთვისება საფრთხეს არ უქმნის, მაშინ, როდესაც ჩვილი ბავშვის ორგანიზმისათვის 10–20 მგ–ზე მეტი დოზა სახიფათოა. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო მგრძნობიარეა იგი გარემო ზემოქმედების მიმართ. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რო მოსახლეობას გარემოს პრობლემის შესახებ გარკვეული ცოდნა გააჩნდეს. აქვე მოგახსენებთ 6 ძირითად რეკომენდაციას, რომლის გათვალისწინებაც ნაწილობრივ მაინც დაგვაზღვევს გარემოს ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან.
ძირითადი რეკომენდაციები:
1. დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ ქალაქის იმ ადგილებში, სადაც ატმოსფერული ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია.
2. შეძლებისდაგვარად არ გამოვიყენოთ ღია წყალსატევების თუ გამდინარე წყლები დასაბანად, ჭურჭლის გასარეცხათ, მითუმეტეს–სასმელად.
3. შეძლებისდაგვარად არ მოვიხმაროთ საკვები პროდუქტები, თუკი მეტ–ნაკლებად საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ისინი ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენებით, შეიძლება იყოს მოყვანილი; აგრეთვე, უნდა მოვერიდოთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტების მოხმარებას.
4. ნუ გამოვიყენებთ საკვებში ისეთ ველურ მცენარეებს, რომელთა თვისებების შესახებ საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია.
5. მზეზე დიდხანს ნუ გავჩერდებით ქუდის გარეშე, რადგან ამან შეიძლება მზის დაკვრა გამოიწვიოს.
6. თვალყური უნდა გადევნოთ ბინაში ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეს; ნუ დავაბინძურებთ ბინის გარემოს თამბაქოს ან სხვა სახის ბოლით და მწერების თუ პარაზიტების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებებით.
დამხმარე ინფორმაცია:
1. დიდხანს არ უნდა გავჩერდეთ ქალაქის იმ ადგილებში, სადაც ატმოსფერული ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია.
• უნდა მოვერიდოთ სეირნობას გადატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალების უშუალო სიახლოვეს (თბილისში ჰაერის საერთო დაბინძურების 81% ავტოტრანსპორტზე მოდის)
• რაც შეიძლება მეტი დრო უნდა დავყოთ ფაბრიკა–ქარხნებისა და სატრანსპორტო მაგისტრალებიდან მოშორებით, სუფთა ჯაერზე, „მწვანე ზონაში“.
2.შეძლებისდაგვარად არ გამოვიყენოთ ღია წყალსატევებისა თუ გამდინარე წყლები დასაბანად, ჭურჭლის გასარეცხად, მითუმეტეს–სასმელად.
• უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მდინარეებისა და ღია წყალსატევების ორგანული (ყოფითი ჩამდინარე წყლები, ფერმების ნარჩენები, ნავთობპროდუქტები და მისთ.) და სამრეწველო ქიმიური ნარჩენებით დაბინძურება. ამიტომ უნდა მოვერიდოთ –განსაკუთრებით ქალაქების ფარგლებში და მათ სიახლოვეს–მდინარეებსა და სხვა წყალსატევებში ბანაობას. მთელ რიგ მონაკვეთებში ძლიერ დაბინძურებულია შავი ზღვაც, ამიტომ ასეთ ადგილებში ბანაობისაგან თავი უნდა შევიკავოთ.
• შეძლებისდაგვარად არ გამოვიყენოთ დასაბანად, ჭურჭლის სარეცხად და მითუმეტეს სასმელად წყლის ნაკადები თუ ნაკადულები, რომლებიც მიწის ზედაპირზე ღიად მიედინება. ამ მიზნებისათვის მეტად გამოსადეგია მიწიდან გამომავალი წყაროები , რადგან მიწის ქვეშ მოძრაობისას წყალი ნაწილობრივ ბუნებრივად იფილტრება. ნებისმიერ შემთხვევაში, სასმელად და საკვების მოსამზადებლად გამოყენებული წყლის წინასწარ დადუღრებით თავს დავიზღვევთ ინფექციებისაგან.
• ცივ სასმელ წყალთან ერთად, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვიას გოგირდწყალბადიანი თერმული წყლების სასმელად გამოყენება არ შეიძლება, ხოლო ასეთი წყლებით საკვები პროდუქტებისა თუ ჭურჭლის რეცხვა და ამ წყლებით კბილების წმენდისას სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის.
3.შეძლებისდაგვარად არ მოვიხმაროთ სკვები პროდუქტები, თუკი მეტ–ნაკლებად საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ისინი ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენებით შეიძლება იყოს მოყვანილი; აგრეთვე უნდა მოვერიდოთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტების მოხმარებას;
• საქართველოში რეგისტრირებულია ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენების შედეგად მოყვანილი პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევები; ამიტომ შეძლებისდაგვარად არ უნდა მოვიხმაროთ საკვები პროდუქტები, თუკი სერიოზულად ვეჭვობთ, რომ ისინი ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენებით არის მოყვანილი; ბაზრებში უნდა მოვითხოვოთ საკვები პროდუქტის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
• უკანასკნელ ხანს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული მრავალი ახალი პროდუქტი გამოჩნდა. მათი უმრავლესობა ეკოლოგიურად სუფთა არ არის. უნდა მოვერიდოთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტების მოხმარებას, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ ის პროდუქტები, რომლებზეც მითითებული არ არის მათი შენახვის ვადა და მწარმოებლის მისამართი;
• უმჯობესია ბავშვების საკვებად ახალი, ნატურალური პროდუქტი გამოვიყენოთ.
4.ნუ გამოვიყენებთ საკვებში ისეთ ველურ მცენარეებს, რომელთა თვისებების შესახებ საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია.
• ბევრი ველური მცენარე თუ სოკო მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ არ უნდა გამოვიყენოთ საკვებში ჩვენთვის მეტნაკლებად უცნობი მცენარეები.
• არ უნდა შევაგროვოთ მცენარეები თუ მათი ნაყოფი ავტომაგისტრალების მიმდებარე მონაკვეთებში (მათგან 50 მ.–ზე ახლოს), რადგან სწორედ აქ ნიადაგში გროვდება ავტომანქანების მიერ გამომუშავებული მომწამლავი ნივთიერებების უდიდესი ნაწილი, რომლებსაც მცენარეები ითვისებენ.
• მკაცრად უნდა ავუკრძალოთ ბავშვებს მათთვის უცნობი ნაყოფის თუ კენკრის, მცენარეთა თესლების და მისთ. შეგროვება და გასინჯვა.
• ადამიანის სოკოთი (თუ სხვა მიზეზით) მოწამვლის შემთხვევაში მას მაშინვე უნდა აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება:
• შევეცადოთ, რომ ადამიანს დაეწყოს პირღებინება (თუკი იგი გონზეა), მივაღებინოთ მცირე ოდენობის წყალში გახსნილი აქტივირებული ნახშირი;
• ვასვათ დიდი რაოდენობის წყალი და რძე;
• გამოვუძახოთ ექიმს ან სასწრაფოდ გადავიყვანოთ ადამიანი საავადმყოფოში;
5.ადამიანმა ქუდის გარეშე დიდხანს არ უნდა დაჰყოს მზეზე, რადგან ამან შეიძლება მზის დაკვრა გამოიწვიოს;
 თავშიშველი ადამიანი დიდხანს არ შეიძლება გავაჩეროთ მზეზე. ამასთამ , უნდა გვახსოვდეს, რომ მზე უფრო მეტად მწველია მთაში და ზღვის სანაპიროზე;
თუკი ადამიანს მზემ დაჰკრა, მას უმალ უნდა აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება;
 გადავიყვანოთ ჩრდილჩი, გრილ ადგილას და გავხადოთ ტანსაცმელი;
 თავი და მკერდი გრილი წყლით უნდა დავუსველოთ;
 საჭიროების შემთხვევაში (თუკი ადამიანს სუნთქვა უჭირს) ხელოვნური სუნთქვა ჩავუტაროთ;
6.თვალყური უნდა ვადევნოთ ბინაში ჰაერის ტემპერატურასა და სინოტივეს, ნუ დავაბინძურებთ ბინის გარემოს თამბაქოს ან სხვა სახის ბოლით და მწერების თუ პარაზიტების საწინააღმდეგოქიმიური საშუალებებით.
 იმ ოთახებში, სადაც ბავშვებს უმეტესი დროის გატარება უხდებათ, ჰაერის ზომიერი ტემპერატურა და სინოტივე უნდა იყოს დაცული. ოთახის მაღალი ტემპერატურა შედარებით დაბალ ტენიანობასთან შეხამებით იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობას, რითაც მის მიკრობებისაგან დაცვის უნარი ქვეითდება. გარდა ამისა, ასეთი მიკროკლიმატი თავის ტკივილების, დაღლილობის შეგრძნების, გაღიზიანებადობის, ასთმის და სხვ. წარმოშობას უწყობს ხელს. ოთახში არ შეიძლება იყოს არც დაბალი ტემპერატურა, რომელიც ბავშვის ხშირ გაციება–ხველებას იწვევს.
 მოზარდები არათუ არ უნდა ეწეოდეს, არამედ არ უნდა იმყოფებოდეს იმ ოთახებში, სადაც სხვები ეწევიან; ასეთ გარემოს მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ პატარებიც, რათა ისინი უნებლიე პასიური მწეველის როლში არ აღმოჩნდნეს;
 თამბაქო 7,000–მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთა უმეტესობა მომწამვლელია; ნიკოტინი შხამია, რომელიც, უპ.ყ.,ნერვულ სისტემას აზიანებს ;
 ნახშირის ან შეშის წვისას ბევრი მაბნე ნივთიერება გამოიყოფა, ამიტომ თუკი ოთახების გასათბობად ასეთი საშუალებები გამოიყენება, მაქსიმალურად უნდა შევაცადოთ, რომ კვამლი საცხოვრებელ ოთახებში არ დაგროვდეს, არა არის მიზანშეწონილი ოთახების ღია ტიპის გაზქურებით ან ნავთქურებით გათბობა.
 ოჯახებში ხშირად ინახება მწერების თუ პარაზიტების საწინააღმდეგო სხვადასხვა ქიმიური საშუალება, რომელთა ორგანიზმში შეღწევა (პირის ღრუდან, კანიდან, ან , მათი ანაორთქლის შესუნთქვის გზით) ადამიანის ჯანმრთელობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ისინი უნდა ინახებოდეს ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილებში. გარდა ამისა, ოთახებში, სადაც ეს ქიმიური საშუალებებიო მოიფრქვევა, ბავშვები მხოლოდ ოთახების სრული განიავების შემდეგ უნდა შევუშვათ.
1996 წლის 11 ივლისს „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა მსოფლიო პოლიტიკის კვლევის სერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის გურამ უსტიაშვილის სტატია: „ფრთხილად ჯანმრთელობისათვის სახიფათოა!“ სტატიის მთავარი თემაა, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი გაივსო ჯანმრთელობისათვის სახიფათო საქონლით „ერთი და იმავე კომპანიას შეუძლია აწარმოოს ერთი და იმავე პროდუქციის სამი კატეგორია: 1.შიდა ბაზრისათვის, 2.საექპორტო, 3,ყველაზე ცუდი ხარისხის, განვითარებად ქვეყნებში გადასატანად. სწორედ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება იმ კვების პროდუქტები, სიგარეტისა და სასმელების 80 %, ტყავფეხსაცმლისა და საფეიქრო მრეწველობის პროდუქციის 70%, მედიკამენტების 90%, რომელიც მესამე სამყაროს ქვეყნებშია ექსპორტირებული...
ჰოლანდიასა და გერმანიაში წარმოებული „კოკა–კოლა“ და მარგარინი, რომელიც დიდი რაოდენობით შემოდის თანამეგობრობისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, შეიცავს კიბოს წარმომქმნელ ემულგატორს, შეფუთულ ყუთში თვალსაჩინო ადგილზე აღნიშნულია სიმბოლო E-320 ამ პროდუქტის რეალიზაცია აკრძალულია ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა, როგორც ჩანს, სხვებისთვის მათი წარმოება კვლავ გრძელდება. მაგრამ ამ ემულგატორის ნიშნით არ ამოიწურება სიცოცხლისთვის საშიში „ნივთიერება–სიმბოლოები“, იგი ითვლის არანაკლებ 30 (ელიტურ რეგიონების აკრძალულ) ემულგატორს, რომელიც ფართოდ გამოიყენება მესამე კატეგორიის ქვეყნებში (ძირითადად ყოფილ სსრკ–ს რესპუბლიკებში) ექსპორტირებული და „ჰუმანიტარული დახმარების“სახით მიწოდებული საკვებ პროდუქტებში. „ღია ბაზრის“ პოლიტიკამ და საქართველოს „აღიარებამ“ განვითარებად ე.ი. მესამე კატეგორიის ქვეყნად, გამოიწვია სამომხმარებლო ბაზრის ყველაზე ცუდი ხარისხის საქონლით გაჯერება. „...მოზღვავდა უცხოური საეჭვო წარმოების უხარისხო პროდუქცია (ღვინო, არაყი, კონიაკი, სიგარეტი,...კონსერვები) რომელთა უდიდესი უმრავლესობა ემულგატორებით არის დამუშავებული და შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უდიდეს საფრთხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი საქონელი ჩვენს ბაზრებზე გაცილებით იაფად იყიდება, ვიდრე საზღვარგარეთ მათი წარმოების ადგილზე (სიგარეტი, არაყი).
საზღვარგარეთის, განსაკუთრებით ზოგიერთი თურქული წარმოების საქონლის უვარგისობა არაერთხელ გვსმენია, წაგვიკითხავს მაგრამ სერიოზული ყურადღება არ მიგვიქცევია მისთვის, ყველაფერი ჭორის დონეზე იყო. ახლა კი, როცა სამთავრობო გაზეთით კომპეტენტური პიროვნება გვეუბნება მას სულ სხვა აღქმა და დამოკიდებულება სჭირდება.
მაინც რა ვქნათ? – სანამ მთავრობა აკრძალავს, ქვეყანაში ვადაგადაცილებული ემულგატორებით დამუშავებული ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოზიდვას არ შევიძინოთ კვების პროდუქტები თუ სხვა ნაწარმი, რომელზედაც დასმულია „სიმბოლოები“ და იწვევს დაავადებებს. ქვემოთ დანართის სახით შემოგთავაზებთ ემულგატორებისა და მათი მავლებლობის სიას.
დღეისათვის კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში. გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა. ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტანდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში. ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც.
აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად. დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფები ემუქრება. ატმოსფეროს, წყლის და გარემოს დაბინძურების მაჩვენებლმა მაქსიმუმს მიაღწია და ვინ უწყის როდის შეწყვეტს ჩვენი პლანეტა არსებობას. მართალია წყლის და გარემოს დაბინძურება ეკოლოგიური კატასტროფის ყველაზე დიდი გამოხატულებაა, მაგრამ პირველი ადგილი მაინც ატმოსფეროს დაბინძურებას უჭირავს. ადამიანმა საკვების გარეშე შეიძლება მაქსიმუმ 40 დღე გაძლოს, წყლის გარეშე 1 კვირა, მაშინ როცა ჰაერის გარეშე იგი მხოლოდ რამდენიმე წუთს ძლებს. აქედან ვრწმუნდებით თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობისაა ატმოსფეროს მდგომარეობა კაცობრიობისთვის, მაგრამ სამწუხაროა რომ ამ ფაქტს ყველა როდი უყურებს გახელილი თვალებით. ატმოსფეროს დაბინძურება შეიძლება გამოწვეულ იქნას როგორც ბუნებრივი პროცესების მიმდინარეობით (ტექტონიკური ძვრები, ვულკანების ამოფრქვევა, ქარიშხლები და ა.შ.), ასევე ადამიანის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, რომელიც ანთროპოგენურ ფაქტორადაა მიჩნეული. ბუნებრივი მაჩვენებელი გაცილებით ჩამორჩება ანთროპოგენური დაბინძურების ნიშნულს. ანთროპოგენური დაბინძურების მთავარი წყაროებია: თბოელექტროსადგურები (თეს), ატომური ელექტროსადგურები (აეს-მართალია ამ უკანასკნელზე უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებია დადგენილი, მაგრამ კაცობრიობას ახსოვს ატომური დაბინძურების წლები, მაშინ როცა მთელმა მსოფლიომ ეკოლოგიური კატასტროფა განიცადა: ჩერნობილი, აშშ აეს და ა.შ.), ტრანსპორტი (ძირითადად გაუმართავი ძრავები, არასრული წვის დროს წარმოქმნილი მხუთავი აირები: აზოტის ჟანგი, გოგირდის ჟანგი და ა.შ.), შავი მეტალურგია, ფაბრიკა-ქარხნები და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი დიდი თუ პატარა ფაქტორი. ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მთელს მსოფლიოში გატარდეს ატმოსფეროსა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები, მოხდეს ტრადიციული ეკოლოგიურად დამაბინძურებელი ენერგო წყაროების ჩანაცვლება ალტერნატიული უსაფრთხო ენერგო სისტემებით. საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი გადავიდეს ელექტრო ენერგიისა და მზის ენერგიის წყაროებზე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში უკვე შესაძლებელია. თითოეული ჩვენთაგანის ვალია ცივი გონებით გავაცნობიეროთ ეს ყოველივე და დროულად მივიღოთ გადამჭრელი ზომები. ადამიანმა გარემოს ისე უნდა დაუგდოს ყური თითქოს საკუთარი გულის რიტმს უსმენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ბუნებაში მიმდინარე ჯაჭვად ქცეული შეუქცევადი პროცესები და პლანეტა დედამიწა ადამიანისთვის ვეღარ უზრუნველყოფს სასიცოცხლო პირობებს.
გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა. ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის. ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როცა ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები. მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირიათადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი, კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა. გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა. განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთის მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორეს მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის. დღეისათვის საქართველოში შექმნილია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო – წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული გარემოს დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო ფენებში. ბუნებისადმი ტექნოკრატიული მომხმარებლური დამოკიდებულების აღმოფხვარას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას, საზოგადოებრივი თვალსაზრისით მდგრადი საზოგადოების ფორმირებას.http://www.greens.ge/ . საქართველოს მწვანეთა მოძრაობა არის პოპულარული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც 1989 წელს დაარსდა. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს კონკრეტულ გარემოსდაცვით პროექტებს. ორგანიზაცია შეიმუშავებს სატყეო მეურნეობის, ეკოლოგიური არქიტექტურის, ეკოგანათლებისა და სხვა სფეროების განვითარების ალტერნატიულ მოდელებს, ეწყობა მათი საჯარო განხილვები, მათი ლობირების კამპანიები, ხორციელდება პრაქტიკული გარემოსდაცვითი საქმიანობები, საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა წარმატებით მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მან განახორციელა წარმატებული კამპანიები დიდი ჰიდროელექტროსადგურებისა და ტოქსიკური ნარჩენების გადამამუშავებელი მსხვილი ქარხნების მშენებლობის წინააღმდეგ. 1995 წელს მწვანეთა მოძრაობის დიდი მცდელობის შედეგად საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს დაემატა მე–3 პუნქტი:"ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარების შესახებ". გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით „მწვანე კლუბი“ შეიქმნა. იგი ასობით ახალგაზრდას აერთიანებს. ისინი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან. კლუბის წევრები პირველად მოხალისეთა საერთაშორისო დღეს - 5 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე „პოლიეთილენი ბუნების მტერი“ შეიკრიბნენ. (მოხალისეთა დღე 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს). ახალგაზრდების უმრავლესობამ მოხალისეობის სურვილი და აქტიურობა გამოიჩინა ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს გარემოს განადგურება, დაბინძურება. აქედან გამომდინარე შეიძლება გვქონდეს იმედი იმისა, რომ გადავარჩენთ გარემოს, რომელსაც დიდი საფრთხე ემუქრება. საჭიროა სკოლის საზოგადოების და ასევე მოსახლეობის ინფორმირება: მათი სამოქალაქო ცნობიერების და ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლება, გაცნობიერება იმისა თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯამრთელობაზე დაბინძურებული გარემო, მეორადი წარმოების სიკეთე, კომუნიკაციის აქტიური მოქალაქის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. ეხლა რაც შეეხება ”უნარჩენო წარმოების სიკეთეს”...უკანასკნელ წლებში მომრავლდა ისეთი ტექნოგენური კატასტროფები, რომლებსაც შეუძლიათ ბუნებრივ გარემოში შეუქცევადი პროცესების განვითარება, ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. მავნე ქიმიური ნივთიერებით გარემოს დაბინძურება ძირითადად იმ რაიონებშია მოსალოდნელი სადაც აღინიშნება ქიმიური მრეწველობის განვითარების მაღალი დონე, თუმცა ყველაზე მასშტაბური კატასტროფები განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ამგვარ ქვეყნებში ძვირადღირებულობის გამო ვერ ხერხდება ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვა. მაგ: 1984 წელს, ინდოეთში ქიმიური ქარხნიდან ნივთიერების გამოფრქვევის შედეგად მოხდა მსოფლიოში უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა. ამის შედეგად მაშინვე დაიღუპა 3 000 ადამიანი და დაზარალდა 500 000-მდე ინდოელი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ნარჩენების პრობლემამ ევროკავშირის გარემოს დაცვით პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ჩვენს ქვეყანაშიც ნარჩენების მართვა აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა არის ნარჩენების თავიდან აცილება, ხოლო რისი აცილებაც შეუძლებელია ხელმეორედ უნდა იქნეს გამოყენებული ან გადამუშავებული. მეორადი გადამუშავების შედეგად მცირდება მოთხოვნილება ახალ ნაგავსაყრელებზე, მცირდება გარემოს დაბინძურება, მრეწველობა ღებულობს ღირებულ ნედლეულს, რითაც ხდება ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება. ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება კი ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. საქართველოში მხოლოდ ქალაქ რუსთავში განლაგებული ქიმიური მრეწველობის საწარმოები ქმნიან პოტენციურ საფრთხეს.
რუსთავი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უამრავი ისეთი საწარმოა, სადაც ნაგავს წვავენ და გამოიმუშავებენ თბურ ენერგიას, რომლითაც მარაგდება და თბება ქალაქები. მთელ მსოფლიოში მაკულატურის 39% ხელოვნურად გადამუშავდება. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება სოცოცხლეს უნარჩუნებს 17 – 19 ზრდასრულ ხეს.
ნაგავსაყრელებზე ისეთი ნარჩენები ხვდება, რომლის მეორადი გადამუშავება შესაძლებელია. ასეთი ტექნოლოგიის მაგალითია კვების პროდუქტების ნარჩენებისაგან პოლიეთილენის პარკების დამზადება; ბლოკის საწარმოში ხდება წიდის, ნაშალი მასალის და პოლიეთილენის გადამუშავება; ასფალტის ქარხანაში - წიდის, საამშენებლო ნარჩენების და ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად ნარჩენი მასალების გამოყენება . . . ჯანსაღი გარემო გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია ჩვენი ქალაქიც ამ პრობლემის წინაშე დგას.
რაც უფრო იზრდება ადამიანთა ცხოვრების დონე, მით უფრო მეტი ნარჩენი გროვდება მის ირგვლივ.
ნარჩენი რესურსია და შესაძლებელია უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებით მისგან სასარგებლო ნივთები მივიღოთ. საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები-ძველი ნივთები: ავეჯი, ტანსაცმელი, გატეხილი სათამაშოები, შესაფუთი მასალები, ძველი რვეულები, ჟურნალ-გაზეთები, პოლიეთილენის ბოთლები, ალუმინის ქილები და სხვ. არა მარტო აბინძურებენ გარემოს, არამედ მათი გადაყრა მდინარეებსა და ტბებში საშიშროებას უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს გათავისებული ეკოლოგიური პრობლემა , არ არის სათანადო ეკოლოგიური განათლების დონე.
ჩვენ ვფიქრობთ ამ მხრივ განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია სკოლას, რადგან მოქალაქის აღზრდა, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება სწორედ სკოლიდან იწყება. სწორედ ამიტომ ჩვენი ჯგუფის აქტიურობით სკოლაში მოეწყო აქცია: ,, ბუნება მბრძანებელია ’’,
ჩატარდა გაკვეთილები ბუნების დაცვასთან დაკავშირებით, საუბრები მაღალკლასელებთან ,,ნარჩენების მეორადი გადამუშავების სიკეთე”, მოსწავლეებმა გამოვუშვით კედლის გაზეთი,
ინფორმატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება: დავამზადეთ ბუკლეტები თემაზე: ,,ბუნება მბრძანებელია”, დარიგდა ბუკლეტები და სარეკლამო ფურცლები სოფლის მოსახლეობაში. ათობით სარეკლამო ფურცელი დავუგზავნეთ ჩვენს თანატოლებს ელ.ფოსტის საშუალებით საქართველოს ფარგლებში და მის საზღვრებს გარეთ.
მოეწყო აქცია მოსწავლეებისათვის ასფალტზე ხატვა: ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას”.
მეგობრების, ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით შევძელით მეტად სერიოზული ინგლისურენოვანი ვებგვერდის შექმნა გაცნობა და ინფორმაციის მოძიება; ხლა ცოტა რამ გლობალურ დათბობაზე; გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი. ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი. საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. ადამიანმა უძველეს ეპოქაშივე იგრძნო მზის განსაკუთრებული ძალა. ყველა ძველი ცივილიზაცია აღმერთებდა, თაყვანს სცემდა მზეს. გადიოდა საუკუნეები და მნათობისადმი ბრმა მორჩილება მისი შეცნობის სურვილით იცვლებოდა. დღეს უკვე ვიცით, რომ მზე გიგანტური სფეროა, რომლის წიაღშიც უზარმაზარ ტემპერატურაზე თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს. მეცნიერები განუწყვეტლივ აკვირდებიან მზის ლაქებს, აღნუსხავენ აფეთქებათა რაოდენობასა და სიმძლავრეს, მაიონიზებელი და სხვა გამოსხივებების ინტენსივობას. ცნობილია, რომ ეს პროცესები გარკვეული ციკლურობით მიმდინარეობს. ყველაზე უკეთ არის შესწავლილი 11-12-წლიანი ციკლი, რომელიც მოიცავს მზის აქტივობის 4 ფაზას: მატებას, მაქსიმუმს, დაქვეითებას და მინიმუმს. მზესა და დედამიწას შორის საკმაოდ დიდი მანძილია, ამიტომ ზოგიერთი სკეპტიკოსი მიიჩნევს, რომ დედამიწის ბიოსფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მზის გავლენის შესახებ მოსაზრება გადაჭარბებულია. ისინი მზეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი განათების წყაროდ აღიქვამენ. სინამდვილეში, თუ გავითვალისწინებთ მზის დიამეტრსა და დედამიწასა და მზეს შორის მანძილის თანაფარდობას, აღმოჩნდება, რომ მზე არც ისე შორსაა.
სხვადასხვა, მათ შორის - ადამიანისთვის საშიში გამოსხივების, ნაწილაკების, მაგნიტური ველების ერთობლიობას, რომელიც მზიდან პლანეტათაშორის სივრცეში გამოიტყორცნება, მზის ქარიშხალს უწოდებენ. 3-4 დღეში ეს ქარიშხალი დედამიწის ზედაპირს აღწევს. ამიტომაც გვეხება უშუალოდ მზეზე მიმდინარე ცვლილებები. ადამიანის ჯანმრთელობაზე მზის ზემოქმედებას დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული გამოსხივების ხასიათი განსაზღვრავს. მისი კომპონენტებია ხილული სინათლე, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივება, რადიოტალღები, რენტგენისა და სხვა მაიონიზებელი გამოსხივება. მზის სინათლე ანუ გრძელტალღოვანი ხილული რადიაცია საშუალებას გვაძლევს, აღვიქვათ საგნები, მოვახდინოთ გარემოში ორიენტირება, შევასრულოთ სხვადასხვა სამუშაო... მზის სინათლეს ჩვენი კანიც აღიქვამს - ზომიერი ზემოქმედებისას იქმნება სითბური ეფექტი, ხოლო ჭარბი დასხივება მზით დამწვრობას იწვევს. როდესაც კანში ან კანზე დაგროვილია სხივების შთანთქმის უნარის მქონე ბუნებრივი, მედიკამენტური ან ფისისმაგვარი ნივთიერება (ფისისმაგვარია, მაგალითად, ნავთობის გადამუშავების პროდუქტები), მოსალოდნელია ეგრეთ წოდებული ფოტოქიმიური ეფექტი, რასაც შეიძლება კანის მძიმე დაზიანება ან ორგანიზმის ზოგადი დაავადება მოჰყვეს.
ინფრაწითელი რადიაცია კანში 0,1-დან 10-12 მილიმეტრამდე აღწევს. ამის შედეგად ვითარდება სითბური ეფექტი, ფართოვდება სისხლძარღვები, ძლიერდება კანის სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა, სტიმული ეძლევა ბიოაქტიური ნივთიერებების სინთეზსა და შეწოვას. ინფრაწითელი გამოსხივების სამკურნალო დოზები ფართოდ გამოიყენება კანის, შინაგანი ორგანოების, ტრავმატოლოგიური დაავადებების ფიზიოთერაპიაში. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საწარმოო და ზოგჯერ საყოფაცხოვრებო პირობებში ინფრაწითელი გამოსხივება შეიძლება კატარაქტის, გადახურების, სითბური დაკვრის, ენდოკრინული ორგანოების ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. მზის სპექტრის ყველაზე ბიოაქტიური ნაწილია ულტრაიისფერი გამოსხივება. ორგანიზმზე მისი ძირითადი და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოიცავს ზოგადმასტიმულირებელ, ბაქტერიციდულ, ვიტამინებისა და პიგმენტების წარმომქმნელ ეფექტებს. აღარ შევჩერდებით ულტრაიისფერი გამოსხივების როლზე D ვიტამინის სინთეზსა და რაქიტის პროფილაქტიკაში. ასაკი, ზოგიერთი დაავადება, ჩაკეტილ გარემოში იძულებითი ყოფნა, საწარმოო და საყოფაცხოვრებო პირობები ზოგჯერ მზის ბუნებრივი გამოსხივების დეფიციტს იწვევს, რასაც ხშირად არასასურველი შედეგები მოსდევს. უარესდება ადამიანის თვითშეგრძნება, მისი ნერვულ-ფსიქიკური სტატუსი, ქვეითდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, შეუვალობა ინფექციური და სხვა დაავადებების მიმართ, იზრდება მოტეხილობისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა დაზიანებათა რისკი, ფერხდება გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პროცესები. და მაინც, დღეს ადამიანს საფრთხეს მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება უქმნის და არა მათი დეფიციტი. უზომო გარუჯვა ზრდის კანისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს სიმსივნის რისკს, აუარესებს გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის დაავადებების მიმდინარეობას, იწვევს თვალის პათოლოგიებს. მრავალი ჩვენგანი მეტისმეტად მგრძნობიარეა მზის მომატებული აქტიურობისადმი. ეს განსაკუთრებით ხანშიშესულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს ეხება. სამწუხაროდ, არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც მეტეომგრძნობელობისგან გვიხსნიდა, ამიტომ მნიშველოვანია ძირითადი დაავადების (მაღალი წნევის, სტენოკარდიის და ა. შ.) მკურნალობა. დრო, როცა ადამიანის საქმიანობა ბუნებრივ განათებაზე იყო დამოკიდებული, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს ელექტროგანათების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. კარგი განათება აუცილებელია, რათა კარგად დავინახოთ ირგვლივ მდებარე საგნები და თავიდან ავიცილოთ მხედველობის ორგანოს დაავადებები. თუმცა ეს ყველაფერი როდია. კარგი განათება დადებითად მოქმედებს სასმენი აპარატის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ენდოკრინულ ორგანოებზე, მეხსიერებაზე, ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარზე, გუნება-განწყობაზე, აქვს ბაქტერიციდული და ვიტამინების წარმომქმნელი ეფექტი. განათება კარგია თუ ცუდი, ამას მხოლოდ სუბიექტური აღქმის საფუძველზე როდი განვსაზღვრავთ. არსებობს მარტივი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავადგინოთ, საკმარისია თუ არა ჩვენი ოთახის ბუნებრივი განათება. ამისთვის ფანჯრის მინების ფართობი უნდა გავყოთ იატაკის ფართობზე. საცხოვრებელი ოთახისთვის შეფარდება 1:8 უნდა იყოს. თუმცა ოთახის ფორმასაც აქვს მნიშვნელობა _ თუ კედელი ფანჯრიდან შორს არის, განათება მცირდება. ნორმის დადგენაში აქაც თანაფარდობა გვეხმარება: უნდა გავზომოთ მანძილი ფანჯრის სიბრტყიდან მოპირდაპირე კედლამდე და გავყოთ მანძილზე ფანჯრის ზედა კიდიდან იატაკამდე. განაყოფი 2-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ხელოვნური განათება ის სასწაულია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ნატიფი სამუშაო შევასრულოთ ყველგან და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თუმცა მის მიმართ ჰიგიენის თვალსაზრისით განსაკუთრებული მოთხოვნები გვაქვს: ხელოვნური განათება ინტენსივობით ახლოს უნდა იდგეს ბუნებრივთან. ის უნდა იყოს თანაბარი, არა მეტისმეტად კაშკაშა (დისკომფორტს არ უნდა იწვევდეს), არ ქმნიდეს ხმაურს, სითბურ ეფექტს და ხანძრის გაჩენის საშიშროებას. სასურველია, სინათლის წყარო იყოს კომპაქტური, ლამაზი და მოხერხებული გასაწმენდი. გარემოს დაბინძურების ერთ–ერთი სახეა მჟავე წვიმები; მჟავე წვიმები ბევრი რეგიონისთვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს, როგორიცაა მჟავე ნისლი, მჟავე თოვლი და ა.შ. მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს. მჟავე წვიმის მოვლენა 1800 წელს ბრიტანეთში ანგუს სმიტის მიერ იქნა აღწერილი და 1950 წლამდე მივიწყებული იყო. ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. მჟავე წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ მჟავე წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად, მჟავე წვიმების პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მაგალითად, მჟავე წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვეციასა და ნიდერლანდში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება. მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.
გარემოს დაბინძურებაზე იმოქმედა უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამ; ჩერნობილის კატასტროფა — 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა[1][2]. ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ბირთვული იარაღის შექმნის ისტორია:
ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის მიერ ნაჩვენები "მასის დეფიციტი", რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგ. ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი (1911 წელი) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. ეს უკანასკნელი, ლიზა მეიტნერი, იყო ებრაელი და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს, მან თავისი კოლეგების, განსაკუთრებით ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვეციაში. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩვაში, მისი დამსახურება უფრო მეტი იყო, ვიდრე ოტო ჰანის. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები, ექსპერიმენტების მასალები. ატომური იარაღის შექმნა რეალობად იქცა.
"პროექტი ურანი" :
1939 წლის აპრილში ორმა გერმანელმა ფიზიკოსმა, პაულ ჰარტეკმა და ვილჰელმ გროტმა წერილი მისწერეს იმპერიის სამხედრო უწყებას. ამ წერლიში ისინი აცხადებდნენ, რომ ატომურ ფიზიკაში უკანასკნელმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა ისეთი იარაღის შექმნა, როლის ძალაც ყოველგვარ წარმოდგენას აღემატებაო. 1939 წლის 26 სექტემბერს სამხედრო უწყების პროტექტორატის ქვეშ შეიქმნა ფიზიკოსებით დაკომპლექტებული ე.წ. "ურანის საზოგადოება". 1941 წლის სექტემბერში კი გერმანიამ დაიწყო "პროექტი ურანი". პროექტს ხელმძღვანელობდა გენიალური გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკა ფუძემდებელი - ვერნერ ჰაიზენბერგი. დასაწყისში პროექტი ძალიან წარმატებულად მიდიოდა წინ, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მალევე შეიტყო მოკავშირეთა (მხოლოდ ბრიტანეთი და აშშ) დაზვერვამ. ამის შემდეგ ისინი მუდმივად და ენერგიულად უშლიდნენ ხელს პროექტის მიმდინარეობას. ათასობით ბომბდამშენის, დივერსიული ჯგუფების, ადგილობრივი იატაკქვეშეთის, პარტიზანების საშუალებით ინგრეოდა და ნადგურდებოდა ყველა ქარხანა, შენობა-ნაგებობა, რომელიც ოდნავ მაინც აღძრავდა ეჭვს, რომ ის "პროექტი ურანი"-სთვის შეიძლება ყოფილიყო გამოსადეგი. გარდა ამისა, აშშ ახორციელებდა ოპერაცია "ალსოს"-ს, რომელიც ითვალისწინებდა სპეცსამსახურების მეშვეობით ყოველგვარი ინფორმაციის მოძიებას გერმანული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. საბოლოოდ "პროექტი ურანი" ჩავარდა. მისი წარუმატებლობა განაპირობა რამოდენიმე ფაქტორმა: 1. ეს სამუშაოები მოითხოვდა პროექტზე უდიდესი სამრეწველო კომპექსის მუშაობას. გერმანიის სამრეწველო კომპლექსი თითქმის მთლიანად გაანადგურა მოკავშირეთა ავიაციამ. 2. 1944 წლის გაზაფხულზე ჰაიზენბერგი მივიდა მომენტამდე, როცა კვლევები (იგულისხმება რეაქტორების, სპეციალური ქარხნების მშენებლობა და ა.შ.) უნდა გაგრძელებულიყო ორი თანაბარუფლებიანი, ნელი ნეიტრონების და სწრაფი ნეიტრონების მიმართულებით. თითქმის ყველა მიმართულებით არსებულ ათასობით კილომეტრიან ფრონტებს, სადაც ყოველ უბანზე უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა, გერმანიის სამრეწველო რესურსები მოთხოვნების მხოლოდ ნაწილს აკმაყოფილებდა. ამის გამო ადოლფ ჰიტლერმა მიიღო გადაწყვეტილება პროექტი გაგრძელებულიყო მხოლოდ ერთი მიმართულებით და ეს მიმართულება ჰაიზენბერგს უნდა აერჩია. მან ალალ ბედზე გააკეთა არჩევანი და ნელი ნეიტრონების მიმართულება აირჩია. ეს მიმართულება მცდარი აღმოჩნდა. 3. პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობისათვის აუცილებელი იყო ე.წ. "მძიმე წყალი". მას აწარმოებდა ოკუპირებულ ნორვეგიაში, ქალაქ რიუკანთან მდებარე ჰიდროელექტრო სადგური და მასზე მიდგმული ქარხანა. იქ დაგროვილი "მძიმე წყალის" მარაგი, გერმანიაში ტრანსპორტირებისას, სონგდიოლის ტბაში ჩაძირა ნორვეგიელ პარტიზანთა ჯგუფმა ბრიტანული დაზვერვის მითითებით. შემდეგ ბრიტანეთის დაზვერვამ ჩაატარა მეორე მსოფლიო ომის შედევრად ცნობილი კომანდოსების ოპერაცია და აფეთქებული იქნა ქარხანა. მისი აღდგენის შემდეგ იგი 140 ბომბდამშენმა დაბომბა და მიწასთან გაასწორა. "პროექტი ურანი" დაიხურა.
ბირთვული იარაღი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.
ბირთვული იარაღის აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებია:
• დასხივება
• იონური გამოსხივება
• დამრტყმელი ტალღა
• რადიოაქტიური დაბინძურება
• ელექტრომაგნიტური იმპულსი
ბირთვული მუხტის მიხედვით ანსხვავებენ: თერმობირთვულ იარაღს და ნეიტრონულ იარაღს. ბირთვული იარაღი, დანიშნულების მიხედვით იყოფა: ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჯგუფებად. ბირთვული იარაღი მისი შექმნიდან დღემდე, ცივი ომის პერიოდში და შემდეგაც წარმოადგენდა შანტაჟისა და მისი აფეთქბეით მუქარის ინსტრუმენტს, როგორც განვითარებული ასევე განვითარებული სახელმწიფოების ლიდერების და პოლიტიკოსების ხელში. დღეს მსოფლიო უდიდესი საშიშროების წინაშე დგას, რაც თავის მხრივ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმის და ამ მოძრაობის ბირთვული იარაღით აღჭურვის რეალურ საფრთხეს.
დღეს გარემოს დაბინძურება ჩვენი ჯანმრთელობის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. სასუნთქი ჰაერის დაბინძურება მუდმივად იზრდბა. დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურედ 2400 ნაადრევი სიკვდილიანობის მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ფილტვების კიბოთი გარდაცვლილი 10 ადამიანიდან, ერთი ჰაერის დაბინძურების შედეგია. თანახმად 2000 წლის მონაცემების შედეგად სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 6% საფრანგეთში, ავსტრალიასა და შვეიცარიაში ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს მიეწერება. ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში ავტო მანქანით ტოქსიკური გამონაბოლქვი ყოველწლიურად მინიმუმ 500000 ასტმურ კრიზისისა და 25000–ზე მეტი ახალი ქრონიკული ბრონქიალური დაავადებების მიზეზი ხდება. სერიოზული განგაშის საგანია ის ფაქტი, რომ ქალაქებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხე გაცილებით მაღალია, ვიდრე სიგარეტით გამოწვეული საფრთხე. ძირითადი ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც ჰაერს აბინძურებს და კაცობრიობას ემუქრება, გამონაბოლქვი (ნახშიროჟანგი), ტყვია, ბენზოლი, აზოტის დიოქსიდი და ჰაერით გადამტანი ტოქსიკური ნაერთებია, კერძოდ კი ისინი, რომლებიც ფილტვებში ხვდება.სამწუხაროდ, დაბინძურებული ჰაერის უარყოფითი ეფექტი სერიოზულ საფრთხეს არა მარტო უფროსებს, არამედ ბავშვებსაც უქმნის. და რაც უფო სავალალოა, ტოქსიკური ნაერთები ზეგავლენას ჯერ კიდევ დედის საშოში მყოფ ბავშვებზეც (ემბრიონზე) ახდენენ. ორსული ქალების მიერ დაბინძურებული ჰაერის ორი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნაერთის ჩასუნთქვა სერიოზულ კარდიო–ანატომიური ანომალიებით დაბადების ალბათობას ზრდის. ეს მნიშვნელოვანი შედეგები კალიფორნიის, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის ექიმების და მეცნიერების მიერ ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად დაფიქსირდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კარგად ორგანიზებული და სერიოზული კვლევები ადასტურებს, რომ ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ისეთ ტოქსიკურრ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ბავშვებში თანდაყოლილ ანომალიებს იწვევენ. შესწავლილ ტოქსიკურ ნაერთებს ოზონი და ნახშიროჟანგი წარმოადგენს. როდესაც ეს ნაერთი დიდი რაოდენობით ატმოსფეროში გვხვდება, ის ორსულ ქალებზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს და ნაყოფს დიდ ზიანს აყენებს, მით უფრო ორსულობის 3–დან 6 თვემდე.ორსულობის ეს პერიოდი გულის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია: ამ ნაერთების რაოდენობა რაც უფრო მაღალია ჰაერში, შედეგად სერიოზული ზემოქმედება ორსულ ქალზე, მით უფრო დიდია ბავშვში კარდიალური ანომალიის საშიშროება. ზემოაღწერილი კვლევის შედეგებძე დაყრდნობით მკვლევარებს სჯერათ, რომ დაბინძურებულ ჰაერში ორი სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნაერთია, რომელიც ნაყოფს ზიანს აყენებს. მანქანებიდან და ქარხნებიდან წვის შედეგად ნახშიროჟანგი გამოიყოფა. ის უფერული და უსუნოა და ადამიანებს მისი შეგრძნობა არ შეუძლიათ. ოზონი ჩვენი სასუნთქი ჰაერის დონეზეა. ის ფოტოქიმიური რეაქციის, სხვადასხვა ტოქსიკური ნაერთების და მზის ულტრაისფერი სხივების შედეგად წარმოიშობა.მკვლევარები თვლიან, რომ ჰაერის დაბინძურებაში არა მარტო ოზონი და ნახშიროჟანგი უნდა დავადანაშაულოთ. ამ ორი გაზის კონცენტრაციის ზრდა ყოველთვის ხვა ტოქსიკური ნაერთების რაოდენობის ზრდასთანაა დაკავშირებული. მათი კი, თავისმხრივ, ნაყოფის ორგანოების განვითარებაზე საზიანო ეფექტი აქვთ. დაფიქსირდა, რომ კარდიალური დაავადებების ძირითადი სახეობები გულის შიდა მხარის, სარქველის, ფილტვების და აორტის საკმაოდ სერიოზული ანატომიურ ანომალიას განაპირობებს. ბავშვების უმრავლესობა ცხოვრების ძალიან ადრეულ ასაკში გულზე ქირურგიული ჩარევის მსხვერპლნი ხდებიან. სერიოზულ საზრუნავს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორსულ ქალებში არსებული ტოქსიკური ნაერთების კონტროლი ან მათი თავიდან აცილება არ შეუძლიათ. მაშინ როდესაც სხვა მავნე ფაქტორების (სიგარეტი, ალკოჰოლი და ნარკოტიკები) საწინააღმდეგოდ ღონისძიების გატარება ან მათი არიდებაა შესაძლებელი, დაბინძურებული ჰაერის წინაშე ორსული ქალები უძლურნი არიან. უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ ეს კვლევა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე შესაძლოა გაკრიტიკებულ იქნას, მაგრამ ის ერთგვარ განგაშის ზარს წარმოადგენს, რომელიც გვახსენებს, რომ ჰაერის დაბინძურებას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. რა თქმა უნდა ზემოხსენებული კვლევა ატმოსფეროში ნხშიროჟანგის ან ოზონის გარდა სხვა ზიანის მომტან ფაქტორებ, რომლებიც შესაძლოა მსგავსი ანომალიების ძირითად მიზეზს წარმოადგენდნენ, ნათელს არ ფენს. მეტიც, ამ კვლევას გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს, ვინაიდან მასში არაა გაანალიზებული ხვა რისკ ფაქტორები, რომლებსაც ნაყოფის ორგანოების განვითარებაზე გავლენა აქვს. მიუხედავად ამისა, არსებობს კავშირი იმ კვლევებთან, რომელთა შედეგებიც ცხადყოფს, რომ სასუნთქ ჰაერში არსებულმა ტოქსიკურმა ნაერთებმა შესაძლოა ვადამდელი მშობიარობა და წონა–ნაკლული ბავშვების დაბადება გამოიწვიოს. ისინი მოზრდილი ბავშვების ფილტვებში ანომალიასაც კი განაპირობებენ. არსებობს სიფხიზლის და ჩასუნთქული ჰაერის შემოწმების საჭიროება, რადგან დაბინძურებას ზოგადად მთელს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით კი ნაყოფსა და ბავშვებზე სერიოზული ზეგავლენა აქვს.
დანართი:

კვების პროდუქტებში სიცოცხლისათვის სახიფათო დანამატთა ნუსხა

(პროდუქტებში საკვების დანამატთა დასაშვებ რაოდენობას ადგენს კომისია "Codex Alimentarius")

E–102–სდ E–180–სდ E–280–სგ E–466–კდ

E–102–ად E–201–სდ E–281–სგ E–477–ს

E–104–ს E–210–სგ E–282–სგ E–501–სდ

E105–ად E–211–სგ E–283–სგ E–502–სდ

E–110–სდ E–212–სგ E–310–აგ E–503–სდ

E–111–ად E–213–სგ E–311–აგ E–510–გს

E–120–სდ E–214–სგ E–312–აგ E–513–გს

E–121–ად E–215–სგ E–320–ქა E–527–გს

E–122–ს E–216–სგ E–321–ქა E–620–სდ

E–123–ად, გს, E–219–სგ E–330–სგ E–626–ნდ

E–124–სდ E–220–სდ E–338–კდ E–627–ნდ

E–125–ად E–222–სდ E–339–კდ E–628–ნდ

E–126–ად E–223–სდ E–340–კდ E–629–ნდ

E–127–სდ E–224–სდ E–341–კდ E–630–ნდ

E–129–სდ E–228–სდ E–343–ნდ E–631–ნდ

E–130–ად E–230–სგ E–400–სდ E–632–ნდ

E–131–სგ E–231–აგ E–401–სდ E–633–ნდ

E–141–ს E–232–აგ E–402–სდ E–634–ნდ

E–142–სგ E–233–სდ E–403–სდ E–635–ნდ

E–150–ს E–239–აგ E–404–სდ E–636–სდ

E–151–აგ E–240–სგ E–405–სდ E–637–სდ

E–152–ად E–241–ს E–450–კდ E–907–აგ

E–153–სგ E–242–სდ E–451–კდ E–951–აგ

E–154–ნდ, წა E–249–სგ E–452–კდ E–952–ად

E–155–სდ E–250–წა E–461–კდ E–954–სგ

E–160–აგ E–251–წა E–462–კდ E–1105–აგ

E–171–ს E–252–სგ E–463–კდ

E–173–ს E–270–სდ E–465–კდ

აგ –– ალერგიის (კანის გაღიზიანება, გამონაყარი) გამომწვევი დანამატები

ად –– აკრძალული დანამატები

გს –– განსაკუთრებით საშიში დანამატები

კდ –– კუჭის დაავადებების გამომწვევი დანამატები

ნდ –– ნაწლავების დაავადებების გამომწვევი დანამატები

ს –– საეჭვო დანამატები

სგ –– სიმსივნეების გამომწვევი დანამატები

სდ –– საშიში დანამატები

ქა –– სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის ამწევი დანამატები

წა –– წნევის ამწევი დანამატები
• 1.E-103 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 2.E-105 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს გამომწვევი);
• 3.E–121 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 4.E-123 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 5.E-125 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 6.E-126 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 7.E-130 –ვთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 8.E-131 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 9.E-142 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 10.E-152 –ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს ) გამომწვევი;
• 11.E-171 –ღვიძლისა და თირკმელის დაავადების გამომწვევი;
• 12.E-173 –ღვიძლისა და თირკმელის დაავადების გამომწვევი;
• 13.E-210 –ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი;
• 14.E–211 –ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი;
• 15.E-213 –ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი;
• 16.E-221 –კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამომწვევი;
• 17.E-226 –კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამომწვევი;
• 18.E-230 –ალერგიის გამომწვევი;
• 19.E-232 –ალერგიის გამომწვევი;
• 20.E-240 –ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი;
• 21.E-311 –ალერგიის გამომწვევი;
• 22.E-313–ალერგიის გამომწვევი;
• 23.E-320 –ღვიძლისა და თირკმელის დაავადების გამომწვევი (საშიშია);
• 24.E-322 – ღვიძლისა და თირკმელის დაავადების გამომწვევი (საშიშია);
• 25.E-330 –ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი (განსაკუთრებით საშიშია);
• 26.E-338 –კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამომწვევი;
• 27.E-339– ალერგიის გამომწვევი;
• 28.E-341– კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამომწვევი;
• 29.E-407–კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამომწვევი;
• 30.E-461–კუჭ–ნაწლავის ნაწლავის ტრაქტიის დაავადების გამომწვევი;
• 31.E-466–კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამომწვევი;
• 32.E-477–ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი;


გარემოს ანთროპოგენური დაბინძურების მიზეზები და წყაროები:

გაბინძურების სახეები გაბინძურების წყაროები
გოგირდის დიოქსიდი (SO2) სათბობის წვა, მეტალურგია
აზოტის ოქსიდები (NO, NO2) სათბობის წვა, ავტოტრანსპორტი, ავიაცია, აზოტის შემცველი სასუქების გამოყენება
ნახშირბადის მონოქსიდი ( CO) ავტოტრანსპორტი, სათბობის წვა
ნახშირბადის დიოქსიდი (CO2) ავტოტრანსპორტი, სათბობის წვა
აზოტის სუბოქსიდი (N2O) ბიომასის წვა; აზოტის სასუქების გამოყენება
მეთანი CH4 და სხა ნახშირწყალბადები წიაღისეული სათბობის მოპოვება, ავტოტრანსპორტი, ნაგავსაყრელები
პესტიციდები (სოფლის მეურნეობის მავნებლებთან გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები) ქიმიური მრეწველობა, პესტიციდების წარმოება


გირჩევთ ისარგებლოთ მოცემული ცხრილით თქვენთვის საჭირო საქონლის შეძენისას!
სიცოცხლე ერთხელ გეძლევათ, გაუფრთხილდით მას!

გამოყენებული რესურსები:
• www.gccw.org
• www.bteinvestment.com
• www.greenring.orgfree.com
• www.greens.ge
• www.moe.gov.ge
• www.google.ge

понедельник, 7 марта 2011 г.

თემა: „ანტიდაბადება ანუ არსებობის მარადისობის დარღვევა“



„შვილის შობის სიხარული ტკივილითა და ცრემლებით მოდის, სწორედ აუტანელ ტკივილს მოაქვს მარადიული სიხარულის განცდა...“ სწორედ ამ უდიდეს გრძნობას დედაშვილობას და მამაშვილობას ეხება ჩემი თემა; თუმცა სხვა ასპექტით განვიხილავ;
ზაფხულის არდადეგებზე წავიკითხე სხვადასხვა ნაწარმოებები; აღმოვაჩინე მათ შორის პარალელები და ამეკვიატა კითხვა: „მაინც რა ემართება მშობელს [დედას ან მამას], როცა საკუთარი ხელით უსწორდება პირმშოს?“
არადა ნახეთ რა ლამაზად ჟღერს გაბრიელა მისტრალის სიტყვები: „ადრე არასდროს მინახავს დედამიწის ნამდვილი სახე, არადა, დედამიწა ჰგვანებია ქალს ხელში ატაცებული ჩვილით. მასაც თავის ვეება მკლავებში ჰყავს ჩახუტებული თავისი ქმნილებები. თანდათან ვიწყებ სამყაროს დედობრივი არსის შეცნობას...“ ან კიდევ ერთი ახალგაზრდა პოეტის სტრიქონები :
„დიდი ხანია ველოდები შენს დაბადებას,
მზეზე გამდნარი მიმოზები ყვაოდა უწინ,
ჩემს სულში თუ რა სასწაული დაიარება,
თითქოს ვხვდები და უფრო უკეთ
უფალმა უწყის...“
აქვე მინდა მოვიყვანო ერთი შვილმკვდარი დედის გულის ამონაკვნესი:
„გადამიფრინდი...
დავალ დაცლილი,
სული ლოდივით ცივი,
თვალები მუდამ ცრემლით ავსილი...
ტკივილი...
სული დაღლილი...“
და სწორედ ამიტომ მაინტერესებს რატომ? რატომ კლავს დაბადებით, სიცოცხლის საწყისით გამოწვეულ სიხარულს, რატომ აშენებს მისივე გენს , მისივე ხელით მშობელი? მინდა თქვენც გაგაცნოთ ჩემი შეხედულება თითოეულ მათგანზე; გარდა ამისა გავეცანი ფსიქოლოგიურ ლიტერატურას , რაც დამეხმარა გამეგო თუ რა ხდება ამ დროს ადამიანის სულში.
ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება სულიერი სამყაროს შესახებ, რთულ მოვლენას შეისწავლის. ამავე იდეით იწყებს თავის ტრაქტატს „სულის შესახებ“ უდიდესი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. მას მიაჩნია, რომ სხვა ცოდნათა შორის პირველი ადგილი სულის შესახებ გამოკვლევებს უნდა მიეკუთვნოს, რადგან „იგი არის ცოდნა ყველაზე უფრო ამაღლებულისა და გასაოცარის შესახებ“.
[სიტყვა ფსიქოლოგია ნიშნავს “მეცნიერებას სულის შესახებ“ (psyche-სული +logos-ცნება, მოძღვრება).]
ფსიქოლოგია შეისწავლის არა მხოლოდ ფსიქიკურ პროცესებს, არამედ სუბიექტის, პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებებსაც. ფსიქიკური პროცესები სუბიექტის ქცევის სახით ვლინდებიან. ქცევას ფიზიკური და ფსიქიკური მხარე გააჩნია, ის ფსიქოფიზიკური აქტივობაა. ქცევის განხორციელებაში არსებით როლს ფსიქიკური პროცესები ასრულებენ.
ისეთი განცდები, როგორიცაა სიყვარული, შიში, რისხვა, მოწყენილობა, მხიარულება, დარდი და ა.შ. ემოციის სახელით აღინიშნება. რთულ გრძნობებს წარმოადგენს მორალური გრძნობები; მორალური გრძნობები წარმოადგენენ ადამიანის ქცევის ზნეობრივი ღირებულების ან მისი დარღვევის ემოციურ განცდას. ეს გრძნობები მხოლოდ საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოიშობიან. საზოგადოებრივ ურთიერთობაში არის მოქმედებები, რომელნიც ზნეობრივად ან უზნეოდ ითვლებიან იმის მიხედვით, თუ როგორია ამ მოქმედებათა საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ღირებულება. მორალური გრძნობები წარმოადგენენ ადამიანის ქცევის ამ ზნეობრივი ღირებულების განცდას გრძნობის სახით. ასეთია, მაგალითად, სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა, ზნეობრივი მოვალეობის თუ სინანულის, სინდისის ქენჯნის, თანაგრძნობის, სიბრალულის, აღშფოთების და სხვა გრძნობები.
უნდა ითქვას, რომ მიღებული კლასიფიკაციით მორალური გრძნობები ინტელექტუალურ და ესთეტიკურ გრძნობებთან ერთად გრძნობის (ვიწრო მნიშვნელობით) კატეგორიას მიეკუთვნებიან, მაგრამ ამ გრძნობათა რიგი (სინანული, სინდისის ქენჯნა, სირცხვილის თუ სიამაყის გრძნობა და სხვ.) ემოციათა ზემოთ მოყვანილი განმსაზღვრელი ნიშნების მიხედვით, უფრო ემოციათა (ვიწრო მნიშვნელობით) ხასიათს ატარებენ: „საგანში გადატანილად“ კი არ განიცდებიან, არამედ საკუთრივ სუბიექტის პიროვნების მდგომარეობად (მე მრცხვენია, მე განვიცდი სიბრალულს...)
ადამიანის დამოკიდებულება ობიექტურ სინამდვილესთან არ ამოიწურება მისი ასახვით აღქმის, მეხსიერების და აზროვნების შემეცნებითი ბუნების პროცესებით; აღქმული, წარმოდგენილი, გააზრებული,შეგრძნებისეულად განცდილი მოვლენები აღძრავენ ადამიანში გრძნობებსაც, ე.ი. ისეთი ემოციური ბუნების შინაგან მდგომარეობებს, რომელნიც გამოხატავენ მის სუბიექტურ, ემოციური ხასიათის დამოკიდებულებას მათ მიმართ-სიამოვნების თუ უსიამოვნების, სიმპათიის თუ ანტიპატიის, აღტაცების თუ ზიზღის, სიყვარულის თუ სიძულვილის და სხვ. გრძნობებს.
გრძნობების ერთ-ერთ ძირითად თვისებად ითვლება მათი პოლარული ხასიათი, მათთვის დამახასიათებელი ერთმანეთის საწინააღმდეგო (პოლარული) მიმართულება. სიყვარულის გრძნობის პოლარულია სიძულვილის გრძნობა, სიხარულის პოლარულია მწუხარება, მხიარულებისა-მოწყენილობა და ა.შ.
ამრიგად, თუ გრძნობის პირველი მიმართულების, ე.ი. სიამოვნება-უსიამოვნების მიმართულების პოლუსებს მოქმედების მიზნის მიღწევასთან მიახლოება თუ პირიქით დაშორება განსაზღვრავს, მეორე მიმართულების ე.ი. აგზნება-დამშვიდების პოლუსებს მიზნისკენ სწრაფი პროცესის დაუსრულებლობა თუ დასრულება განსაზღვრავს.
ეს უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით იმ მხრივ არის საგულისხმო, რომ მიზნის სრული მიღწევის შემთხვევაში მიღწევის შემდეგ სიამოვნების გრძნობა სუსტდება და კარგავს თავის მასტიმულირებელ მნიშვნელობას სუბიექტისათვის; რაც უფრო ჩვეულად გადაიქცევა სუბიექტისათვის მიღწეული მიზანი (მიღწეული დონე), მით უფრო ჩლუნგდება სიამოვნების გრძნობა და, პირიქით, რაც უფრო ესწრაფის ადამიანი რაიმე მიზანს, მით უფრო აგზნებული და ძლიერი ხდება სიამოვნება მიზნისაკენ მიახლოებისას.
გარკვეული პოზიტიური მნიშვნელობა აქვს „გზის გრძნობის“ აგზნებულს, ხოლო შედეგის გრძნობის „დამშვიდებულ“ ხასიათს წუხილის შემთხვევაშიც. მოსალოდნელი უბედურების მოახლოებისას წუხილის გრძნობა ძლიერდება, უკვე მომხდარი უბედურების შემდეგ ტანჯვა თანდათან კლებულობს. მაგ: მატეო ფალკონე, როდესაც შვილს კლავს თითქმის გულგრილად პასუხობს ცოლს...
სანამ კონკრეტულ მაგალითებს განვიხილავ ნაწარმოებებიდან, მანამ ფსიქოლოგიიდან მიმოვიხილავ ემოციასა და აფექტის მდგომარეობას. გამოჩენილი ფრანგი ფსიქოლოგი-პ.ფრესი ადამიანის მოქმედებაში და კერძოდ, მოტივაციის საკითხში დიდ როლს ემოციებს აკუთვნებს.
გრძნობის დინამიკურობასთან დაკავშირებით ემოციას ხშირად იხილავენ როგორც ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალას, როგორც ქცევის „ძრავას“. ვ.შტერნი ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევს ადამიანის ცხოვრებაში ამ მარეგულირებელ გრძნობებს. მას მიაჩნია, რომ ადამიანის ყოველდღიურ მოქმედებათა დიდი ნაწილის რეგულაცია სწორედ ასეთი ემოციონალური ბუნებისა არის. ყოველი მოქმედება, რომელიც არ არის ბოლომდე ავტომატიზებული, მაგრამ უკვე აღარ არის სავსებით ნებისმიერი და შეგნებილი, ვიშტერნის აზრით, გრძნობითაა რეგულირებული.
ძლიერი ემოციის, განსაკუთრებით აფექტის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კარგავს შეგნებული, ნებისმიერი მოქმედების უნარს, მის ქცევას მთლიანად ძლიერი ემოცია -აფექტი წარმართავს. ძლიერი ემოციონალური აგზნება უნებლიედ გადადის მოქმედებაში, რის შედეგადაც მოქმედება სავსებით იმპულსურ ხასიათს ატარებს.
აფექტები წარმოადგენენ ერთბაშად წამოჭრილს, სწრაფად წარმავალ და უკიდურესად ინტენსიურ ემოციას, რომელიც მის განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას, წარმართავს მის ქცევას და ძლიერი გამომსახველი მოძრაობით ხასიათდება.
აფექტის დროს ირღვევა წონასწორობა სუბიექტსა და გარემოს შორის ხშირად იმდენად, რომ სუბიექტი იძლევა მიზანშეუწონელ, ზოგჯერ ქაოტურ რეაქციას. აფექტს ახასიათებს შემდეგი ძირითადი მომენტები: უპ.ყოვლისა დიდი ინტენსივობა და მწვავე ხასიათი. აფექტი მთლიანად მოიცავს ადამიანის ცნობიერებას, რომელიც აფექტის გამო ვიწროვდება; აფექტი აღარ უტოვებს ადგილს სხვა განცდებს; ცნობიერების შევიწროებულ ველში არ შემოდის სხვა შინაარსები. ამიტომაა, რომ აფექტით შეპყრობილ ადამიანს არ ესმის ხოლმე რჩევისა და დამშვიდების სიტყვები, რომლითაც მას მიმართავენ. აფექტის დროს ადამიანს არ შეუძლია ობიექტურად მსჯელობა, მოცემული პირობების ან თავისი ქცევის საღი შეფასება და ა.შ. ძლიერი აფექტი ადამიანის მოქმედების დეზორგანიზაციას იწვევს; ადამიანი კარგავს საკუთარი ქცევის შეგნებული რეგულაციის უნარს.
მაგრამ ეს მდგომარეობა არ გრძლდება დიდხანს: აფექტი მცირე ხანიერებით ხასიათდება. მას „ფეთქადს“ ემოციას უწოდებენ-იგი უცბად იფეთქებს და ისევ უცბად გაივლის.
ზემოთქმულთან ერთად აფექტს ახლავს ძლიერი სხეულებრივი გამოსახულებანი-გულისცემის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, მიმიკის და სხვა სხეულებრივი პროცესების მკვეთრი ცვლილებები.
აფექტს წარმოადგენს, მაგალითად, ძლიერი რისხვა, რომელიც იპყრობს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაადენინოს, რასაც ის შეგნებულად არასდროს არ მოიმოქმედებდა. ან. მაგალითად, ძლიერი შიში, რომელიც იპყრობს ადამიანს და წარმართავს მის ქცევის ზოგჯერ თვით სუბიექტისათვის მოულოდნელი მიმართულებით (პანიკური შიში). აფექტის სახით შეიძლება იყოს განცდილი ძლიერი სიხარული (სიხარულის აფექტი) ან მწუხარება და ა.შ.
აფექტს ჰყოფენ ორ დიდი ჯგუფად: სთენიკურ (სიძლიერის) და ასთენიკურ (სისუსტის) აფექტებად. სთენიკური აფექტებისათვის დამახასიათებელია თანმხლები სხეულებრივი პროცესების გაძლიერება და, საზოგადოდ, ინდივიდის მოძრაობათა და ფსიქიკურ პროცესთა გაცხოველება; გულისცემა და სუნთქვა ძლიერდება, სისხლის მილები ფართოვდება, კუნთების ძალა მატულობს, აზრები და წარმოდგენები სწრაფად მიმდინარეობენ აფექტით ნაკარნახევი მიმართულებით. ტიპურ სთენიკურ აფექტებად ითვლება რისხვის, სიხარულის, აღტაცების, აღფრთოვანების აფექტები.
ასთენიკური აფექტებისათვის, პირიქით დამახასიათებელია ყველა ზემოაღნიშნული პროცესების მოდუნება, დასუსტება, გულისცემა ნელდება და სუსტდება, სუნთქვა ჩერდება, ადამიანი ფითრდება, გულისცემა ნელდება და სუსტდება, ადამიანი გაშეშდება, წარმოდგენათა და აზრთა მიმდინარეობა ფერხდება და ა.შ. ტიპიურ ასთენიკურ აფექტად თვლიან შიშს, განცვიფრების აფექტს...
მაგრამ უნდა ითქვას, რომ საზოგადოდ აფექტის აღმოცენება დამოკიდებულია ადამიანის თავისებურებაზე – მის ტემპერამენტზე და ა.შ., ისე აფექტის შემასუსტებელი თუ გამაძლიერებელი გამოვლინებაც სასიცოცხლო პროცესების მიმართ დამოკიდებულია არა მხოლოდ თვით აფექტის სახეზე (მაგ: რისხვის აფექტია ეს თუ შიშის და ა.შ.), არამედ პიროვნების ტიპზედაც. ზოგიერთი ტიპის ტემპერამენტის და ხასიათის ადამიანი რისხვის აფექტსაც ზოგჯერ ასთენიკური გამოვლინებებით განიცდის, ზოგი კი მწუხარების აფექტსაც ძლიერ სთენიკური გამოვლინებებით განიცდის, აფექტის განცდის სთენიკური და ასთენიკური გამოვლინება დამოკიდებულია აგრეთვე მოცემული აფექტის ინტენსივობაზედაც და მთელ იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოცენდება აფექტი, - რა განცდები უსწრებდა მას წინ, რამდენად ხანგრძლივი იყო ეს ემოცია, რომელიც აფექტში გადაიზარდა და ა.შ.
აფექტის ერთ-ერთი სახეა პათოლოგიური აფექტი, იგი ვითარდება ცნობიერების შეცვლის ფონზე (მისი შევიწროებიდან ბინდისებრ მდგომარეობამდე). ხასიათდება გამომწვევ მიზეზებთან შეუთავსებელი, არაადეკვატური რეაქციით. ემოციური განცდა შედარებით ძლიერია, ქცევები უაზრო სისასტიკით გამოირჩევა, ადამიანს არ ხელეწიფება საკუთარ ქცევაში კორექციის შეტანა. ვერ აცნობიერებს ჩადენილ საქციელს და ითვლება შეურაცხადად.
მოდი ეხლა მივყვეთ ჩემი კვლევის ობიექტების კვალდაკვალ, განვიხილავ და წარმოგიდგენთ ჩემეულ ვერსიას თუ რატომ მივიდნენ აქამდე (შვილის თუ შვილების მკვლელობამდე) მშობლები:
სიყვარულის თავდავიწყებამ წაიღო და ონისემ („ხევისბერი გოჩა“) გუშაგის მოვალეობა დაივიწყა, მტერი შემოეპარა.
უცხო ტომის ქალი შეუყვარდა და ანდრი („ტარას ბულბა“) დუშმანის მხარეს გადავიდა. ესეც არ იკმარა და თავისიანებს მედგარი ბრძოლა გაუმართა.
ბავშვურ სულწასულობას ვერ მოერია და ფორტუნადომ („მატეო ფალკონე“) ბანდიტი სანპიერო გასცა.
1881 წლის 1 მარტის ამბებია გადმოცემული ი.რეპინის სურათში (ი.რეპინი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“; 1885 წ. ტრეტიაკოვის გალერეა), როცა მეფის მოძალადეებმა კიდევ ერთხელ ჩაახშვეს ამბოხებული ხალხი.
იასონის სიყვარულით დაბრმავებული მედეა (ბერძნული მითი) ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
ჰერას ოინების მსხვერპლი ხდება ცნობილი ღმერთკაცი ჰერაკლე, რომელიც 12 გმირობას სჩადის ცოდვათა გამოსყიდვის მიზნით (ბერძნული მითები).
განრისხებული ქალღმერთის არტემისის გულის მოგების მიზნით აგამემნონი მზადაა ქალღმერთს საკუთარი ქალიშვილი იფიგენია შესწიროს (ბერძნული მითები).
შინაურების მტრის ხელში საჯიჯგნად არ ჩაგდების მიზნით ბაკური (ვაჟა-ფშაველა „ბაკური“) მზადაა საკუთარი ხელით დახოცოს ცოლ-შვილი.
აბრაამი, „რწმენის მამა“ მზადაა უფალს მხოლოდშობილი ძე შესწიროს (ძველი აღთქმა); თვით უფალიც, ძე ღვთისა ხომ ხალხთა ცოდვის გამო შეიწირა (ახალი აღთქმა).
ძველი აღთქმის ერთ-ერთი მსაჯული იეფთაე მზადაა უფალს შესწიროს ის, ვინც პირველი შემოხვდება შინ დაბრუნებულ ჭიშკართან, ოღონდ გაიმარჯვოს მტერთან ბრძოლაში.
არც ხევისბერმა გოჩამ, არც ტარას ბულბამ, არც მატეო ფალკონემ შვილებს დანაშაული არ შეუნდეს და სიკვდილით დასაჯერს. ხოლო მედეამ შურისძიების მიზნით დახოცა ორივე შვილი, ჰერაკლე კი ჰერასგან მოჯადოებული ვერ აცნობიერებდა საკუთარ საქციელს და შვილებიც და ძმისშვილებიც ერთად ამოხოცა, რასაც შემდგომ ძალიან ნანობს. ბაკურმა კი მოსალოდნელ საფრთხეს სიკვდილით ააცილა ცოლ-შვილი. ჰერაკლე კი ჰერას წამლის მოქმედების ქვეშაა, როცა ხოცავს შვილებს. იფიგენია და იეფთაეს ასულიც მამების აღთქმას ეწირებიან მორჩილად და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
თითოეულმა მათგანმა: ონისემ, ანდრიმ, ფორტუნადომ, ბაკურმა, მედეამ, ჰერაკლემ, აგამემნონმა, იეფთაემ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მკითხველი მაინც არა არის მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი, ებრალება ისინი და მათდამი თანაგრძნობის ნაპერწკალიც უღვივის გულში. ეს გამოწვეულია იმით, რომ, ისინი მზად არიან სიცოცხლის დათმობით გამოისყიდონ დანაშაული. მხოლოდ პატარა ფორტუნადო შედრკება სიკვდილის წინ, მამას შეევედრება, ნუ მომკლავო, მაგრამ ეს სრულად გასაგებია – ფორტუნადო ათი წლის ბიჭი იყო.
თავად აღიარა დანაშაული ონისემ თემის სასამართლოს წინაშე. თუ ონისე გაჩუმდებოდა, სიმართლეს არ იტყოდა, დაისჯებოდა უდანაშაულო გუგუა. ამით კიდევ უფრო ცოდვილი გახდებოდა ონისეს სინდისი. იგი გამოუტყდა როგორც მამას, ისე საზოგადოებას...
„-შესდეგ, ხევისბერო, გუგუა მართალია!-დაიძახა ონისემ...
-სთქვი რას ამბობდი?
-გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით... გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით... ეგ მთიდან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ...მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ...მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა...“
ონისემ იცის, რაც ელის დანაშაულისათვის, მაგრამ მისთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე.
არსებითად განსხვავდება ანდრი ბულბას საქციელი ონისეს ქმედებისაგან.
ანდრი ბულბა ბრძოლის დროს შეიპყრო მამამ. ანდრი პოლონელ ჰუსართა პოლკში იყო და კაზაკებს ებრძოდა. როცა ტარასმა შეამჩნია იგი, თავისიანებს სთხოვა, ტყეში შემოიტყუეთო. კაზაკმა გოლოკოპიტენკომ შეასრულა ტარასის დავალება; ის-ის იყო ანდრი გოლოკოპიტენკოს უნდა დასწეოდა , რომ ცხენის აღვირში უტაცა მამამ შვილს ხელი და გააჩერა. მამის დანახვაზე ანდრი გაფითრდა და აცახცახდა. ტარასმა ცხენიდან ჩამოსვლა უბრძანა. როგორც ბავშვი, მორჩილად ჩამოხტა იგი ცხენიდან და მკვდარ-ცოცხალი გაჩერდა ტარასის წინ. „იდექ, აქ არ გაინძრე. მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!“-თქვა ტარასმა, გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და მხრიდან თოფი გადმოიღო. ანდრის ნაცრისფერი დასდებოდა, ეტყობოდა, ჩუმად ტუჩებს ამოძრავებდა, ვიღაცის სახელს ახსენებდა, მაგრამ არ იყო იგი არც სამშობლოს, არც დედის, არც ძმების სახელი – არამედ ტურფა პოლონელი ქალისა. დასცალა თოფი ტარასმა.“
ანდრიმ უდრტვინველად მიიღო სასჯელი, მაგრამ არ განუცდია ღალატის გამო სინდისის ქენჯნა. დანაშაულის გაცნობიერება არ მომხდარა. ისევე როგორც ანდრის პოლონელი ქალი, ონისესაც თავდავიწყებით უყვარდა ძიძია, მაგრამ ხევისბერის შვილმა მაინც მოახერხა სიყვარულის ბანგისაგან განთავისუფლება. ანდრიმ ეს ვერ შესძლო. სიკვდილის წინ იგი მაინც მიჯნურის მონა იყო.
ონისე და ანდრი – პატიოსანი ადამიანები არიან, მაგრამ ეს პატიოსნება სხვადასხვაგვარია;
ონისეს პატიოსნებას, მართალია დანაშაულის თავიდან აცილება არ შეუძლია, მაგრამ სამაგიეროდ ძალუძს დანაშაულის გაცნობიერება, მონანიება და სასჯელის მიღებაც, თუნდ იგი სიკვდილიც იყოს.
ანდრი ბულბას პატიოსნება სხვაგვარად ფიქრობს: სიყვარულის ერთგულება უფრო მაღალ მოვალეობად მიაჩნია, ვიდრე თანამოძმეებისა. ანდრი არ ინანიებს თავის დანაშაულს. არც სასჯელს იღებს ნება ყოფლობით, ანდრი ბულბასთვის მამის სასჯელი გარდუვალი აუცილებლობაა, რომლისგან თავის დაღწევა გამორიცხულია. როცა ვაჟა-ფშაველას, ალ.ყაზბეგის, მედეას, გოგოლისა და პროსპერ მერიმეს პერსონაჟებს ვაკვირდები, შეიძლება ვიფიქრო, რომ დანაშაული არ უნდა მომხდარიყო, რამეთუ არც ერთს არ აკლია არც პატიოსნება, არც ნებისყოფა, არც ვაჟკაცობა. მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილებაა. მათი ხასიათის ღრმად შეცნობის დროს თანდათან გამოიკვეთება და გამომჟღავნდება მათი სულიერი სამყაროს ხარვეზები. ეს გახლავთ მორჩილება ვნებისადმი. ონისეეც, ანდრიც ვნების მორჩილნი არიან, ფორტუნადო კი ბავშვური სიხარბის, უფრო სწორედ, სულწასულობის მსხვერპლია. მედეა შურისძიების მსხვერპლია; ჰერაკლე-ჰერას მზაკვრობის; იფიგენია და იეფთაეს ასული მამების აღთქმის მორჩილნი.
ონისესა და ანდრის საქციელს პიროვნების სიყვარული უდევს საფუძვლად, თუმცა ტრფობისადმი მათი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.
ონისემ კარგად იცის, რომ არა აქვს ძიძიას სიყვარულის უფლება. ჯერ ერთი, ძიძია სხვისი ცოლია და მეორეც, ონისე გუგუას ხელისმომკიდეა. ონისე ებრძვის გულში დაბუდებულ ტრფობას, ცდილობს გაექცეს, დაემალოს მას, მაგრამ ამაოდ. იგი ვერ ამართლებს მამის დარიგებასაც - „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი... ვინძლო ქვეყანა არ გააცინო...“
ძიძიას სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა და ონისემ დანაშაული ჩაიდინა.
ასეთივე ყოვლისმომცველი და ძლიერია ანდრის სიყვარულიც, მასაც თავდავიწყებით უყვარს პოლონელი ვოევოდას ასული, როცა ანდრი ალყაშემორტყმულ დუბნოში შეიპარა და საყვარელი ქალის ოჯახს საზრდელი მიუტანა, უარი თქვა, უკან, კაზაკთა ბანაკში დაბრუნებულიყო. „სამშობლო ის არის, რასაც სული დაეძებს, რაც ყველაზე მეტად შეგყვარებია. ჩემი სამშობლო შენ ხარ“, - უთხრა ანდრიმ ნანდაურს. საერთოდ , რომანის კონცეფციით, სიყვარული უძლეველ ძალად არის მიჩნეული. ერთ-ერთი პერსონაჟი, ებრაელი იანკელი ტარას ბულბას ეუბნება – როცა კაცს ქალი შეუყვარდება, იგი დაემსგავსა წყალში დამბალ ლანჩას, როგორც გინდა ისე მოღუნავ. ანდრის დანაშაულიც ამით არის გამოწვეული.
თუ ამ პროტაგონისტს ერთმანეთს შევადარებთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე ტრაგიკულია ონისე. მას გულწრფელად და ალალად უყვარს ძიძია. ონისეს სიყვარული ნამდვილია. ამიტომაც ვერ დააღწია თავი ამ ტრფობას.
ონისე ანდრი ბულბაზე ღრმა პიროვნებაა იმით, რომ მოვალეობას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე პირად გრძნობას. თანამემამულეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს მძაფრად განიცდის და მზად არის ყოველგვარი სასჯელის მისაღებად. ანდრი ბულბა კი პირად გრძნობას ამჯობინებს სამშობლოს. სრულიად არ განიცდის თანამემამულეთა წინაშე ჩადენილ დანაშაულს. თუ, ბოლოს და ბოლოს, ონისეში მოყვასის სიყვარული იმარჯვებს, ანდრი სიკვდილამდე სიყვარულით გამოწვეული ეგოიზმის ერთგული რჩება.
რა თქმა უნდა, პატარა ფორტუნატო ვნებათა ამ სიმძაფრემდე ვერ მიდის. იგი ბავშვური სულწასულობის მსხვერპლი ხდება. როცა მას სერჟანტი გამბა საათის ჩუქებას შეჰპირდა – თუ იგი იტყოდა, სად იმალებოდა ჯანეტო – ბიჭმა ცდუნებას ვერ გაუძლო და თივის ბულულში დამალული ბანდიტი გაყიდა. ამ დანაშაულის საფუძველი სიხარბეა. ფორტუნატოს სიხარბე გაუცნობიერებელია და ამდენად, მისი დანაშაულიც უნებლიეა.
სიხარბეა „ხევისბერ გოჩაშიც“ ბოროტმოქმედების საფუძველი. ამჯერად ფეოდალის გაუმაძღრობით ვლინდება იგი. ნუგზარ ერისთავს არ ჰყოფნის უკიდეგანო მამული და თავისუფალი ხევის დაპყრობაც სურს. მზად არის ძმა ძმას გადაჰკიდოს და მეზობელს მეზობლის სისხლი აღვრევინოს, რათა სიხარბე დაიკმაყოფილოს, მტერ-მოყვარე დააშინოს და ყველა დაიმორჩილოს. ნუგზარ ერისთავის სიხარბე დიდია და ვრცელი. მას ვერ დააკმაყოფილებს ცალკეულ პირთა მორჩილება. ნუგზარის მადა მთელი ხალხის მორჩილებას ითხოვს.
ნუგზარის უსაზღვრო სიხარბემ გამოიწვია ძმათამკვლელი ომი. ომმა კი გაამჟღავნა ყველა დამალული ტკივილი.
„ტარას ბულბაშიც“ სიხარბე ამოქმედებს კაზაკთა სპასაც. „აქ მუდამ ჰპოვებდნენ საქმეს ომის, ოქროს თასების, ძვირფასი ფარჩების, ბაჯაღლო ოქროებისა და სხვა დიდების მოყვარულნი,- ყველა, გარდა ქალის თაყვანისმცემლებისა, რადგან ქალი სეჩის გარეუბანშიც კი ვერ გაბედავდა გამოჩენას“,- წერს გოგოლი. მართალია, ნათქვამია ისიც, რომ მართლმადიდებლობას იცავდნენ, ურჯულოებს – თურქებსა და თათრებს – ებრძოდნენო, მაგრამ ეს რომანში რიტორიკული განცხადებაა. საქმით კი ომის დამწყები კაზაკები არიან, ტარას ბულბას თავკაცობით.
მშვოდობიანობაა, კაზაკებს არავინ ემუქრება. ასე არ მოსწონდა ტარასს. „ამიტომაც მუდამ იმის ფიქრში იყო, როგორმე სეჩი სალაშქროდ აღეძრა, სადაც ყველას შეეძლებოდა თავისი რაინდობა დაემტკიცებინა, საომარი ნიჭი გამოეჩინა. ბოლოს, ერთ დღეს მივიდა ტარასი კოშევოისთან და უთხრა პირდაპირ:
„-რაო, კოშევოი, განა დრო არ არის, გაინავარდონ სადმე ზაპოროჟიელებმა?
-საით მერე? - მიუგო კოშევოიმ, პირდაპირ პატარა ჩიბუხი გამოიღო და გვარდზე გადააფურთხა.
-როგორ თუ საით? შეიძლება თურქებზე ან თათრებზე გავილაშქროთ.
-არ შეიძლება არც თურქებზე, არც თათრებზე, - უპასუხა კოშევოიმ და ისევ გულგრილად ჩაიდო პირში ჩიბუხი.
-როგორ თუ არ შეიძლება?
-ისე, სულთანს მშვიდობიანობის პირობა მივეცით.
-მერე ის ხომ ბუსურმანია: ღმერთიც და საღმრთო წერილიც გვიბრძანებს მათ ამოწყვეტას.
-უფლება არა გვაქვს. სარწმუნოებაზე რომ არ შეგვეფიცნა, იქნებ კიდევ მოხერხდებოდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება.
-როგორ თუ არ შეიძლება? როგორ ამბობ, უფლება არა გვაქვსო? აი, მე ორი შვილი მყავს, ორივე ახალგაზრდა, არც ერთი ჯერ ომში არ ყოფილა. შენ კი ამბობ: ვერსად წავალთ ზაპოროჟიელებიო.
-ჰოდა, ასე, არ შეიძლება.
-მაშ აგრე უქმად უნდა იყოს კაზაკის ძალ-ღონე მინებებული, რომ ძაღლივით გადიღრძოს კაცი და ერთი კეთილი საქმე არ გააკეთოს, სამშობლოსა და საქრისტიანოს არაფერი სარგებლობა არ მოუტანოს? („რბევა-აწიოკება ჰგონია ტარას ბულბას სამშობლოსა და ქრისტიანობის სამსახური“-აკ.ბაქრაძე). მაშ, თუ აგრეა, მითხარი, რადღა ვცოცხლობთ, სიცოცხლეს რა ეშმაკად ვაქნევთ?“
ამ კითხვაზე კოშევოიმ არ უპასუხა, მაგრამ ომის გაჩაღებაზე კი მტიცე უარი მოახსენა. გაბოროტებულმა ტარასმა კაზაკები წააქეზა – ძველი კოშევოი გადავაყენოთ და ახალი დავსვათო. ასეც გააკეთეს.
„მეორე დღეს ტარას ბულბა უკვე მოელაპარაკა ახლადამორჩეულ კოშევოის, ზაპოროჟიელნი როგორ უნდა ამხედრებულიყვნენ და ვის წინააღმდეგ. კოშევოი ჭკვიანი და ეშმაკი კაზაკი იყო, მასთან ზაპოროჟიელთა ზნე-ხასიათის მეტად კარგად მცოდნე: „არა, ფიცის დარღვევა არ შეიძლებაო“, უპასუხა პირველად ბულბას, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დასძინა: „არა უშავს რა, ვინძლო ფიცს არ დავარღვევთ. ესე რასმე მოვიმიზეზებთ, ოღონდ ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ ჩემი ბრძანებით კი არა, თავისით,- ეს თქვენ უკვე იცით, როგორ მოახერხოთ, - მაშინ ჩვენც სტარშინებთან ერთად უცბად იქ გავჩნდებით მოედანზე, ვითომ არა ვიცით რა“.
კაზაკობა მოედანზე შეიკრიბა. დაიწყო სჯა-ბაასი, მზაკვრულად ხლართავდა საქმის ვითარებას კოშევოი. თან ხალხს მშვიდობისკენ მოუწოდებდა, თან ომისაკენ აქეზებდა. ამ დროს ტანსაცმელშემოფლეთილ კაზაკთა ერთი ჯგუფი გამოჩნდა. ამბავი მოიტანეს – შავ დღეში ჩაცვივდნენ გეტმანშჩინაში კაზაკები.
თურმე ურიებს იჯარით აუღიათ საყდრები და თუ წინასწარ ქრისტიანი ფულს არ გადაიხდის, წირვა – ლოცვას ვერ ჩაატარებს.
თურმე, თუ ურია პასქას ნიშანს არ დაასვამს მისი კურთხევა არ შეიძლება
თურმე ქსენძები ტარატაიკებით დადიან უკრაიმაში და, ცხენების მაგიერ, შიგ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აბამენ.
თურმე ურიის ქალები ქვედა კაბებს მღვდლის ფილონებისაგან იკერავენ.
თურმე გეტმანი სპილენძის ქვაბში მოუხრაკავთ და პოლკოვნიკებს მისი ხელ-ფეხი ბაზრობაზე დააქვთ.
ეს მტკნარი სიცრუეა ბრბოს ასაღელვებლად გამოგონილი, მაგრამ რაც ეშმაკურად მოიფიქრეს, ეშმაკურად განახორციელეს. კაზაკთა სპა ქალაქ დუბნოს შეესია.
როგორც ხედავთ, თუ „ხევისბერ გოჩაში“ მოხევეები თავს იცავენ მოძალადეებისაგან, „ტარას ბულბაში“ კაზაკები თავად პირველნი ესხმიან თავს მშვიდობიან ქალაქს.
თუ ნუგზარ ერისთავის სიხარბე სამფლობელოს გაფართოების სურვილით ვლინდება, ტარას ბულბას და მისი ამხანაგების სიხარბე დავლის, ალაფის შოვნით გამოიხატება, რაც გარეგნულად ვაჟკაცობის სახელით არის შენიღბული.
როგორც ცნობილია, სიხარბე მხოლოდ ადამიანის თავისებაა. ბუნება ამ გრძნობას არ იცნობს, მან იცის მხოლოდ აუცილებელი. ადამიანი კი ყოველთვის ცდილობს აუცილებელს მიუმატოს სიხარბე და სწორედ აქ ჩნდება დანაშაული.
ყოველი ადამიანის მშვინვიერ სამყაროში არსებობს კონფლიქტი აუცილებელსა და სიხარბეს შორის. თუ ადამიანმა მოახერხა და სძლია სიხარბეს, დაკმაყოფილდა აუცილებლობით, მაშინ იგი იძენს სულიერ წონასწორობას, ერწყმის ბუნების ჰარმონიას და მონოლითურად მთლიანია. მან ამ გზით უკვე მოკვეთა ბოროტი და, ბუნებრივია, გაემიჯნა დანაშაულს. თუ აუცილებლისა და სიხარბის კონფლიქტის დროს ადამიანმა დაუთმო სიხარბეს, ვერ დაჯაბნა იგი, მაშინ ბოროტი იმარჯვებს და დანაშაულიც გარდააუვალია.
დაცემული, შეცდომილი რომ აღდგეს, აუცილებელია სასჯელი, რაც დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩება არა მარტო დამნაშავეს, არამედ ყოველ ადამიანს, ამიტომ სასჯელი სამაგიეროს მიზღვა კი არ უნდა იყოს, არამედ ზნეობრიობის დემონსტრაცია. მამამ [დედამ] შვილი [შვილები] მოკლა, ამით ხდება სამაგიეროს გადახდა, ერთი დანაშაულის შეცვლა მეორეთი, ბოროტების მოკვეთა ბოროტებით. სასჯელი მაშინ გახდებოდა ზნეობრივი აქტი, როცა იგი გამოიხატებოდა არა ახალი დანაშაულით, არა ძალდატანებით, არა ბოროტებით, არამედ იმის მაგალითის ჩვენებით, როგორი უნდა იყოს პატიოსანი ადამიანის დამოკიდებულება დანაშაულისადმი. ჭეშმარიტად პატიოსანია მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაც აგებს პასუხს სხვისგან ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო.
ჩვეულებრივ როცა ერთი ადამიანი სჩადის სიკეთეს, მას სხვებიც ეტმასნებიან და ყოველგვარად ცდილობენ ამა თუ იმ დოზით იყვნენ მისი თანაზიარი. კეთილის თანაზიარობაზე არავინ ამბობს უარს, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი კეთილის ქმედებას წარმოადგენს კოლექტიურად, ერთიან საზოგადოებრივ აქტად. ბოროტის, დანაშაულის მიმართ ეს გრძნობა არ არსებობს. ბოროტი და დანაშაული ყოველთვის გვინდა წარმოვიდგინოთ, როგორც ინდივიდუალური ქმედება, გავემიჯნოთ მას, ჩავთვალოთ, რომ დანაშაულს სჩადის ერთი, ინდივიდი, სხვა ყველა კი უმწიკვლო ვართ, მთლად ასე არ არის; როგორც კეთილს ვერ მოიმოქმედებს ადამიანი მარტოდმარტო და მას მოყვასის თანადგომა სჭირდება, ასევეა ბოროტიც. ვერც მას ჩაიდენს ინდივიდი მარტოდმარტო. მასაც სხვათა მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ ბოროტების ქმედების თანაზიარი ყოველთვის არის საზოგადოება. მართალია, იურიდიულად სამართლის წინაშე ბოროტმოქმედი მარტო დგას, მაგრამ ზნეობრივი გასამართლების დროს, ინდივიდის გვერდით, საზოგადოებაც იგულისხმება. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პიროვნების პასუხისმგებლობას ამცირებს და შეღავათს აძლევს. მართალია კ.გამსახურდია, როცა ამბობს - „არის რაღაც საშინელი მოირა იმ გარემოებაში, რომ ათასების ტკივილი ერთმა უნდა გადაიტანოს, ათასების მაგივრად ერთია მლოცველი და ჯვარზე გამსვლელი, ათასების ვარამი ერთმა უნდა იგრძნოს, ასეთი იყო მოსე, ასეთი იყო ბუდა, ასეთი იყო ქრისტე“. რა თქმა უნდა, ყოველ პიროვნებას არ ძალუძს მოსეს, ბუდას ან ქრისტეს ძალა შეიძინოს, მაგრამ მათი ცეცხლის პაწია ნაპერწკალი მაინც უნდა უღვივოდეს სულში, სხვაგვარად პიროვნება ვერ იქნება. ვერ ზიდავს ზნეობრივი პასუხისმგებლობის ტვირთს. ამის შეგნება კი ყოველ ინდივიდს უნდა ჰქონდეს.
არც ხევისბერ გოჩას, არც ტარას ბულბას, არც მატეო ფალკონეს დანაშაული და დანაშაულის მიზეზი საკუთარ თავში არ უძებნიათ [გადააბრალეს შვილებს], ხევისბერმა დააყვედრა კიდეც შვილს - „მაშ, ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასგან მოძულებული, დედმამის საფლავიდან ამომგდებო!...“ ვერც თემის თხოვნამ - „შენს შვილს ხევი არ გაუყიდია, მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებას ჩაუგდია...“-შეანელა გოჩას მძვინვარება, მამამ შვილი სატევრით განგმირა.
სრულიად გულგრილად, ისე, რომ ხელიც არ აკანკალებია, მოკლა შვილი ტარას ბულბამ. იგი დაჰყურებს მკვდარ ანდრის და ამბობს: „რით არ იქნებოდა კაზაკი?...ტანი მაღალი, შავი წარბები, სახე ნაზი, კეთილშობილი, მკლავი მაგარი ბრძოლაში-და დაიღუპა! ძაღლივით უსახელოდ დაიღუპა!...“ასე შვილზე კი არა, მტერზეც ვერ ილაპარაკებ. როცა ოსტაპმა ანდრის დამარხვა სთხოვა მამას, ტარასმა უპასუხა: „უჩვენოდაც დამარხავენ ჭირისუფლები და ნუგეშინისმცემელნი გამოუჩნდებიან!..“ მართალია, მერე ორიოდე წუთით დაფიქრდა – დაემარხა თუ არა შვილი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ვეღარ მოასწრო, რადგან მტერი უტევდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო.
როცა ანდრის ვადანაშაულებთ, ერთი რამ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ: იგი შესძრა კაზაკების მიერ ალყაშემორტყმულ დუბნოში ნახულმა სურათმა.
ანდრის სუსტი კვნესა შემოესმა თითქოს, მიმოავლო თვალი და შეამჩნია, რომ მოედნის მეორე მხარეს ორი თუ სამი ადამიანი იწვა მიწაზე, თითქმის სრულებით უძრავად. უფრო მიაშტერა თვალი ანდრიმ და ყურადღებით დაუწყო ცქერა, რათა გაერჩია, ეძინათ თუ მკვდრები იყვნენ, რომ ამ დროს რაღაც რბილს ფეხი წამოჰკრა. ეს იყო ალბათ ურის ქალის გვამი. ეტყობოდა, ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუძლურებულ და განაწამებ სახეზე ეს აღარ ემჩნეოდა. თავზე წითელი აბრეშუმის თავშალი ჰქონდა შემოვლებული. ორი-სამი გრძელი ჩაწნული კულული გამხმარ, ძარღვებდაჭიმულ ყელზე გადმოშლოდა. გვერდით ეწვა ბავშვი, რომელსაც გამშრალ და გამხმარ ძუძუსთვის წაევლო ხელი და უნებური ბრაზით მთლად მოეგრიხა თითებით, რახან რძე ვერ ეპოვნა. ბავშვი ახლა აღარ ტიროდა, აღარც ყვიროდა, მხოლოდ ოდნავ მფეთქავ მუცელზეღა შეატყობდა ადამიანი, რომ ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო. სულსა ლევდა. ქუჩებში რომ შეუხვიეს, აქ უცებ ვიღაც შეშლილი დახვდათ, რომელმაც დაინახა თუ არა ძვირფასი ტვირთი, სტაცა გაშმაგებული ხელი და შეჰყვირა „პურიო“, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. ჰკრა ხელი ანდრიმ და შეშლილ მიწაზე გაიშხლართა. შეებრალა ანდრის გიჟი და ერთი პური გადაუგდო, რომელსაც იგი მაშინვე ცოფიანი ძაღლივით ეცა. დაღრღნა, დაკბინა პური გიჟმა და დაკრუნჩხულმა საშინელი ტანჯვით იქვე ქუჩაში დალია სული, რადგანაც საჭმელს უკვე გადაჩვეული იყო. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შიმშილის უბედურ მსხვერპლთ ხვდებოდნენ. თითქოს ტანჯვა სახლში ვეღარ აუტანიათო, ბევრი ქუჩაში გამოსულიყო: იქნება მასაზრდოებელი რამ ჰაერმა მაინც მოგვევლინოსო ერთი სახლის კართან ბებერი დედაკაცი მიმჯდარიყო, მაგრამ ვერავინ შეატყობდა – ეძინა, მომკვდარიყო თუ თავდავიწყებას მისცემოდა; სმენით სრულიად აღარა ესმოდა რა და ვეღარას ხედავდა. ჩაეკიდა თავი და იჯდა უძრავად. მეორე სახლის ჩარდახთან თოკი იყო ჩამოშვებული და ზედ ჩამომხრჩვალი კაცის ჩამომჭკნარი გვამი ეკიდა: საბრალოს შიმშილით ტანჯვა ვეღარ აეტანა და თვითმკვლელობა ემჯობინებინა. შიმშილობის ასეთი საზარლობა რომ ნახა, ვაღარ მოითმინა ანდრიმ და დაეკითხა თათრის ქალს:
„-ნუთუ ვეღარაფრით მოახერხეთ თავის გატანა? კაცს რომ მეტისმეტად გაუჭირდება, ყველაფერი უნდა ჭამოს, რასაც წინათ იზიზღებდა, - შეუძლიათ სჯულით აკრძალული ცხოველებიც კი ჭამოს; ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოიყენოს საზრდოდ.
-ყველაფერი შევჭამეთ, - უპასუხა თათრის ქალმა,- ვერაფერ ცხოველს, ვერც ცხენს, ვერც ძაღლს, ვერც თაგვს აქ ვეღარ იპოვით“.
ასეთსავე საზარელ მდგომარეობამ და მეორე მხრივ, პოლონელი ქალის სიყვარულმა ანდრი დააბნია, თავზარდაკარგულმა ჭაბუკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: თავისიანების წინააღმდეგ აღმართა მახვილი.
ტარას ბულბას კი არაფრის მხედველობაში მიღება არ სურს – არც იმისა, რომ კაზაკები თავად იყვნენ თავდამსხმელნი, არც იმას, რომ ქალაქი საშიმშილოდ გაწირეს და იქ ჯოჯოხეთური პირობები შექმნეს, არც იმისა, რომ ანდრიმ დამშეული ადამიანები იხსნა.
ანდრი თავისი საქციელით უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ტარასი. ტარასისათვის სრულიად უცნობია ადამიანის სამშვინველის რთული მოძრაობა. იგი კაზაკობის ბრმა ერთგულია და სხვისგანაც ამას მოითხოვს. ტარასის სჯერა, რომ ვინც ამ ერთგულებას უღალატებს, იგი სიკვდილის ღირსია, შვილსაც ამიტომ კლავს.
პრ.მერიმეს ეგზოტიკური ნოველების რიცხვს ეკუთვნის „მატეო ფალკონე“, რომელშიც მერიმესათვის ჩვეული ლაკონიზმითა და დინამიკურობით ნაჩვენებია კორსიკელი გლეხის მატეო ფალკონეს ხასიათის სიმტკიცე, ძლიერი ნებისყოფა. დიდი სულიერი ენერგია, რასაც მოკლებულნი არიან მისი თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოების წარმომადგენელნი. მატეოს ერთადერთმა ვაჟიშვილმა ფორტუნადომ, მშობლების მინდვრად სამუშაოზე ყოფნის დროს, ეზოში თივის ზვინში დამალა პოლიციის მიერ დევნილი ყაჩაღი ჯანეტო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეზოში პოლიციელები შემოიჭრებიან და იწყებენ უშედეგო ჩხრეკას, ფორტუნატო, პოლიციელი სერჟანტის მიერ შეთავაზებული საათით მოხიბლული, უმალ გაიშვერს თითს ზვინისაკენ.
ჯანეტო პოლიციელებს მიჰყავთ. გზაში შემოხვდებათ მატეო ფალკონე, რომელსაც ჯანეტო შეურაცხმყოფელი საყვედურით მიმართავს. მატეო სდუმს. შეურაცხყოფა სამართლიანად მიიჩნია. შვილის ღალატით, გამცემლობით თავზარდაცემული მამა თავისი ხელით უყოყმანოდ ჰკლავს ერთადერთ ვაჟიშვილს. რათა კორსიკული მორალის თვალსაზრისით აღდგენილ იქნას მისი ოჯახისა და მთელი საგვარეულოს შელახული ღირსება – პატიოსნება. ამაყი კორსიკელის აზრით ეს იყო ერთადერთი სამართლიანი მსაჯული ღალატისათვის.
საგულისხმოა, რომ ნოველის მიხედვით მატეო ფალკონე არ არის რომანტიკული, განსაკუთრებული, იშვიათი „გამონაკლისი“ პიროვნება. პირიქით, მერიმე ცდილობს გვიჩვენოს მისი ტიპიურობა ყველა დეტალით. მკითხველი რწმუნდება, რომ ყოველი კორსიკელი გლეხი ისევე მოიქცეოდა, როგორც მატეო ფალკონე, იმდენად რეალისტურად ასაბუთებს ავტორი ასეთი საქციელის გარდუვალობას. მატეოს საქციელი, მისი რეაქცია სავსებით გამომდინარეობს მისი ცხოვრების კონკრეტული პირობებისაგან, მისი რწმენის, შეხედულებისაგან, იმ წრისა და ხალხის წარმოდგენებიდან, რომელსაც ფალკონე ეკუთვნოდა.
ჯიანეტოს გამოჩენისთანავე ფორტუნატო გარიგებას სთავაზობს: - „რას მომცემ, რომ დაგმალო?“ ჯერ კიდევ აქ ჩანს პატარა ბიჭის ხასიათის არამყარობა. „ვერცხლის ფულის დანახვაზე ფორტუნატომ გაიღიმა, ბრჭყვიალა ლითონს ხელი სტაცა და ჯიანეტოს წასჩურჩულა:„-ნუ გეშინია“.
მეორე მონაკვეთში უფრო მძაფრად აგვიღწერს პრ. მერიმე ქრთამის შეთავაზების მომენტს:
„საათი სახესთან მიუტანა (ათისთავმა), თითქმის ეხებოდა ბავშვის გაფითრებულ ლოყას. ბავშვს სახეზე ეხატებოდა ბრძოლა, რომელიც მის სულში წარმოებდა საათის მძაფრ სურვილსა და სტუმართმოყვარეობის ვალდებულებას შორის. გაღეღილი მკერდი უთრთოდა, გული ყელში ებჯინებოდა, ამავე დროს საათი მის თვალწინ ტრიალებდა და რამდენჯერმე ცხვირის წვერს მოხვდა. ბოლოს ნელ-ნელა ხელი გაიწოდა საათისაკენ, შეეხო მას... ფორტუნატომ მარცხენა ხელი ასწია და ცერით მიუთითა უკან, ზვინისაკენ, რომელსაც თვით იყო მიყრდნობილი. ათისთავი მაშინვე მიხვდა, ძეწკვს ხელის გაუშვა და ფორტუნატო საათის ერთადერთი მფლობელი გახდა.“
როცა ჯიანეტო დაიჭირეს „ბავშვმა უკან გადაუგდო ვერცხლის ფული, რადგან იფიქრა, არ დამიმსახურებიაო, მაგრამ ფირალმა ამას, როგორც ეტყობოდა, არავითარი ყურადღება არ მიაქცია.
შემდეგ კი მოვლენები ასე ვითარდება: სახლში დაბრუნებულ მატეოს ათისთავი მადლობას ეუბნება: „შენი პატარა ფორტუნატო რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს აღმოვაჩენდით. ჩემმა პატარა ძმისწულმა გვიჩვენა მისი ბუნაგი. ქალაქიდან რაიმე საჩუქარს გამოვაგზავნინებ მისთვის;“ ამ დროს კი ჯიანეტო სახლისკენ მიბრუნდა, ზღურბლს მიაფურთხა და თქვა:
„-გამცემის სახლი!“
„მხოლოდ სასიკვდილოდ განწირული კაცი თუ გაბედავდა მატეოსთვის გამცემელი ეწოდებინა“-დასძენს ავტორი. -„მაგრამ ახლა მატეომ მხოლოდ შუბლზე მოისვა ხელი, როგორც ადამიანმა, რომელიც განადგურებულია მომხდარი ამბით და ვერ გამორკვეულა“.
ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო მატეოსთვის;
„-კარგად იწყებ ცხოვრებას! - თქვა ბოლოს მატეომ დამშვიდებული ხმით, მაგრამ ვინც მას იცნობდა, ამ ხმაში მუქარას გაიგონებდა. „-ეს ბიჭი პირველია, რომელმაც ღალატი ჩაიდინა ჩვენს გვარში.“ შემდეგ კი, მატეომ თოფის ლულა მიწას დაარტყა, მოტრიალდა, თოფი მხარზე გაიდო და ფორტუნატოს უბრძანა, უკან გამომყევ ტევრისკენო. ბავშვი უსიტყვოდ დაემორჩილა. ჯუზეპა ქმარს უკან დაედევნა და სახელოში ჩაეჭიდა. თვალებში ჩააცქერდა თითქოს მისი სულის წაკითხვას ლამობსო. ჯუზეპამ ვაჟი გულში ჩაიკრა, აკოცა და შინ დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობს.
მატეომ კი „შესაფერისი“ ადგილი შეარჩია, ბავშვი მუხლებზე დაეცა: - მამა, მამა, ნუ მომკლავ! შემიბრალე, არასოდეს ამას აღარ ვიზამ!
იგი კიდევ რაღაცას ლუღლუღებდა. მატეომ თოფი დაუმიზნა და უთხრა: - ღმერთმა გაპატიოს!
ფინალი კი: ბავშვმა სასოწარკვეთილად ძალა მოიკრიბა, უნდოდა წამომდგარიყო და მუხლებში ჩავარდნოდა მამას, მაგრამ გვიანღა იყო. მატეომ გაისროლა და ფორტუნატო უსულოდ დაეცა.
მატეოს გვამისთვის არ შეუხედავ, სახლისკენ გაემართა, რათა ნიჩაბი მოეტანა და საფლავი გაეთხარა. ორიოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, წინ ცოლი გადაეღობა, სროლის ხმას შეეშფოთებინა.
„-რა ჩაიდინე?- შეჰბღავლა ქალმა.
-მართლმსაჯულება შევასრულე დამნაშავის მიმართ.
-სად არის?
-ხრამის პირას, ახლავე დავასაფლავებ. მოკვდა როგორც ქრისტიანი; მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს, ტეოდორო ბიანკის უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გა დმოვიდეს საცხოვრებლად“.
ასე მშრალად და სიტყვაძუნწად ამთავრებს მწერალი ნაწარმოებს, მას ალბათ არ შეუძლია მამის შინაგანი განცდების გადმოცემა, და ყოველივე განსასჯელად მკითხველს დაუტოვა. თუმცა სულ უკანასკნელ წინადადებაში, როცა მატეო სიძეს ახსენებს, ჩანს მისი გენის გადაშენების სიმძაფრის შეგრძნება.
არც მატეო ფალკონე უწევს ანგარიშს გარემოებას. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ფორტუნატო ბავშვია, რომ ბალღი იოლად გააბრიყვა გამოცდილმა და გაქნილმა ჟანდარმმა. არც შვილის ვედრებამ იმოქმედა მატეო ფალკონეზე. მან სრულიად მშვიდად მოკლა ფორტუნატო და ასევე აუღელვებლად უთხრა ცოლს: -„...ახლავე დავასაფლავებ, მოკვდა, როგორც ქრისტიანი, მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს ტეოდორო ბინკის უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად“.
შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც უნდა მოხდეს ეს, ანტიბუნებრივი მოვლენაა. ამგვარი პათოლოგიური შემთხვევა აღწერეს გოგოლმა, პროსპერ მერიმემ, ალექსანდრე ყაზბეგმა. თუმცა ალ.ყაზბეგი უფრო დამაჯერებლად ხატავს მამის მიერ შვილის მკვლელობის სურათს. ჯერ ერთი, ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს. ე.ი. გოჩას საქციელი არაცნობიერია. ისინი ამას წინასწარმოფიქრებულად აკეთებენ. მეორეც, როგორც კი ხევისბერმა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, იგი გაგიჟდა. ბუნებრივია, ჩადენილი აქტის სიველურე თავზარდამცემია და ვერც ერთი ნორმალური გონება ვერ გაუძლებს მას.
თუ ზნეობრივი თვალსაზრისით შეხედავთ ალ.ყაზბეგის, გოგოლის, პრ.მერიმეს აღწერილ შემთხვევებს, უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს უფრო დიდი უზნეობა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლაა (ან შვილის მიერ მამის მოკვლაა). მაგრამ ხევისბერმა გოჩამ ზღო ეს დანაშაული, გამოწვეული ელდის დაცემით. მან გონება დაკარგა. თავიდანვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს სულიერ სამყაროში შვილებისადმი თანაგრძნობის მისხალიც კი არ აღმოჩნდა.
ძველი აღთქმის დაბადების წიგნში (თავი 22) ნაამბობია: აბრაამს გამოეცხადა ღმერთი და უთხრა – წაიყვანე შვილი შენი ისაკი მაღალ ქვეყანას და შესწირე მსხვერპლად უფალს. ადგა ადრე დილით აბრაამი, დააპო შეშა, შეკაზმა სახედარი, იახლა ორი მონა და, ისააკთან ერთად, გაემართა ღმერთის მითითებულ ადგილისაკენ. მესამე დღეს დაინახა აბრაამმა ადგილი, რომელიც უჩვენეს. იქვე დატოვა მონები და ვირი. დაუბარა მათ: წავალთ მე და ისააკი, თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით. წაიღეს შეშა, ცეცხლი და დანა. ბიჭმა იკითხა – გვაქვს შეშა და ცეცხლი, მაგრამ სად არის სამსხვერპლო ცხვარი? მამამ უპასუხა: ღმერთმა თავად უწყის რომელია ტარიგი. მივიდნენ მინიშნებულ ადგილას. აბრაამმა გააკეთა საკურთხეველი, დააწყო ზედ შეშა, შეკრა ისააკი და დააწვინა სამსხვერპლოდ. აღმართა დანა დასაკლავად, მაგრამ უფლის ანგელოსმა მოუწოდა აბრაამს – ნუ მოკლავ ჭაბუკს, ვხედავ, როგორ გშინებია ღმერთის, რაკი არ შეიბრალე ერთადერთი ძეც. აღაპყრო თვალნი აბრაამმა და უკან დაინახა ვერძი, ჯაგნარში რქებით გაბმული. დაიჭირა იგი, შესწირა ღმერთს შვილის მაგიერ და უწოდა იმ ადგილს იეჰოვა – რაც ნიშნავს „უფალმა იხილა“.
აქ არაფერს ამბობს „დაბადების“ ავტორი, არ მოგვითხრობს რა განიცადა აბრაამმა. ერთადერთი ის არის ნათქვამი: - უცებ რქებით ბუჩქებში გახლართული ვერძი დაანახა და ისააკის ნაცვლად უფალს მსხვერპლად ის შესწირეო. ის ვერძი მანამდისაც იქ იქნებოდა, მაგრამ აბრაამს არ დაუნახავს თუ ზედაც არ შეუხედავს, წამითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ საკუთარი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად. მან ცხადყო, რადგან ურყევი იყო მისი რწმენა, მისი სიყვარული და სასოება უფლის მიმართ. სწორედ ამის გამო უწოდეს შემდგომში აბრაამს „რწმენის მამა“.
საგულისხმოა, რომ ისეო ქრისტეს სახელს ისააკის მსხვერპლად შეწირვის მთელ ამბავსაც უკავშირებენ ხოლმე. აი, რას გვეუბნება ამის თაობაზე არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე):
„წმიდა მამები მსგავსებას ხედავენ ისააკისა და იესო ქრისტეს ცხოვრებაში. აი, ეს მსგავსება: როგორც აბრაამი ღმერთის სიყვარულით სწირავს თავის შვილს მსხვერპლად, ისე მამა ღმერთმა „არა ჰრიდა ძესა თვისსა, არამედ მისცა იგი ჩვენ ყოველთათვის“ (რომ.8,32); ისააკი გამოვიდა თავის სახლიდან და წავიდა შესაწირავ მსხვერპლად მთაზე. იესოც ივნო იერუსალიმის გარეთ გოლგოთაზე; ისააკმა თვითონ იტვირთა ის ჯვარი, რომელზეც აცვეს; ისააკი დაემორჩილა მამის ნება-სურვილს და წინ არ აღუდგა მას, იესოც ვნების ჟამს მთლიანად დაემორჩილა მამას ჯვარზე სიკვდილამდე (ფილიპ.2,8); ისააკი უნდა მისცემოდა სიკვდილს სრულიად უდანაშაულოდ, იესოც ივნო და მოკვდა სრულიად უდანაშაულოდ, სხვათა დანაშაულის გამო; ისააკის მსხვერპლად შეწირვამ კურთხევა გამოიწვია აბრაამის შთამომავლობაზე, ესოს ჯვარცმაც ბევრ მადლს და წყალობას ანიჭებს ყველას, ვისაც სწამს იგი“.
ადამიანის შეწირვა არ შეიძლება, და არ შეიძლება, რადგანაც კაცის კვლა ცოდვაა.
„იესო (ძე ღვთისა) უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის, და არა მარტო ხალხისათვის, არამედ რათა ღმერთის გაბნეული შვილნიც შეეკრიბა ერთად“(იოან.11,51-52);
იესო ქრისტე ევნო, ეწამა და ჯვარს ეცვა მთელი კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად და, ის ნებაყოფლობით შეეგება ამ უდიდეს განსაცდელს, საკუთარი ნებით შეეწირა მსხვერპლად კაცთა მოდგმის სულიერი გამოხსნის საღვთო საქმეს.
იესო ქრისტე იყო უკანასკნელი მსხვერპლი, ამიერიდგან სრულდება უსისხლო მსხვერპლშეწირვა (ბერობა და მონაზვნობა, როცა ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის უფალს);
როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, ისე შეიყვარა უფალმა ეს სოფელი, რომ ძე თავისი მხოლოდშობილი მისცა მას. მამა სწირავს შვილს. სწირავს მას კაცობრიობის გამოსახსნელად უდიდესი სიყვარულისა და სიკეთის ნიშნად;
აქვე გადავხედოთ მსაჯულთა წიგნს, სადაც მოთხრობილია ამბავი იეფთაეს შესახებ:
იეფთაე მაგარი ვაჟკაცი იყო, უფრო გვიან ხანაში მცხოვრები მსაჯული. მან ადრე მიატოვა მამისეული სახლი, გერ ძმებს გაერიდა, თავზეხელაღებული ხალხი შემოიკრიბა და ისრაელიანთა მტრებს არბევდა. დიდი სახელი დაიგდო. ისრაელიანებს მტერთან ბრძოლა რომ გაუძნელდათ, იეფთაე მიიწვიეს სარდლად წინამძღვრად.
ისრაელის მტრები ამჯერად ყამონიანები იყვნენ, იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრები ხალხი. ძნელი ბრძოლა მოელოდა იეფთაეს. „ასე აღუთქვა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს, როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლის იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად“(მსაჯ.11,30-31);
გაუმარჯვდა იეფთაეს, სასტიკ ბრძოლაში სძლია ყამონიანებს და დაიმორჩილა ისინი.
ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შინ დაბრუნდა იეფთაე. „და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა, არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი“(მსაჯ.11,34); ამ სიტყვებით ათკეცდება ის ტრაგიზმი, რაც თავისი აღთქმით თავს დაიტეხა იეფთაემ: მხოლოდშობილი ასული უნდა შესწიროს მსხვერპლად, რადგან უფლისთვის მიცემული პირობის დარღვევა არასგზით არ შეიძლება, და მანუგეშებელიც აღარავინ რჩება უბედურ მამას.
ვაიმე, შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხეო!- შეჰღრიალა საცოდავმა.
საგულისხმო ის არის, ქალიშვილმა რომ შეიტყო მამამისის მიერ დადებული აღთქმის ამბავი, წარბი არ შეურხია; რაკი უფალს პირობა მიეცი, უნდა შეასრულო კიდეც, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს , ორი თვით გამიშვი მთაში წავალ და ჩემს დობილებთან ერთად ჩემს ყმაწვილქალობას გამოვიგლოვებო.
ორი თვის თავზე ჩამობრუნდა იეფთაეს ასული და „აღასრულებინა დადებული აღთქმა“. აქ ავტორი მეტს აღარაფერს გვეუბნება, ოღონდ ამგვაარი სევდიანი სტრიქონებით ამთავრებს ამ ტრაგიკულ ამბავს:
„წესად დაიდო ისრაელში, რომ წელიწადში ერთხელ, ყოველ წლისთავზე, წავიდოდნენ ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხ დღეს დასტიროდნენ იეფთაეს ასულს“(მსაჯ.11,40);
იეფთაესა და მისი ასულის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე გულისშემძვრელი ეპიზოდია „ბიბლიისა“.
ანდა ბერძნულ მითებს დავაკვირდეთ:
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ბერძნები ტროაში მიდიოდნენ საომრად. ელინთა სარდალმა აგამემნონმა შველს ისარი ესროლა. შველი თურმე ქალღმერთ არტემიდეს ეკუთვნოდა. ატრევსის ძის თავხედობამ განარისხა ქალღმერთი. მან პირქარი მოუვლინა ბერძენთა ხომალდებსა და ტროასკენ წასვლის საშუალება მოუსპო. აგამემნონი იძულებული გახდა შევედრებოდა არტემიდეს და საშინელი ფიცი მიეცა. თუ ზურგქარს მოგვივლენ და ომშიაც დაგვეხმარები, ღვიძლს ქალიშვილს იფიგენიას შემოგწირავო ზვარაკად. მამამ ავლიდში ჩამოიტყუა შვილი დაპირებით – აქილევსს უნდა გაგაყოლოო ცოლად. გათხოვების მაგიერ, აგამემნონმა არტემიდეს ბაგინზე გაგზავნა შვილი მსხვერპლად, მაგრამ ქალღმერთს შეებრალა უმანკო ასული და საკურთხეველზე შველით შეცვალა იგი. მერე იფიგენია ტავრიდში წაიყვანა ქალღმერთმა და ქურუმი გახადა.
სხვათა შორის, პომპეიში არსებობდა ფრესკა (ამჟამად ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი), რომელზეც ასახულია იფიგენიას ზვარაკად მიყვანა. იფიგენია ორ მონას უჭირავს ხელში და ბაგინისაკენ მიჰყავთ. მოშორებით, შვილისაკენ ზურგშექცეული დგას აგამემნონი. მას ხელი აქვს თვალებზე აფარებული და სახე არ უჩანს. სპეციალისტები ამბობენ, რომ აგმემნონის ამგვარი გამოსახვა მხატვრის დიდ ნიჭიერებას მეტყველებსო. არავის ძალუძს გვიჩვენოს დამაჯერებლად მამის ტანჯვა, როცა იგი უყურებს შვილის სიკვდილს (მით უმეტეს, მკვლელობას). ამიტომ როგორც უნდა დაეხატა მხატვარს აგმემნონის სახე, მაინც უკმარისობის გრძნობას დაუტოვებდაო მაყურებელს, ახლა კი, როცა მის სახესა და თვალებს მნახველი ვერ ხედავს, თავად შეძლებისამებრ შეუძლია წარმოიდგინოს მამის ტანჯვა.
იფიგენიას კულტი მჭიდროდ არის დაკავშირებული არტემისთან. ამ ღვთაებას ზოგჯერ არტემის – იფიგენიასაც უწოდებდნენ. გვიანი მითები გვამცნობენ, რომ არტემისმა იფიგენიას უკვდავება მიანიჭა და კუნძულ ლევკასზე დაასახლა, სადაც იგი ბოლოს და ბოლოს დაქორწინდა აქილევსზე, თუმცა სახელი შეიცვალა; აქ მას ორსილოქეა შეერქვა. ბერძნული მითოსის სისტემატიზატორის, ჰესიოდეს თანახმად კი იფიგენია გარდაცვალების შემდეგ აღსდგა ჰეკატეს სახით. როგორც ჩანს, იფიგენია იყო ადგილობრივი ღვთაება, რომელსაც აიგივებდნენ არტემისთან ან ჰეკატესთან. ჰომეროსთან იფიგენიას სახელი იფიანასა.
იფიგენიას მითოსზეა აგებული ევრიპიდეს ტრაგედიები „იფიგენია ავლისში“ და „იფიგენია ტავრისში“. არც რომაულ ლიტერატურას დაუტოვებია იგი უყურადღებოდ (ლუკრეციუსი, ოვიდიუსი) და არც მომდევნო ეპოქების სიტყვაკაზმულ მწერლობასა (გოეთე, ჰაუპტმანი) თუ ფერწერას (კაულბახი, ტიეპოლო, სეროვი და სხვ.).
მედეას მითში კი, მას შემდეგ რაც მედეამ და იასონმა კორინთოს შეაფარეს თავი, მათ სამი შვილი შეეძინათ; ათი წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ იასონმა ფიცი გატეხა და კორინთოს მეფის ასულ კრეუსაზე გადაწყვიტა დაქორწინება. მედეამ კრეუსას შვილების ხელით „სამეფო ძღვენი“, მოწამლული პეპლოსი გაუგზავნა, რომლის მხრებზე მოსხმისთანავე დაიღუპა კრეუსაც და მამამისი კრეონიც, რომელიც ცდილობდა მიშველებოდა შვილს და პეპლოსი აეგლიჯა.
მედეას შურისგება ამით არ დამთავრებულა. მან საკუთარი ხელით მოკლა შვილები და ჰელიოსის ეტლით, რომელზეც დაასვენა ცხედრები, გაეცალა კორინთოს. იასონმა თავი მოიკლა. აქ საერთოდ არაა გადმოცემული მედეას განცდები, ემოცია. იასონმა კი თავი მოიკლა.
ამის შემდეგ ლტოლვილი კოლხი თებეს მიადგა, რათა ჰერაკლესათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ჰერაკლე სიგიჟით შეპყრობილი დახვდა. ჰერას ნებით, გონგარდასულს ამოეხოცა ცოლ-შვილი; მედეამ განკურნა იგი, მაგრამ მასთან აღარ გაჩერებულა, რადგან ჰერაკლეს ცოდვათაგან განსაწმენდად წინ 12 საგმირო საქმე ელოდა ;
მედეას მითოსის დრამატული სიუჟეტი ყველაზე მძაფრად წარმოადგინეს ჯერ ევრიპიდემ და სენეკამ ამავე სახელწოდების ტრაგედიებში, ხოლო შემდეგ სხვა დრამატურგებმა (დოლჩე, კორნელი, გრილპარტერი, ანუი, ბრაუნი და სხვა). ხოლო ქართულ მწერლობაში ა.წერეთელმა, ლ.სანიკიძემ, ო.ჭილაძემ და სხვა.
„ჰერას მიერ დევნილი“ თუ „ჰერას მიერ განდიდებული“ ჰერაკლე ზევსისი უსაყვარლესი ძე იყო; მის დასაღუპად ჰერა ყველაფერს იგონებდა, ხოლო ჰერაკლე ღირსეულად აღწევდა თავს ყველა განსაცდელს. მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჰერამ საზარელი სენი შეჰყარა ზევსის რჩეულ ძეს: გონება წარსტაცა და სიგიჟე მოუვლინა. ჰერაკლემ თავისი ექვსი შვილი მტრად ჩათვალა და ამოხოცა, ხოლო გვამები კოცონზე დაწვა. მათ თავისი ტყუპისმეცალე ძმის იფიკლესის ორი ძეც მიაყოლა. როდესაც გმირი გონს მოეგო, რამდენიმე დღით ჩაიკეტა ბნელ ოთახში, ხოლო განწმენდის რიტუალის აღსრულების შემდეგ დელფოს სამისნოსკენ გაეშურა, რათა შეეტყო, თუ როგორ მოენანიებინა უნებურად ჩადენილი ცოდვა. პითიამ მოუწოდა, მისი მშობლების სამკვიდრებელ ტირინისში წასულიყო და მეფე ევრისთევსის კარზე თორმეტი წელი ემსახურა. ქურუმმა ჰერაკლეს უკვდავება უწინასწარმეყტველა, ოღონდ გმირს ევრისთევსის ბრძანებით 12 საქმე უნდა აღესრულებინა.
„მე ჩემი ნებით როდი ვცოდავ, მაღალი ძალა მაიძულებს, ჩავიდინო დანაშაული. მე ხომ თავადაც ვიტანჯები. განა გონება დაბინდული არ მქონდა მაშინ, როცა დავხოცე ჩემი და ჩემი ძმის შვილები. მერე ევრისთევსს ვემსახურე მრავალი წელი ღმერთების ნებით, და ყველა ცოდვა გამოვისყიდე“. - ეუბნება ჰერაკლე პითიას, სადაც ჩანს, როგორც იტანჯება ღმერთკაცი.
ჰერაკლე გამარჯვების გზით მიემართებოდა ოლიმპოსისკენ. ამით იყო მისი მიწიერი ცხოვრება უაღრესად მნიშვნელოვანი, ხოლო ზეციურ სამყოფელში, სადაც სუფევს წესრიგი და კეთილგანგება, ჰერაკლე ჩვეულებრივი უკვდავია. მას აღარ სჭირდება გამარჯვებისათვის ბრძოლა და ამიტომაც სდუმან მითები მის მარადიულ ცხოვრებაზე.
დიდი ვაჟკაცია ვაჟას ბაკური! დიდი ვაჟკაცია ბალზაკის ელვერდუგო! ბაკურმა თვითონ დააყრევინა ცოლ-შვილს თავები.
,,ისევ მე დაგხოც!”-და ცოლ-შვილს
თავები დასჭრა წამზედა...
თორმეტი მოკლა ციხის კარს,
ერთურთზე დააწვინაო.
ვეფხვსა დააცვდა კლანჭები:
ბაკურმაც დაიძინაო...”
ელვერდუგომაც თავად დახოცა ცოლ-შვილი. ვერც ბაკურმა, ვერც ელვერდუგომ მტრის საჯიჯგნად ვერ გაიმეტეს ღვიძლი ადამიანები!
რატომ ჰგავს ერთმანეთს ეს ორი შედევრი-,,ბაკური” და ”ელვერდუგო”?
როდის დაიწერა ვაჟას პოემა?
როდის შეიქმნა ბალზაკის ნოველა?
რატომ გვანან ისინი ასე ძალიან ერთმანეთს?
იმიტომ ალბათ, რომ ორივე -ბალზაკიც და ვაჟაც – გენიოსია. გენიოსები კი ხშირად ფიქრობენ ერთნაირად!
ალბათ, ამიტომ არის, რომ ყაზბეგმაც, გოგოლმაც, მერიმემაც მამების საქციელი აღწერეს, მაგრამ არ გადმოუციათ მათი სულის მოძრაობა შვილების მკვლელობის დროს, არც ერთი მათგანი არ შეეჭიდა შეუძლებელს.
დღესავით ნათელია ორივე მითის აზრი: მამის მიერ შვილის მოკვლა ღმერთისათვის არასასურველი სქციელია. არაფერს ცვლის ის გარემოება, რომ ისააკი და იფიგენია უდანაშაულონი იყვნენ. მართალია, ეს თითქოს აძლიერებს მამების ულმობლობას, მაგრამ ახლა ხომ იმის გამო არ ვმსჯელობ – რომელი მამა უფრო შეუბრალებელია, ის ვინც დამნაშავე შვილს ჰკლავს. უმთავრესად ის მიმაჩნია, რომ შვილის მოკვლით მამა არსებითად თვითმკვლელობას სჩადის, რამეთუ ანადგურებს საკუთარ მომავალს. ეს ნათლად იხატება ალ.ყაზბეგის მოთხრობაში, როცა ონისეს მოკვლის შემდეგ გოჩა გიჟდება. მართალია „ტარას ბულბასა“ და „მატეო ფალკონეში“ მომავლის განადგურების მოტივი უშუალოდ არ ვლინდება, მაგრამ თავისთავად იგულისხმება. ტარას ბულბა მტრებს რომ არ დაეწვათ, სულერთია მაინც ძირგამოგდებული, უიღბლო კაცია. იგი ქვეცნობიერად გრძნობს ამას, როცა ყველა ღონეს ხმარობს იხსნას მეორე შვილი, ასევეა დაქცეული მატეო ფალკონეს მომავალი. იგი იძულებულია სხვას მოუხმოს, ოჯახი რომ ჩააბაროს.
ამრიგად, მამამ, რომელმაც შვილი მოკლა, არსებითად ჩაიდინა თვითმკვლელობა, მოსპო მომავალი, დაარღვია ბუნების კანონი (მამა უნდა მოკვდეს, შვილი უნდა დარჩეს) და გაწყვიტა დროთა კავშირი.
ლიტერატურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის დარღვევა.
თუ შვილების მიმართ ასე დაუნდობელი არის ტარას ბულბა და მატეო ფალკონე, როგორიღა იქნება მათი დამოკიდებულება საერთოდ მოყვასისადმი?
მათ ქმედებას შეუბრალებლობა და დაუნდობლობა წარმართავს და არა სიყვარული. ორივე სრული უარყოფაა ზნეობრივი პრინციპისა - „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი თქუენნი“. უცოდველი კაცი ამ ქვეყნად არ არსებობს. ნუ განვიკითხავთ, რამეთუ არ განგვიკითხონ -გვეუბნება ბიბლიური სიბრძნე. ჰოდა, თუ უფალიც კი ცდილობს არ განიკითხოს ცოდვილი, კაცს ვინ მისცა ამის უფლება? მაგრამ უსაზღვროა ადამიანის ამპარტავნება და მუდამ ცდილობს სხვათა მსაჯულის როლი იკისროს. ეს კი ხშირად ხდება დანაშაულის საფუძველი.
ამ ნაწარმოებებით ვლინდება რა პრინციპით ცხოვრობს ადამიანი – დანაშაულის გამოსყიდვისა თუ შურისგებით? ცალკეული პიროვნება იქნება თუ მთელი საზოგადოება, არ შეიძლება ცხოვრობდეს შურისგების პრინციპით. ასეთი პიროვნება და საზოგადოება უმომავლოა. დანაშაულის შენდობა – პატიებისა და გამოსყიდვის პრინციპი კი მეტყველებს მოყვასის სიყვარულზე. სიყვარულით შედუღაბებული საზოგადოება კი მტკიცეა და მომავლიანი.
უნებურად მახსენდება ილია რეპინის ისტორიული სურათი „ივანე მრისხანე და მისი შვილი ივანე 1581 წლის 16 ნოემბერს“ (1885 წ.); ეს სურათი ი.რეპინის რეალისტური ხელოვნების მწვერვალია, ლ.ტოლსტოის თქმით, „იმდენად ოსტატურია, რომ არ შეიმჩნევა ოსტატობა“. ივანე მრისხანეს კვერთხის უეცარი დაკვრით სასიკვდილოდ დაუშავებია ვაჟკაცი შვილი, ძირს დამხობილს გულში ჩაუკრავს, საფეთქელში ხელს უჭერს, გადმოკარკლულ თვალებში ძრწოლა ჩასდგომია, სისხლი მოსჩქეფს...ესაა მამის ტრაგედიაცა და დესპოტიზმის ბრალდებაც. შვილის სახით რეპინმა დახატა მწერალი გარშინი. სინამდვილეში სურათი შთაგონებულია 1881 წლის 1 მარტის ამბებით, როცა მეფის მოძალადეებმა ერთხელ კიდევ სისხლში ჩაახშვეს ამბოხებული ხალხი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია სინოდის ოპერპროკურორ პობედონოსცევს. სურათის გამოფენა აიკრძალა. კრამსკოი ყურადღებას აჩერებს ფენომენალურ დეტალზე: მკვლელობის უეცრობის ასახვის უნარზე. ერთმა დამთვალიერებელმა მეფეს დანა დაჰკრა.
ხევიბერიც, მატეო ფალკონეც, ტარას ბულბაც თავის მხრივ მართლები არიან, იმიტომ, რომ სახელმწიფოსა და ადამიანების წინაშე შემცოდე უნდა დაისაჯოს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანობის გრძნობა, უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო დასჯის დამნაშავეს. მაგრამ აქ მთავარი არის ძირითადი პრინციპი: სასჯელის ფორმა არ უნდა უპირისპირდებოდეს ღმერთების კანონებს.
ამ მხრივ საინტერესოა ქართული პროზის ერთი ნიმუში, ქართულ სინამდვილეში, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული მწერლის, ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. თვით გოჩას პიროვნება, როგორც მსაჯულის, ხევის ლიდერის და შვილის მკვლელი მამის.
...მოხდა დანაშაული...სიყვარულის თავდავიწყებამ წაიღო ონისა, რამაც სამშობლოს გუშაგის მოვალეობა დაავიწყა და მტერი შემოეპარა. ხევისბერმა გოჩამ დანაშაული არ შეუნდო შვილს და თავისი ხელით მოკლა. მით უმეტეს, რომ ონისემ ხელისმომკიდის მოვალეობაც დაარღვია და მეგობრის ცოლი შეიყვარა.
მოდით, გოჩას ფსიქიკურ მდგომარებას დავუკვირდეთ და, შეძლებისდაგვარად, ავხსნათ მისი საქციელი. მთელი სიცოცხლისს მანძილზე გოჩა ცდილობდა, საუკეთესო ესწავლებინა შვილისთვის, ჩაენერგა მისთვის ყველა ის თვისება, რაც ღირსეული ადამიანისთვის არის აუცილებელი – არაერთხელ გაუფრთხილებია გოჩას ონისე: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ...ვინძლო ქვეყანა არ გააცინო“-ო. ბრძოლის შემდგომ, თავდაპირველად, ონისე გოჩას თვალში გმირია, ამ აზრში კიდევ უფრო დარწმუნდა, როცა გაიგო მოხევეებისაგან, „ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მტერს თავს შეაკლავდა“-ო. გოჩა უკვე მწვერვალზე იდგა, გახარებული, დამშვიდებული ამაყობდა შვილით და სწორედ ამ ბედნიერ წუთებში იგებს თავზარდამცემ სინამდვილეს. ონისემ მოხევეებს უღალატა... მოხდა ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა. და უცბად, ამ მაღალი, მიუღწეველი მწვერვალიდან გოჩა ძირს, მიწაზე აღმოჩნდა. გოჩა სტრესულ მდგომარებაში იყო. ის ვერ აცნობიერებდა, რას სჩადიოდა და სწორედ ასეთ მდგომარეობაში კლავს შვილს. გოჩა ანტიღვთაებრივი გმირია, შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც უნდა მოხდეს ეს, ანტიბუნებრივი მოვლენაა. ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს ე.ი. გოჩას საქციელი არაცნობიერია, მაგრამ, როგორც კი მან გააცნობიერა მომხდარი, იგი გაგიჟდა. ეს მიმი ფსიქიკის ლოგიკური რეაქცია იყო მომხდარზე. გოჩა დაისაჯა. დაისაჯა იმიტომ, რომ დაარღვია ბუნების კანონი: მამა კვდება, შვილი რჩება, გაანადგურა მომავალი. იგი თავადვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, იმ მომენტში გოჩა კლავდა არა შვილს, არამედ მოღალატეს, მაგრამ სინამდვილე სინამდვილეთ რჩება, გოჩამ შვილი გაიმეტა სასიკვდილოდ და მის საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს.
...თაობა მიდის, თაობა მოდის, იცვლება დრო, იცვლებიან ადამიანები. მაგრამ არსებობს რაღაც მუდმივი ფასეულობა, რაც ყველა ქვეყნის, დროისა და სივრცისათვის მარადიულია: ადამიანი, მისი ბედი, მისი თავისუფალი ნება და ღვთაებრივი სამართალი, რომლის წინაშე ხანდახან სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის მოქმედება, მისი ნაბიჯები, განსაკუთრებით ექსტრემალურ, დაძაბულ სიტუაციაში. ამ წინააღმდეგობას კი, ძალიან ხშირად, შედეგიც ანტიბუნებრივი, უჩვეულოდ დრამატული აქვს. აი, სწორედ ესაა ის საერთო, რომელიც, ჩემის აზრით მატეო ფალკონეს, ტარას ბულბას და ხევისბერ გოჩას აერთიანებს. თითქოს შორეული ანალოგიაა, თითქოს - ახლობელი. ნუ გაგიკვირდებათ: თვით ადამიანი ხომ ასე შორეული, გამოუცნობი და ასე ახლობელია იმის მიუხედავად, კორსიკის მოქალაქე იქნება ის, თუ საქართველოს ყველაზე მიუვალი კუთხის წარმომადგენელი.
აქვე მინდა მოვიყვანო ნაწყვეტი ნარგიზა მგელაძის ერთ-ერთი მოთხრობიდან, რომლის ბოლო აბზაცი მრავლისმთქმელია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მომავალი და სამყარო მხოლოდ შვილებით და შვილებისათვის არსებობს. ბავშვები ხომ სამყაროს ყვავილები არიან;
„...ყველა საყდარი დაგენგრევა, მიუსაფარო, ყველა სამკვიდრო, ...დედის საშოდან გამოდევნილო, გზას გაუდგები საით? შენს კანს, რომელიც ასკილის ფურცელზე უფრო ნაზია, შეეხეთქება სამყაროს ხაო, სიცოცხლის ხორკლი... საით წახვალ, სად გიძახიან... ხელებს აცეცებ წყვდიადზე სად გზას მიიკვლევ, ვინ გელოდება? ვინ მოგყვება? ცრემლებით ხარ მდიდარი და მაგ ოცნებებით (როდის ისწავლე? სად დაგჩემდა?) გაგებნევა საუნჯე შენი, გაგეფანტება... ყარიბო და მიუსაფარო... მხეცის ბუნაგი უფრო საიმედოა და გველის ხვრელი, ვიდრე შენი კერა და ჭერი... ვის მიეკედლები, იპოვი კედელს, შენ რომ მიგიყრდნობს? მოგენატრება დედის საშო თბილწყლებიანი... ის კი, გახსოვს ბოლოს დიდი გულივით მძლავრად ფეთქავდა, რათა გარეთ გამოედევნე, როცა იქაც ზედმეტი გახდი... გამოდევნილო, შენ გიშორებს ყოველივე და სულ გიბიძგებს...სიცოცხლეც ასე შეიკუმშება რათა გაგდევნოს, ამოგისროლოს და იმწამსვე შეიკრას პირი, რომ ნაპრალად არსად დაჩნდე...სად და როდის გაგახსენდება დედის სხეულის თბილი გვირაბი, შენ რომ მაშინ გამოიარე, როცა სიცოცხლე შემოხსენი, წყალსა, ცრემლსა და სისხლში განათლულო, ან რა გვირაბით გახვალ აქედან... სად და როდის დაგაღონებს ის მოგონება, როცა სხეულის თბილ ბუდეში ნაზად გათბობდნენ, ამან თუ აღგითქვა ბედნიერება, იქ დაგპირდნენ ალერსს, სიყვარულს, იქ მიგაჩვიეს და ეძებ, ეძებ მერე შენს გზაზე მუდამ ჯიუტად... ხან მზეს უძახი: დედავ, მიმიღე! ხან მთვარისკენ გაიწვდი ხელებს, ხან ვარსკვლავებს მიაბჯენ წამწამებს, ხან ბალახისკენ დაიხრები... შენი ჯილაგის წევრს ევედრები – ადამიანს – დამიფარეო... მუდამ სახლს ეძებ, სულ დედა გინდა, გსურს ყოველივეს ჩაესახო და ისაშოო, გინდა საყდარი იპოვო მყარი, მაგრამ ყოველი მიდის და მოდის... დაგწვავს, დაგშაშრავს მზე, რომელიც გუშინ ჩუმად მოგელამუნა, გაგყინავს მთვარე, ოდესღაც ვერცხლის მაცდურ კოშკში რომ გაგიტყუა და ვარსკვლავიც ეგებ მაშინ მიეფაროს თვალს, როცა ღამეში ბილიკს დაკარგავ... და ბოლოს პირს იქცევ და მთელ სამყაროს დაემძახები...
... და მაინც ვარსკვლავებისკენ უნდა იარო და სხვისკენ აიღო გეზი, შენ, ობოლო და მიუსაფარო, უხილავი დედა იპოვე... დე, მუდამ გქონდეს დაუშრეტავი საუნჯე ცრემლის და არ დაივიწყო: იმითა ხარ უძლიერესი, რომ შენ ერთადერთს შეგიძლია, შეიცოდო მთელი სამყარო...“
ქრისტეს ათ მცნებაში წერია „არა კაც კლა“ და მით უმეტეს, ადამიანო, შვილი?! ზემოთმოყვანილ მაგალითებში შიშის ზარივით გაისმის ანტიდაბადება ანუ არსებობის მარადისობის დარღვევა;
ადამიანო, ეს ხომ შენი გენის შენივე ხელით გადაშენება... საზოგადოება და ინდივიდი, ხომ სხვათა შეცდომებზე ვსწავლობთ, ჰოდა... „გვიყვარდეს ერთმანეთი!“ და „მივუტევოთ და მოგვეტევაბა!“
თვით ღმერთები არ უშვებენ შვილის მსხვერპლად შეწირვას; მართლმადიდებელ ქრისტიენებს გვაქვს საპატრიარქოს გამოცემული ლოცვების კრებული, რომელშიც მოცემულია მშობლისა და შვილის ლოცვა, და რომლითაც მინდა დავასრულო ჩემი თემა;

დედის ლოცვა
ჰოი, სამებაო ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო! გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველმყოფელით სულით შენითურთ, თაყვანის გცემ არსობით და გევედრებით, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები). ნუ მაიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან. შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი, დედოფალო, ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ ზღუდედ და მტკიცე შემწედ, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

შვილის ლოცვა მშობლებისათვის
უფალო დაა ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ!

გამოყენებული ლიტერატურა:

მასალები ვიკიპედიიდან



  • აკ.ბაქრაძე „ილია და აკაკი“, „საქართველო“ თბ.1992
    აკ.გელოვანი „მარად ცოცხალი ხელოვნება“ გამ: „ხელოვნება“,თბ.1980
    მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა: პროსპერ მერიმე ნოველები; გამ:„საბჭოთა საქართველო“, თბ.1978

  • განათლება (გაზეთი); 10-16.05.2001.
    რ.ნათაძე „ზოგადი ფსიქოლოგია“. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; თბ.1986
    ფსიქიატრიული ცნობარი - „მართლმადიდებელი მოძღვრებისა და სასულიერო აკადემიის სრუდენტებისათვიას“; თბ.2006
    ალ.ყაზბეგი “ხევისბერი გოჩა“
    ვაჯა-ფშაველა
    მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის წიგნი პირველი ა-ლ, მეორე მ-ჰ; „ბაკმი“ 2006
    რელიგია და კულტურა VI-VII კლ. რ.თვარაძე, გამ: „კონა“ თბ.1998
    კარიბჭე, მართლმადიდებლური ჟურნალი №8 (69) 20 აპრილი-3 მაისი 2007

    სურათები:
    ი.რეპინი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“. 1885. ტრეტიაკოვის გალერეა.

  • მედეა. ამფორის ფერწერა (ძვ.წ.330-320 წ.წ.) პარიზი, ლუვრი
    იფიგენიას მსხვერპლად შეწირვა. პომპეის ფრესკა (ახ.წ.I ს.), ნეაპოლი, ნაციონალური მუზეუმი

  • ვაჟა-ფშაველა, რჩეული ორ წიგნად; ლექსები, წიგნი I თბ. 1970.«საბჭოთა საქართველო»