вторник, 1 марта 2011 г.

ერთობლივი პროექტი მასწავლებლისა და მოსწავლის:სკოლა ჩემი სახლია


პროექტის სახელწოდება: "სკოლა ჩემი სახლი "
ავტორები: მასწავლებელი: ნუნუ სარჯველაძე
მოსწავლე: ნინო კუჭუხიძე
სკოლის სახელწოდება: სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ: კორმაღლის საჯარო სკოლა
ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი: შორენა გიორგაძე
ანოტაცია: სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობას, ურთიერთობას დემოკრატიული პრინციპები განსაზღვრავს. მთავარ პრობლემას წარმოადგენს სკოლებში არსებული ნეგატიური , მონოტონური სასწავლო გარემო; სადაც არა აქვთ მოსწავლეებს და მასწავლებლებს კომფორტული ცხოვრების სწავლისა და ერთად ქმედების საშუალება. აუცილებელი ხდება ტრადიციული ინფორმაციული განათლების პრობლემური სწავლების პრინციპებზე ორიენტირებული სწავლებით შეცვლა. ე.ი. უნდა მოხდეს პრობლემებზე ფოკუსირება, რაც სტიმულს მისცემს მოსწავლის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას და მის შემოქმედებით აზროვნებას, აგრეთვე შეუწყობს თანამშრომლობით სწავლებას, მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და საშინაო ცდებზე მუშაობას. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების არსი ისაა, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელზეც არ არსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი, საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება–განვითარებას. ამგვარი საკითხები კვლევის ჩატარებას მოითხოვს, რაც აზროვნების ისეთ კომპლექსურ უნარებს უნდა ეფუძნებოდეს, როგორიცაა: ანალიზი, სინთეზი, შედარება, შეფასება, განსჯა.
პროექტის ანოტაციები და საქმიანობები:
ამოცანა 1. ახალი სასწავლო პროგრამების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სწავლას ამოცანების გზით და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარებას;
საქმიანობები:
  • სასწავლო პროგრამის განხილვა და ისეთი ექსპერიმენტების, გასვლითი გაკვეთილების და საქმიანობების ჩართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარებას.
  • გაკვეთილების დაგეგმვა (გასვლითი გაკვეთილები სკოლა–პანსიონებში; უზენაეს სასამართლოში; ეროვნულ ტყე–პარკებში; "არქეოლოგობანა"–მცხეთის სამთავროს არქეოლოგიურ ველში; გაცოცხლებული მუზეუმი–"მუზეუმის ზღაპარი") ;

ამოცანა 2. ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა – მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ თანამშრომლობითი საგანმანათლებლო ინტერნეტ–პროექტებში მონაწილეობა;

საქმიანობები:

  • მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართვა ოფიციალურ და საერთაშორისო ინტერნტ–საპროექტო ქსელებში;
  • პროექტის დასრულების შემდეგ ჯგუფები გააკეთებენ მონაცემების ანალიზების შედეგების პრეზენტაციას;
  • კლასგარეშე აქტივობები და პროგრამები, საშინაო ცდები; რაც მოსწავლის ენერგიას პოზიტიური მიმართულებით წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებასა და განსაკუთრებული ტალანტის გამოვლენასაც შეუწყობს ხელს;

ამოცანა 3. მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციის მიზნით, სკოლის საზოგადოებისათვის , კვლევის შედეგების გაცნობა, პრეზენტაცია.

საქმიანობები:

  • დაინიშნება სასკოლო–საპროექტო დღეები, სადაც აღნიშნულ კვირეულზე წარმოადგენენ განხორციელებულ პროექტებს;
  • პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალა და პროექტის შედეგად შექმნილი რესურსეის გამოფენა, პრეზენტაცია; ე.წ. "პოსტერული სესია";
  • ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სტატიების გამოქვეყნება ბლოგზე, სასკოლო და და სარაიონო გაზეთებში;

განხორციელებული ამოცანების შედეგად:

  • შეიქმნება ახალი პროგრამები, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობით საგანმანათლებლო ინტერნეტ–პროექტებზე;
  • შეიქმნება ეფექტური კლასგარეშე პროგრამები (რომელიც ისეთ უნარ–ჩვევების სწავლას მოიცავს, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვითკონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხიმგებლობის აღება, თვითეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვითშეფასება და ა.შ.);
  • პროექტის დანერგვის შემდეგ გაიზრდება ხარისხი და სკოლა გახდება ის ადგილი, სადაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებლები იხელმძღვანელებენ დემოკრატიული პრინციპებით;

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებით მიღწეული შედეგის წარმოჩინება პროექტების მეშვეობით ხორციელდება. პროექტი დიფერენცირებული სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია: ამძაფრებს დამოუკიდებლობის, ზრდასრულობის განცდას, ავითარებს როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაციას, ნასწავლ მასალას უაღრესად სახალისო და ინტელექტუალურად დატვირთულ გამოცდილებად აქცევს;

საჭირო რესურსები (შემსრულებლები, პარტნიორები, მასალები):

  • შემსრულებლები: მოწავლეები, მასწავლებლები;
  • პარტნიორები: პარტნიორი სკოლები(რომლებსაც განხორციელებული ინტერნეტ–პროქტების შედეგად შეიძენენ), მოწვეული სტუმრები, ექსპერტები, რესპოდენტები, მშობლები, თემი;
  • მასალები: კომპიუტერები–ინტერნეტით, საკანცელარიო მასალა, აუდიო–ვიდეო ტექნიკა, ტელეფონი, პროექტორი, სტენდები პრეზენტაციისათვის; კლასგარეშე საქმიანობებისათვის სპეციფიკური მასალა; მაგ:ხელსაქმისას – საქსოვი, მულინის ძაფები, საქარგავი ტილო–მეშკაკინა, სქემები და ა.შ.

შესრულების შესაძლო ვადები: 1 სასწავლო წელი;

ავტორების როლი პროექტის რეალიზაციაში: პროექტი "სკოლა ჩემი სახლი" თანამშრომლობითია და მასში მასწავლებელი, მოსწავლეა ჩართული. ამიტომაც, მასწავლებელი ძირითადად კონსულტაციებს, რჩევა–დარიგებას იძლევა, ხოლო მოსწავლე პრაქტიკულ საქმიანობებს აწარმოებს; იგი თავად მონაწილეობს პროექტის დეტალების დამუშავებაში;

როგორ დაინერგება პროექტი პრაქტიკაში: აღნიშნული პროექტი წარმატებულად განხორციელებადია. იგი საშუალებას მოგვცემს პოზიტიური სასწავლო გარემო შევქმნათ. სწავლება უფრო საინტერესოა. ამ დროს ხდება ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ბლოგზე განთავსება: მოსწავლეების მიერ შექმნილი ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს თანამშრომლობით ინტერნეტ–პლატფორმას; ხდება სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობების საინტერესოდ დაგეგმვა; ეჩვევიან პრეზენტაციას; აუდიტორიასთან კონტაქტს; სხვისი აზრის პატივისცემას, ტოლერენტობას. პროექტის მიმდინარეობისას შესაძლებელია დამატებითი აქტივობების ჩატარება: პრეზენტაციების, ფოტოკოლაჟების, ვიდეოფილმების მომზადება, სიმღერების ჩაწერა, კითხვარების გაცვლა, ესეებისა და ტურისტული მეგზურების მომზადება და სხვა. ამ პროექტებზე მუშაობას საფუძვლად დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, მოწვეულ სტუმრებთან დიალოგი, ექსპერტებთან ინტერვიუები უდევს. ასეთი სწავლებით მოსწავლეებს უვითარდებათ ის უნარ–ჩვევები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიურად გამოიყენებენ. ეს პრობლემის გადაჭრის, დროის განაწილების, საქმის დაგეგმარების და საკითხის შემოქმედებითი ხედვის უნარია. გარდა ამისა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა საშუალებას მისცემს მოსწავლეს ურთიერთობა ჰქონდეს სოციალურ და ინფორმაციულ გარემოსთან.

პროექტის ფასილიტატორი და ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nsarjveladze2010@gmail.com

ბლოგი: http://nunusarjveladze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий