вторник, 19 марта 2019 г.


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ნუნუ სარჯველაძე
 პირადი ნომერი:  ------------
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/  I
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
კლასში არ არის  სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 35 წთ.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა,  ისტ-ი, ხელოვნება
გაკვეთილის თემა: იაკობ გოგებაშვილი „პეპელა და ფუტკარი“
გაკვეთილის მიზანი:
ü   ლოგიკური აზროვნების განვითარება, აზრის დასაბუთება;
ü  ხმამაღლა, საჭირო ინტონაციით კითხვის ჩვევების დაუფლება;
ü  მართლმეტყველების წესების დაცვა, ვარჯიში დიალოგების გამართვაში;
ü  სამეტყველო ეტიკეტის ენობრივი ფორმულების დაუფლება - თავაზიანი მიმართვები;
ü   შეძლოს ტექსტური რედაქტორის გამოყენება
ü  მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
ü  თანაკლასელებთან თანამშრომლობითი სამუშაოს დაგეგმვა, განხორციელება


შედეგი:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
Ø  ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანმიმდევრობას ტექსტში;
Ø  ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას
Ø  ამოიცნობს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარს (მარტივი საყრდენების გამოყენებით ან მათ გარეშე)
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და ან/პირიქით.
Ø  ხატავს აფერადებს წაკითხული ნაწარმოების ცალკეულ ეპიზოდს/პერსონაჟს.
Ø  წარმოადგენს მხატვრული ტექსტის პერსონაჟს სათანადო ხმის ტემბრით, ინტონაციით, ჟესტ-მიმიკით (ნაწარმოების ინსცენირების, როლური თამაშის დროს);
Ø  ილუსტრაციაზე დაყრდნობით ჰყვება ამბავს.

ს.გ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.

ის.ტექნ.დაწყ.2.        მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
Ø  ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;
Ø  ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს მის ღილაკებს;
Ø  ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით.





მოსწავლეები წაიკითხავენ, გაიგებენ და გაიაზრებენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას „პეპელა და ფუტკარი“,  მოიძიებენ ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას, შექმნიან სიუჟეტურ ნახატს, გადმოცემენ ნაცნობი ტექსტის შინაარს, გაითამაშებენ როლებში, გამოიყენებენ ისტ-ის ტექნოლოგიებს (ბუკებს) პრეზენტაციისას და დავალებების დროს.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს,
აქედან გამომდინარე, გაკვეთილის მიზანი პასუხობს ეროვნული გეგმის სტანდარტებს 
ქართ.დაწყ.(I).2., ქართ.დაწყ.(I).8., ს.გ.დაწყ.(I).3., ის.ტექნ.დაწყ.2.
და ხდება მიღწეული შედეგების გაზომვა შეფასების ინდიკატორებით.
გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება სასწავლო  წლის მოცემულ პერიოდს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

·         საორგანიზაციო საკითხები;
·         მისალმება, განწყობის შექმნა;
·         გაკვეთილის მიზნის გაცნობა; პრეზენტაცია PoverPoint-ში;
·         შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების შეხსენება/გაცნობა;



ვერბალური ახსნა
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკები;
ვიზუალური სახით წარმოდგენილი რესურსი გაუადვილებს მოსწავლეს ინფორმაციის აღქმას;
2 წთ
2
პროვოცირება:
ამოცანა პეპელაზე: „ნაზია და ჭრელთვალება, ყვავილებს თავს ევლება“ (პეპელა)
რა იციან ფუტკარზე, პეპელაზე. იდეების ჩამონათვალი
ბასტი-ბუბუს კლიპის „სიმღერა ფუტკარზე“ მოსმენა
ასოციაციური რუკა
საერთო საკლასო
წარმოდგენილი შევსებული სქემა; მოსმენილი მელოდია დაეხმარება მოსწავლეებს ფუტკრის დამახასიათებელი ნიშნ-თვისებების გამოყოფაში. მასალა წინასწარ ჩატვირთულია ბუკებში.
2 წთ
3



აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, უშეცდომოდ კითხვის, ყურადღების კონცენტრირებისა და მოსმენის უნარების განვითარება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით გამოიკითხავს საშინაო  დავალებას, წააკითხებს  მოთხრობას „პეპელა და ფუტკარი“ , რის შემდეგაც დაისმება შეკითხვები ტექსტის ირგვლივ:
·         რა ვიცით ფუტკარზე? პეპელაზე?
·         როგორ მიმართა პეპელამ ფუტკარს?
·         რა უწოდა პეპელამ ფუტკარს?
·         როგორ მოექცა ფუტკარი პეპელას?
მასწავლებლის შეფასება და კომენტარი


„კითხვის მატარებელი“

კითხვა-პასუხი







საერთო საკლასო

იაკობ გოგგებავილის „პეპელა და ფუტკარი“; გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენება ხელს შეუწყობს, მოსწავლეებმა თავი იგრძნონ თანაბარ სიტუაციაში

5 წთ
4



აქტივობის მიზანი: მუშაობა ტექსტზე. მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ წაკითხული ტექსტის მოსმენა, გაგება და კითხვებზე პასუხების გაცემა.
აქტივობის აღწერა: ტექსტის კითხვა
მოსწავლეებს წინასწარ დავურიგებ ამობეჭდილ ტექსტს, სადაც შეძლებენ მონიშნონ შესწავლილი ახალი სიტყვები, გამოყონ მთავარი პერსონაჟები, მათი დამახასიათებელი ნიშნები. ტექსტის მთავარი აზრი.
  წაუკითხავს მოთხრობას პაუზებით, ტექსტის კითხვისას  კი დასვამს შემდეგი სახის შეკითხვებს:

·         სად მიჰქონდა ფუტკარს თაფლი?
·         როგორი მწერია ამ მოთხრობაში პეპელა? ფუტკარი?
·         როგორ მოიქცა ფუტკარი? რატომ?

მასწავლებლის შეფასება და კომენტარი



  

პაუზებით კითხვა

აქტიური მოსმენა

კითხვა-პასუხი



საერთო საკლასო


ტექსტზე მუშობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას





5 წთ
5



აქტივობის მიზანი: სამეტყველო ეტიკეტის ფორმულების ამოცნობა
აქტივობის აღწერა:
ყურადღებას გავამახვილებ მეტყველების თავაზიან ფორმებზე. ტექსტში უნდა მონახონ ასეთი ფორმა (მიბრძანდი), მოიფიქრონ და დაასახელონ თავაზიანი მიმართვის სხვა ფორმებიც (დაბრძანდი, მობრძანდი, მიირთვი, ინებე). დაასახელონ მათი შესაბამისი ჩვეულებრივი გამოთქმები (დაჯექი, მოდი, წადი, ჭამე, აიღე)



სამეტყველო ეტიკეტის ფლობა


საერთო საკლასო

„ჯადოსნური სიტყვები“




5 წთ
6
აქტივობის მიზანი: დახატოს, გააფერადოს ნაწარმოების ეპიზოდი, პერსონაჟი, წარმოადგინოს ის, როლური თამაში, ილუსტრაციაზე დაყრდნობით გადმოსცენ ამბავი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები დაჯგუფდებიან(გოგონები და ბიჭები), გოგონები წარმოადგენენ-პეპელას, ბიჭები - ფუტკარს და  თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება, სადაც უნდა არჩეული პერსონაჟი და შემდეგ დახატონ, გააფერადონ შესაბამისი ნახატი და მოახდინონ ნამუშევრის პრეზენტაცია.


მასწავლებლის შეფასება და კომენტარი


ურთიერთთანამშრომლობა

კითხვა-პასუხი

ტექსტზე მუშაობა









ჯგუფური მუშაობა



კალამი, აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას,  ვერბალური და არა ვერბალური ინფორმაციების დაკავშირებას; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნას.






8 წთ
7
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა: მასალის შეჯამების მიზნით, მასწავლებელი სვამს კითხვებს:
·         როგორ მოექცა ფუტკარი პეპელას?
·         თქვენ როგორ მოიქცეოდით?

·         როგორ მოგეწონათ ნაწარმოები? რატომ?

მასწავლებლის შეფასება და კომენტარი



კითხვა-პასუხი

აქტიური მოსმენა

საერთო საკლასო

კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეები გამოიყენებენ ახლად ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს
2 წთ.
8
საშინაო დავალების მიცემა:
მოთხრობა ,,პეპელა და ფუტკარი’’ კითხვით, წერითი დავალება მიეცემათ დაწყვილებული ქართულის მეორე გაკვეთილზე
ინსტრუქტაჟი
საერთო საკლასო
 ტექსტი.

1 წთ.
9
თვითშეფასება/ურთიერთშეფასება
მოსწავლეები საკუთარ მუშაობას აფასებენ კომენტარით; მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით; გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს წინასწარ მომზადებულ შეფასების რუბრიკაში; რუბრიკებს იცნობენ მოსწავლეებიც.


არასტრუქტურირებული გამოკითხვა,
არაფორმალური
დაკვირვება  და შემთხვევების
ჩანიშვნები.

"სენდვიჩის მეთოდი" მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.
ინდივიდ/
შერჩევით
შეფასების რუბრიკები,
ჩანაწერები
5 წთ





გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით
შეფასების რუბრიკები

N

შეფასების კრიტერიუმები


დაბალი

საშუალო

მაღალი
1.
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) წაკითხვა და მარტივი წინადადებებით შედგენილი მცირე ზომის ტექსტის გაგება.
კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტს, თუმცა უჭირს მისი გაგება-გააზრება.
კითხულობს, იგებს და ნაწილობრივ ახერხებს გაიაზროს მარტივი წინადადებებით შედგენილი მცირე ზომის ტექსტი.
ყოველთვის ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს, იგებს და იაზრებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტს.
2.
ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა

ცდილობსპასუხოს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით

სხვების დახმარებით პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით

სწორად პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით

3.
სხვის მიერ დაწყებული კითხვის სათანადო ადგილიდან გაგრძელება.
უჭირს სხვის მიერ დაწყებული კითხვის სათანადო ადგილიდან გაგრძელება.
ზოგჯერ აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
ყოველთვის აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
4.
რეპლიკის ავტორის მოძებნა და ნაწყვეტის მიხედვით ილუსრაციის შექმნა
ვერ ასახელებს სწორად რეპლიკის ავტორს, ცდილობს, არგუმენტირებულად შექმნას სიუჟეტური ნახატი
სწორად ასახელებს რეპლიკის ავტორს, თუმცა არგუმენტირებულად ვერ ქმნის შესაბამის სიუჟეტურ ნახატს
სწორად ასახელებს რეპლიკის ავტორს და არგუმენტირებულად ქმნის წაკითხული ტექსტის ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს



                                                                
                                           
                  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა                       

ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ყველა წევრი არ არის ჩართული, კამათობენ და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს, ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში.
უმრავლესობა ჩართულია, ხმაურობენ და ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს, ნაწილობრივ მიჰყვებიან ინსტრუქციას, უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო.
ყველა წევრი ჩართულია, უსმენენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს,  მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით, იცავენ დროის ლიმიტს.




                                                                                                              ხელმოწერა: ნ.სარჯველაძე
                                                                                                               თარიღი: 19.03.2019