вторник, 19 марта 2019 г.

სასწავლო პროექტის გეგმა





სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნუნუ სარჯველაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
სამტრედიის რაიონი, სოფ: კორმაღალი
სკოლა
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფ: კორმაღლის საჯარო სკოლა
პროექტისმონახაზი
პროექტის დასახელება
დედამიწა და გარესამყარო
პროექტის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები  განარჩევენ დედამიწაზე წყლისა და ხმელეთის დიდ ნაწილებს - კონტინეტებს და ოკეანეებს. რუკაზე/გლობუსზე დედამიწის ზედაპირი გამოსახულებას შემცირებული სახით. განასხვავებენ ჰორიზონტის ძირითად და შუალედურ  მხარეებს. რუკაზე ობიექტების დატანისას გამოიყენებენ პირობით აღნიშვნებს. გაეცნობიან რუკის  ლეგენდა, სადაც განმარტებულია, თუ რა არის აღნიშნული  პირობითი ნიშნებით. გამოიყენებენ ელექტრონულ რესურსებს, დედამიწის ვირტუალურ მოდელზე მაგ: Google Earth, Google Map, Bing Maps. შეისწავლიან და გაეცნობიან დედამიწასა და გარესამყაროს, დაამუშევებენ მათზე ინფორმაციებს სქემების გამოყენებით, დაამუშავებენ და გაეცნობიან სხავადასხვა საინფორმაციო და მხატვრულ ტექსტებს თემის ირგვლივ; დახატავენ და დაამზადებენ ბუკლეტებს  აღნიშნული თემის ირგვლივ. შექმნიან საინფორმაციო მასალების კრებულს. შევქმნი ბლოგს ინფორმაციის განსათავსებლად; დასასრულს მშობლებისთვის მოსწავლეები გააკეთებენ პროექტის პრეზენტაციას.




საგანი/საგნები
ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, მუსიკა.
საფეხური/კლასი
დაწყებითი/მე-4 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
 3 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ბუნ.IV.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების აღწერა, მათი მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.
Ø  აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს  მათი შემადგენელი ნაწილების და მახასიათებლების მიხედვით.


ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
Ø  ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (წერილს, შეკითხვებს ინტერვიუსთვის);
Ø  ადგენს მარტივ დარგობრივ/ინფორმაციულ ტექსტებს, მიზნის შესაბამისად წარმოადგენს სათანადო ინფორმაციას;
ს.გ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის  შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევრებს სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);

ს.გ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს  განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს;
Ø  ელექტრონულად უგზავნის საკუთარ ციფრულ ნამუშევარს როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებელს;
Ø  ჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ეხმარება თანაკლასელებს;



ქართ. IV. 5. 2,9
·         მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
·         აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 8. 4
·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.


მათ. IV.12.    მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ამოკრებს საჭირო მონაცემებს  მოწესრიგებული მონაცემების შესაფერისი კატეგორიებიდან;
Ø  ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გაზომვა) და იყენებს მას, განმარტავს თავის არჩევანს.




პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
Ø  პროექტის მიზანია მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა;
Ø  მოსწავლეს განუვითარდება მზის სისტემისა და სამყაროს შესახებ შეხედულებები; ჩამოუყალიბდება სწორი წარმოდგენა დროისა და სივრცის შესახებ;
Ø  შეძლებსობიექტებზე დაკვირვებით მათ შორის კავშირების ასახვას და მოდელირებას სხვადასხვა სახის მასალებით;
Ø  მოსწავლეს განუვითარდება შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
Ø  მოსწავლე შეძლებს პატარა ზომის საინფორმაციო ტექსტებში იპოვოს მისთვის საჭირო კონკრეტული ინფორმაცია და დააჯგუფებს კონკრეტული ნიშნის მიხედვით;
Ø  მოსწავლეს განუვითარდება სამუშაოს თანმიმდევრულად დაგეგმვის უნარი, გამოიმუშავებს ნივთების მოვლისა და მოწესრიგების უნარს დროის გათვალისწინებით;
Ø  მოსწავლე შეძლებს შექმნას ელექტრონული და ხელნაწერი წიგნები და გააფორმებს სათანადოდ ინფორმაციის შესაბამისად;
Ø  შეძლებს დაუბრუნდეს ნაწერს იპოვოს და ჩაასწოროს მარტივი ტიპის შეცდომები;
Ø  მოსწავლე შეძლებს მოცემულ თემასთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება;

ასევე მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
·         შემოქმედებითობა და გამომგონებლობა;
·         მედიაწიგნიერება;
·         სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები;


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა

Ø  სად ვცხოვრობთ ჩვენ, როგორაა ჩვენი მისამართი?
თემატური კითხვები


Ø  როგორია ჩვენი გარესამყარო? დედამიწა?
Ø  რისთვის  მოგზაურობს ადამიანი?
Ø  როგორ ავუხსნით ჩვენს სამყაროს, დედამიწას უცხო პლანეტელებს?

შინაარსობრივი კითხვები
Ø  რომელ გალაქტიკაში მდებარეობს დედამიწა?
Ø  როგორია მზის სისტემის პლნეტები?
Ø  რა თანმიმდევრობით არის დაშორებული პლანეტები მზისგან?
Ø  რით მოგზაურობს ადამიანი კოსმოსში?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში

Ø  ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლე K-W-L გრაფიკები





Ø  პროექტის გეგმები დასაწყისში





Ø  დიაგრამები ყოველი მოსწავლისთვის და თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი (დაფაზე, ფლიფ ჩარტზე)

Ø  მინიშნებები  მოსწავლეების თვის პროექტში მონაწილეობის უკეთ გასაანალიზებლად.



პროექტის მსვლელობისას

Ø  პროექტის გეგმები მსვლელობისას

Ø  თვითშეფასება და რეფლექსია


Ø  თანასწორთა უკუკავშირი


Ø  ჯგუფებზე დაკვირვება


Ø  პროექტის ჩეკლისტი


Ø  მინიშნებები


Ø  დაკვირვების ჟურნალების წარმოება


Ø  რუბრიკები


Ø  რუბრიკები

Ø  ჩეკლისტები

პროექტის დასრულების შემდეგ

 

Ø  ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლე K-W-L გრაფიკები




Ø  დაკვირვების დღიური








Ø  შემაჯამებელი ტესტირება

Ø  ნამუშევრების შეფასება მშობლების მიერ.



Ø  დიაგრამები ყოველი მოსწავლისთვის და თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი (დაფაზე, ჩარტზე)

Ø  სადაც მოსწავლეს წარმოდგენილი ექნება პროექტში მონაწილეობისას მის მიერ წარმოებული საქმიანობის ამსახველი მასალები, რუბრიკები, რეფლექსიები.

Ø  ელექტრონული ტესტები

Ø  რუბრიკები

შეფასების მოკლე მონახაზი
ü  მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება აჩვენებს, თუ რამდენად გაიგო მან საკითხი, რა სასწავლო მოლოდინები აქვს მას და იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარისხიანად შეფასდეს უკვე ნასწავლი მასალა, ასევე კარგად დაიგეგმოს მომავალი სწავლების ეფექტური პრაქტიკა.

ü  გრაფიკული ორგანაიზერები ვიზუალურად წარმოადგენენ მოსწავლეების მიმდინარე კონცეპტუალური გაგებისა და აზროვნების ოპერაციებს და მიუთითებს მათ აღქმაზე.


ü  პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს, რომ გაუძღვენ თავიანთი სწავლის პროცესს. ისინი ისახავენ მიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.

ü  თანასწორთა უკუკავშირი ეხმარება მოსწავლეებს, რომ გაითავისონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი მათი თანატოლების სამუშაოს შეფასებით.

ü  ჯგუფურ მუშობაზე დაკვირვება აფასებს თანამშრომლობის უნარებს.

ü  მშობლების მიერ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება გაზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს მოსწავლეებში;

სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ მცირე ზომის საინფორმაციო ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება, მოსწაცლეებმა იციან ტექსტურ რედაქტორში ტექსტის შექმნა, მარტივი ცხრილის შედგენა, აქვთ გარკვეული წარმოდგენა სხვადასხვა მასალებით მუშაობის შესახებ; მოსწავლეებმა უკვე იციან, როგორი წარმოდგენები აქვთ ძველ ხალხებს დედამიწისა და პლანეტების შესახებ.

სასწავლო პროცედურები
I კვირა
ინტერესის გასაღვიძებლად მოსწავლეებს ვაჩვენებთ ნაწყვეტს ფილმიდან „გამარჯობა დედამიწა” სადაც უცხო პლანეტელი მფრინავი თეფშით შემოდის მზის სისტემაში. ამ ეპიზოდზე შევწყვიტთ ფილმის ჩვენება და მოსწავლებს დავუსვამთ პროექტის ზოგადი კითხვა სად ვცხოვრობთ ჩვენ? როგორ ავუხსნათ უცხო პლანეტელს ჩვენი მისამართი?
„გონებრივი იერიშით“ გამოავლინეთ მოსწავლეებში წინარე ცოდნა რა იციან იმის შესახებ თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ?  გავაკეთებთ ჩანაწერს ფლიპჩარტზე. 
დავურიგებთ მოსწავლეებს ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე K-W-L დიაგრამები და ვთხოვთ შეავსონ პირველი და მეორე სვეტი რათა გამოვავლინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და ინტერესი თემის ირგვლივ. დიაგრამის მესამე სვეტი შევავსოთ პროექტის დასასრულს.
 განვაგრძოთ ჩვენება ანიმაციური ფილმისა „გამარჯობა დედამიწა” ყოველი აქტივობის შემდეგ შევავსებინოთ მოსწავლეებს დაკვირვების დღიურებში ჩახაზული ცხრილები, სადაც  ჩაწერენ: გავიგე... , გავაკეთე...,  შთაბეჭდილებები... .
შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდის მიხედვით ჩავუტვირთე მოსწავლეებს ბუკებში ელექტრონული  წიგნი „მზე და პლანეტები“ და ვთხოვთ მათ ამ რესურსში მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეავსონ სქემები      sqema mzis sist.png
ვაჩვენებთ მოსწავლეებს შემეცნებითი ანიმაციური ფილმი Планеты солнечной системы ეს ფილმი დაეხმარება მათ უკვე მიღებული ცოდნა განიმტკიცონ.
ხელოვნების გაკვეთილზე შევქმენით სანიშნებს წიგნებისთვის მზე და პლანეტები. სადაც მოსწავლეები დაალაგებენ თანმიმდევრობით პლანეტებს. ასევე დააკვირდებიან როგორი შეფერილობა აქვთ მათ და როგორ განსხვავდებიან პლანეტები ერთმანეთისაგან ზომების მიხედვით.
II კვირა
მოსწავლეები დავყოფთ წყვილებად და დავურიგებ ტექსტებს გალინა მეცხვარიშვილის მეთოდურიდან „მზის სისტემა“ პლანეტების შესახებ ინფორმაცია. მოსწავლეებს ვთხოვთ უკვე შევსებულ სქემებში ჩაამატონ ახალ მიღებული ინფორმაცია პლანეტების შესახებ და გააკეთონ პრეზენტაცია რათა სხვა მოსწავლეებსაც გააცნონ დამატებითი ინფორმაცია პლანეტების შესახებ.
მიღებული ინფორმაციის გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადონ წიგნის გვერდები პლანეტების აღწერით.


შემდეგ  შევკარათ ერთ წიგნად და გამოვფინოთ თვალსაჩინო ადგილზე.


III კვირა
შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდის გამოყენების მიზნით მოსწავლეებს გადავუგზავნი ფილმს
მზის სისტემა  და ვთხოვ მოცემული ფილმის დახმარებით შეავსონ ცხრილები კითხვები:
Ø  ციური სხეულების სახლების მნიშვნელობა;
Ø  როგორი თანმიმდევრობით არის პლანეტები დაშორებული მზიდან?
Ø  რამდენი თანამგზავრი აქვთ?
Ø  რა დროს ანდომებს მზის ირგვლივ შემოვლას?
Ø  როგორია მათი ზედაპირი?
მეორე დღეს  განვიხილოთ ცხრილები.
შემდეგ დავამზადებთ რესურსს „ჩემი მისამართი სამყაროში“. რაც დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიაზრინ თავიანთი ადგილი სამყაროში.
მოსწავლეთა გასახალისებლად დავამზადოთ უცხო პლანეტელების მფრინავი თეფშები.


IV კვირა
დაურიგეთ მოსწავლეებს გაზეთები „კითხვის დრო“ N6 (ოქტომბერი 2015) დაწყებითი განათლების პროექტის  (G-PriEd) მიერ მოწოდებული რომელშიც რომელშიც გამოქვეყნებულია სტატია
„ახალი აღმოჩენა კოსმოსში, ანუ დედამიწა 2“ გაზეთი დაეხმარება მოსწავლეებს უკვე მიღებული ცოდნის გააქტიურებაში და ახალი ინფორმაციის მოპოვებაში.
უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე თავადაც შექმენით გაზეთები. ამ მიზნით მოსწავლეებს დაუმზადეთ და გადაუგზავნეთ ბუკებში გაზეთების შაბლონები 


ასევე გადაუგზავნეთ მოსწავლეებს ციური სხეულების სურათები, რასაც  გამოიყენებენ გაზეთებისა და პრეზენტაციების დამზადებისას და ვთხოვ უკვე მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე თავადაც შექმნან გაზეთები. თავისი ფანტაზიით მოიგონონ და გამოაქვეყნონ პატარ-პატარა საინტერესო ფანტასტიკური მოთხრობები. შემდეგ ეგ გაზეთები ამოვაპრინტეთ და კლასში გაავრცელეთ მოსწავლეებს შორის.


პროექტის დასასრულს
პროექტში მიღებული ცოდნის საფუძველზე მოეწყობა პრეზენტაცია.
ამ მიზნით გადაუნაწილეთ მოსწავლეებს როლები. დაეხმარეთ მათ ფორმებისა და ტექსტების მომზადებაში.
სასურველია თუ გალაქტიკა, მზე და დედამიწა იქნებიან გოგონები, რადგან მათი მორთვა შეიძლება უფრო ეფექტუად და საინტერესოდ.
დავამზადეთ ბუკლეტი ზეიმზე მშობლების ინფორმირებისთვის, თუ როგორ შეუძლიათ მათ დაეხმარონ მოსწავლეებს ღონისძიებისთვის სამზადისში.
წარვუდგინეთ მშობლებს და დამსწრე სტუმრებს პრეზენტაციები და ვთხოვეთ  საუკეთესო პრეზენტაციის ავტორის გამოვლენა. ამ მიზნით დავურიგეთ მათ ორი-ორი ხმის ბარათი, რა თქმა უნდა ერთს საკუთრ შვილს მიანიჭებენ, ხოლო მეორე იმ მოსწავლეს გადასცენ, რომლის პრეზენტაციაც უფრო მოეწონათ.
საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს გადაეცით სიგელი.

ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ მოსწავლეებს გადაეცით სიგელი პროექტში აქტიური მონწილეობისთვის.

პროექტის მსვლელობა ავსახეთ ბლოგზე: nunusarjveladze.blogspot.com


დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
Ø  დააწყვილეთ სსსმ მოსწავლე ისეთ მოსწავლებთან რომელებიც შეძლებენ დახმარება გაუწიონ მას ინფორმაციის მოძიებაში
Ø  შეისწავლოს მხოლოდ პლანეტების ჩამოთვლა;
Ø  დაეხმაროს მშობელი მოსწავლეს საშინაო დავალებების შესრულებაში
ნიჭიერი მოსწავლეები
Ø  მოსწავლეები რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს გადაანაწილეთ ჯგუფებში და დაავალეთ შექმნან საინფორმაციო პრეზენტაციები პლანეტების შესახებ;
Ø  შექმნან ცხრილები სადაც დაალეგებენ პლანეტებს სხვადასხვა მახასიათებლებით;
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
სახელმძღვანელო, გაზეთი „კითხვის დრო“ (G-PriEd-ის რესურსი), „მზის სისტემა“ გალინა მეცხვარიშვილი; პლანეტების აღლუმი“(G-PriEd-ის რესურსი), საბავშვო ენციკლოპედია;
ინვენტარი/მასალები
პროექტორი, ფერადი ქაღალდები, პლასტილინი, საღებავები, მუყაოს ქაღალდები, ქილები, გლიცერინი,
ინტერნეტრესურსები
https://www.youtube.com/watch?v=cb0DESnujU8 გამარჯობა დედამიწა ფილმი
https://ka.wikipedia.org/wiki/ მზის სისტემა,
https://ka.wikipedia.org/wiki/ პორტალი მზის სისტემა
http://www.myvideo.ge/v/1255130 მზის სისტემის პლანეტები ფილმი
https://www.youtube.com/watch?v=lqGlT3w98h8 მზის სისტემა ფილმი
https://www.youtube.com/watch?v=YjMIYl3yi2c - მზის სისტემის 3D მოდელი
https://mzedaplanetebi.blogspot.com/ ბლოგი პროექტისთვის მზე და პლანეტები
http://nunusarjveladze.blogspot.com

სხვა რესურსები
მშობლები, სკოლის სხვა კლასის მოსწავლეები


Комментариев нет:

Отправить комментарий