среда, 6 марта 2019 г.

რიცხვი 7, ციფრი 7.

გა   გაკვეთილის  თემა
რიცხვი  7,  ციფრი  7.
სწავლების  საფეხური/კლასი
I საფეხური, I კლასი
საგანი/საგნები
მათემატიკა
ჩატარების ადგილი და დრო
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფ: კორმაღლის საჯარო სკოლა
მოსწავლეთა  რაოდენობა
6
თემის  მნიშვნელობა/ აქტუალობა
Edmodos  სასწავლო სოციალური ქსელის გამოყენება სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს უმუშავდებათ ობიექტთა სისტემებში კანონზომიერების შემჩნევის უნარი. აღნიშნული აქტივობები იძლევა კომუნიკაციისა და მსჯელობის უნარის განვითარების შესაძლებლობას. პროდუქტიული ხასითის სავარჯიშოებში დაცულია ბალანსი ლოგიკასა და ინტუიციას , სიტყვასა და თვალსაჩინოებას , ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის.
მიზნები  და  ამოცანები
მარტივ ტესტებზე მუშაობა ედმოდოს სასწავლო სოციალურ ქსელში. რიცხვი  7-ის  და  ციფრი  7-ის  გაცნობა.  რიცხვითი  სახელის,  რიცხვისა  და  რაოდენობების  ერთმანეთთან  შესაბამისობის  დადგენის,  რაოდენობითი  და  რიგობითი  რიცხვითი  სახელების  გამოყენების,  რიცხვების  შედარების,  სივრცეში  ორიენტირების,  ერთნაირი  საგნებით  წარმოდგენილი  მიმდევრობების,  შედარებისა  და  რომელიმე  ნიშნით  განსხვავებული  საგნის  აღმოჩენის  უნარ- ჩვევების  ჩამოყალიბება-განვითარება; ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირება; ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებების, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციო­ნირება; სახატავი და ტექსტური რედაქტორების გამოყენება; ორიგინალური ნამუშევარის ელექტრონულ ფორმატში დამზადება.
გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგი
ცნობს, კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვის შედგენილობას.
ასახელებს მოცემული რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვებს.  ცნობს  ბრტყელი  გეომეტრიული  ფიგურების  ელემენტებს;  ადგენს  გამოსახულებებს; ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციო­ნირების მიზნით;
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს).
ფონური  ცოდნა
მოსწავლე ითვლის პირდაპირ და უკუთვლით. ცნობს რიცხვებს. იყენებს სათვლელ მასალას. გამომუშავებული აქვს წერის ელემენტარული ჩვევები.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.

·      ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
·      კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;


მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

·      ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას  მოდელის გამოყენებით;



შეფასების  საგანი  და  პროცედურები
განმავითარებელი  შეფასება.
საკლასო  მენეჯმენტი-საგანმანათლებლო  რესურსები
მოსწავლის  წიგნი,  მოსწავლის  რვეული,  საწერ-კალამი,  ჩხირები,  მარაო,  გეომეტრიული  ფიგურები,  ფანქარი,  სახაზავი,   ბარათები,   ბუკი, დაფა, ცარცი, ინტერნეტი.

გაკვეთილის  მსვლელობა.  აქტივობები  და  სტრატეგიები
აქტივობა 1
მასწავლებელი კუბების  საშუალებით ქმნის რიცხვ ,,7”-ს.  3  წთ.
აქტივობა 2
მოსწავლეები ქმნიან რიცხვ ,,7”-ს  იმ  საგნებისაგან, რომლებიც მათ   აქვთ (ჩხირები).  3  წთ.
აქტივობა 3
მოსწავლეები ხატავენ რიცხვ  ,,7”-ს  მარტივი  საგნების  სახით. 2 წთ.
აქტივობა 4
მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ნაბეჭდ ციფრს.   4   წთ.
აქტივობა 5
7-ის  მიღება  სხვადასხვა  ხერხით.  დაფაზე იწერება კონკრეტული გამოსახულებები 4  წთ.
აქტივობა 6
მოსწავლეები ითვლიან როგორც პირდაპირ, ასევე უკუთვლით.  3  წთ.
აქტივობა 7
მოსწავლეები სახელმძღვანელოში  აკეთებენ სავარჯიშო  N8-ს.  4  წთ.
აქტივობა 8
მასწავლებელი კლასის მართვის სისტემით მოსწავლეებს გადაუგზავნის ედმოდოს სასწავლო სოციალურ ქსელში შედგენილ ტესტს, რომელშიც მოსწალეები შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას. 10  წთ.
აქტივობა 9
ციფრი  7-ის  გამოწერა.  2  წთ.
მასწავლებლის სახელი და გვარი, ელ. ფოსტა
ნუნუ სარჯველაძე
Nsarjveladze2010@gmail.com
გამოყენებული ტესტის მისამართი:
https://www.edmodo.com/home#/group?id=28538322















შეფასების კრიტერიუმები:





კრიტერიუმები
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
არასდროს
ადგენს რიცხვისა და რაოდენობების ერთმანეთთან შესაბამისობას
იყენებს რაოდენობით და რიგობით რიცხვით სახელებს
ადარებს რიცხვებს; პოულობს დაშვებულ შეცდომებს
ორიენტირებს სივრცეში
აღმოაჩენს რომელიმე ნიშნით განსხავევბულ საგნებს
აქტიურად იყენებს ბუკს სხვადასხვა დავალების შესასრულებლად


Комментариев нет:

Отправить комментарий