среда, 6 марта 2019 г.

სასწავლო რესურსი


მისამართი:
https://learningapps.org/display?v=pk1nyiy9a19



ინსტრუქცია:

   რესურსის გამოყენებისთანავე მოსწავლე ეცნობა დავალების პირობას „ამოცანა“ სახით. მისი წაკითხვის შემდეგ იგი აწკაპებს “OK“-ს. პირობა კი ასეთია: „ყურადრებით წაიკითხეთ მოცემული წინადადებები, დასვით სათანადო სასვენი ნიშნი და ისე გადაიწერეთ წინადადება, სწორი არჩევანის შემთხვევაში პროგრამა პასუხს გაამწვანებს, არასწორი არჩევანის შემთხვევაში კი გაწითლდება, ამასთან პროგრამა გაძლევთ შესაძლებლომას ნახოთ სწორი პასუხი.

თმაში გათვლილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისაათვის, მასში მოცემულია სხვადასხვა შინაარსის წინადადებები: თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი.
სწორი პასუხის შემთხვევაში პროგრამა გვაძლევს უკუკავშირს: „ყოჩაღ! შენ დაიმსახურე 3 ან 2 ქულა!“ არასწორი პასუხის შემთხვევაში, პროგრამა გვაძლევს უკუკავშირს: „დაფიქრდი!“  „ნუ ჩქარობ!“   „დაუკვირდი!“

რეფლექსია:
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი საზოგადოების მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, რადგან იგი როგორც XXI-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე შემოქმედებითობის და ინოვაციური მიდგომების წინაპირობაა. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში  კი ეფექტურად და ინტენსიურად უწყობს ხელს  ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ უნარ-ჩვევების განვითარებას. ვფიქრობ რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგია არის გაკვეთილის მიზნის მიღწევის ის დამხმარე საშუალება რომლის გამოყენებაც მოსწავლეებში მოტივაციის  ამაღლებას და ჩართულობის გაძლიერებას უწყობს ხელს. დღევანდელობა წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ სივრცის გარეშე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით შევქმენი ელექტრონული სასწავლო რესურსი, რომლის გამოყენების უპირველესი მიზანია მოსწავლეებში XXI-ე საუკუნის  უნარ-ჩვევების განვითარება და ცოდნის განმტკიცება სახალისო-საინტერესო აქტივობაზე დაფუძნებით.
    როგორ გამოვიყენე სასწავლო რესურსი საგაკვეთილო პროცესში:

გადავწყვიტე თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებების შესწავლისას გამომეყენებინა სასწავლო რესურსი სახელწოდებით: „დასვი საჭირო სასვენი ნიშნები!“ დამატებითი მაგალითების განხილვისას შვიტანე ელექტრონული სასწავლო რესურსი, რომლის გამოყენებაც ემსახურება მიღებული ცოდნის განმტკიცებას. მოსწავლეებს გავაცანი და დაწვრილებით ავუხსენი ინსტრუქცია. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს ტესტებზე, მუშაობის პროცესში მათ უწევდა მოცემული დავალების პასუხის ველში ჩაწერა და შესაბამისი სასვენი ნიშნის დასმა. ეს აქტივობა მოსწავლეებს წერა-კითხვის, გადაწერის ტექნიკის დახვეწა-სრულყოფაში ეხმარება. ყოველი დავალების შესრულების შემდეგ ეკრანზე ჩნდება უკუკავშირი, შესაბამისი ქულა და პასუხის შესაბამისი შინაარსის კომენტარები: „დაუკვირდი“, „ყოჩაღ, შენ 2 ან 3 ქულა გაქვს“, „კიდევ სცადე“, დაფიქრდი“ და ა.შ. ტესტის დასრულების შემდეგ განვიხილეთ მოცემული სასწავლო რესურსი, რა გაუჭირდათ, რა იყო სირთულე, სიმარტივე…
ელექტრონული რესურსის გამოყენება დამეხმარა როგორც ცოდნის განმტკიცებაში, ასევე ანალიზშიც.
    ზემოთ აღნიშნულ გაკვეთილზე მოვახდინე   რესურსის შესაბამისობა ე.ს.გ-სთან.მისმა გამოყენებამ ხელი შემიწყო ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის შემდეგ შედეგისა და ინდიკატორის მიღწევის შემოწმებაში:
ქართ. II. 12.
მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
ინდიკატორები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.

რესურსით ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში ხელი შეუწყო 21-ე საუკუნის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას,როგორიცაა:
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.   
ციფრული წიგნიერება
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.

    რესურსის გამოყენება შესაძლებელია მესამე ფაზეში (c ფაზა),როდესაც მასწავლებელი ახდენს მიღებული ცოდნის შემოწმებას და განმტკიცებას .მაგალითად შემაჯამებელი გაკვეთილითვის ან ნასწავლი საკითხის უკეთ განმტკიცებისთვის.  ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ  A ფაზაზე- წინარე ცოდნის გააქტიურებისა და „გამოწვევის“ მიზნით.
მისი გამოყენება შეიძლება:
§  როგორც საშინაო დავალების, ასევე საკლასო სამუშაოს ჩატარების დროს;
§  შესწავლილი მასალის განმტკიცების დროს;  (c-ფაზა)
§  წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის.  (A-ფაზა)
   მისი მეშვეობით მოსწავლე  ავლენს მაღალ ქმედითუნარიანობას, ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას, უმუშავდება თვითრეგულირებადი ქცევა და ახდენს საკითხის ღრმა წვდომას.
   ელექტრონული რესურსის გამოყენება: ააქტიურებს მის წინარე ცოდნას, შესაძლებელია მასალის შესაბამისად სახალისოდ და ინტელექტუალურად გამოყენება, ამაღლებს მოტივაციას, იქმნება საინტერესო სასწავლო გარემო, ავითარებს ,როგორც დამოუკიდებელ, ასევე გუნდურ მუშაობის უნარ ჩვევებს (გამოყენების შესაბამისად), პედაგოგს შეუძლია, რომ სასწავლო პროცესი უფრო შედეგიანი გახადოს.
 რესურსის გამოყენების შემდეგ ჩემი გამოცდილებიდან გამოვყოფდი რამოდენიმე ფაქტორს, რაც უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების დროს, რათა არ შეექმნას გარკვეული  სახის პრობლემები.
*      მთავარია მასწავლებელმა ნათელი ინსტრუქცია მისცეს რესურსის გამოყენებაზე. მაგ: წერილობითი ინსტრუქცია ან პროექტორის მეშვეობით ჯერ თვითონ იმუშაოს (იხ. ინსტრუქცია) და შემდეგ მოსწავლეებს სთხოვოს მისი გამოყენება.
*      როდესაც მოსწავლეები  მუშაობენ უმჯობესია მასწავლებელი იყოს ფოკუსირებული წარმოქმნილ სირთულეებზე, რათა მათ დაძლევაში დაეხმაროს.(ვგულისხმობ ტექნიკურ სირთულეს);
*      მასზე სამუშაო დროის და თემატიკის განსაზღვრა ინდივიდუალურია და მასწავლებლის გადასაწყვეტია;
  შესაძლებელია მისი გამოყენება  მოსწავლეთა სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მათი ასაკობრივი  თავისებურებებისა და საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით. ე.წ შეჯიბრის პრინციპი კომპიუტერთან უფრო მეტად სახალისოს და საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს. ამ პროგრამის  ერთგვარ დადებითს წარმოადგენს ის საკითხიც, რომ შესაძლებელია ნებისმიერი საგნის პედაგოგმა შეადგინოს 15 - 20 ტესტი როგორც ცოდნის განმტკიცების, ასევე მისი გააქტიურების მიზნითაც. მაგ: მათემეტიკური ამოცანების, გაორმაგების, გამრავლების, სხვადასხვა ოპერაციების  საკითხთან დაკავშირებით ტესტები, ფიზიკა-რომელიმე ერთი თავის შესწავლის შემდეგ ცოდნის შემოწმებისთვის ტესტები და სხვა.
  ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ხაზგასასმელია ისიც, რომ learningapps.org   არის  მრავალჯერადი და ასევე მრავალფუნქციური პროგრამა. ამ პროგრამაში შექმნილი სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ საშინაო დავალების სახითაც.
    ამრიგად, თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი არ არსებობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისაგან დამოუკიდებლად. მას  კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო  პროცესში, რადგან ელექტრონული რესურსის გამოყენებით გაკვეთილი არა მარტო საინტერესოდ და სახალისოდაც კი  წარიმართა, არამედ ხელი შეუწყო მოსწავლეებში XXI-ე საუკუნის უნარ - ჩვევების განვითარებას.
  ნუნუ სარჯველაძე                                                     II სემესტრი   2018-2019 სასწ.







Комментариев нет:

Отправить комментарий