среда, 6 марта 2019 г.

სასწავლო პროექტი





 პროექტის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წლის 14 ნოემბრიდან  29 ნოემბრის ჩათვლით დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი თემაზე  „არა, ბარბარიზმს!“. პროექტის მიზნობრივ ჯგუფად ავირჩიე დაწყებითი საფეხურის    III – IV   კლასის მოსწავლეები. პროექტის თემის საფუძვლები იყო:
მოსწავლეებმა გაითავისონ ქართული ენის უნიკალურობა, დააკვირდნენ მის მდიდარ ლექსიკას, ჰარმონიულობასა და ტკბილხმოვანებას, გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი, მიიღონ ცოდნა ბარბარიზმების   რაობაზე, გაიაზრონ საფრთხე, რომელსაც ისინი ენას უქმნიან, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს გვეკისრება მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის საქმეში. ერთად დავამკვიდროთ სკოლაში ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის ხელშემწყობის სტრატეგიები. აგრეთვე, ჩამოუყალიბდეთ სწორი ქართულით მეტყველების, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის, პრეზენტაციის  უნარ-ჩვევები.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მოიცავდა შემდეგ სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს:
·         თხრობითი მიმოხილვა.
·         კლასის ჯგუფებად დაყოფა და ლიდერების(სპიკერების არჩევა).
·         დისკუსია.
·         საპრეზენტაციო დავალებები.
·         შეფასებისა და ანალიზის განმავითარებელი დავალებები.
·         გონებრივი იერიში.
·         როლური თამაშები და ვიქტორინა.

 გარე დაკვირვების მეთოდით და ასევე მოსწავლეთა შეფასების კითხვარების ანალიზით თუ ვიმსჯელებთ პროექტმა გამოიღო დადებითი შედეგი და მიაღწია დასახულ მიზნებს, პროექტის განხორციელების პერიოდში ხელისშემშლელი გარემოებები არ გამოვლენილა.




სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი

რაიონი
სამტრედია
სკოლა
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფ: კორმაღლის საჯარო სკოლა
ქალაქი

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფბთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:           
საზოგადოებრივი მეცნიერებები (ისტორია,   ქართული ენა,   სამოქალაქო და უსაფრთხოება).          
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა 
nsarjveladze2010@gmail.com
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა 
nunusarjvelad.blogspot.com
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,არა, ბარბარიზმს !“
თემის შინაარსი
თემის შინაარსი: ბავშვები საუბარში ხშირად ხმარობენ სხვა ენებიდან (ძირითადად რუსულიდან) შემოსულ ბარბარიზმებს. ასეთივე საუბარი ესმით მოზარდებისა და უფროსებისგანაც. მეტყველების დამახინჯება იწყება ადრეულ სასკოლო პერიოდში და შემდგომ ,,თინეიჯერულ” ასაკში, მაშინ როცა ყალიბდება ცნობიერება და კულტურა. ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა. ამის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა კი არის ის, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიოთ გამართული ქართულით საუბარს.

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
   III – IV  კლასი, დაწყებითი საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
10 დღე
თემის საფუძვლები

მოსწავლეებმა გაითავისონ ქართული ენის უნიკალურობა, დააკვირდნენ მის მდიდარ ლექსიკას, ჰარმონიულობასა და ტკბილხმოვანებას, გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი, მიიღონ ცოდნა ბარბარიზმების   რაობაზე, გაიაზრონ საფრთხე, რომელსაც ისინი ენას უქმნიან, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს გვეკისრება მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის საქმეში. ერთად დავამკვიდროთ სკოლაში ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის ხელშემწყობის სტრატეგიები. აგრეთვე, ჩამოუყალიბდეთ სწორი ქართულით მეტყველების, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის, პრეზენტაციის  უნარ-ჩვევები.

სასწავლო პროცედურები:
ბავშვებს ვესაუბრე ქართული ენის სიწმინდის მნიშვნელობაზე, ბარბარიზმების რაობაზე და გამოვკვეთე პრობლემა,რომელიც მათ მეტყველებაშია. მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ,თუ რა იყო წინაპირობა,რამ გამოიწვია ჩვენი მშობლიური ენის ასე ძლიერ დაბინძურება,განსაკუთრებით რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმებით.  ავუხსენი,თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს ქართული ენისთვის. ვაჩვენე ჩემ მიერ სპეციალურად შექმნილი სლაიდშოუ, სადაც ზოგიერთი ბარბარიზმის ქართული შესატყვისებია ფოტოებითურთ. გავმართეთ დისკუსია, ვისაუბრეთ  იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ პრობლემასთან საბრძოლველად. შევთავაზე,განვახორციელოთ პროექტი, ზოგიერთი აქტივობა თავად მოიფიქრეს, ზოგიც მე და ერთობლივად შევიმუშავეთ გეგმა.
 დავაარსეთ ,,ქართული  ენის მოყვარულთა და ნორჩ დამცველთა სექცია“, შევარჩიეთ დევიზი-,,რა  ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. კლუბის  მიზანია: ქართულ  ენის  სიყვარულის  გაღრმავება, მისი  სიწმინდის დაცვაზე ზრუნვა, ქართული მწერლობის უკეთ გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და დახვეწილი ქართული მეტყველების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება, სკოლაში ბარბარიზმების   აღმოფხვრისათვის ხელიშემწყობი სტრატეგიების დამკვიდრება. კლუბის დაბადების დღესვე უამრავი  მოსწავლე შემოგვიერთდა უფროსი კლასებიდან. მათ სურვილი გამოთქვეს და ჩაერთნენ კლუბის საქმიანობაში. მერვე  კლასის მოსწავლეეებმა  დაამზადეს, აგრეთვე, პლაკატები, რომლებზეც დაწერეს ფრაზები ქართული ენის შესახებ და გააკრეს  საკლასო ოთახებში.
ჩავატარე გამოკითხვა, ანკეტირება- აცნობიერებენ თუ არა ბარბარიზმების   არსებობას მეტყველებაში.
განვიხილეთ კვლევის შედეგები, გავაანალიზეთ, ჩამოვწერეთ  ყველაზე ხშირად ხმარებულიბარბარიზმები, მივუწერეთ ქართული შესატყვისები.  შემდეგ  ეს დავწერეთ დიდ ფორმატზეც, სათაურით ,,არა ბარბარიზმებს" და  გამოვაკარით სკოლის დერეფანში.მოსწავლეებმა, მშობლების დახმარებით, მრავალეგზემპლიარად, ხელით დაამზადე ბარბარიზმების ლექსიკონები.
 მთელი პროექტის განმავლობაში ბავშვები აკონტროლებენ საკუთარ და ერთმანეთის მეტყველებას.მათ ლამაზი,ფერადი ყუთი გააკეთეს, ვისაც წამოსცდება ,,აკრძალული“ სიტყვა, მის სახელს წერენ ფერად ბარათზე და აგდებენ ყუთში.შედეგები ითვლება პერიოდულად. ვისი სახელიც ყველაზე იშვიათად აღმოჩნდება, მისი ფოტო გამოიკვრება საპატიო, ,,ენის დამცველის“  სახელით.
ამის შემდეგ გააკეთებენ მულტიმედიურ პრეზენტაციას. პრეზენტაცია ანუ საბოლოო ნამუშევარი შეფასდება პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით. ეს რუბრიკა მოსწავლეებს დაეხმარება პრეზენტაციის მომზადებაშიც.
      გამზადებული  პრეზენტაციების წარდგენა ჯერ მოხდება კლასში, ჯგუფები ერთმანეთს წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს და შეავსებენ პრეზენტაციის უკუკავშირის ფორმას .შეარჩევენ საუკეთესოს და ამ საუკეთესოს ერთობლივად წარადგენენ  მოსწავლეების, მშობლების ,  თანატოლების წინაშე.

  პროექტზე მუშაობის დროს გადაღებულ სურათებს განვათავსებთ ინტერნეტში: ფეისბუქზე

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები

              პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ  საოფისე პროგრამების, ინტერნეტის, ფოტო-ვიდეო აპარატურის პრაქტიკული გამოყენება.უნდა ფლობდნენ საკომუნიკაციო და  თანამშრომლობის ასევე ინფორმაციის დახარისხების და კლასიფიკაციიის საბაზისო უნარ-ჩვევებს


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ
·         მოსწავლეებთან გავმართავ დამატებით შეხვედრებს და დავეხმარები მათ მონაცემების ორგანიზებაში
·         ჩავრთავ მოსწავლეს შედარებით მაღალი დონის უნარ-ჩვევის მქონე მოსწავლეების ჯგუფში;
·         მივაწოდებ ყოველდღიურად შესასრულებელი ამოცანების მონახაზს სამუშაოს ორგანიზებისა და დასრულებისათვის.
·         დავალებების მოცულობას შევამცირებ ძირითად საკითხებამდე;



არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ასეთი მოსწავლე არ მყავს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         მივცემ თავისუფალ დავალებებს
·         წავახალისებ  მათ რათა არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 
·         შევაქმნევინებ ბლოგს პროექტისთვის;

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ინვენტარი/მასალები
არ მჭირდება
ინტერნეტრესურსები
მითითებულია ციტირებულ დოკუმენტში
სხვა რესურსები
არ მჭირდება




Комментариев нет:

Отправить комментарий