среда, 16 декабря 2015 г.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სილაბუსები 7 კლასის სილაბუსი

VII კლასი  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 
ილაბუსი

ასწავლებელი:ნუნუ სარჯველაძე


საგანისახვითი და გამოყენებითი ხელოვნება


დამტკიცებულია: ----------- 2015-2016 ს/.


კათედრის გამგე:შორენა ნიშნიანიძე

 2015 - 2016
.


სასწავლო საგნის საათების ხანგრძლივობა:
ორი სემესტრი, კვირაში 2 აკადემიური საათი ( 72 საათი წელიწადში)


სასწავლო საგნის სტატუსისაბაზო საფეხური; სავალდებულო;

მასწავლებელინუნუ სარჯველაძე
 
ელ. ფოსტა-  nsarjveladze2010@gmail.com
  tel. 591059653
4

საგნის სწავლების მიზანი და ამოცანები:  

   
მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
ხელოვნების ნიმუშების აღთქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვიძება ხელოვნებისადმი
ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია ხელოვნების აღქმა კონტექსტში
..VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
..VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
..VII.3. მოსწავლე აფართოებს გარემოში ობიექტებს შორის არსებული კავშირების ასახვის გზებს ნამუშევარში და შეუძლია გადმოსცეს დეტალები.
..VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
..VII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
..VII.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად. ..VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
..VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

..VII.9. მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
..VII.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. ..VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
..VII.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
..VII.13. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
..VII.14. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

..VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციების და ემოციების გადმოსაცემად;
პეიზაჟის, ქუჩის (ლანდშაფტის) გამოსახვისას იყენებს ჰორიზონტის ხაზს;
ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ., ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;
გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს;
სხვადასხვაგვარი (წრიული, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დიაგონალური) მონასმებით ქმნის დიდი ზომის ნამუშევრებს;
გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით;
სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);
აქცევს შეცდომას ნამუშევრის ელემენტად;
ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.

..VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ირჩევს ტრადიციული ხელსაქმის რომელიმე სახეობას და ქმნის ნიმუშებს (ფარდაგი, თექა, გობელენი, ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხეზე ჭრა, მეთუნეობა და სხვ.);
ქმნის კომპოზიციებს სხვადასხვა მოძიებული მასალით;
ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს სხვადასხვა მანერით (ხაზი, შტრიხი, მონასმი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯები, კალამი და მცენარის ღეროები);
ირჩევს შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად.

..VII.3. მოსწავლე აფართოებს გარემოში ობიექტებს შორის არსებული კავშირების ასახვის გზებს ნამუშევარში და შეუძლია გადმოსცეს დეტალები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ხატავს შესაბამის გარემოში ადამიანებს, ფრინველებს, ცხოველებს და მცენარეებს ნატურიდან და მეხსიერებით მეტი დეტალის გამოყენე­ბით;
ხატავს ყოფით სცენებს;
ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით ოთახის ინტერიერს (საკუთარი ოთახის, საკლასო ოთახის და სხვა).

..VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ირჩევს თემებს იდეების და განწყობილებების გამოსახატავად;
ხატავს გრძნობებით აღძრულ ასოციაციებს და შთაბეჭდილებებს;
იყენებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ნამუშევრის სიუჟეტისთვის;
მარტივად გამოსახავს მიმიკას, ჟესტიკულაციას და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად;
იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად;
გადმოსცემს ნამუშევარში გარკვეულ, იდეას სიმბოლოების საშუალებით (მაგალითად ქმნის კლასის, სკოლის, გუნდის ემბლემას).

..VII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განიხილავს სამუშაო გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ-ერთს;
გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას და სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს ფუნქციებს, აკონტროლებს სამუშაოს მიმდინარეობას, პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიას;
ქმნის ნაკეთობების დიზაინის ესკიზებს (სამოსი, ტრანსპორტი, სპორტული ინვენტარი და სხვ.);
აკეთებს საკლასო ოთახის ინტერიერის ესკიზს;
დეკორატიულად აფორმებს სკოლის ეზოს, კუთხეს;
ხატავს და ამზადებს თეატრალური კოსტიუმის და დეკორაციის დეტალებს (ქუდი, ნიღაბი, ფარდა, თაიგული);
აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს, თასებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის;
აღადგენს დაზიანებულ ნივთებს და სასკოლო ინვენტარს (მერხი, რუკა);
კინძავს და აახლებს სასკოლო ან საკლასო ბიბლიოთეკის წიგნებს.

..VII.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე;
განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადას და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვე­ტი­ლე­ბის მიღებაში.

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

..VII.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე (მაგ., სასკოლო გამოფენაზე);
საუბრობს მსგავსებებზე და განსხვავებებზე საკუთარ და სხვების ნამუშევრებში;
კორექტულია სხვის ნამუშევარზე საუბრისას;
ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული (რამდენად მიაღწია ჯგუფმა დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს ჯგუფი სამომავლოდ);
საუბრობს ნამუშევრის შექმნის მოტივებზე;
მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
საკუთარი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრზე, ემოციებზე, რომელთა ასახვაც სურდა და რამდენად მიაღწია დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს სამომავლოდ).

..VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.

..VII.9. მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კორექტულია სხვის შეცდომებზე საუბრისას;
ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ;
კამათის დროს სხვასაც აცდის საუბარს.

..VII.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემასა და მიზანს;
აწყობს გამოფენას და მონაწილეობს მასში;
მონაწილეობს სპექტაკლის დადგმაში;
ხვდება ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებს;
აწყობს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციებში (მაგ., თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო აქცია).


მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
..VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექ­ტუ­რის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
..VII.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;
ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა.
..VII.13. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს მატერიალური კულტურის ძეგლებზე, რომლებიც უნახავს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას;
ადარებს ერთმანეთს საეკლესიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს;
განიხილავს რამდენიმე ცნობილი ქართველი შემოქმედის (მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის ) ნამუშევრებს.

..VII.14. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საუბრობს ხელოვნების იმ დარგებზე, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია;
საუბრობს მუზეუმების და გალერეების როლზე ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში;
მსჯელობს ხელოვნების ცალკეული ნიმუშის (ქანდაკება, პლაკატი, აფიშა, რეკლამა) დანიშნულებაზე საზოგადოებრივ ადგილებში.


პროგრამის შინაარსი

სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

ხაზი (წვრილი, სქელი, ტეხილი, წყვეტილი, ტალღოვანი), კონტური, ფერი (ძირითადი, შედგენილი, ცივი, თბილი, ინტენსიური, ნახევარტონი, კონტრასტული) ფორმა (ორგანზომილებიანი (სიბრტყეზე), სიმეტრიული, ასიმეტრიული); შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, მოცულობა; მთლიანობა, პროპორციები; სივრცე (ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი); ხედვის წერტილი; სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი, დინამიკა, განწყობილების გადმოცემა ხაზის, ფერის, სხვადასხვაგვარი მონასმის საშუალებით.
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
კლოდ მონეს (“თივის ზვინი, დილის თოვლის ეფექტი”) ჟორჟ დე ლა ტური და სხვ. (კონტრასტი, შუქ-ჩრდილი); პოლ გოგენი, ენდი უორჰოლი, მორის ეშერი (”ცა და წყალი’’ შავ-თეთრი კონტრასტი) და სხვ.; რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (მაგ., “ღამის გუშაგი”), ტიციან ვეჩელიო (მაგ., “მადონა ალუბლებით”), პიტერ ბრეიგელ უფროსი (მაგ., “მონადირეები თოვლზე”), დიეგო ველასკესი, ედუარდ მანე (მაგ., “ბარიფოლი-ბერჟერში”), ვასილი კანდინსკი, პიტ მონდრიანი და სხვ. (კომპოზიციური განაწილება); ვინსენტ ვან გოგი, ჯეკსონ პოლოკი, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, (მონასმი და ფაქტურა); პაოლო ვერონეზე (მაგ. “მარდოხეის ტრიუმფი”), პიტერ პაულ რუბენსი (მაგ. “მინდვრიდან დაბრუნება”), კლოდ ლორენის და ჯონ კონსტებლის პეიზაჟები, ენდრიუ ვაიეტი (მაგ.“კრისტინას სამყარო”) და სხვ. (ჰორიზონტის ხაზი, ხედვის წერტილი, კომპოზიციური განაწილება) რომელიმე ქართული ტაძრის კონქის მოხატულობა (მაგ. საფარა, გელათი), ანდრეი რუბლიოვისსამება” (სიმეტრია); პერუჯინო, ლეონარდო და ვინჩი (თავშეყრის წერტილი); დელფოსის მეეტლე, მირონის ბადროს მტყორცნელი (სტატიკა); სკოპასის მენადა, ფუტურისტები - ჯაკომო ბალა, უმბერტო ბოჩონი, ჯინო სევერინი, კარლო კარა; მარსელ დიუშანი (მაგ. “კიბეზე ჩამომავალი ნიუ”), ნატალია გონჩაროვა (მაგ. “ველოსიპედისტი”) და სხვ. (რიტმი, დინამიკა); ნიკოლა პუსენი (მაგ. „გერმანიკის სიკვდილი“), ჟაკ-ლუი დავიდი (მაგ. “ჰორაციუსების ფიცი”), კარლ ბრიულოვი (მაგ. „პომპეის დაღუპვა“) და სხვ. (ისტორიული ჟანრი).
მასალა და იარაღი:

ტუში, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ნახშირი, ქაღალდი, მუყაო, თიხა, ქსოვილი, ძაფი, თოკი, მავთული, ლითონი, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა; ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალით; საქსოვი, სამკერვალო, სამეთუნეო, სადურგლო იარაღი.
ტექნიკა, პროცედურა, პროცესი, ტექნოლოგიები:

ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, კოლაჟი, მოდელირება, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები; ამოკაწვრა, ღუნვა, გრეხვა, დაწვნა, ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხეზე კვეთა.
იდეების გამოხატვა:

საგნებსა და მათ ფუნქციებს შორის კავშირების, ასოციაციების გადმოცემა, დეტალების ამოცნობა და ასახვა; იდეების წყაროები: ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ბუნების მოვლენები, ცხოვრებაში ნანახი სცენები, წარმოსახვა, მხატვრული ლიტერატურა, ფილმი, კონცერტი, წარმოდგენა, საინფორმაციო საშუალებები.
სავარაუდო თემები:
საყვარელი ლიტერატურული/ისტორიული გმირი”, “მითოლოგიური მოტივები”, “ლეგენდების სამყარო”, „მხატვარი და მუზა“, „მშენებლობა“, თავისუფალი თემები და სხვ.
შრომითი საქმიანობა:

დეკორატიული და გამოყენებითი საგნების, თეატრალური რეკვიზიტის (კოსტიუმისა და დეკორაციის დეტალები); ინტერიერის ესკიზების, მისალოცი და მოსაწვევი ბარათების, ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშის შექმნა, წიგნების აკინძვა, ინვენტარის შეკეთება; მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.
კომუნიკაცია:

ნამუშევრის წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე (მსჯელობა ჩანაფიქრზე, ემოციაზე, მიზნებზე, ამოცანებზე), შთაბეჭდილებების, დაკვირვების, გამოცდილების გაზიარება, შეფასება და მისი დასაბუთება, სათანადო ტერმინების გამოყენება;
საუბარი კონკრეტული კულტურის მახასიათებლებზე, ნამუშევრიდან მიღებულ ინფორმაციაზე;
საკლასო და სასკოლო გამოფენა, სპექტაკლი, აქცია, შეხვედრები ხელოვნების მოღვაწეებთან, ექსკურსიები მუზეუმში, გალერეებში, ხელოვანის სახელოსნოში, ქალაქგარეთ.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების (ან მათი რეპროდუქციების) დათვალიერება, ამოცნობა და დაკავშირება ეპოქასთან და კულტურასთან; ისტორიულ-რელიგიურ-კულტურული კონტექსტის გავლენა მხატვრულ გადაწყვეტაზე; ინფორმაციის შეგროვება ხელოვნების ადგილობრივ მოღვაწეებზე და მათი შემოქმედების ანალიზი; კულტურასთან დაკავშირებული დაწესებულებები (მუზეუმი, გალერეა, საკონცერტო დარბაზი, კინოთეატრი);
გამოყენებითი ხელოვნება:
აზიური (მაგ., სპარსული, არაბული, ინდური, ჩინური, იაპონური) და ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ტანისამოსი, საიუველირო ნაწარმი, ყოფითი დანიშნულების საგნები, ინტერიერის ტრადიციული დიზაინი და სხვა).