среда, 1 августа 2018 г.


გაკვეთილის გეგმა

შესავალი: გეგმაში წარმოდგენილი აქტივობები წარმოადგენს სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტურ მოდელზეა აგებული და, ძირითადად კითხვის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული. წინასწარ განხილულია წარმოდგენილი აქტივობები და მათი ჩატარების თანმიმდევრობა.
საგნის მასწავლებელი: ნუნუ სარჯველაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: IV
თემა: ლექსები ორი დრო: „მალე ფერგადაშლილი“, „ცელი კივის და ველები...“
დრო: 45 წთ.
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები)

მოსწავლე შეძლებს :

·       წაკითხულის მიმართ დამოკიდებულების  გამოვლენას;
·        დასკვნების გაკეთებასა ;
·        საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის გამომუშავებას;
·        ლექსიკაზე მუშაობას.
·       შეძლებს წელიწადის დროების დახასიათებას.
·       წაკითხულის ესთეტიკურ შეფასებას;

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. IV.2.მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება     მხატვრული     ნაწარმოების მიმართ.

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
·       მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთნ
·       მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად
·       მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
o   ანალიზურ -სინთეზური მეთოდი;
o   გონებრივი იერიში;
o   ტექსტის დამოუკიდებლად კითხვა მარკირებით;
o   საკლასო დისკუსია;
o   მუშაობა ტესტებზე;
o   სლაიდ შოუს პრეზენტაცია „ წელიწადის ოთხი დრო“
o   სქემებზე მუშაობა; („ასოციაციური რუკა“, ‘ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე“);
o   კროსვორდის შევსება;
o   შემაჯამებელი კითხვები, სამუშაოები;
o   თვითშეფასების ცხრილის შევსება;
სასწავლო მასალა და რესურსები: (ტექსტები, თვალსაჩინოება, საპრეზენტაციო მასალა, ინტერნეტრესურსები და სხვა):
o   ტექსტები: გალაკტიონ ტაბიძის ლექსები: „მალე ფერგადაშლილი“, „ცელი კივის და ველები“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, „ატყდა ქუხილი გავარდა მეხი“(სახელმძღვანელო „დედაენა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2014);
o   თაბახის ფურცლები,
o   ფერადი ფურცლები
o   საპრეზენტაციო მასალა „წელიწადის ოთხი დრო“
o   მოსწავლის სამუშაო ფურცლები
o   ქართველი მეფეების სურათები
o   ასოციაციური რუკა, სქემა: „ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე“
o   კროსვორდი
o   სტიკერები
o   ფლომასტერები
o   მარკერები
o   ფლიფჩარტის ფურცელი
o   კომპიუტერი
o   როუტერი   
o   Google, Wikipedia
გაკვეთილის მსვლელობა:
გაკვეთილის დაწყებამდე, გავიხსენებთ ქცევის წესებს; ( 1 წთ)

I ფაზა - გამოწვევა/პროვოცირება
აქტივობა  1 (3 წთ)
მუშაობა ინდივიდუალურად, თითოეული ახასიათებს თითო-თითო წელიწადის დროს:
·       გაიხსენეთ და დაახასიათეთ წელიწადის ოთხი დრო; „ასოციაციური რუკა“,
ü  გაზაფხული - I მოსწავლე
ü  ზაფხული - II მოსწავლე
ü  შემოდგომა - III მოსწავლე
ü  ზამთარი - IV მოსწავლე


სამუშაო მასალა გადაეგზავნებათ მოსწავლეებს ბუკებში, ქსელის საშუალებით.

II ფაზა
მოსმენა, მეტყველება
აქტივობა 2 (5 წთ)
მოსწავლეები იხსენებენ შესწავლილი მასალიდან გალაკტიონის შემოქმედებაში ბუნების სურათების ამსახველ ლექსებს. განიხილავენ მას.
პასუხობენ კითხვებზე:
-რა ანიჭებს კეთილხმოვანებას გალაკტიონის ამ ლექსებს?
-რომელი რითმა მოგეწონათ განსაკუთრებით?
-რამდენ მარცვლიანია პირველი ლექსის სტრიქონები? მეორის? მესამის?
თქვენ მიერ დასახელებულ ლექსის სტრიქონებში ხატავს თუ არა პოეტი ბუნების სურათებს?


აქტივობა 3 (8 წთ )
მოსმენა, მხატვრული კითხვა;
ლექსების განხილვა; მსჯელობენ ლექსების რითმაზე, ჟღერადობაზე, სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობაზე.


აქტივობა 4 (3 წთ)
მუშაობა წყვილებში
მუშაობა ფლიფჩარტებზე:
არეული სტრიქონების  თნმიმდევრობით დალაგება, პრეზენტაცია;

აქტივობა 5 (6 წთ)
მუშაობა წყვილებში ლექსების დახასიათება:
1.     დაახასიათეთ გალაკტიონის პირველი ლექსი და გამოკვეთეთ ტექსტიდან მისი 2-3 თვისება:
2.     დაახასიათეთ გალაკტიონის მეორე ლექსი და გამოკვეთეთ ტექსტიდან მისი 2-3 თვისება:


აქტივობა 6 (2 წთ)
ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის შედგენა:
1.     ზეფირი
2.     დიბა

აქტივობა 7 (2 წთ)
საპრეზენტაციო მასალის  „წელიწადის ოთხი დრო“ პრეზენტაცია;


აქტივობა 8 (3 წთ)

ჩაწერე გამოტოვებული სიტყვები და გააკეთეთ  პრეზენტაცია:
ა) ყვავილები დავკრიფე.  აუარებელი      .        .      .        დავკრიფე.
ბ) მწვერველები დავინახე.  ყველა    .     .     .          დავინახე.
გ) ატმის ხეები აყვავდა.  უამრავი    .    .   .          აყვავდა.
დ) ხეზე კვირტები გაიშალა.  ხეზე  რამდენიმე   .  .  .        გაიშალა.


აქტივობა 9 ( 2 წთ)
კროსვორდი


III ფაზა -განმტკიცება-გამთლიანება


აქტივობა 10 ( 4 წთ)
უპასუხე შეკითხვებს:
·       ლექსის მიხედვით რა მოხდება, როცზ გაზაფხული მოვა? არგუმენტი მოიყვანეთ ტექსტიდან.
·       როგორ ფიქრობთ, რატომ შეადარა  პოეტმა ცა ტაძრის გუმბათს?
·       განმარტეთ ლექსის სტრიქონები, „დროს არ უყვარს დიდხანს დგომა და ყვავილებს ართმევს დიბას“.
·       დააკვირდი გალაკტიონ ტაბიძის ორივე ლექსს, რამდენი მარცვალია პირველი ლექსის სტრიქონებში? მეორე ლექსის სტრიქონებში?
·       გაზაფხულის ლექსი უფრო სწრაფად იკითხება თუ - შემოდგომის?
·       შენი აზრით , რატომ შეურჩია პოეტმა წელიწადის ამ დროებს სწრაფად და ნელა საკითხავი სტრიქონები?
·       რითი ჰგავს ეს ლექსები მუსიკალურ ნაწარმოებს?
·       მოძებნეთ ლექსებში სად იყენებს პოეტი გასულიერების ხერხს:



აქტივობა 11 ( 3 წთ)
გაიხსენეთ მუსიკა, ლექსი წელიწადის დროების თემაზე შექმნილი, პრეზენტაცია;



აქტივობა 12: შეჯამება, რეფლექსია (1 წთ)
მოსწავლეები აკეთებენ შესრულებული აქტივობების ჩამონათვალს;

აქტივობა 13: (2 წთ)
მუშაობა სქემაზე: „ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე“

ვიცოდი









                                                                                                                                  
მინდა ვიცოდე







                                                                                                                                  
გავიგე








                                                                                                                                  













აქტივობა 14 (1 წთ)
საშინაო დავალება:
მოსწავლეებს ეძლევათ დავალებათ, მოიძიონ და წაიკითხონ  წელიწადის დროების თემატიკაზე სხვადასხვა პოეტებისა და მწერლების 2-2 ნაწარმოები.
შეფასება:
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და საკუთარ სამუშაო რვეულში აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს, ეს შეეხება:
·       სწრაფი, მიმდინარე ჩანაწერები იმ მოსწავლეთა მუშაობის ასპექტზე, რომლებიც : ა) ძნელად ან საერთოდ ვერ ართმევენ თავს რომელიმე სამიზნე უნარის დაუფლება-გამოყენებას; ბ) პასიურად ან საერთოდ არ ერთვებიან ამა თუ იმ აქტივობაში.
·       მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის სქემა. გაკვეთილის მსვლელობისას ან დასრულების შმდეგ ცხრილის უჯრებში მასწავლებელი ჩაწერს დაკვირვების შედეგებს ერთი - ორი სიტყვით ან სპეციალური სიმბოლოებით (მაგ: P/á/J - კარგი, საუკეთესო; ±/à/K - საშუალო, დამაკმაყოფილებელი; â/L - საშუალოზე დაბალი, არადამაკმაყოფილებელი;  ä - აწეული, გაუმჯობესებული; æ - დაწეული, გაუარესებული).



მოსწავლე
შეკითხვა, პასუხი და დისკუსია ტექსტის გარშემო
მუშაობა ლექსიკურ ერთეულებზე
ტექსტთან მუშაობა (სიტყვების დეკოდირება)
ტესტებზე მუშაობა და პრეზენტაცია
აქტიურ.
შესრულ.
აქტიურ.
შესრულ.
აქტიურ.
შესრულ.
აქტიურ.
შესრულ.







































მოსწავლეთა თვითშფასების ცხრილი (ივსება გაკეთილის დასრულების შემდეგ):
მოსწავლეთა თვითშეფასების ცხრილი:
რა გავაკეთე დღეს?

როგორ გავაკეთე?

ვისთან ერთად ვიმუშავე?

რა გავაკეთე კარგად?


აუცილებლად ვიყენებ პოზიტიურ განმავითარებელ შეფასებას სიტყვიერად;
 პრეზანტაციის შეფასება:

პრეზენტაციის შეფასება:
პრეზენტატორის სახელი, გვარი
გამართული და სწორი მეტყველება
მსჯელობს არგუმენტირებულად
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
1.



2.



3.



4.






 დაკვირვების შედეგებს ვიყენებ მოსწავლეებისათვის უკუკავშირის მიწოდების, დიფერენცირებული აქტივობების დაგეგმვის, მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფის, მშობლებთან კომუნიკაციის დროს.