среда, 1 августа 2018 г.

„ჭკვიანი ყვავი“


გაკვეთილის გეგმა



შესავალი: გეგმაში წარმოდგენილი აქტივობები წარმოადგენს სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტურ მოდელზეა აგებული და, ძირითადად კითხვის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული. წინასწარ განხილულია წარმოდგენილი აქტივობები და მათი ჩატარების თანმიმდევრობა.
საგნის მასწავლებელი: ნუნუ სარჯველაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: IV
თემა: „ჭკვიანი ყვავი“
დრო: 45 წთ.
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები)

მოსწავლე შეძლებს
·       წაკითხულის მიმართ დამოკიდებულების  გამოვლენას;
·        დასკვნების გაკეთებასა ;
·        საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის გამომუშავებას;
·        ლექსიკაზე და გრამატიკულ მასალაზე მუშაობას.
·       ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით ტესქტებზე, ტექსტზე, სამუშაო ფურცლებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. IV.2.მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება     მხატვრული     ნაწარმოების მიმართ.
ქართ. IV.4. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
ქართ. IV.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
ქართ. IV.13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისა და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა.
ისტიიი--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
·       მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთნ
·       მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად
·       მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
o   ანალიზურ -სინთეზური მეთოდი;
o   გონებრივი იერიში;
o   ტექსტის დამოუკიდებლად კითხვა მარკირებით;
o   მუშაობა ტესტებზე;
o   სლაიდ შოუს პრეზენტაცია „ჭკვიანი ყვავი“
o   სქემებზე მუშაობა; („ასოციაციური რუკა“, ‘ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე“);
o   კროსვორდის შევსება;
o   შემაჯამებელი კითხვები, სამუშაოები;
o   თვითშფასების ცხრილის შევსება;
სასწავლო მასალა და რესურსები: (ტექსტები, თვალსაჩინოება, საპრეზენტაციო მასალა, ინტერნეტრესურსები და სხვა):
o   ტექსტი „ჭკვიანი ყვავი“  (სახელმძღვანელო „დედაენა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2014);
o   თაბახის ფურცლები,
o   ფერადი ფურცლები
o   საპრეზენტაციო მასალა „ჭკვიანი ყვავი“
o   მოსწავლის სამუშაო ფურცლები
o   ასოციაციური რუკა, სქემა: „ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე“
o   კროსვორდი
o   სტიკერები
o   ფლომასტერები
o   მარკერები
o   ფლივჩარტის ფურცელი
o   კომპიუტერი
o   როუტერი   
o   Google, Wikipedia
გაკვეთილის მსვლელობა:
გაკვეთილის დაწყებამდე, გავიხსენებთ ქცევის წესებს; ( 3 წთ)

I ფაზა - გამოწვევა/პროვოცირება
აქტივობა  1 (3 წთ)
·       როგორია ყვავი?
·       „ასოციაციური რუკის“ შევსება:








სამუშაო მასალა გადაეგზავნებათ მოსწავლეებს ბუკებში, ქსელის საშუალებით.

II ფაზა -ტექსტის წაკითხვა და დამუშავება
აქტივობა 2 (5 წთ)
(ვინაიდან ჯგუფი  ოთხი ბავშვისაგან შედგება, მუშაობა გვიწევს ძირითადად ინდივიდუალურად, წყვილებში და ერთ ჯგუფში)
მოსწავლეებს ეგზავნებათ ბუკებში ინდივიდუალური სამუშაო ფურცლები (დანართი 1).
თითოეული მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.

აქტივობა 3 (4 წთ)

აქტივობა 4 (10 წთ)
პრეზენტაცია „ჭკვიანი ყვავი“ გადაეცემათ მოსწავლეებს ბუკებში როუტერის საშუალებით

III ფაზა -განმტკიცება-გამთლიანება
აქტივობა 4 (5 წთ)
შემაჯამებელი ტესტი:

აქტივობა 5 (5 წთ)
მუშაობა წყვილებში
შეავსეთ ბარათი და მუშაობა გრამატიკულ მასალაზე:


აქტივობა 6 (3 წთ)

ვაბრუნოთ  სიტყვები : გლეხი, საჭმელი . გახაზე ის ბრუნვები, სადაც შენიშნე ცვლილება:
სახელობითი
გლეხი
საჭმელი
მოთხრობითი


მიცემითი


ნათესაობითი


მოქმედებითი


ვითარებითი


წოდებითი




აქტივობა 7 ( 3 წთ)
შეავსეთ   კროსვორდი: 
„ჭკვიანი ყვავი“












































1.      სად ეძებდა ყვავი საჭმელს?
2.      ყანის თოხნა, გაწმენდა მავნებელი მცენარეებისაგან:
3.      როგორი შინაარსისაა ეს ტექსტი?
4.      სამუშაოდ ან შორეული მგზავრობის დროს თან წაღებული წასახემსებელი:
5.      ქათმის ნაშიერი:
6.      ვის სთხოვეს სოფლის მცხოვრებლებმა დახმარება?





აქტივობა 8  შეჯამება, რეფლექსია (1 წთ)
მოსწავლეები აკეთებენ შესრულებული აქტივობების ჩამონათვალს;

აქტივობა 9: (2 წთ)

ვიცოდი
გავიგე
მინდა ვიცოდე








აქტივობა 10 (1 წთ)
საშინაო დავალება:
მოსწავლეებს ეძლევათ დავალებათ, მოიძიონ ინფორმაცია ყვავის შესახებ.
შეფასება:
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და საკუთარ სამუშაო რვეულში აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს, ეს შეეხება:
·       სწრაფი, მიმდინარე ჩანაწერები იმ მოსწავლეთა მუშაობის ასპექტზე, რომლებიც : ა) ძნელად ან საერთოდ ვერ ართმევენ თავს რომელიმე სამიზნე უნარის დაუფლება-გამოყენებას; ბ) პასიურად ან საერთოდ არ ერთვებიან ამა თუ იმ აქტივობაში.
·       მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის სქემა. გაკვეთილის მსვლელობისას ან დასრულების შმდეგ ცხრილის უჯრებში მასწავლებელი ჩაწერს დაკვირვების შედეგებს ერთი - ორი სიტყვით ან სპეციალური სიმბოლოებით (მაგ: P/á/J - კარგი, საუკეთესო; ±/à/K - საშუალო, დამაკმაყოფილებელი; â/L - საშუალოზე დაბალი, არადამაკმაყოფილებელი;  ä - აწეული, გაუმჯობესებული; æ - დაწეული, გაუარესებული).



მოსწავლე
შეკითხვა, პასუხი და დისკუსია ტექსტის გარშემო
მუშაობა ლექსიკურ ერთეულებზე
ტექსტთან მუშაობა (სიტყვების დეკოდირება)
ტესტებზე მუშაობა და პრეზენტაცია
აქტიურ.
შესრულ.
აქტიურ.
შესრულ.
აქტიურ.
შესრულ.
აქტიურ.
შესრულ.







































მოსწავლეთა თვითშფასების ცხრილი (ივსება გაკეთილის დასრულების შემდეგ):
მოსწავლეთა თვითშეფასების ცხრილი:
რა გავაკეთე დღეს?

როგორ გავაკეთე?

ვისთან ერთად ვიმუშავე?

რა გავაკეთე კარგად?


აუცილებლად ვიყენებ პოზიტიურ განმავითარებელ შეფასებას სიტყვიერად;
 პრეზანტაციის შეფასება:

პრეზენტაციის შეფასება:
პრეზენტატორის სახელი, გვარი
გამართული და სწორი მეტყველება
მსჯელობს არგუმენტირებულად
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
1.



2.



3.



4.






 დაკვირვების შედეგებს ვიყენებ მოსწავლეებისათვის უკუკავშირის მიწოდების, დიფერენცირებული აქტივობების დაგეგმვის, მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფის, მშობლებთან კომუნიკაციის დროს.


Комментариев нет:

Отправить комментарий