საგანი:
|
ქართული ენა
|
||||||||||||||||
კლასი:
|
I
კლასი
|
||||||||||||||||
თარიღი:
|
|
||||||||||||||||
პედაგოგი:
|
ნუნუ სარჯველაძე
|
||||||||||||||||
თემა:
|
სასაუბრო „ოჯახი“
|
||||||||||||||||
სტანდარტი/ინდიკატორი:
|
ქართ. I.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატიურად
აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
ქართ. I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემაზე;
ქართ. I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ
თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;
ქართ. I.5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
ის ტექნ. I.1. მოსწავლე
ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს
და ოპერაციებს;
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების
გამოყენება;
|
||||||||||||||||
გაკვეთილის მიზანი:
|
·
მოსწავლეებმა გაიმდიდრონ სახლთან დაკავშირებული სიტყვების
მარაგი და შექმნან სახლების კონსტრუქცია;
·
კრიტიკული ანალიზისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება;
·
ოჯახური ურთიერთობების გაცნობა;
·
ოჯახის ყველა წევრის როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობა;
·
ისტ-ის ტექნიკის ჩრთვა-გამოყენება სასწავლო პროცესში;
|
||||||||||||||||
აქტივობები:
|
აქტივობა 1. /გამოწვევა/:
პროვოცირება:
- რა იციან ოჯახის შესახებ;
-რა არის ოჯახი;
მოსწავლეებს ვუჩვენებ ბუკის მონიტორზე ფოტოებს, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ოჯახებია გამოსახული, მაგ:აფრიკა, ინდოეთი, ამერიკა, საქართველო...
ვუსვამ
სააზროვნო კითხვებს:
- როგორ ფიქრობთ ვინ არიან გამოსახული ამ სურათებზე?
- რა არის ეს ხალხი ერთმანეთის?
- რა საერთო სახელი შეიძლება ვუწოდოთ მათ?
აქტივობა 2.
ასოციაციური რუკა „ოჯახი“, სადაც ხატია სახლი სხივებით, მოსწავლეები
ახასიათებენ და ასახელებენ სიტყვებს, რომელიც დამახასიათებელია ოჯახისთვის;
აქტივობა 3.
(რამდენიმე დღით ადრე მოსწავლეებს
ვთხოვ მოიტანონ ფოტოსურათები ოჯახური ალბომებიდან, სადაც ოჯახის წევრები და ოჯახური
დღესასწაულია ასახული);
-მოსწავლეები ისაუბრებენ თავიანთი ოჯახის შესახებ: მშობლები, ბებია,
ბაბუა, და , ძმა; ოჯახურ ტრადიციებზე; ოჯახის უფროს და უმცროს წევრზე, როგორ ეპყრობიან,
ექცევიან ერთმანეთს; ოჯახის დღის რეჟიმზე;
სიურპრიზად დავახვედრებ ისტ-ის გამოყენებით დამზადებულ პრეზენტაციებს
ოჯახური ალბომებიდან, რომლის პრეზენტატორები იქნებიან თავად თვითონ.
სადისკუსიო კითხვა:
-როგორ ეპყრობით მოხუცებს ოჯახში, მათ რომ იგრძნონ თქვენი სიყვარული?
როგორ გეპყრობიან ყველაზე პატარას ოჯახში, როგორ გრძნობ ოჯახის წევრების
სითბოსა და სიყვარულს?
მასწავლებელს საუბარი მიმყავს იქითკენ; რომ ოჯახი ერთადერთია, სადაც
მუდამ გველიან, გვღებულობენ და ვუყვარვართ ისეთები როგორებიც ვართ. მაგალითისთვის მოვიყვან ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს:
„საით მივდივართ და მუდამ შინისკენ“ ნოვალისი , „სხვა ყველაფერი შიძლება შეიცვალოს
, მაგრამ ოჯახით ვიწყებთ და ოჯახით ვამთავრებთ“ ანტონიო ბრენდელი;
ფიზკულტურული წუთშესვენება (მხიარული ლექსისი ფონზე);
აქტივობა 4.
„როლური თამაში“ - განასახიერებენ ოჯახის სხვადასხვა წევრებს, მოცემული
თემის მიხედვით სცენებს და სცენარის დასრულების შერმდეგ ჩავატარებთ მცირე რეფლექსიას:
-
რას განიცდიდით როგორც დედა? მამა? ბაბუა? ბებია?
-
-ყველაზე მეტად რომელი როლის შესრულება იყო სახალისო
? რატომ?
აქტივობა 5.
ისტ-ის გამოყენებით „გენეალოგიური ხის“ დამზადება:
აქტივობა 6.
ზეპირი სავარჯიშო მარცვლებზე, დავმარცვლოთ სიტყვები და დავითვალოთ მარცვლები:
აქტივობა 7.
ცნობილ მწერალთა ნაწარმოებებიდან პატარ-პატარა ნაწყვეტების გაცნობა,
სადაც საუბარია დედაზე (ლექსები), მამაზე, ბებიაზე, პაპაზე...
მაგ: ნ.დუმბაზე „გამოცანა“, გ.ლეონიძეც „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია
ამოდისო“...
აქტივობა 8.
საშინაო დავალება : დამიხატეთ თქვენი ოჯახი;
|
||||||||||||||||
დროის მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. (გამოწვევა) 5 წთ
აქტივობა 2. (გონებრივი იერიში) 5 წთ
აქტივობა 3. საუბარი „ჩემი ოჯახი“ 5 წთ
წუთშესვენება 1 წთ
აქტივობა 4. როლური თამაში 5 წთ
აქტივობა 5. ისტ-ი „გენეალოგიის ხე“ 4 წთ
აქტივობა 6. მარცვლები 2 წთ
აქტივობა 7. გამონათქვამები 5 წთ
აქტივომა 8. საშინაო დავალება
|
||||||||||||||||
შეფასების სტრატეგიები
|
დაკვირვება, ჩანაწერები, კომენტარი
|
||||||||||||||||
რესურსები
|
ტექნიკა და ინსტრუმენტები: სასკოლო ბუკი, ინტერნეტრი, სასწავლო და მეთოდური ლიტერატურა.
|
||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები:
|
-
ეცოდინებათ ოჯახის წევრების მოვალეობებისა და პატივისცემის
შსახებ;
-
ბუკების დანიშნულება და მათზე გამოყენება;
-
მოსწავლეები შმოქმედებითად და კრეატიულად გამოიყენებენ
ისტ-ის და მიღებულ ცოდნას;
-
დაამზადებენ სამახსოვრო ნახატს თემაზე“ჩემი ოჯახი“
და დაამზადებენ „გენეალოგიის ხეს“
|
||||||||||||||||
შენიშვნა
|
|
суббота, 28 февраля 2015 г.
გაკვეთილის გეგმა სასაუბრო-"ოჯახი" 1 კლასი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий