суббота, 21 февраля 2015 г.

საკონფერენციო თემა- სპორტისა და ესთეტიკის კათედრა


მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია N 69
სექცია - ხელოვნება
თემა: „ლურჯი ცხენების ფენომენი ხელოვნებასა და პოეზიაში“
სსიპ სამტრედიის რაიონის, სოფ: კორმაღლის სკოლა
XI კლასის მოსწავლე: მარიამ სარჯველაძე
პირადი ნომერი: 26001034083
T   591059654
თემის ხელ-ლი: ნუნუ სარჯველაძე
2014 წელი
მიზანი:
ფრანც მარკის სურათის „დიდი ლურჯი ცხენების“ კრიტიკული ანალიზი, პარალელები, მსგავსება და განსხვავება გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენებთან“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანთან“ და ადამ მიცკევიჩის „ფარისთან“;
გეგმა:
1.     შესავალი
გამ.ლიტ: „მხატვრობა მოსწავლეთათვის“ გამ: „ბაკურ სულაკაური“
2.     ფრანც მარკი , ჯგუფი „ლურჯი მხედარი“ (მხატვართა ჯგუფი)
გამ.ლიტ:Google, wikipedia
3.     ექსპრესიონიზმი
გამ.ლიტ:
·          Google
·          „მხატვრობა მოსწავლეთათვის“ გამ: „ბაკურ სულაკაური“
4.     ლურჯი ფერი და მისი ფსიქოლოგია
გამ.ლიტ:Google
5.     პარალელები
გამ.ლიტ:
·          გ.ჯავახაძე „უცნობი“, „ნაკადული“ თბილისი 1919
·          გ.ტაბიძე / რჩეული ლექსები http://saba.com.ge/books/details/468
·          ქართველი მწერლები სკოლაში „ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბილისი, „საქართველოს მაცნე
·          „საუკუნის პორტრეტები“ DVD დისკი, „გალაკტიონი“ 1 „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
6.     დასკვნა
 
 


ზაფხულის არდადეგებზე ვათვალიერებდი წიგნებს მხატვრობაზე, სადაც წავაწყდფრანც მარკის ერთ-ერთ სურათს დიდი ლურჯი ცხენები და ისე ღრმად ჩამეჭედა გონებაში მოსვენება ვკრგე...  რადგან იქვე, თვალწინ ჩამიქროლა გალაკტიონის  ლურჯაცხენებმა“, ტატოსმერანმა, ადამ მივკევიჩის „ფარისმა“და ვეძებდი მათ შორის მსგავსებას, კავშირს.
თუ დავაკვირდებისურათს:  ცისფერ, ლურჯ, ნაცრისფერ ტონალობებში გარდამავალი, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი ცხენები ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს, ოღონდ სხვადასხვა მხარეს იყურებიან; ცხენების წელისა თეძოს მოხაზულობას იმეორებს მხატვარი მთების კონტურეზე. თუ კი დაინტერესებული პირი მოიძიებს და დაათვალიერებს ფრანც მარკის სურათებს, აუცილებლად აღმოაჩენს, რომ ცხენისა დალურჯი ფერების კომბინაცია ძალიან ყვარებია მხატვარს;
ეხლა ცოტა რამ მხატვარზე, მხატვართა გერმანული ჯგუფი ლურჯი მხედარი 1911 წელს ჩამოყალიბდა . მას სათავეში ჩაუდგნენ ვასილი კანდინსკი და ფრანც მარკი, რო მელთაეს სახელები იმიტომ შეარჩიეს, რომ ლურჯი ფერი და ცხენები უყვარდათ. ჯგუფის წევრებს მიაჩნდათ,რომ მხატვრობა სულიერ თემებს უნდა გამოხატავდეს. მარკს ცხოველების ხატვა უყვარდა, ვინაიდან სწამდა, რომ ცხოველები ადამიანებზე უფრო ღირსეულად და ბუნებრივად ცხოვრობენ. ცხოველების და მათ შორის ცხენების ამსახველი სურათებით მარკი ცდილობდა იმ სიწმინდისა და უმანკოების ჩვენებას, რაც ადამიანებმა დაკარგეს. განსაკუთრებით იმ წლებში რომლებიც წინ უსწრებდა პირველ მსოფლიო ომს. ბედის ირონიით მარკი ამ ომში დაიღუპა.
ფრანც მარკი ექსპრესიონიზმის მიმდევარი იყო. ექსპრესიონიზმი არის სუბიექტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკრეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული  ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.
XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შდარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.
რაც შეეხება ლურჯ ფერს და მის ფსიქოლოგიას: ლურჯი არის სტაბილური, არაამაღელვებელი , ნდობის აღმძვრელი ფერი. ლურჯი შეიძლება იყოს ძლიერი და ამასთან მსუბუქი. თითქმის ყველა ადამიანს უყვარს ლურჯისა და ცისფერის რაიმე ტონალობა მაინც. ეს ფერი ხალხში ნდობასა და დაცულობასთან ასოცირდება. თუმცა ლურჯი ენერგიული ხასიათის გვერდით ატარებს მეორე, უფრო ნეგატიურ ხასიათს, ის ხშირად დეპრესიასთან, კაეშანთან არის სიმბოლირებული. ლურჯი ფერი ზოგადად ასოცირდება ზღვასთან, მამაკაცურ საწყისთან, პროდუქტიულობასთან, ინტერიერთან, ცასთან, მშვიდობასთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, სიმშვიდესთან, სიწყნარესთან, ნდობასთნ, სიგრილესთნ, კონსერვატიზმთან, წყალთან, ლოიალურობასთამ, დამოუკიდებლობასთნ, სისუფთავესთამ, ტექნოლოგიასთან, ზამთართან, დეპრესიასთაან, სიცივესთან, იდეალიზმთან, სიბრძნესთან, დიდებულებასთან, დიდსულოვნებასთან, პლანეტა დედამიწასთან, ძლიერებასთან, სინათლესთან, მეგობრობასთან, გლოვასთან და ძაძასთნ (ირანში); ლიბერალიზმთან და ნდობასთან (ამერიკულ პოლიტიკაში); კონსერვატიზმთან (გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროპაში). სხვადასხვა კულტურებში ლურჯი განსხვავებულ დატვირთვას იძენს, განსაკუთრებით კი რელიგიურ ჭრილში. თუმცა ერთში ყველა კულტურა ერთიანდება: ლურჯი უგუნურობის, ავი სულებისა და წარუმატებლობისაგან გვიცავს. ცნობილის, რომ ლურჯი და ცისფერი ფერები გვეხმარება დამშვიდებასა და დაძინებაში, ამ ფერთან ერთად დრო უფრო სწრაფად გადის. საუკეთესო ფერია საძინებლისათვის, თუმცა გადაჭარბებით მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოსაწყენი გარემო შექმნას.  ლურჯი მიჩნეულია „კორპორაციულ ფერად“, რადგან იგი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსერვატიზმთან, სტაბილურობასთან და საზრიანობასთან ასოცირდება. თუ წითელი ფერი გვაღელვებს და გვაფორიაქებს, ლურჯი პირიქით გვამშვიდებს და გრძნობებს გვიოკებს.  ე.ი.ლურჯი ფერი არის შემწყნარებლური ფერი, იგი ამშვიდებს სხეულს და გონებას, ქმნის უსაფრთხოების და ნდობის ატმოსფეროს. ლურჯი ფერი არის კრეატიულობის ნიშანი, მისი გამოყენება რეკომენდებულია კლასებში და აუდიტორიებში. ქარაქტერისტიკა: მშვიდობისკენ სწრაფვა, ჰარმონია მოყვასთან, ნდობისკენ. ლურჯი ფერი ხშირად არ უყვართ მწეველებს.
ეხლა რაც შეეხება გალაკტიონის „ლურჯა ცხენებს“... გალაკტიონის ლექსების ან კონკრეტული ლექსის გაცნობისათვის საჭიროა ჩავწვდეთ პოეტის მსოფლმხედველობას, რადგან პოეტურ რიტმებში მოქცეული მხატვრული სიმბოლოების ზემოქმედების ძალა იმდენად დიდია, რომ გარკვეულწილად მომზადებულ მკითხველს ისინი თავად მიუძღვიან ავტორის პიროვნული წარმოდგენებისა და მისი შინაგანი პრობლემების შეცნობისაკენ. გალაკტიონის შედევრების უმრავლესობა სიმბოლოზმის სულიერი და აზრობრივი პრობლემისკენ არის მიმართული . ეს პრობლემები სათავეს იღებს ადამიანის სარწმუნოებრივ გაორებაში. პოეტის გაორებული ბუნება კარგად ჩანს „ლურჯა ცხენებში“, რადგან პოეტი შეიგრძნობს, რომ XX ს-ის დამდეგს ქრისტიანული სამყარო კარგავს ღვთის რწმენას, კავშირს უფალთან, და იქვე მიისწრაფვის სარწმუნოების წიაღში.ამ ვითარების გამოგაორებულია პოეტის შინაგანი სულიერი სამყარო, მას არ იზიდავს ხილული მატერიალური სამყარო და ცდილობს, ზემატრერიალური, მიღმიერი სამყაროს შეცნობას.
ისევე როგორც ფრანც მარკის „დიდი ლურჯი ცხენები“ თუ დავაკვირდებით მის უკანა ფონს, იგი რეალიზმის ამსახველი არაა, რეალობა თავად ცხენებია, მის უკან მიღმიერი არარეალური და ცხენების ფერთა გრადაცია და სწრაფვა , გაორება რეალურიდან არარეალურისაკენ...თანაც თუ დავაკვირდებით სურათს, აღმოვაჩენთ, რომ ცხენების კონტური თითქოს ერთი ხელის მოსმით, ერთი ამოსუნთქვითაა დახატული, მოსმული...კუნთი, ძარღვი, რეალობასთან მაკავშირებელი არაფერი არ გააჩნია ამ შემთხვევაში ცხენები თითქოს სიზმრისეულია...
ყველაზე შემზარავი სახით ღვთის გარეშე დარჩენილი მიღმიერი სამყაროს სურათი გალაკტიონმა დაგვიხატა ლექსში „ლურა ცხენები“...„ლურჯა ცხენების“ პირველივე სტრიქონში ღმერთის ქრისტიანული სიმბოლო , მზე ჩამავალი მზის , დაისის, მიმწუხრის სახე-სიმბოლები  სიმბოლისტურ პოეზიაში აღნიშნავენ სულიერ დაცემას, რქმენის დაკარგვას, დეკადანსს. ამქვეყნად მყოფს აღარაფერი დარჩენია „ცივი და მიუსაფარი მდუმარების გარეშე“...
გალაკტიონისეულ სამუდამო მხარეში სიცივეა და სიმწუხარე, მდუმარებაა. აქ „არც სულს უხარია“, რადგან სასუფეველს მოკლებული ადამიანის სულს რაღა გაახარებს, ასევეა ნათელ ფერებს, მზის სინათლეს მოკლებული  „ლურჯი ცხენებიც“...ისიც მოწყენილია, თუმცა რატომღაც მგონია, რომ რაღაც შეუპოვრობის, ბედთან ბრძოლის სიმბოლოა და ბევრგან სხვა ლექსებშიც ვხვდებით ცხენებს გალაკტიონთან, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, ადამმიცკევიჩის „ფარისი“ და ყოველთვის ჭენებით, ქროლვით, ხეტიალით გაიელვებს გაოფლიანებული რაშები თითქოს ჩვენს თვალწინ. ბიბლიიდან, ახალი აღთქმიდან ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ: მაცხოვარი პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ჯორზე შემჯდარი შედის და არა ცხენით, რადგან ეს უკანასკნელი ბრძოლის სიმბოლოა, ხოლო ჯორი მშვიდობის ...ფრანც მარკს ძალიანუყვარდა ცხენები, google-ს სურათების დათვალიერებისას წააწყდებით მის სურათებს, ცხენების სხვადასხვა ვარიანტს, თუმცა უნდა აღვნიშნო აქვე, რომ ლურჯი ფერი აქაც დომინირებს...
ფრანც მარკი მეამბოხეა ხელოვნებაში, მხატვრობაში. იგი ხომ ექსპრესიონიზმის მიმდევარი იყო, მიმდევრობის რომელიც რეალობის დეფორმირებას გამოსახავდა საზოგადოებაში ემოციური რეაქციის გამოსაწვევად... ხოლო ჩემი გალაკტიონი, კი პირადად ემოციურ რეაქციებს გამოსახავდა თავის ლექსებში, თუმცა ვთვლი, რომ კარგი, საინტერესო ჩანახატები ჰქონდა. გავეცანი გ.ჯავახაძის „უცნობს“...ძალიან-ძალიან საინტერესო მონასმების ნიჭითაა დაჯილდოებული ეს გენიალური პოეტი, „მარტოობის ორდენის კავალერი“...
გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ მიღმიერი სამყარო ატარებს კიდევ ერთ ნიშანს“ აქ არ დაკარგულა დროის მდინარება: „აქ უსულდგმულო დღეებში რბიან, მიიჩქარიამ“, აქ „იჩქარიან წამები“, ამდენად ეს სამყარო არ ფლობს მარადულობას, იგი კვლავ ექვემდებარება დროის წარმავლობას, აქ მიღმიერი სამყარო მოუცავს „ლურჯა ცხენების“
გრგვინვა-გრიალს, რომლებიც დროისა და ბედის  სიმბოლურ „ბედის ტრიალში“არიან ჩამალულნი.
ფრანც მარკის ლურჯი ცხენებიც მორბიან, თუ დავაკვირდებითცხენების მოქნეულ-გადაქნეულ თავებს, ვფიქრობ ამქვეყნიურები არიან, რადგან უკანა პლანზე ტონები ბაცდება, რაც ქრისტიანულ კანონიკაში მიუღებელია. რელიგიურ სურათებში, ხატებს ჩრდილი არა აქვს და არც უკანა ფონები ღიავდებს; თუმცა შეიძლებე ვივარაუდოთ, რომ მოკვდავი ადამიანის ხილვაა...
„ლურჯა ცხენები“ წრებრუნვაზე დადის ყოველგვარი აღმავლობის, უფლისკენ სწრაფვის გარეშე. ეს ცხენები მიღმიერი სამყაროს მღელვარე, ქაოსურ უდაბნოდ  ესახება პოეტს,   რადგან აქ არ მეფობს კანონზომიერება, აქ მხოლოდ წყევლა და შეჩვენება,  ისმის ნაცვლად ლოცვისა, ახლა აქ მხოლოდ  „უდაბნო მღელვარებს“ (ნ.ბართშვილი)
ჩემი პოეტი სულიერად დაცემულია, იმდენად, რამდენადაც ყველაზე მძაფრად განიცდის კაცობრიობის საყოველთაო სულიერ მდგომარეობა. თუ ის ცხოვრობდა სულიერი განწმედნისა და აღზევების დროში, მისი ლექსებიც აღმაფრენის, ზოგადი ჰარმონიის გამომხატველნი იქნებოდნენ, მაგრამ მოდერნიზმის ეპოქაში მის პოეტურ შთაგონებას, მის „ღამის ზმანებას“ სწორედ ამგვარი ხილვა, ამგვარი „სიზმარიანი ჩვენება ეწვია...
ვინ იცის, იქნებ სწორედ საზოგადოებამ, დრომ, ეპოქამ, გარემოებამ და ბევრმა-ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი გალაკტიონის გზა რომ ყოფილიყო განუმეორებელი, ბუმბერაზი სულის პატრონო. გაჭენებული ლურჯი ცხენები ალბათ სწორედ რეალობის დეფორმირებულად გამოსახვაა.  ახალმა მიმდინარეობამ „გადარია“ ფრანც მარკის „დიდი ლურჯი ცხენები“...
ვფიქრობ გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ მოიცავს არა იმდენად საფრთხეს, არამედ გაფრთხილებას, თუ რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პიროვნებისთვის ღვთის რწმენის დაკარგვს, თუ რამდენად უსასოოდ აღიქვამს ამგვარი პიროვნება არა მხოლოდ მატერიალურ სამყაროს, სააქაო ცხოვრებას, არამედ მიღმიერ სამყაროსაც. „სამუდამო მხარეშიც“ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებაში არსებობდა ცოდვილთა ტანჯვის, მათი - „საუკუნო პატიჟის“ გამოსახვის ტრადიცია, მაშინ გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ შეიძლება გავიცნოთ, როგორც ამ ტრადიციის გაგრძელება. ნიშანდობლივია, რომ ქრისტიანული ეკლესიის წმინდა მამებიც კი არ უფრთხოდნენ საკუთარი ტკივილების წარმოჩენას , რათა ამ ფორმით  წარმოეჩინათ ისიც თუ რაოდენ სანატრელი, რაოდენ სანეტარო შეიძლება იყოს ის შვება , რომელსაც უფალი მიმადლებს სარწმუნოების წიაღში მონანიებით დაბრუნებულ სულს. გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაშიც მრავლად შვხვდებით ისეთ ქმნილებებს, სადაც ნათლად სჩანს პოეტის სწრაფვა ამგვარი მონანიებისკენ . სწორედ ამ ლექსენ]თან მთლიანობაში უნდა განვიხილოთ“ლურჯა ცხენებიც“,რადგან გალაკტიონ ტაბიძის ლირიკა, სიმბოლისტური პოეზიის კანონზომიერების  შესაბამისად მოიცავს როგორც დიდი სულიერი დაცემის ისე დიდი სულიერი  აღმაფრენის გამომსახველ სცენებსაც;
განსხვავებული გზით სიარული, ხომ რჩეულთა ხვედრის, განსაცდელი გვაახლოებს ღმერთთან და აქვე პატრიარქის  სიტყვებს გავიხსენებ: „-მე შევიყვარე განსაცდელი, რადგან განსაცდელმა დამაახლოვა ღმერთთან“...
უადგილო არ იქნება თუ გავიხსენებთ ადამ მიცკევიჩის „ფარისის“ ნიკილოზ ბარათაშვილის „მერანს“... ტატოს „მერანი“ თავგანწირული გიჟური ლტოლვით , სრბოლით უგზო-უკვლოდ კლდეებსა და ღრეებზედ დაეხეგტება. დედამიწაზე სასვენი ბინა ვერ უპოვია და მხედარი „შავადმღელვარი“ ფიქრით მოსილი დაეხეტება...
„მერანის“ ქმედითი, აქტიური, ოპტიმისტური მსოფლმხედველობა დამყარებული არა საბოლოო მიზანზე იდეალის მიღწევის იმედზე, მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს იმის შეგნება, რომ ადამიანი გაჩენილია , მთელი თავისი არსებით მოწოდებულია ამ მიზნის მისაღწევად , განწირული ბრძოლისათვის. ეს არის ტრაგიკული ოპტიმიზმი.
საინტერესო პარალელებია მსოფლიო ლიტერატურაში. ადამ მიჩკევიჩის „ფარისი“, პოლონელი პოეტის ამ ლექსმა გავლენა მოახდინა ტატოზე...წინააღმდგობებთან შეჭიდებული მხედრის სახე სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი ნაირსახეობებით საკმაოდ ხშირად გვხვდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ლიტერატურის ძეგლებშიც. ამის შესახებ შენიშნავს ს.ჩიქოვანი:“არისტოს ეპიკური სიმღერით „დაუდგრომელი როლანდით“ დაწყებული პიუდომის  ჭენებამდე ცხენოსანი, ბედთან შეჭიდებული ვაჟკაცი მრავალი ვარიანტით გაელვებულა პოეზიაში.“
ფრანც მარკის ცხენები მხედრის გარეშე მიჰქრიან, უფრო დამოუკიდებელნი, ლაღები არიან; თუმცა იდუმალი მხედარი თავად მხატვარია...რომელმაც ისევე, როგორც ტატომ და გალაკტიონმა ლამაზი კვალი დატოვა თავისი „დიდი ლურჯი ცხენებით“
გალას, ტატოს შემოქმედება ჰიმნია გმირობისა. მათ შემოქმედებაში (ამ შემთხვევაში „მერანი“ და „ლურჯა ცხენები“) გადმოცემულია ტიტანური ქარტეხილიანი ამბოხება ადამიანის სულისა . დიად „მეს“ ტრაგიზმია:
და „თუ აქამომდე არ ემონა მას,
                                 არც აწ ემონის ჩემი მხედარი“...
ვფიქრობ, თემა საინტერესო გამოვიდა; შევეცადე ჩავწვდომოდი ფრანც მარკის ცხენებს, რომლებიც მისტიური სამყაროდან მოდიან და ლურჯი ფერების გრადაციით მყისიერად გალაკტიონის, ტატოს და ადამ მიცკევიჩის „ფაროსს“ გაგვახსენებენ. ჩემის აზრით, ჩემს მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ერთ-ერთ რესურსად გამოადგებათ დაინტერესებულ პირებს, მოსწავლეებს ახლოს გაიცნონ და წარმოიდგინონ ფრანც მარკის „დიდი ლურჯი ცხენები“...


 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

·          „ქართველი მწერლები სკოლაში“ ნ.ბარათაშვილი, თბილისი, „საქართველოს მაცნე“

·          გ.ჯავახაძე „უცნობი“ ,“ნაკადული“ თბილისი 1919

·          მხატვრობა მოსწავლეთათვის „ბაკურ სულაკაური“

·          გ.ტაბიძე / რჩეული ლექსები http://saba.com.ge/books/details/468

·          Google , wikiperia

·          საუკუნისპორტრეტები“ DVD დისკი, „გალაკტიონი“ 1 „საზოგადოებრივიმაუწყებელი

 

 

____________________________________________

 

რეცენზია:

გავეცანი მოსწავლის, მარიამ სარჯველაძის წარმოდგენილ თემას „ლურჯი ცხენები“... აღსანიშნავია, რომ საინტერესო პარალელებია მოტანილი. კარგია, რომ წიგნთან კავშირი, მუშაობა იგრძნობა. მოსწავლე გაცნობია სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, მოუპოვებია მასალა ინტერნეტით, ბიბლიოთეკით...

ერთი ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე ვერ იწამებ, ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ იწამე ვერ დაინახავ... მოსწავლიე მიერ წამოდგენილ თემაში, მხარვარი თუ პოეტები ეძიებენ, ებრძვიან ამქვეყნიურ ყოფას და სულიერ სიმშვიდეს ცხენებზე ამხედრებული ეძებს...

და მაინც...

„და გზა უვალი, შენგან თელილი,

მერანო ჩემო მაინც დარჩება...“

დარჩა და როგორ, სწორედ ამაშია ცხოვრების არსი, სიგრძე და სიგანე... აუცილებელი არაა ადამიანმა იცხოვროს დიდხანს და უშინაარსოდ, მთავარია მისმა თუნდაც ერთი ბეწო არსებობამ კვალი განათებული დატოვო...

           

თემა განხილულია სასკოლო კონფერენციაზე, მოწონებულია და უფლება ეძლევა

სარაიონო სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე  წარსადგენად. ვუსურვებ, მომავალ „მკვლევარს“, წარმატებებს!

 

 

 

                   თემის ხელ-ლი: ნუნუ სარჯველაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий