четверг, 31 марта 2016 г.

ოჯახური აღზრდის სხვადასხვა სტილი

ოჯახური აღზრდის სხვადასხვა სტილი




  
ლიბერალური - მშობლები არიანრბილებიდა ზედმეტად დამთმობები. ბავშვს ყველა სურვილს უსრულებენ და ამას სითბოსა და მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნევენ. ოჯახში არ არსებობს ნორმები და წესები, რომლებსაც ემორჩილებიან ოჯახის წევრები; ბავშვები არიანმეამბოხეები“, არ ითვალისწინებენ სხვის აზრს და უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია.
 

 
ინდიფერენტული - მშობლები ზრუნავენ შვილების მხოლოდ ელემენტარული მოთხოვნილებების (კვება, ჩაცმა) დაკმაყოფილებაზე; იჩენენ უყურადღებობასა და სრულ ჩაურევლობას მათ ცხოვრებაში, ბავშვები გამოხატავენ უნდობლობას და მუდმივ შფოთვას სამყაროს მიმართ; გამოირჩევიან აგრესიულობით.
  

ავტორიტარული - მშობლები დირექტიული მიდგომით ურთიერთობენ ბავშვებთან - „ამის გაკეთება არ შეიძლება!“, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ყოველგვარი ახსნის გარეშე, უწესებენ სასჯელს. ბავშვი ითრგუნება, ექმნება არაადექვატური შეხედულება საკუთარ თავზე, დაბალია მისი თვითშეფასება.
 

 
ავტორიტეტული - მშობლები ექცევიან შვილებს როგორც თანასწორს, ახორციელებენ თანმიმდევრულ, ობიექტურ და სამართლიან კონტროლს ქცევაზე; ენდობიან და გვერდში უდგანან მათ სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესში. ოჯახში არსებობს წესები, რომლებსაც ემორჩილება ოჯახის ყველა წევრი


ძვიფასო მშობლებო!

დაფიქრდით, აღზრდის რომელ სტილს მიმართავთ
შვილებთან ურთიერთობისას!
                          შვილების განათლებაში მშობელთა ჩართულობის ფორმებიმშობლის ჩართულობა  სკოლის პირობებში:

·        სასკოლო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე დასწრება
·        
საუბარი მასწავლებლებთან შვილის მიღწევებსა და პრობლემებზე
·        
მონაწილეობა სასკოლო აქტივობებში და ღონისძიებებში
·        
მონაწილეობა სკოლის მართვაში
  
მშობლის ჩართულობა სახლის პირობებში:
·        ჩართულობა აკადემიური ცოდნის დაუფლების პროცესში (დახმარება გაკვეთილების მომზადებაში)
·        
დახმარება სასკოლო პროექტისთვის თემებისა და სათანადო ლიტერატურის შერჩევაში
·        
არასასკოლო აქტივობებში მონაწილეობის მიღება( თეატრში, ბიბლიოთეკაში ერთად სიარული, საინტერესო საუბრები სხვადასხვა თემებზე და სხვ.)
·        
მშობლის პირადი მაგალითი ( მშობლის ინტერესები, მისი დამოკიდებულება სკოლისადმი, წიგნიერებისადმი და ..)
  
რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლების ჩართვა სასწავლო პროცესში?

·        მკვეთრად იზრდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება
·        
იზრდება მოსწავლის მოტივაცია
·        
ბავშვს უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება
·        
უმჯობესდება მოსწავლის დისციპლინა
·        
იზრდება სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი

Комментариев нет:

Отправить комментарий