вторник, 29 марта 2016 г.

გაკვეთილის გეგმა: „იხვის მახინჯი ჭუკი“ ჰანს ქრისტიან ანდერსენი

გაკვეთილის თემა
„იხვის მახინჯი ჭუკი“  ჰანს ქრისტიან ანდერსენი
სწავლების საფეხური
დაწყებითი, II კლასი
პედაგოგი
ნუნუ სარჯველაძე

თარიღი
8.02.2016

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
·         იმუშაოს ტესტებზე, კროსვორდებზე, სამუშაო ფურცლებზე დამოუკიდებლად;
·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         გადმოსცემს მოსმენილი და ნანახი ტექსტის შინაარსს;
·         ტექსტზე დაფუძნებით დაახასიათებს პერსონაჟებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ;
·         მოსმენილი ტექსტის შესაბამისად გადმოსცემს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმებს;
·         ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს, აბზაცებს;

   განუვითარდებათ  გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
ესგ სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვაკლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა). ფლობს კროსვორდებზე, ტესტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს;
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
•             როგორ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს;
•             რამდენად გაართვეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოს;
•             როგორ მუშაობენ ტესტებზე;
•             როგორ ასრულებენ ჯგუფურად საერთო პლაკატის ან გამაფრთხილებელი, ტოლერანტული შინაარსის წარწერას;
·         როგორ გააგრძელებენ მოთხრობას, თუ როგორ მოიქცნენ პერსონაჟები, რა რჩევას მისცემდნენ შინაურ ფრინველებს, ადამიანებს, როგორ მოახერხეს მოსწავლეებმა აღნიშნული თემის პრეზენტაცია;
•             როგორ ასრულებენ წერით დავალებას (რამდენად  აფასებენ პერსონაჟს, შემოქმედებითად გადმოსცემენ საკუთარ აზრს).
შესაძლებელია მოცემული მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ ანალიტიკური შეფასების რუბრიკის სახით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები, ცხრილებით ყველა მოსწავლისათვის, კროსვორდები,
ტესტები, დაფა, ცარცი. II  კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოები, „ქართული ენა“ გორდელაძე, კუხიანიძე „ბაკურ სულაკაური“
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ვიდეო გაკვეთილი,
პროგრამა Word -ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშო ;
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამაკლასის მართვა“.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის დამხმარე ელექტრონულ წიგნს და ურიგებს დაბეჭდილ ფურცლებს, სადაც მოცემულია ტექსტი , აძლევს მითითებას, რომ  ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, სამუშაო ფურცლებიშესრულებული სამუშაო მოიტანონ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ.
 ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობსშებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ დამხმარე წიგნს წინასწარ ადგენს მასწავლებელი. წიგნში მოცემულია ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები, რაც მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა  სახლში  მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.

გამოწვევა: მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის სათაურის მიხედვით და აფიქსირებს ფურცელზე.
შემდეგ, ავსებს ამობეჭდილი ტექსტის; “გონებრივი იერიშის“ პრინციპით, პატარები აფიქსირებენ თუ რა იციან იხვისა და გედის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის შესახებ შესახებ; (5 წთ)

წვდომა:  ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტესტის წაკითხვა-მოსმენას, უკვირდება სიტყვებს, ამოიცნობს პერსონაჟებს, თვისებებსა და არგუმენტებს.(5 წთ)

რეფლქსია: წაკითხვის შემდეგ მოსწავლე პასუხობს კითხვებს, რაც  წარმოდგენილია ელ. წიგნში ტესტური დავალების სახით .

მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.

აქტივობა 1 გამოწვევა  (5 წთ)
 განხილვა სამუშაო ფურცლების:
მოსწავლეები განიხილავენ დავალების დროს შესრულებულ ცხრილებს, კითხვებს; აკეთებენ იმ სიტყვებისა და თვისებების ჩამონათვალს, რომელიც იხვისა და გედის მახასიათებელია.

მასწავლებელი გახსნის  ორსტრიქონიან ფაილს. გაკვეთილის მართვის პორგრამით   „ეკრანის გადაცემით“ მასწავლებელი  ავსებს საჩვენებელ ფურცელსა დავალება 1 და პასუხი ეცემა დასმულ კითხვებს:
·         რას  წუხდა დედა იხვი?
·         რომელმა ფრინველებმა დაიბრიყვეს ჭუკი?
·         როგორ მოექცნენ საწყალ ჭუკს შინაური ფრინველები?
·         რად გადაიქცა ბოლოს მახინჯი ჭუკი?
·         რა ყოფილა იმის მიზეზი, რომ იხვმა ასეთი უცნაური ჭუკი გამოჩეკა?
·         წარმოიდგინე და აღწერე,როგორი იყო ჭუკი? რატომ შეცდნენ შინაური ფრინველები?
·         რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ ზღაპარში?

აქტივობა 2  ტექსტზე მუშაობა (5 წთ)
კიდევ ერთხელ გადახედავენ ტექსტს, წაიკითხავენ ტექსტს აბზაც-აბზაც;
მასწავლებელი გამოყოფს ტექსტიდან სიტყვებსა და გამოთქმებს და შეკითხვა: -როგორ გესმით გამოთქმები: „რაღა ღმერთი გაუწყრა“, „ვერც კი წარმოიდგენდნენ“, დაიბრიყვეს, გააძევეს.

მოსწავლეებს სახლში დამუშავებული აქვთ გაკვეთილის თემა ვიდეო გაკვეთილის ფორმატით, მასწავლებლის კომენტარებითა და სამუშაო ფურცლებით  და შესაბამისად მათი სიტყვებით, მარტივი ენით გადმოცემენ გაცნობილ მასალას.

აქტივობა 3. ტესტი (10 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  word-ის ფორმატში ჩაწერილ სამუშაო ფურცელს, სადაც ხდება მოსწავლეთა იდეების ჩამოყრა, პერსონაჟის ნიშან-თვისებების შესახებ; აქვეა მოცემული გრამატიკული სავარჯიშოები;          

აქტივობა 4. (2 წთ)
მუშაობა დაფაზე
მოცემულია სხვადასხვა შინაარსის წინადადება, აღნიშნე, რომელი რას გამოხატავს:
·         -ეს რა მოხდა?  /შეკითხვას/
·         მახინჯი იხვის ჭუკი გაიზარდა და ულამაზეს თეთრ გედად გადაიქვა!            /გაოცებას/
·         ერთ ეზოში იხვის მახინჯი ჭუკი დაიბადა.   /თხრობას/


აქტივობა 5 (5 წთ)
ა. შეურჩიეთ მოთხრობას სხვა სათაური;
ბ. მოიფიქრეთ მოთხრობის გაგრძელება, რომელშიც გავიგებთ, ფრინველები როგორ მოიქცნენ, მათ რა გაიფიქრეს, რა თქვეს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ეზოს ბინადართ იხვის ჭუკთან;

მოსწავლეებს შინ შესრულებული აქვთ სამუშაო ვარიანტი და მასწავლებელს წარუდგენენ შესრულებულ სამუშაოს. აქაც, ისევე როგორც, სსვა დავალებების შემთხვევაში საჩვენებელი ვერსია ივსება „ეკრანის გადაგზავნის“ პრინციპითა და მოსწავლეების დახმარებით. 

აქტივობა 6 (5 წთ)
შეადგინეთ გამაფრთხილებელი წარწერა ტოლერანტობის თემაზე, პასუხი ახსენით;

აქტივობა 7 (3 წთ)
მივწეროთ წერილი პრერსონაჟს

რეფლექსია, შეჯამება. (3წთ)
 დამუშავებულ მასალაზე ჩატარებული სამუშაოების აღწერა.

 საშინაო დავალება:   (2 წთ)
გადავიწეროთ ტექსტიდან პირველი აბზაცი.





Комментариев нет:

Отправить комментарий