вторник, 29 марта 2016 г.

გაკვეთილის გეგმა:„ბაყაყები და კურდღლები“ ი.გოგებაშვილი

გაკვეთილის თემა
„ბაყაყები და კურდღლები“ ი.გოგებაშვილი
სწავლების საფეხური
მე-2 კლასი
მოსწავლეთა პროფილი

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
·         ვარაუდების გამოთქმას, ინდივიდუალურად და ჯგუფებში მუშაობას;
·         დაახასიათოს პერსონაჟები;
·         გამოიტანოს სათანადო დასკვნები;
·         წერილი მიწეროს პერსონაჟს;
·         იმუშაოს „გმირის რუკაზე“, სამუშაო ფურცლებზე დამოუკიდებლად;
·         შეძლებს მოთხრობის გაგრძელებას, იმპროვიზაციას აღნიშნულ თემაზე, პრეზენტაციას;
   განუვითარდებათ  გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
ესგ სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.9.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა,  კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
•             როგორ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს;
•             რამდენად გაართვეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოს;
•             როგორ მუშაობენგმირის რუკებზე“(წარმოადგინეს პერსონაჟების მახასიათებელი სიტყვები)
•             როგორ ასრულებენ წერით დავალებას რაფთ ფორმატით _ „წერილი მოთხრობის საყვარელ პერსონაჟს“;
·         როგორ გააგრძელეს მოთხრობა, თუ როგორ მოიქცნენ პერსონაჟები, როგორ მოახერხეს მოსწავლეებმა აღნიშნული თემის პრეზენტაცია;
•             როგორ ასრულებენ წერით დავალებას (რამდენად  აფასებენ პერსონაჟს, შემოქმედებითად გადმოსცემენ საკუთარ აზრს).
შესაძლებელია მოცემული მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ ანალიტიკური შეფასების რუბრიკის სახით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები, ცხრილებით ყველა მოსწავლისათვის, „გმირის რუკა“
ფურცლები წერილებისთვის, დაფა, ცარცი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ვიდეო გაკვეთილი,
პროგრამა Word -ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშო , გააგრძელე მოთხრობა,  „გმირის რუკა“;
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამაკლასის მართვა“.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის დამხმარე ელექტრონულ წიგნს და ურიგებს დაბეჭდილ ფურცლებს, სადაც მოცემულია ტექსტი , აძლევს მითითებას, რომ  ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, სამუშაო ფურცლები.  შესრულებული სამუშაო მოიტანონ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ.
 ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობსშებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ დამხმარე წიგნს წინასწარ ადგენს მასწავლებელი. წიგნში მოცემულია ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები, რაც მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა  სახლში  მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.

გამოწვევა: მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის სათაურის მიხედვით და აფიქსირებს ფურცელზე.
შემდეგ, ავსებს ამობეჭდილი ტექსტის; “გონებრივი იერიშის“ პრინციპით, პატარები აფიქსირებენ თუ რა იციან ბაჭიებისა და ბაყაყების შესახებ; (5 წთ)

წვდომა:  ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტესტის წაკითხვა-მოსმენას, უკვირდება სიტყვებს, ამოიცნობს პერსონაჟებს, თვისებებსა და არგუმენტებს.(5 წთ)

რეფლქსია: წაკითხვის შემდეგ მოსწავლე პასუხობს კითხვებს, რაც  წარმოდგენილია ელ. წიგნში ტესტური დავალების სახით .

მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.

აქტივობა 1 „გონებრივი იერიში“, (3 წთ)
 განხილვა სამუშაო ფურცლების:
მოსწავლეები განიხილავენ დავალების დროს შესრულებულ ცხრილებს, კითხვებს; აკეთებენ იმ სიტყვებისა და თვისებების ჩამონათვალს, რომელიც ბაჭიებისა და ბაყაყების მახასიათებელია.

მასწავლებელი გახსნის  ორსტრიქონიან ფაილს. გაკვეთილის მართვის პორგრამით   „ეკრანის გადაცემით“ მასწავლებელი  ავსებს საჩვენებელ ფურცელსა დავალება 1 და პასუხი ეცემა დასმულ კითხვებს:
·         -რა დაიჩივლეს კურდღლებმა?
- რატომ გადაწყვიტეს მათ წყალში გადახტომა?
- რატომ გადაიფიქრეს კურდღლებმა მდინარეში ჩახტომა?

აქტივობა 2  (5 წთ)
- იპოვეთ შინაარსით  განსხვავებული სიტყვა:
            გამოსწიეს, გამოემართნენ,
            გამოაცხადეს
მოსწავლეებს სახლში დამუშავებული აქვთ გაკვეთილის თემა ვიდეო გაკვეთილის ფორმატით, მასწავლებლის კომენტარებითა და სამუშაო ფურცლებით  და შესაბამისად მათი სიტყვებით, მარტივი ენით გადმოცემენ გაცნობილ მასალას.

აქტივობა 3. (8 წთ)
„გმირის რუკა“, როგორი შეიძლება იყოს გმირი/პერსონაჟი, თვისება, ატგუმენტი და მათი დამოკიდებულება თითოეული პერსონაჟისადმი.
„ეკრანის გადაცემით“ მასწავლებელი მოსწავლეებს გადაუგზავნის word-ის ფორმატში ჩაწერილ სამუშაო ფურცელს, სადაც ხდება მოსწავლეთა იდეების ჩამოყრა, პერსონაჟის ნისან-თვისებების შესახებ;          

აქტივობა 4. (2 წთ)
მუშაობა ტექსტზე
მოცემულია სამუშაო ფურცლები, რომლის საჩვენებელი ვარიანტი ივსება თვალსაჩინოებისათვის სკოლაში, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა იდეები:

·         - გაიხსენე მნიშვნელობით საპირისპირო სიტყვა:
გ ა გ უ ლ ა დ ე ბ უ ლ ი  ___   
შესახებ:

აქაც საჩვენებელი ვერსია ივსება მასწავლებლის დახმარებით და „ეკრანის გადაცემის“ პრინციპით გადაეგზავნება მოსწავლეებს.  

აქტივობა 5 (5 წთ)
ა. შეურჩიეთ მოთხრობას სხვა სათაური;
ბ. მოიფიქრეთ მოთხრობის გაგრძელება, რომელშიც გავიგებთ, ბაყაყები როგორ მოიქცნენ, მათ რა გაიფიქრეს, რა თქვეს

მოსწავლეებს შინ შესრულებული აქვთ სამუშაო ვარიანტი და მასწავლებელს წარუდგენენ შესრულებულ სამუშაოს. აქაც, ისევე როგორც, სსვა დავალებების შემთხვევაში საჩვენებელი ვერსია ივსება „ეკრანის გადაგზავნის“ პრინციპითა და მოსწავლეების დახმარებით. 

აქტივობა 6 (5 წთ)
შეავსეთ „გმირის რუკა“, სადაც მითითებულია კონკრეტული პერსონაჟი, თვისება და არგუმენტი ტექსტიდან და „ჩემი დამოკიდებულება აღნიშნული პერსსონაჟის“; 

აქტივობა 7 (3 წთ)
მივწეროთ წერილი პრერსონაჟს

რეფლექსია, შეჯამება. (2 წთ)
 დამუშავებულ მასალაზე ჩატარებული სამუშაოების.

 დავალება: გადავიწეროთ ტექსტიდან ბოლო აბზაცი.

Комментариев нет:

Отправить комментарий