вторник, 29 марта 2016 г.

გაკვეთილის გეგმა:„მზე შინა“ უძველესი ხალხუი სიმღერა

გაკვეთილის თემა
„მზე შინა“ უძველესი ხალხუი სიმღერა
სწავლების საფეხური
მე-2 კლასი/ 1.10.2015
მოსწავლეთა პროფილი

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
·         ვარაუდების გამოთქმას, კონტექსტური გასაღებების ამოცნობასა და გამოყენებას ტექსტის შინაარსის გაგებისათვის;
·         დაახასიათოს პერსონაჟები;
·         გამოიტანოს სათანადო დასკვნები;
·         მიესალმოს წარმოსახვით პერსონაჟს;
·         იმუშაოს ასოციაციურ რუკაზე, სამუსაო ფურცლებზე დამოუკიდებლად;
   განუვითარდებათ  გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
ესგ სტანდარტი:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუ-ძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.9.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა,  touch-pad-, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
•             როგორ შეავსეს მოასწავლეებმა დაკარგული სიტყვები(რამდენად მრავალფეროვანი სიტყვები წარმოადგინეს და ემთხვევა თუ არა  კონტექსტს);
•             რამდენად გაართვეს თავი კითხვის შერჩეულ სტრატეგიას, „დაკარგულ სიტყვებს“ (შეავსეს ცხრილები, შეადარეს სწორი და არასწორი ვარიანტები. გამოიტანეს დასკვნებიროგორ მიაგნეს სიტყვებს)
•             როგორ ასრულებენ წერით დავალებას რაფთ ფორმატით _ „წერილი მოთხრობის საყვარელ პერსონაჟს
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
•             როგორ შეავსეს მოასწავლეებმა დაკარგული სიტყვები( ემთხვევა თუ არა  კონტექსტს);
•             რამდენად გაართვეს თავი კითხვის შერჩეულ სტრატეგიას, „დაკარგულ სიტყვებს“ (შეავსეს ცხრილები, შეადარეს სწორი და არასწორი ვარიანტები. გამოიტანეს დასკვნებიროგორ მიაგნეს სიტყვებს)
•             როგორ მუშაობენასოციაციურ რუკაზე“(წარმოადგინეს პერსონაჟის მახასიათებელი სიტყვები)
•             როგორ ასრულებენ წერით დავალებას (რამდენად  აფასებენ პერსონაჟს, შემოქმედებითად გადმოსცემენ საკუთარ აზრს).
შესაძლებელია მოცემული მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ ანალიტიკური შეფასების რუბრიკის სახით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ლექსის დაბეჭდილი ტექსტები დაკარგული სიტყვებით, ცხრილებით ყველა მოსწავლისათვის, „ასოციაციური რუკა“
ფურცლები წერილებისთვის, დაფა, ცარცი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ვიდეო გაკვეთილი,
პროგრამა Word -ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშოააწყე ტექსტი, „ასოციაციური რუკა“, „რომელი მზე“;
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამაკლასის მართვა“.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის დამხმარე ელექტრონულ წიგნს და ურიგებს დაბეჭდილ ფურცლებს, სადაც მოცემულია ტექსტი დაკარგული სიტყვებით, სიტყვების ცხრილებითაძლევს მითითებას, რომ  ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად გამოიცნონ დაკარგული სიტყვები და  შეავსონ ცხრილები, სამუშაო ფურცლები.  შესრულებული სამუშაო მოიტანონ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ.
 ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობსშებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ დამხმარე წიგნს წინასწარ ადგენს მასწავლებელი. წიგნში მოცემულია ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები, რაც მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა  სახლში  მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.

გამოწვევა: მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის სათაურის მიხედვით და აფიქსირებს ფურცელზე.
შემდეგ, ავსებს ამობეჭდილი ტექსტის დაკარგულ სიტყვებს მასწავლებლის მითითების შესაბამისად.

წვდომა:  ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტესტის წაკითხვა-მოსმენას, უკვირდება სიტყვებს, ამოიცნობს დაკარგული სიტყვების სწორ ვერსიებს და აფიქსირებს ცხრილში .

რეფლქსია: წაკითხვის შემდეგ მოსწავლე პასუხობს კითხვებს, რაც  წარმოდგენილია ელ. წიგნში ტესტური დავალების სახით .

მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.

აქტივობა 1 (10 წთ)
„გონებრივი იერიში“,  განხილვა სამუშაო ფურცლების:
მოსწავლეები განიხილავენ დავალების დროს შესრულებულ ცხრილებს, კითხვებს; აკეთებენ ხალხური ლექსებისა და ზღაპრების ჩამონათვალს, იძლევიან სიტყვა „ხალხურის“ მათეულ განმარტებას.

მასწავლებელი გახსნის  ორსტრიქონიან ფაილს. გაკვეთილის მართვის პორგრამით   „ეკრანის გადაცემით“ მასწავლებელი  ავსებს საჩვენებელ ფურცელსა დავალება 1 და პასუხი ეცემა დასმულ კითხვებს:
·         რომელ მნათობს უმღერის ხალხი?
·         კიდევ რა იცით მზის შესახებ?
·         გინახავთ მზის გამოსახულება რაიმეზე?
·         რას ნიშნავს „ხალხური“?
·         გაიხსენეთ ხალხური ლექსი, ზღაპარი:
მოსწავლეები ახდენენ  საკუთარი ცხრილის ანალიზს.

აქტივობა 2 (2 წთ)
მოისმინეთ სიმღერა „მზე შინა“ და გადმოეცით თქვენი სიტყვებით რა გაიგეთ ამ უძველესი სიღერის ტექსტიდან?
მოსწავლეებს სახლში დამუშავებული აქვთ გაკვეთილის თემა ვიდეო გაკვეთილის ფორმატით, მასწავლებლის კომენტარებითა და სამუშაო ფურცლებით, სადაც ამომწურავად მიეწოდებათ ინფორმაცია მზის, მზის კულტის, ბორჯღალის შესახებ და შესაბამისად მათი სიტყვებით, მარტივი ენით გადმოცემენ გაცნობილ მასალას.

აქტივობა 3. (3 წთ)
„ასოციაციური რუკა:, როგორი შეიძლება იყოს მზე...
„ეკრანის გადაცემით“ მასწავლებელი მოსწავლეებს გადაუგზავნის word-ის ფორმატში ჩაწერილ სამუშაო ფურცელს, სადაც ხდება მოსწავლეთა იდეების ჩამოყრა, თუ როგორი შეიძლება იყოს მზე.

აქტივობა 4. ( 10 წთ)
მუშაობა ტექსტზე
მოცემულია სამუშაო ფურცლები, რომლის საჩვენებელი ვარიანტი ივსება თვალსაჩინოებისათვის სკოლაში, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა იდეები:

·         რატომ უყვართ და სურთ ადამიანებს მზე?
·         რომელი სიტყვები მეორდება ამ ლექსში?

·         როგორ გესმით გამოთქმა „მზე შინა და მზე გარეთა“, როდის და რა შემთვევაში ამბობენ ამას?

·         შეცვალეთ სიტყვა შინ:

·         გაეცანით საპრეზენტაციო მასალას და შენი სიტყვებით გადმოეცით რა გაიგეთ მზის შესახებ:

·         მონიშნე ტექსტში მარკერით ადგილები, როგორ მიმართავენ მზეს:

·         გაიხსენეთ ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი მზეზე?

აქაც საჩვენებელი ვერსია ივსება მასავლებლის დახმარებით და „ეკრანის გადაცემის“ პრინციპით გადაეგზავნება მოსწავლეებს.

აქტივობა 6,  (10 წთ)
ჩასვით გამოტოვებული სიტყვები
მოსწავლეებს შინ შესრულებული აქვთ სამუშაო ვარიანტი და მასწავლებელს წარუდგენენ შესრულებულ სამუშაოს. აქაც, ისევე როგორც, სსვა დავალებების შემთხვევაში საჩვენებელი ვერსია ივსება „ეკრანის გადაგზავნის“ პრინციპითა და მოსწავლეების დახმარებით.

აქტივობა 6, (5 წთ)
„რომელი მზე“?

მოსწავლეებს word-ის ფაილში შესრულებული აქვთ დავალება, სადაც უამრვი მზის ვარიანტიდან უნდა აერჩია ერთ-ერთი და პასუხიც უნდა დაეკონკრეტებინა თუ რატომ.

რეფლექსია, შეჯამება. (5 წთ)
დამუშავებულ მასალაზე ატარებული სამუშაოების, დავალებების ჩამონათვალი, მოსმენა „მზე შინა“ სიმღერის ჩანაწერის,  ცეკვა „სამაია“.

 დავალება: ჩანახატი „ჩემი ცხრათვალა ზმე“


Комментариев нет:

Отправить комментарий