მარადმწვანე ხეები
შემოდგომა მიიწურა. ერთი ფრთამოტეხილი შოშია თბილ ქვეყნებში ვერ გაფრინდა. დასახმარებლად მუხასთან მიფრინდა და სთხოვა:
- ძლიერო მუხავ! ფრთა მოვიტეხე, თბილ ქვეყნებში ვეღარ გავფრინდები. ნება მომეცი, ზამთარი შენს ტოტებში გავატარო.
- ზამთარში მე გავტიტვლდები, ჩემი ტოტები ბინად არ გამოგადგება, - მიუგო მუხამ.
შოშია დაღონდა.
- ჩემს ტოტებში გაატარე ზამთარი, ალერსით ჩამოსძახა ნაძვმა.
- ზამთარში მეც გემრიელ ნაყოფს საზრდოდ
- მოგაწვდი, - დააიმედა ღვიის ბუჩქმა.
მალე მუხას ფოთლები გდასცვიცდა და გაშიშვლდა. ნაძვი მთელ ზამთარს მწვანედ მოჩანდა, ღვია შოშიას საზრდოს აწვდიდა.
ი. გოგებაშვილის მიხედვით
Комментариев нет:
Отправить комментарий