четверг, 21 февраля 2019 г.

მეორე კლასის სადამრიგებლო გეგმა 2015-2016 სასწავლო წელი

სადამრიგებლო პროგრამა
მეორე კლასის  სადამრიგებლო გეგმა 2015-2016  სასწავლო წელი
          მეორე კლასელებს უჩნდებათ ინტერესი საკუთარი შინაგანი ინტერესის მიმართ. მათთვის სწავლაში წარმატების გარდა მნიშვნელოვანი ხდება გარემოს მხრიდან მათი უნიკალურობის და შინაგანი ღირებულებების აღიარება.ამ ასაკში მნიშვნელოვანია საუბარი იდეალებზე,შემწყნარებლობაზე,პიროვნულ კულტურაზე.
         მეორე კლასში იცვლება უფროსებთან მუშაობის სტილი. ისინი უფროსებისგან უფრო მეტ  პატივისცემას მოითხოვენ.ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ასაკში აქცენტის გაკეთება უფლებებისა და ვალდებულებების ჰარმონიულ ბალანსზე.ამიტომ ხშირად ვატარებ აღნიშნულ თემაზე საუბრებს,ვეცნობით ბავშვთა უფლებებს,კლასთან ერთად შევადგინეთ მოსწავლის ვალდებულებები.
         მეორეკლასელები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ჯგუფურ სამუშაოებს,სადაც მისი როლი მაღალია,იზრდება პასუხისმგებლობა,შეუძლია მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე,ხდება დამოუკიდებელი როგორც სწავლაში,ისე ურთიერთობის სფეროში.
         ჩემი სადამრიგებლო პროგრამა ემყარება აღზდის მთლიანობას,ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზდას,მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაციას,ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლინებას,პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გრძნობის განვითარებას.
           სადამრიგებლო პროგრამა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
·         პიროვნული და მორალური განვითარება;
·         გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;
·         საფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;
·         თვალსაწიერის განვითარება;


     სადამრიგებლო საათის   მიმართულებები:
         1.  პიროვნული და მორალური განვითარება-მიმართულებების მიზანია ბავშვებში პიროვნული უნიკალურობის გრძნობის ჩამოყალიბება,სხვა პიროვნებისადმი შემწყნარებლურიდამოკიდებულების ფორმირება(მათი მიღება ისეთად,როგორებიც არიან)საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სხვისი გავლენის გარეშე მისი დაცვისა  და სხვისი ღირსედისდაცვით ურთიერთოდის დამყარების უნარის განვითარება.
       2.გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი-ბავშვეგი გარემოს,პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნილებების განვითარება,სწორი კვება,დღის რეჟიმის დაცვა,სპორტის მნიშვნელობის გათვითცნობიერება,იმ აზრის დამკვიდრება,რომ გარემოს დაცვა,აქტიურობა,ჯანმრთელობა,საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
         3.უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება-მოსწავლეში საკუთარი ქვეყნისადმიპო ზიტიური დამოკიდებულების,სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება,ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების შესახებ:საკუთარი თავის,ეზოს,ქუჩის,ქალაქის,სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
           4. თვალსაწიერის განვითარება- ემყარება მოსწავლეებში ხელოვნების,ლიტერატურის,ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებისადმი ინტერესების გაღვიძება.
         

         სადამრიგებლო საათი დაგეგმილი მაქვს ყოველ ოთხშაბათს,სადამრიგებლო საათის ჩატარების დროს გავითვალისწინებ მოსწავლეების სურვილებს და შესაძლებლობებს,ხშირად ჩავატარებ დისკუსიებს იმ საჭირბოროტო საკითხებზე,რომელიც აქტუალურია თანამედროვე ეპოქაში.
       გავიყვან მოსწავლეებს საახალწლო ღონისძიებაზე, ჩავატარებ შემეცნებით ტესტირებას, წავიყვან თოჯინების თეატრში ქუთაისში, ექსკურსიაზე ბათუმის ზოოპარკში, წლის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს ექსკურსია ბათუმის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებრად.
        ვაწარმოებ აღრიცხვას მშობლებთან საგანგებო შეხვედრების შესახებ,მექნება ვიზიტები მოსწავლეთა ოჯახებში საჭიროების მიხედვით.  
          
       
        ჩავატარებ კლასსაათებს აღმზრდელობით თემებზე:

·         რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი;
·         ოცნებები-რატომ ოცნებობენ ადამიანები? რაზე ოცნებობენ მეორეკლასელები?მშობლები? მასწავლებლები? ვინ გვეხმარება ოცნენების ასრულებაში?
·         ფანტაზია.რაში ეხმარება ფანტაზია ადამიანს
·           მეორეკლასელის პასუხისმგებლობა;
·          მეორეკლასელის უფლებები;
·           რა გვეხმარება და გვიშლის ხელს ვალდებულებების შესრულებაში;
·         ურთიერთობები უფროსებთან;
·         ბავშვთა უფლებები,ბავშვთა მოვალეობები;
·         თვისებები რომლებიც აუცილებლედ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს;
·         ჯადოსნური სიტყვები;
·         პატიების უნარის მნიშვნელობა ურთიერთობებში;
·         შექება და კომპლიმენტები; როგორ ვიყენებთ მათ;
·          მეგობრობის კოდექსი;
·          სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში;
·         კამათი და ჩხუბი;
·         თანამშრომლობის მნიშვნელობა მეგობრის ბგაგება, მოსმენა, მოლაპარაკება;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         დღის რეჟიმი;
·         გარემოს მოვლა: კლასის ეზოს-მოფრთხილება;
·         ქვეყნის დოვლათი შრომით იქმნება;
·          საგზაო უსაფრთხოება;
·          ჩვენი ქალაქი,სოფელი,ქვეყანა,სახელმწიფო, ღირშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები, მათი მნიშვნელობა, მოფრთხილების აუცილებლობა და სხვა.
·          წაკითხული წიგნები, კონცერტები, გამოფენები. სპორტული ღონისძიებები რომლებსაც დაესწრნენ;


Комментариев нет:

Отправить комментарий