






4.საგანი: ხელოვნება
გაკვეთილის თემა: ესპანეთი – ფრენით გამოწვეული სიზმარი
მასწავლებელი: ნუნუ სარჯველაძე (სსიპ სამტრედიის რაიონის, სოფ: კორმაღლის სკოლა);
ინტეგრირებული: ხელოვნება, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ისტ;
სწავლების საფეხური: საბაზო, IX კლ.
გაკვეთილის სასწავლო მიზნები:
- სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნების ტრადიციების გაცნობა;
-ინტერპრეტაციის უნარის განვითარება და სამუშაოს დაგეგმვა;
-ხელოვნების ნიმუშების ამოცნობა ეპოქალური ნიშნის მიხედვით;
-საკოორდინაციო ბადის გამოყენებით ესპანეთის გეოგრაფიული ობიექტების, რეგიონების და ადმინისტრაციული ცენტრების განსაზღვრა;
-ქართველთა რეგალური თუ არალეგალური მიგრაციის მიზეზების კვლევა, ანალიზი (მაგ: ომი და შეიარაღებული კონფლიქტები, ადამიანის უფლებების დარღვევა, დისკრიმინაცია, სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ.);სხვისი მოსმენის უნარისა და განსხვავებული აზრის პატივისცემის განვითარება;
-ინფორმაციის მოპოვებისა და მისი კრიტიკულად შეფასების უნარის განვითარება, ისტ-ის გამოყენების ცოდნა;
გაკვეთილის მიზანი:
სხვადასხვა სტილის ნამუშევრებში გარკვეული განწყობისა და ემოციების ამოცნობა; მსგავსება და განსხვავება მხატვრულ მიმდინარეობებს შორის; პარალელების გავლება სხვა საგნებში შესწავლილ მასალებს შორის; კომპლექსური ანალიზის ჩატარება; ჯგუფში მუშაობისას რომელიმე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის კვლევა და კლასის წინაშე წარდგენა;
ესგ-ით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
სგხ: მიმართულება-პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდეების გამოხატვა ხელოვნებაში.
IX.4.მოსწავლე გეგმავს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს .
მიმართულება-კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია.
IX.5.მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევარს, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით აანალიზებს ხელოვნების ნიმუშს და განმარტავს, რა მიზნით არის მასში გამოყენებული კონკრეტული ხერხი და მასალა.
მიმართულება-ხელოვნების ნაწარმოების აღქმა კონტექსტში.
IX.7.მოსწავლე ამოიცნობს და ადარება ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრაბს.
ისტ.
იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის (ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვა, კომუნიკაცია, საგამომცემლო და შემოქმედებითი საქმიანობა, საგანმანათლებლო ღირებულების მქონე პროდუქტების შექმნა, როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის გარეთ აუდიტორიისთვის (3,4)
გეოგრაფია: მიმართულება-დრო და სივრცე
IX.1.მოსწავლე რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით ახასიათებს ადგილს, მოვლენას და პროცესებს; ადგენს თემატურ რუკებს;
სამოქალაქო განათლება: მიმართულება-მოქალაქეობა
მოქ.IX.4.მოსწავლე აფასებს ადამიანისა და საზოგადოების როლს სოციალური პრობლემის გადაწყვეტაში.
მიმართულება-მმართველობა.
მოქ.IX.5.მოსწავლე იკვლევს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო):
პროვოცირება:-რა იციან ესპანეთის შესახებ?
ავსებენ ცხრილს:
რით იცნობენ ესპანეთს?
.სპორტი
.ხელოვნება
.ღირსშესანიშნაობები
.ტრადიცია
.ფეხბურთის გუნდები: მადრიდის რეალი, ბარსელონა, სევილია, ვალენსია ...
.ცეკვა: ფლამინგო
.ლიტერატურა: სერვანტესი „დონ კიხოტი“
.თეატრი: ლოპე დე ვეგა კარპიო
.არქიტექტორი: გაუდი
.მხატვრები: ელ გრეკო, ფ.გოია, ს.დალი, ხ.მირო, ხ.გრისი, დ.ველასკესი, ბ.მურილიო, პ.პიკასო...
.პრადოს მუზეუმი
.ტაძარი:„საგრადა ფამილია“
.ტორეადორი-კორიდა.
(დრო: 2 წთ.)
გონებრივი იერიში:
-რისი გაგება სურთ?
(დრო: 1 წთ.)
ტვინის აერობიკა:
სწრაფად ჩამოთვლიან ესპანელ მხატვრებსა და მათ ნამუშევრებს. მაგ: პ.პიკასო „გერნიკა“, ფ.გოია „სამეფო ოჯახის პორტრეტი“ და ა.შ.
(დრო: 2 წთ.)
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და სხდებიან კომპიუტერებთან, სადაც დავალებები წინასწარ არის ჩატვირთული; თითო ჯგუფი თავსთება თითო კომპიუტერთან.
აქტივობა 1.
შესავალი (დრო: 5 წთ.)
მასწავლებელი მოსწავლეებს წინაგაკვეთილზე მიცემული დავალების წარმოდგენას სთხოვს. მოსწავლეებს უნდა მოეგროვებინათ სტატიები, გამოკვლევები, აუდიო/ვიდეო მასალები ესპანეთის შესახებ;
აქტივობა 2.
ჯგუფებში მუშაობა (დრო: 20 წთ.)
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად:
-გეოგრაფია-ტურიზმი;
-ჟურნალისტ-პრეზენტატორები;
-მხატვრები;
-ლიტერატორები;
-ექსპერტები;
თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს, რომელიც ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს; ჯგუფები სხვადასხვა თემასა და წყაროზე მუშაობენ;
1. გეოგრაფ-ტურიზმი წარმოადგენენ ესპანეთს, ახასიათებენ მას შემდეგი გეგმის მიხედვით: ტერიტორია და საზღვრები, გეოლოგია და ტექტონიკა, წიაღისეული, რელიეფი, ჰავა, ჰიდროგრაფია(მდინარე, ტბა), ნიადაგი, მცენარე, ცხოველები; დროის სარტყელს შორის სხვაობა;ტურისტული ზონები და კურორტები;
2. ჟურნალის-პრეზენტატორები ამუშავებს ამონარიდებს საგაზეთო სტატიებიდან, ინფორმაციებს ინტერნეტსაიტებიდან და ამზადებენ პრეზენტაციას თემაზე: „ესპანეთი-დროის ფენომენი“
ინტერნეტსაიტებია:
http://www.casareal.es/.
http://www.la-mancloa.es/.
www.congreso.es.
www.spain.info/tourSpain.
3. მხატვრების ჯგუფი წარმოადგენს ცნობილი ესპანელი მხატვრების და მოქანდაკეების შესახებ ინფორმაციას; ამზადებენ პრეზენტაციას თემაზე: „რას გვიამბობენ სურათები“ და სლაიდშოუს „სალვადორ დალი სიუტეალიზმის პატრიარქი“;
4. ლიტერატორების ჯგუფი აკეთებს კრიტიკულ ანალიზს მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“; აგრეთვე ისაუბრებენ „ოქროს ხანის“ ესპანელი თეატრის წიმანძღოლის ლოპე დე ვეგა კარპიოს და მისი პიესის შესახებ: „ცხვრის წყარო“ ქართულ სცენაზე;
5. ექსპერტთა ჯგუფი აჯამებს ოთხივე ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მასალებს, განიხილავს მათ და ამზადებს დასკვნით პრეზენტაციას თემაზე: „ესპანეთი-ფრენით გამოწვეული სიზმარი“
აქტივობა 3.
ჯგუფების ნამუშევართა პრეზენტაცია: (დრო:10 წთ.)
შეჯამების სახით ყველა ჯგუფი მუშაობს საერთო პლაკატზე: ხატავენ პიკასოს „მშვიდობის მტრედს“, რომელზეც აკეთებენ საკუთარ კომენტარებს ესპანეთის, მისი ღირსშესანიშნაობების, შთაბეჭდილებეით გამოწვეული ემოციის შედეგად და აწებებენ მათ მიერვე გაკეთებილ ესპანეთის რუკას.
(დრო: 3 წთ.)
საშინაო დავალება:
მომდევნო გაკვეთილისათვის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ექსკურსიის გეგმა: „სალვადორ დალი წინანდალში“;
(დრო: 2 წთ.)
შეფასება:
გააკეთეს შესწავლილ საგნებთან პარალელები, დაამზადეს თვალსაჩინოება, პლაკატი, მოძიებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სხვისის პატივისცემა; ვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას;
Комментариев нет:
Отправить комментарий