вторник, 8 июня 2010 г.




















1. პროექტის სახელი: "მზე ყველას თანაბრად გვანათებს"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: შეზღუდული უფლებების მქონე მოზარდებთან გაკვეთილის ჩატარება
3.პროექტის სრული აღწერა: არასრულწლოვანთა დანაშაულის მომრავლების გამო, და სამოქალაქო ცნობიერების სიმწირის გამო, დიდია საფრთხე ნებისმიერი მოზარდი აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე, ან სულაც სკოლა–პანსიონის აღსაზრდელი; ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ ზემოაღნიშნული პრობლემა წინა პლანზე წამოგვეწია და მოზარდებისათვის, მათი თვალით დანახული შეზღუდული უფლებების მქონე თანატოლების ცხოვრება ენახათ და მოეხდინათ შედარება–დაპირისპირება თავისუფლებასა და უფლებების შეზღუდვას შორის; ეცოდინებათ მიზეზი თუ რამ შეიძლება აქციოს მოზარდი პრობაციონერად; ხოლო პრობაციონერთათვის თანტოლთა პირადი მაგალითი დადებითად მოქმედებს (უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო გარემო); ვეწვევით სამტრედიის მე–15 სკოლის სკოლა–პანსიონის აღსაზრდელებს; პროექტის მონაწილეები წინასწარ ინფორმირებულნი იქნებიან პრობაციონერთა უფლება–მოვალეობების შესახებ; გაივლიან კონსულტაციებს პანსიონის ფსიქოლოგთან; დაამუშავებენ და შეათანხმებენ ფსიქოლოგთან სადისკუსიო საკითხებს; მომზადებული ექნებათ სპორტული და შემეცნებითი ნომრები; მოსწავლეებმა ჩამოყარეს იდეები, თუ რა სახით სურდათ პროექტზე მუშაობა და შეადგინეს სამუშაო გეგმა; პროექტზე მუშაობა წარიმართება ჯგუფური მუშაობის პრინციპით; მონაწილე ბავშვები (კორმაღლის სკოლისა და სკოლა–პანსიონის აღსაზრდელები) დაიყოფიან სხვადასხვა ჯგუფებად, რომელთაც მიცემული ექნებათ შესაბამისი სამუშაო გეგმა, რომლის მომზადების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას:
· მკვლევარები–ისტ–ის გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას თემაზე: „ქუჩის ბავშვების განსხვავებული ბავშვობა“, გააკეთებენ საპრეზენტაციო მასალას „ბავშვობა უდანაკარგოთ“ ;
· სამართალმცოდნეები–მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ; წარმოადგენენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას;
· კლიპმეიკერები–იმუშავებენ სცენარზე: „არა ნარკომანიას–ანუ გავცეთ სითბო, რათა ადამიანებმა ერთმანეთი იპოვოს“
· ჟურნალისტები–წარმოადგენენ ე.წ.“პოსტერულ სესიას“ თემაზე: “გაიცანით, ჩემი ახალი მეგობარი“–ახალშეძენილი მეგობრის პორტრეტი;
· მედიკოსები–ნარკოტიკი და ნიკოტინი; ნარკოტიკითა და ნიკოტინით გამოწვეული დაავადებები, კლასიფიკაცია; ე.წ.“წებოს ბავშვების“ სიმპტომები; „ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავება, კვლევის შედეგების ოქმის სახით წარმოდგენა;
· მხატვრები–პოსტერული სესია თემაზე:“არ გარიყო!“ მეგობრის პორტრეტი – იმპროვიზაცია;
· სტატისტიკოსები–მოიძიებენ სტატისტიკურ მონაცემებს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის; არასრულწლოვანთა დანაშაულების შესახებ; გააკეთებენ სკალა–დიაგრამებს კვლევებზე დაყრდნობით. დაამუშავებენ „ვენის დიაგრამას“ „კონტრასტული ბავშვობა“;
მოსწავლეები ფლობენ ისტ–ის გამოყენების ტექნიკას, აკეთებენ პრეზენტაციებს Microsoft office PowerPoint–ში; მოძიებული მასალებით დაამზადებენ პროექტის პორტფოლიოს და საჯარო პრეზენტაციისათვის აკინძავენ, რომელსაც წარმოადგენენ თემის, სკოლისა და მშობლების წინაშე; წინასწარ ნახავენ მხატვრულ ფილმს "სუბორდინაცია", დაამუშავებენ კითხვებს, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს მხ.ფილმის კრიტიკული ანალიზი და დისკუსია: "ჩვენ ვსწავლობთ ერთად!" შეხვედრას დავიწყებთ სპორტული შეჯიბრებით, კომპლექსის მოხსნის მიზნით, ხოლო შემდგომ შევუდგებით დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას, დასკვნით ეტაპზე საერთო შემოქმედებით კაფე–საღამოს ჩაატარებენ, გაცვლიან ელ.ფოსტებს გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს, გადასცემენ ერთმანეთს მათ მიერვე დამზადებულ სამახსოვრო ბუკლეტებს;
4.მონაწილეთა ასაკი: 14–
15 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
6.შესაძლო აქტივობები:

ტექსტის კითხვა; მოძიება ინფორმაციის ისტ–ის გამოყენებით;
ჯგუფში მუშაობა;
ნამუშევრის პრეზენტაცია /ნახატების, პლაკატის/;
სიმულაციური თამაში"ქუჩის ცხოვრების "ხიბლი" და შედეგები"
ვიდეო/აუდიო მასალია, მოსმენილის კრიტიკული ანალიზი;
თემის შეჯამება;
მხატვრული ფილმის 'სუბორდინაცია"კრიტიკული ანალიზი;
სპორტული შეჯიბრება;
შემეცნებითი კაფე–საღამოს ჩატარება;
მშვიდობიანი გარემოსათვის საჭირო ყოველდღიური სახელმძღვანელო დოკუმენტის დამზადება;
შესრულებული სამუშაოებით აკინძული პროექტის პორტფოლიოს, ბლოგის დამზადება;
7.შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება საპრეზენტაციო მასალები:
"ბავშვობა უდანაკარგოდ";
სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობით სკალა–დიაგრამები, ე.წ. "ვენის დიაგრამა";
მოიძიებენ ინფორმაციას თემებზე:
"ქუჩის ბავშვების "განსხვავებული " ბავშვობა";
ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების საქმიანობა;
ნარკოტიკისა და ნიკოტინის მავნებლობა; ნარკოტიკითა და ნიკოტინით გამოწვეული დაავადებები;
დაამზადებენ საერთო პლაკატს:"მზე ყველას თანაბრად გვანათებს";
მოაწყობენ "პოსტერულ სესიას" თემებზე:
"გაიცანით, ჩემი ახალი მეგობარი"
"არ გარიყო!"
შეიქმნება პროექტის პორტფოლიო და ბლოგი;
მოსწავლეები დაამზადებენ სამახსოვრო ბუკლეტებს, ბარათებს – რომელსაც გაუცვლიან ერთმანეთს; აგრეთვე მშვიდობიანი გარემოსავის საჭირო ქცევის სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მოაწყობენ ერთობლივ კაფე–საღამოს;
მოსწავლეებს ეცოდინებათ სასწავლო პროექტზე მუშაობის ეტაპების გამოყოფა:
სამუშაოების დაგეგმვა;
რესურსების მოძიება;
პროექტის განხორციელება;
პროექტის პრეზენტაცია;
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ პროექტის მსვლელობის წარმატებულ, წარუმატებელ დეტალებს; ვიმსჯელებთ თუ რისი გაუჯობესება შეიძლება მომავლისათვის.
8.სარგებელი სხვებისათვის: მოზარდებს აუმაღლდებათ სამოქალაქო განათლების ცნობიერება; ჩამოუყალიბდებათ უცხო–სოციალურ გარემოში ადაპტირების უნარ–ჩვევები, პიროვნებას მიიღებენ ისეთებად, როგორებიც არიან; ეს კი პრობლემას არ შეუქმნის მათ სზოგადოებაში ინტეგრირებას; ეცოდინებათ ადამიანისა და ბავშვთა უფლებები; გაიაზრებენ ქუჩის ცხოვრების "ხიბლსა" და შედეგებს; მოახდენენ შედარება–დაპირისპირებას თავისუფლებასა და უფლებების შეზღუდვას შორის; ეს კი დაგვეხმარება არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებაში; გარდა ამისა დამზადებული ბუკლეტების გავრცელება და დამუშავებული პროექტის საჯარო პრეზენტაცია საზოგადოების, სკოლისა და თემის წინაშე იქნება იგივე საპრევენციო ღონისძიება მოზარდთა შორის დანაშაულის აღკვეთისა და პროპაგანდა–აგიტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; ყოველივე ეს მათი თანატოლთათვის და მომავალი თაობისათვის მაგალითის მიმცემი იქნება; გარდა ამისა, პრობაციონერები თავს "განსხვავებულ" ბავშვებად არ იგრძნობენ და ამ შეხვედრით გამოწვეული მოტივაცია, ვინ იცის შეიძლება სიკეთის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი აღმოჩნდეს; მათთვის ხომ თანატოლთა ცხოვრება თუ შეცდომები საუკეთესო მაგალითია; ცხოვრებას ხომ სხვათა შეცდომებზე სწავლობენ... სასწავლო პროექტის წარმატების შემთხვევაში მოსწავლეებში მოტივაცია გაიზრდება; მრავალფეროვანი სასწავლო საშუალებებისა და რესურსების გამოყენებით შეძლებენ არა მარტო ინფორმაციული ცოდნის დაგროვებას, არამედ გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარები; ასეთი ტიპის ავთენტური სწავლა და კრიტიკულ ანალიზზე დაფუძნებული სწავლა–სწავლება მოსწავლეებს დაეხმარება იმ პრობლემის ანალოგიურ გადაწყვეტაში, რასაც ზრდასრულები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში;
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სსიპ სამტრედიის, სოფ:კორმაღლის მე-9 კლასის მოსწავლეები და სსიპ სამტრედიის მე-15 სკოლა–პანსიონის აღსაზრდელები;
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებ;ან/ესგ კავშირი:
ინტეგრაცია:
ისტ–ი;
სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერება;
მათემატიკა;
ხელოვნება;
ხელოვნება; მიმართულება:პრაქტიკული უნარ–ჩვევები და იდეების გამოხატვა ხელოვნებაში;
ს.ხ.IX.1.მოსწავლე შმოქმედებითად იყენებს ხელოვნების ელემენტებს, პრინციპებს, სხვადასხვა მასალას, ტექნიკასა და პროცედურას;
ს.ხ.IX.4.მოსწავლე გეგმავს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს;
დახატავენ წარმოსახვით; კოლორიტის საშუალებით გადმოსცემენ განწყობილებას; გამოიყენებენ კონტრასტულ ფერებს ემოციების გადმოსაცემად; ჩაატარებენ ექსპერიმენტს შერჩეულ სფეროში (მხატვრობა, ფოტოგრაფია, რეჟისურა და ა.შ.) ; მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე (ტექნოლოგია, გამომსახველობითი ხერხები, მასალა) დაგეგმავენ სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს და შემსრულებელთა რაოდენობას; ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სამუშაოს თანმიმდევრობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს; დაგეგმავენ, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებენ ამ რესურსებს; შექმნიან სხვადასხვა ნივთებს, ბუკლეტებს (გრაფიკულად, კომპიუტერით); კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით შექმნიან ესკიზებს, ასევე ელექტრონულ ჟურნალებსა და გაზეთებს;
სამოქალაქო განათლება;
მიმართულება: მოქალაქეობა;
მოქ.IX.2.მოსწავლე შეისწავლის მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ფორმებსა და საშუალებებს;
მოქ.IX.3.მოსწავლე იკვლევს საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის ხელისშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს;
მოქ.IX.4.მოსწავლე აფასებს ადამიანისა და საზოგადოების როლს სოციალური პრობლემის გადაწყვეტაში;
მოსწავლეები ერთად გაითამაშებენ სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვამენ და დაასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ; გადმოსცემენ საკუთარ განცდებს; საკუთარ დასახლებაში (რეგიონში) აირჩევენ ერთ–ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მოიძიებენ ინფორმაციას მის შესახებ; იმსჯელებენ ამ ორგანიზაციის შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე; ახსნიან, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; დაასახელებენ იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას; შექმნიან მშვიდობიანი გარემოსათვის საჭირო ყოველდღიური ქცევის სახელმძღვანელო დოკუმენტს (მაგ: ბუკლეტი, პლაკატი, სამახსოვრო); აღწერენ იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას; დაასახელებენ ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს; დაწერენ თხზულებას სოციალური დაავადებები (მაგ: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია...) მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების წევრთა დამოკიდებულების შესახებ, სადაც დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას მათ მიერ აღწერილი ურთიერთობის სამართლიანობის შესახებ;
მათემატიკა;
მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა;
მათ.IX.11.მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით;
მათ.IX.13.მოსწავლე აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს დასკვნებს;
რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით ააგებენ ცხრილს (ისტ–ის გამოყენება); შეარჩევენ დაჯგუფებულ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებენ არჩევანს და ქმნიან ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე); გამოიყენებენ გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს სტატისტიკური შინაარსის მოსაზრებათა/არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად ან შესაფასებლად;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
მიმართულება:ცოცხალი სამყარო;
ბუნ.IX.1.მოსწავლე მსჯელობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ანატომიურ და ფიზიოლოგიუი თავისებურებების შესახებ;
გამოიყენებენ გაზომვებს, მოსმენას, ვიზუალურ დაკვირვაბას ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად, დაკვირვების შედეგებს ცდის ოქმის სახით წარმოადგენენ; მოიპოვებენ ინფორმაციას ორგანიზმის დაცვით (მაგ: კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება, ფაგოციტები) შესაძლებლობების შესახებ და ივარაუდებენ მათი დარღვევების შედეგებზე;
ისტ–ი
გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს თანაკლასელებთან ერთად ტექნოლოგიური გაუმჯობესებული მოდელების შექმნისას; გაამზადებენ და გამოსცემენ ორიგინალურ ნაშრომებს ელექტრონული ფორმით; გამოიყენებენ ისტ–ის საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში (მაგ: ფოტოგრაფიული გამოფენა ვებ–გვერდებზე); გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს მასწავლებლებთან, თანაკლასელებთან, სკოლა–პანსიონის აღსაზრდელებთან ურთიერთობისა და სხვათა შეტყობინებისათვისა; საზოგადოებასთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით; მოიძიებენ ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროებიდან დაამუშავებენ და გამოიკვლევენ შემდგომში სხვებისათვის მიწოდების მიზნით;
12.პროექტის ფასილიტატორი: ნუნუ სარჯველაძე
13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nsarjveladze2010@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: http://nunusarjveladze.blodspot.com/
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი


















Комментариев нет:

Отправить комментарий