четверг, 24 июня 2010 г.

3.სასკოლო პრაქტიკიდან:






































1. გაკვეთილის თემა
,,როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას” (ზღაპარი)- გადმოქართულებული რევაზ ინანიშვილის მიერ
2. სწავლების საფეხური და კლასი
III კლასი
3. ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის სახელი, გვარი

ქართული ენა და ლიტერატურა-ნუნუ სარჯველაძე
სახვითი და შრომითი საქმიანობა-ნუნუ სარჯველაძე
ბუნება-დარეჯან ნიკოლეიშვილი

4. მოსწავლეთა რაოდენობა: 7
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი:
ჯგუფში მყავსჰიპერაქტიურობით გამორჩეული 1 მოსწავლე- მარი; იგი ძალიან პოპულარულია კლასში; მეგობრულია; უყვარს სპორტული ღონისძიებები; ახალი იდეების გენერატორია; მუდამ მზადაა ახალ სამუშაოზე გადასასვლელად; გამოირჩევა კარგი კითხვისა და თხრობის მანერით, მაგრამ არ შეუძლია ხანგრძლივი დროით კონცენტრაცია; ბევრს ლაპარაკობს; აქვს ბევრი კითხვა; ხშირად ავიწყდება დავალება; შემოქმედებითია; არტისტულია; მოუთმენელია; ხშირად იგვიანებს; ბოლომდე არ უსმენს ინსტრუქციებს; აქვს კარგი ხელის მოსმა; იგი კარგი მოსწავლეა, მაგრამ მალე ეფანტება გონება, რადგან გადართულია კლასში მიმდინარე მოვლენებზე და ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახდენს საქმეზე;
პრობლემის გადასაწყვეტად ვცდილობ მისი შესაძლებლობებიდან და ინტერესის სფეროდან გამომდინარე მივცე დავალებები; მოსწონს სქემებზე მუშაობა – ეს მისთვის ყველაზე საინტერესოა; კარგად ხატავს; მოსწონს დისკუსიაბში ჩართულობა; ე.ი. ვცდილობ ისე დავტვირთო, რომ დრო არ დარჩეს სხვების საქმიანობების საცქერად;
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები:
(საგნების მიხედვით)

ქართ.III.2.
ქართ.III.6.
ქართ.III.10.
შეძლებენ წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემას; დაასახელებენ პერსონაჟის მოქმედების მოტივს და შეაფასებენ მათს საქციელს;
ბუნ.III.8.
მხატვრული სიტყვის ოსტატობით შeიგრძნობენ საგანთა კავშირის საფუძველზე სამყაროს ერთიანობის პრინციპს, აღწერენ მზის სისტემას;
ს.გ.III.4.
ს.გ.III.12.
იმპროვიზაციას გააკეთებენმ მოსმენილი და წაკითხული ტექსტის ირგვლივ; ამოიცნობენ ცნობილ მხატვართა და მოქანდაკეთა ნამუშევრებში შესწავლილი თემიდან პერსონაჟებს და სიუჟეტებს;
7. ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ქართ.III.2.(1,2,3,4,5,6,7,8,9)მოსწავლე ისმენს ლიტერატურულ ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს შინაარსს;
ქართ.III.6.(1,2,3,4)მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;
ქართ.III.10.მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტ, გასაგებად აყალიბებს აზრს. გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი; შეძლებენ აზრის არგუმენტირებულად გადმოცემას; ეცოდინებათ ტექსტისკრიტიკული ანალიზი; პიროვნების შედარება- დაპირისპირება; დაიცავენ დროის ლიმიტს; დაეუფლებიან პრეზენტაციის ხელოვნებას, ჯგუფში მუშაობის წესებს;
ბუნ.III.892,3)მოსწავლე მარტივად აღწერს მზის სისტემას;
ეცოდინებათ მზის სისტემის სპეციფიკა; გამოიყენებენ შეძენილ ცოდნას და პარალელს გაავლებენ მოცემულ გაკვეთილთან;
ს.გ.III.4.(1,2,4)მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის ზეგავლენით წარმოშობილ იდეებს ნამუშევარში;
ს.გ.III.12.(1,2)მოსწავლე აკავშირებს ნაწარმოების შინაარსს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან; შექმნიან ილუსტრაციებს, პლაკატებს წაკითხული ნაწარმოებისგან მიღებული შთაბეჭდილების შედეგად;
8. თანმიმდევრობა:
(აქტივობა და დრო)
პროვოცირება:
-როგორი გაკვეთილი ჩავატაროთ? რა იციან იკაროსისა და გოჭის შესახებ?
(დრო: 2 წთ.)
გონებრივი იერიში:
ტექსტის გაგება-გააზრება, ტექსტისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
(დრო: 10-15 წთ.)
მუშაობა ცხრილზე, რომელიც წინსწარ არის დახაზული დაფაზე:
ტექსტში მომეწონა ის, რომ...
ტექსტში არ მომეწონა ის, რომ...
იმიტომ, რომ...
იმიტომ, რომ...
ტვინის აერობიკა:
სწრაფ-სწრაფად ჩამოთვლიან აღნიშნული თემიდან პერსონაჟებს:
(დრო:2 წთ.)
მოსწავლეები იყოფიან ჯგიფებად და სხდებიან კომპიუტერებთან, სადაც დავლებები წინასწარ არის ჩატვირთული (თითო ბავშვი თითო კომპიუტერთან);
დავალება 1.
I ჯგუფი: ,,იკაროსი”მითის გეგმა წერილობით, რომლის მიხედვით ყვებიან ტექსტის შინაარსს;
II ჯგუფი:,,როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას” ზღაპრის გეგმა წერილობით, რომლის მიხედვით ყვებიან ტექსტის შინაარსს;
პრეზენტაცია (დრო:4. წთ.)
დავალება 2.
შეავსეთ ცხრილი:
I ჯგუფი:
არსებითი სახელი
ზმნა
ზედსართავი სახელი
რიცხვითი სახელი
II ჯგუფი:
მხოლობითი რიცხვი
მრავლობითი რიცხვი
პრეზენტაცია (დრო: 4. წთ.)
დავალება 3.
პრაქტიკული სამუშაო:
I ჯგუფი: იკაროსის ფრთების დამზადება;
.II ჯგუფი: იკაროსი და მისი მაყურებლები- პლაკატის დახატვა;
პრეზენტაცია (დრო: 4. წთ.)
დავალება 4.
პატარები ინდივიდუალურად დაწერენ ნატვრის იმპროვიზაციას თემაზე: ,,სულ ზევით, ზევით...” და წინასწარ მასწავლებლის მიერ ფორმატზე დახატულ ,,იკაროსის ფრთებზე” აკრავენ.
პრეზენტაცია (დრო:2 წთ.)
დავალება 5.
I ჯგუფი:იკაროსისა და დედალოსის მითი მხატვრობაში და კრიტიკული ანალიზი (ტინტორეტო, ჰოლბეინი და ვან დეიკი);
II ჯგუფი: იკაროსისა და დედალოსის მითი სკულპტურულ გამოსახულებებში (კანოვა, როდენი);
პრეზენტაცია(დრო:3 წთ.)
დავალება 6.
I ჯგუფი: ,,ვენის დიაგრამა” : იკაროსი (მითიდან) და იკაროსი (ზღაპრიდან);
II ჯგუფი: ,,ვენის დიაგრამა” :,,როგორ სწავლობდა გოჭი ფენას” (ზღაპარი) და ,,იკაროსი” (მითი);
პრეზენტაცია (დრო:4. წთ.)
დავალება 7.

















  • ლექსიკური სავარჯიშო:
    მიუწერეთ შესაბამისი მნიშვნელობა რთულ სიტყვებსა და გამოთქმებს:
    I ჯგუფი:
    ● ცას ეწივნენ სიხარულით-
    ● რაღაც უნდა ვიღონო-
    ● მზისგან მიღებული დამწვრობა-
    II ჯგუფი:
    ● სხვა საშველი არ ჩანს-
    ● იკაროსის ფრენა-
    ● ჩიტის საფრენიდან-
    პრეზენტაცია (დრო:4. წთ.)
    დავალება 8.
    I ჯგუფი: მზე ვარსკვლავია- თხრობა;
    Iiჯგუფი: მზე სინათლისა და სითბოს წყაროა-თხრობა;
    პრეზენტაცია (დრო:4. წთ.)
    დავალება 9 .
    I ჯგუფი: მინოსის კაბირინთი- დახასიათება, თხრობით;
    Iiჯგუფი: სვაროვსკის ლაბირინთი- სატელევიზიო ჩვენებით მიღებული ჩთაბეჭდილებების გადმოცემა;
    პრეზენტაცია (დრო:2 წთ.)
    დავალება 10.
    ამ შინაარსის დავალებას აკეთებს ორივე ჯგუფი:
    რა ვიცოდი
    რა გავიგე
    რა მინდა ვიცოდე
    პრეზენტაცია (დრო:2 წთ.)
    საშინაო დავალება:
    I ჯგუფი: ,,მზის ოჯახის” დამზადება პლასტილინისაგან;
    II ჯგუფი: ,,აისისა” და ,,დაისის” დახატვა;
    სამომავლოდ ექსკურსიის დაგეგმვა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ე.წ. ,,ბზის ლაბირინთის” სანახავად;

    9. შეფასება:
    ტექსტის მხატვრული წაკითხვითა და მოსმსნით ამაღლდა მოტივაცია; გაცნობიერებ ბერძნული მითის ხიბლი; გაავლეს შესწავლილ საგნებთან პარალელები;დაამზადეს თვალსაჩინოება,პლაკატი, რამაც ხალისიანი ატმოსფერო შექმნა ჯგუფში; შეძლეს საკუთარი აზრის დაფიქსირება და სხვისის პატივისცემა;
    ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას, კომენტარებით, ცხრილს ინდივიდუალური და ჯგუფებზე დაკვირვებისათვის, რომლებსაც დანართის სახით შემოგთავაზებთ;
    10.საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები:
    ტექნიკა და ინსტრუმენტები-კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, აუდიოდისკი, მოსასმენი მასალა(,,ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის IIIკლასის);
    ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა...)-III კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო ,,ბაკურ სულაკაურის “ გამომცემლობის;
    ეროვნული სასწავლო გეგმები; მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის ,,ბაკმი” 2006;
    ნახატების რეპროდუქცია დედალოსისა და იკაროსის თემებზე;
    საგანმანათლებლო რესურსები მასწავლებლებისათვის (ნაწილი I და II 2007-2008წწ);
    სწავლება და შეფასება 2008წ.
    ცნიერების ენციკლოპედია ,,ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობა 2005წ
    სწავლებისა დასწავლის ახალი მიდგომები ;თბილისი 2004წ;
    მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება; ფილმი VIII ,,სწავლების სტრატეგიები” 2007 წ;
    ელექტრონული(კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები: http://www.ramble.ru/
    offeen.ofisse.prezentation,


    განმავითარებელი შეფასებები:
    ჩანაწერები კომენტარებით:
    ● ნაწარმოების გმირების საქციელის შეფასება;
    ● ნაწარმოების გმირების მოტივაციის შესახებ საუბარი;
    ● თვალსაზრისი (მომწონს\არ მომწონს) დასაბუთებულად მოყვანილი არგუმენტის ტექსტის ცოდნაზე დაფუძნებულობა;
    ● ენობრივი თვალსაზრისით მსჯელობისათვის საჭირო ლექსიკის, კონსტრუქციების (იმიტომ, რომ, ვინაიდან, თუ იგი... მაშინ) ადეკვატურად გამოყენება;
    ვახდენდი აგრეთვე ჯგუფების მუშაობზე დაკვირვებას შემდეგი კრიტერიუმებით: ჯგუფების მიერ შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა – სესასრულებელი სამუსაოების ეტაპების განსაზღვრა; მონაცემების აღრიცხვა, მოძიება, ჩანიშვნა;
    მონაცემების აღრიცხვის უნარი, რამდენად სეძლეს მოცემულ დავალებებზე თავის გართმევა:
    ჯგუფები
    1.ჯგუფში მუშაობა;
    2.მონაცემების აღრიცხვისა და მათი აღრიცხვის უნარი;
    3.მონაცემების ანალიზის უნარი;
    I ჯგუფი
    ● გაკვეთილის დაგეგმვის ეტაპმა წარმატებით ჩაიარა;
    ● მოსწავლეებმა მთლიანად გაინაწილეს დავალება;
    ● გაინაწილეს ფუნქციები;
    ● მონაცემები რიგ-რიგობით შეჰქონდათ ცხრილებსა თუ სქემებში;
    ● დაფიქსირებულ მონაცემებში იყო მცირედი უზუსტობები;
    ● საერთო ჯამში ჯგუფის მუშაობა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს;
    II ჯგუფი
    ● დავალებების დაგეგმვის ეტაპი ჯგუფმა დაძლია;
    ● ზოგიერთი მოსწავლე პასიურობდა სამუშაოს შესრულების დროს;
    ● მონაცემების აღრიცხვისას იბადებოდა კითხვები, მოსწავლეები მიმარტავდნენ მასწავლებელს და ამოწმებდნენ საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეს;
    ● ჯგუფმა დიდი დრო მოანდომა პროცედურას და ვერ ჩაეტია განსაზღვრულ დროში;
    ჯგუფის დავალებების წარდგენის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილე ჯგუფის წარმატებული და წარუმატებელი ნაბიჯები. მათ სათანადო რეკომენდაციები მივეცი.
    მიმდინარე გაკვეთილმა,მოსწავლეებზე და ჯგუფზე დაკვირვების ცხრილებმა და კომენტარებმა მიჩვენა, რომ მომავალში სხვა თემების შeსწავლისას კვლავ ჩავატარო ინტერაქტიური მეთოდით დაგეგმილი გაკვეთილი;

    განმავითარებელი შეფასებისათვის ვაკეთებ ცხრილს, სადაც ჯგუფის წევრები და შეფასების კრიტერიუმებია ჩამოწერილი; გარდა ამისა ვაკეთებ წამახალისებელ, პოზიტიურ კომენტარებს;
    კრიტერიუმები
    მუშაობა ჯგუფში
    პრობლემის გამოკვეთა
    არგუმენტი პრობლემასთან მიმართებაში
    ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება
    ზეპირი არგუმენტაციის გამომხატველობითი საშუალებების გამოყენება

Комментариев нет:

Отправить комментарий