среда, 1 августа 2018 г.
გაკვეთილის გეგმა
შესავალი: გეგმაში წარმოდგენილი აქტივობები წარმოადგენს
სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტურ მოდელზეა აგებული და, ძირითადად კითხვის
უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული. წინასწარ განხილულია წარმოდგენილი აქტივობები
და მათი ჩატარების თანმიმდევრობა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგნის
მასწავლებელი: ნუნუ სარჯველაძე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი: IV
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემა: ლექსები ორი დრო: „მალე ფერგადაშლილი“, „ცელი კივის
და ველები...“
|
დრო: 45 წთ.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
ამოცანები/სწავლის შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები)
მოსწავლე
შეძლებს :
·
წაკითხულის
მიმართ დამოკიდებულების გამოვლენას;
·
დასკვნების გაკეთებასა ;
·
საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის
გამომუშავებას;
·
ლექსიკაზე მუშაობას.
·
შეძლებს
წელიწადის დროების დახასიათებას.
·
წაკითხულის
ესთეტიკურ შეფასებას;
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ.
IV.2.მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება
მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
· მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთნ
· მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად
· მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
o ანალიზურ -სინთეზური მეთოდი;
o გონებრივი იერიში;
o ტექსტის დამოუკიდებლად კითხვა მარკირებით;
o საკლასო დისკუსია;
o მუშაობა ტესტებზე;
o სლაიდ შოუს პრეზენტაცია „ წელიწადის ოთხი დრო“
o სქემებზე მუშაობა; („ასოციაციური რუკა“, ‘ვიცოდი,
გავიგე, მინდა ვიცოდე“);
o კროსვორდის შევსება;
o შემაჯამებელი კითხვები, სამუშაოები;
o თვითშეფასების ცხრილის შევსება;
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და რესურსები: (ტექსტები, თვალსაჩინოება,
საპრეზენტაციო მასალა, ინტერნეტრესურსები და სხვა):
o ტექსტები: გალაკტიონ ტაბიძის ლექსები: „მალე ფერგადაშლილი“,
„ცელი კივის და ველები“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, „ატყდა
ქუხილი გავარდა მეხი“(სახელმძღვანელო „დედაენა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2014);
o თაბახის ფურცლები,
o ფერადი ფურცლები
o საპრეზენტაციო მასალა „წელიწადის ოთხი დრო“
o მოსწავლის სამუშაო ფურცლები
o ქართველი მეფეების სურათები
o ასოციაციური რუკა, სქემა: „ვიცოდი, გავიგე, მინდა
ვიცოდე“
o კროსვორდი
o სტიკერები
o ფლომასტერები
o მარკერები
o ფლიფჩარტის ფურცელი
o კომპიუტერი
o როუტერი
o Google, Wikipedia
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
მსვლელობა:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
დაწყებამდე, გავიხსენებთ ქცევის წესებს; ( 1 წთ)
I
ფაზა - გამოწვევა/პროვოცირება
აქტივობა 1
(3 წთ)
მუშაობა ინდივიდუალურად, თითოეული ახასიათებს თითო-თითო
წელიწადის დროს:
· გაიხსენეთ და დაახასიათეთ წელიწადის ოთხი დრო; „ასოციაციური
რუკა“,
ü გაზაფხული - I მოსწავლე
ü ზაფხული - II მოსწავლე
ü შემოდგომა - III მოსწავლე
ü ზამთარი - IV მოსწავლე
სამუშაო მასალა გადაეგზავნებათ მოსწავლეებს ბუკებში,
ქსელის საშუალებით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
II
ფაზა
მოსმენა, მეტყველება
აქტივობა
2 (5 წთ)
მოსწავლეები იხსენებენ შესწავლილი მასალიდან გალაკტიონის
შემოქმედებაში ბუნების სურათების ამსახველ ლექსებს. განიხილავენ მას.
პასუხობენ კითხვებზე:
-რა ანიჭებს კეთილხმოვანებას გალაკტიონის ამ ლექსებს?
-რომელი რითმა მოგეწონათ განსაკუთრებით?
-რამდენ მარცვლიანია პირველი ლექსის სტრიქონები? მეორის?
მესამის?
თქვენ მიერ დასახელებულ ლექსის სტრიქონებში ხატავს
თუ არა პოეტი ბუნების სურათებს?
აქტივობა
3 (8 წთ )
მოსმენა, მხატვრული კითხვა;
ლექსების განხილვა; მსჯელობენ ლექსების რითმაზე, ჟღერადობაზე,
სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობაზე.
აქტივობა
4 (3 წთ)
მუშაობა წყვილებში
მუშაობა ფლიფჩარტებზე:
არეული სტრიქონების თნმიმდევრობით დალაგება, პრეზენტაცია;
აქტივობა
5 (6 წთ)
მუშაობა წყვილებში ლექსების დახასიათება:
1.
დაახასიათეთ გალაკტიონის
პირველი ლექსი და გამოკვეთეთ ტექსტიდან მისი 2-3 თვისება:
2.
დაახასიათეთ გალაკტიონის
მეორე ლექსი და გამოკვეთეთ ტექსტიდან მისი 2-3 თვისება:
აქტივობა
6 (2 წთ)
ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის შედგენა:
1.
ზეფირი
2.
დიბა
აქტივობა 7 (2 წთ)
საპრეზენტაციო მასალის „წელიწადის ოთხი დრო“ პრეზენტაცია;
აქტივობა
8 (3 წთ)
ჩაწერე გამოტოვებული სიტყვები და გააკეთეთ პრეზენტაცია:
ა) ყვავილები დავკრიფე. აუარებელი .
. . დავკრიფე.
ბ) მწვერველები დავინახე. ყველა
. . . დავინახე.
გ) ატმის ხეები აყვავდა. უამრავი
. . .
აყვავდა.
დ) ხეზე კვირტები გაიშალა. ხეზე
რამდენიმე . .
. გაიშალა.
აქტივობა
9 ( 2 წთ)
კროსვორდი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
III ფაზა -განმტკიცება-გამთლიანება
აქტივობა
10 ( 4 წთ)
უპასუხე შეკითხვებს:
· ლექსის მიხედვით რა მოხდება, როცზ გაზაფხული მოვა?
არგუმენტი მოიყვანეთ ტექსტიდან.
· როგორ ფიქრობთ, რატომ შეადარა პოეტმა ცა ტაძრის გუმბათს?
· განმარტეთ ლექსის სტრიქონები, „დროს არ უყვარს დიდხანს
დგომა და ყვავილებს ართმევს დიბას“.
· დააკვირდი გალაკტიონ ტაბიძის ორივე ლექსს, რამდენი
მარცვალია პირველი ლექსის სტრიქონებში? მეორე ლექსის სტრიქონებში?
· გაზაფხულის ლექსი უფრო სწრაფად იკითხება თუ - შემოდგომის?
· შენი აზრით , რატომ შეურჩია პოეტმა წელიწადის ამ დროებს
სწრაფად და ნელა საკითხავი სტრიქონები?
· რითი ჰგავს ეს ლექსები მუსიკალურ ნაწარმოებს?
· მოძებნეთ ლექსებში სად იყენებს პოეტი გასულიერების
ხერხს:
აქტივობა
11 ( 3 წთ)
გაიხსენეთ მუსიკა, ლექსი წელიწადის დროების თემაზე
შექმნილი, პრეზენტაცია;
აქტივობა
12: შეჯამება, რეფლექსია (1 წთ)
მოსწავლეები აკეთებენ შესრულებული აქტივობების ჩამონათვალს;
აქტივობა
13: (2 წთ)
მუშაობა სქემაზე: „ვიცოდი, გავიგე, მინდა ვიცოდე“
აქტივობა
14 (1 წთ)
საშინაო დავალება:
მოსწავლეებს
ეძლევათ დავალებათ, მოიძიონ და წაიკითხონ წელიწადის დროების თემატიკაზე სხვადასხვა პოეტებისა
და მწერლების 2-2 ნაწარმოები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება:
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და საკუთარ
სამუშაო რვეულში აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს, ეს შეეხება:
· სწრაფი, მიმდინარე ჩანაწერები იმ მოსწავლეთა მუშაობის
ასპექტზე, რომლებიც : ა) ძნელად ან საერთოდ ვერ ართმევენ თავს რომელიმე სამიზნე უნარის
დაუფლება-გამოყენებას; ბ) პასიურად ან საერთოდ არ ერთვებიან ამა თუ იმ აქტივობაში.
· მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის სქემა. გაკვეთილის
მსვლელობისას ან დასრულების შმდეგ ცხრილის უჯრებში მასწავლებელი ჩაწერს დაკვირვების
შედეგებს ერთი - ორი სიტყვით ან სპეციალური სიმბოლოებით (მაგ: P/á/J - კარგი, საუკეთესო; ±/à/K - საშუალო, დამაკმაყოფილებელი; â/L - საშუალოზე დაბალი, არადამაკმაყოფილებელი; ä
- აწეული, გაუმჯობესებული; æ - დაწეული, გაუარესებული).
მოსწავლეთა
თვითშფასების ცხრილი (ივსება გაკეთილის დასრულების შემდეგ):
მოსწავლეთა თვითშეფასების ცხრილი:
აუცილებლად ვიყენებ პოზიტიურ განმავითარებელ შეფასებას
სიტყვიერად;
პრეზანტაციის
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასება:
დაკვირვების შედეგებს ვიყენებ მოსწავლეებისათვის
უკუკავშირის მიწოდების, დიფერენცირებული აქტივობების დაგეგმვის, მიზნობრივი დახმარების
უზრუნველყოფის, მშობლებთან კომუნიკაციის დროს.
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)