გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
და გვარი: ნუნუ სარჯველაძე,
საგანი:
„მე და საზოგადოება“
სწავლების საფეხური
/ კლასი: დაწყებითი.
მე-3 კლასი;
გაკვეთილის თემა:
სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები
გაკვეთილის
მიზანი:
ü მოსწავლეს გამოუმუშავდეს
გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;
ü მოსწავლემ
იცოდეს, როგორ და რატომ უნდა იზრუნოს უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე;
ü მოსწავლეს
განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის კატასტროფის შმთხვევაში ადეკვატურად აღქმის უნარი;
მოსალოდნელი შედეგები:
საზ.მეც.დაწყ.(I). 15.
მოსწავლემ უნდა შეძლოს საგანგებო (ბუნებრივი კატასტროფების დროს) და ცხოვრებისეულ
(მაგ: ქუჩაში, ტრანსპორტში, ექსკურსიაზე) სიტუაციებში სამოქალაქო უსაფრთხოების წესების
დაცვით მოქმედება;
N
|
აქტივობების აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
გაკვეთილის თემისა და მასალის წარდგენა
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა, რომელიც მიწერია ფლიფჩარტზე.
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
2 წთ
|
2
|
საშინაო დავალების შემოწმება
|
ვამოწმებ საშინაო დავალებას და გამოვიკითხავ წინა მასალას.
|
მთელი კლასი
|
|
2 წთ
|
3
|
ახალი მასალის ახსნა
|
A ფაზა (გამოწვევა)
|
|
|
|
|
|
პროვოცირება:
მუშაობა კოგნიტურ მაორგანიზებელ სქემებზე („ასოციაციური რუკა“): როგორ
მესმის „ჩემი უსაფრთხოება“?
|
მთელი კლასი
|
კოგნიტურ მაორგანიზებელი სქემები, „ასოციაციური რუკა“
|
2 წთ
|
4
|
მაპროვოცირებელი კითხვები:
|
-რა ვიცით „მოსწავლეთა ქცევის კოდექსის“შესახებ?
-როგორ გესმით „უსაფრთხო გარემო“?
-გსმენიათ საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესახებ?
-როდის მიმართავენ მას?
-რას ნისნავს ევაკუაცია?
(აქვე ტერმინების განმარტება: ევაკუაცია,საგანგებო სიტუაციები, ხანძარსაწინააღმდეგო
დაფა)
|
მთელი კლასი
|
მაპროვოცირებელი კითხვები
|
4 წთ
|
5
|
ინფორმაციის გადაცემა
|
B ფაზა
(სიღრმისეული წვდომა)
ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით ელექტრონული პრეზენტაცია: „უსაფრთხო
სკოლა, უსაფრთხო გარემო“, სადაც აღწერილია სასკოლო გარემო, მასთან დაკავშირებული
წესებისა და კანონების დაცვა (მაგ: არ შეიძლება სკოლაში ჩხუბი; მასწავლებლის ნებართვის
გარეშე გაკვეთილიდან წასვლა; ისეთი ნივთების სკოლაში მოტანა რომელიც გარშემო მყოფთათვის
სახიფათოა: სწრაფად აალებადია, მჩხვლეტავი, მტვრევადი, მჭრელი, მომწამლავი, წამალი
უფროსის მეთვალყურეობის გარეშე და სხა). ელექტრონული სლაიდის მსვლელობას თან ახლავს
მასწავლებლის კომენტარები და ხდება მისი კრიტიკული განხილვა-ანალიზი;
|
მთელი კლასი
|
ელ.სლაიდი
|
7
წ
|
6
|
ევაკუაციის წესების შემუშავება
|
მოსწავლეები ჯგუფებში შეიმუშავებენ ევაკუაციის წესებს, მოაწოებენ პოსტერულ სესიასა და პრეზენტაციას,
ხოლო შემუშავებულ წესებს გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
|
ჯგუფები
|
შემუშავებული ევაკუაციის წესები
|
10 წთ
|
7
|
უსაფრთხოების პლაკატის შექმნა
|
პლაკატის შექმნა, რომელიც უსაფრთხოების დაცვისაკენ მოგვიწოდებს
|
მთელი კლასი
|
შექმნილი პლაკატი
|
8 წთ
|
8
|
ბუკებში მოგზაურობა
|
C ფაზა (რეფლექსია)
ელექტრონული თამაში ბუკებში, რომელიც სკოლაში უსაფრთხოების წესების დაცვას
გვასწავლის.
|
მთელი კლაის
|
ბუკები
|
5 წთ
|
9
|
საშინაო დავალება
|
საგანგებ სიტუაციასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების გამოყენებით
თემის დაწერა;
|
მთელი კლასი
|
საკვანძო სიტყვები:
სკოლა, მოსწავლე, უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციები,
ხანძარსაწინააღმდეგო დაფა
|
3 წთ
|
10
|
შეფასება
|
ვაკეთებ განმავითაერებელ შეფასებას; ვაფასებ მთელ კლას, ინდივიდს. ასევე
კეთდებე ურთიერთშეფასება, ე.წ. „კრიტიკული
მეგობარი“,
|
|
შეფასების რუბრიკები
|
2 წთ
|
Комментариев нет:
Отправить комментарий