|
1.მასწავლებელი
აკეთებს ზოგად მიმოხილვას ნ.დუმბაძის მოთხრობების და პროექტის შესახებ.
მოსწავლეები აკეთებენ წაკითხულის კრიტიკულ ანალიზს; კითხვა გრძელდება ყოველ
გაკვეთილზე. შერჩეული მოთხრობის ვიდეომიმოხილვა, რომელიც 5 წთ-ს გრძელდება,
პრეზენტაცია. ძირითადო მონაცემების ჩანიშვნა. (1 სთ)
2.გამოკვეთილი
პერსონაჟები და მათი სახასიათო შტრიხები „გმირის რუქის შედგენა“ (მაგ: ჰელადოსი)
და განსხვავებულ ისტორიას მის შესახებ; „პოსტერული სესია“, ზეპირი პრეზენტაცია.
(1 სთ)
3.ამოწერენ
წაკითხული ტექსტიდან ნაწარმოების შემადგენელ ნაწილებს (ვინ, რა, როდის, სად,
როგორ, სად ხდება მოქმედება, შედარება, ვარაუდი, ჩემი რეაქცია...), წერილობითი
პრეზენტაცია და „პოსტერული სესია“, დაამზადებენ პოსტერს. (1 სთ)
4.
მოთხრობის შეჯამება ერთი პერსონაჟის შესახებ ინფორმაციით, პერსონაჟის
დახასიათება; პერსონაჟების შედარება „ვენის დიაგრამა“ (მაგ: ჰელადოსი და იანგული);
„პოსტერული სესია“ (1 სთ)
5.პრობლემის
იდენტიფიცირება. ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემაზე დებატები; მნიშვნელოვანი
პრობლემა და მისი გადაჭრის გზა (ბერძნების წასვლა საბერძნეთში); (1 სთ)
6.დასამახსოვრებელი
ფრაზები და მის ირგვლივ მსჯელობა; ამოწერენ დასამახსოვრებელ ფრაზებს, სურვილის
მიხედვით დაისწავლიან, დაამზადებენ საპრეზენტაციოდ ელექტრონულ წიგნს,
დაამზადებენ ხელნაკეთ ალბომს, მოაწყობენ „პოსტერულ სესიას“ თემაზე:
„გავუფრთხილდეთ სიტყვას...“(1 სთ)
7. აწარმოებენ ე.წ. ჩანაწერების ჟურნალს, რომელშიც კითხვის პარალელურად
მოსწავლეებს შეაქვთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც წაკითხული წიგნის მიხედვით
ადგენენ (ჩანახატები, ილუსტრაციები, დასამახსოვრებელი ფრაზები, წერილები
საყვარელ გმირებს, ინტერვიუ ავტორთან, კროსვორდები და სხვა);(1
სთ)
8. როლურად კითხვა დიალოგების მოთხრობაში „ხაზარულა“, „სისხლი“...მუშაობა
„მოთხრობის ჩარჩოზე“; დაამზადებენ წიგნის ყდას „ბოშები“, „ძაღლი“;(1 სთ)
9. ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსების ილუსტრირება და პოსტერული
სესია; (1 სთ)
10. დაამზადებენ და შეავსებენ კროსვორდებს ნ.დუმბაძის მოთხრობების
მიხედვით. (1 სთ)
11. ჩანახატები თემაზე:
„ღიმილისა და იუმორის დიდოსტატი ნოდარი“, წერილობითი და სიტყვიერი პრეზენტაცია. (1 სთ)
12.
„ინტერვიუ ავტორთან“, კითხვებზე-პასუხი ნაწარმოებებიდან; (1 სთ)
13. წერილები საყვარელ პერსონაჟს; ამ წერილების განხილვა; „პოსტერული
სესია“ (1 სთ)
14.
სასურველი მოთხრობის ან ეპიზოდის შერჩევა, მინი სპექტსკლის მომზადება. (1 სთ)
15. გურული იუმორის საათი და იუმორი გაცნობილ მოტხრობებში.
კომიქსების მომზადება; ზეპირი
პრეზენტაცია. (1 სთ)
16. კროსვორდების შედგენა-შევსება გაცნობილი მოთხრობების შინაარსის
მიხედვით, წერილობითი პრეზენტაცია. (1 სთ)
17.ვირტუალური ტური „მზიურ ქალაქში“; ინფორმაციისა და ფოტო მასალის
მოძიება ინტენეტით. მოზიებული მასალით პოსტერის დამზადება „მზიურქალაქი“.(1 სთ)
18. მუშაობა სქემებზე: „მოთხრობის ჩარჩო“, „დავხატოთ - აღვწეროთ - დავწეროთ“,
„პირამიდა“,T სქემაში დადებითი და უარყოფითი გმირების შეფასება;
„მიზეზ-შედეგობრივი სქემა“ , “DART” ანუ ტექსტთან დაკავშირებული
მიზანმიმართული აქტივობები; (1 სთ)
19. დაგეგმავენ ექსკურსიას ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში;
შესრულებული სამუშაოების რეფლექსია (1 სთ)
20. ექსკურსია ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში;; შთაბეჭდილებების
ჟურნალის წარმოება, ფოტო-ვიდეო მასალა;
და ა. შ.
|