понедельник, 10 июня 2019 г.

სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი:      ნუნუ სარჯველაძე,  
საგანი: „მე და საზოგადოება“
სწავლების საფეხური / კლასი:  დაწყებითი. მე-3 კლასი;
გაკვეთილის თემა: სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები
გაკვეთილის მიზანი:
ü  მოსწავლეს გამოუმუშავდეს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;
ü  მოსწავლემ იცოდეს, როგორ და რატომ უნდა იზრუნოს უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე;
ü  მოსწავლეს განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის კატასტროფის შმთხვევაში ადეკვატურად აღქმის უნარი;
მოსალოდნელი შედეგები:
საზ.მეც.დაწყ.(I). 15. მოსწავლემ უნდა შეძლოს საგანგებო (ბუნებრივი კატასტროფების დროს) და ცხოვრებისეულ (მაგ: ქუჩაში, ტრანსპორტში, ექსკურსიაზე) სიტუაციებში სამოქალაქო უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება;
N
აქტივობების აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
გაკვეთილის თემისა და მასალის წარდგენა



გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა, რომელიც მიწერია ფლიფჩარტზე.
მთელი კლასი
დაფა, ცარცი
2 წთ
2
საშინაო დავალების შემოწმება



ვამოწმებ საშინაო დავალებას და გამოვიკითხავ წინა მასალას.
მთელი კლასი

2 წთ
3
ახალი მასალის ახსნა

A ფაზა (გამოწვევა)






პროვოცირება:
მუშაობა კოგნიტურ მაორგანიზებელ სქემებზე („ასოციაციური რუკა“): როგორ მესმის „ჩემი უსაფრთხოება“?

მთელი კლასი
კოგნიტურ მაორგანიზებელი სქემები, „ასოციაციური რუკა“
2 წთ
4
მაპროვოცირებელი კითხვები:
-რა ვიცით „მოსწავლეთა ქცევის კოდექსის“შესახებ?
-როგორ გესმით „უსაფრთხო გარემო“?
-გსმენიათ საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესახებ?
-როდის მიმართავენ მას?
-რას ნისნავს ევაკუაცია?
(აქვე ტერმინების განმარტება: ევაკუაცია,საგანგებო სიტუაციები, ხანძარსაწინააღმდეგო დაფა)

მთელი კლასი
მაპროვოცირებელი კითხვები
4 წთ
5
ინფორმაციის გადაცემა
B ფაზა (სიღრმისეული წვდომა)
ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით ელექტრონული პრეზენტაცია: „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო გარემო“, სადაც აღწერილია სასკოლო გარემო, მასთან დაკავშირებული წესებისა და კანონების დაცვა (მაგ: არ შეიძლება სკოლაში ჩხუბი; მასწავლებლის ნებართვის გარეშე გაკვეთილიდან წასვლა; ისეთი ნივთების სკოლაში მოტანა რომელიც გარშემო მყოფთათვის სახიფათოა: სწრაფად აალებადია, მჩხვლეტავი, მტვრევადი, მჭრელი, მომწამლავი, წამალი უფროსის მეთვალყურეობის გარეშე და სხა). ელექტრონული სლაიდის მსვლელობას თან ახლავს მასწავლებლის კომენტარები და ხდება მისი კრიტიკული განხილვა-ანალიზი;
მთელი კლასი
ელ.სლაიდი
7 წ
6
ევაკუაციის წესების შემუშავება
მოსწავლეები ჯგუფებში შეიმუშავებენ ევაკუაციის  წესებს, მოაწოებენ პოსტერულ სესიასა და პრეზენტაციას, ხოლო შემუშავებულ წესებს გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
ჯგუფები
შემუშავებული ევაკუაციის წესები
10 წთ
7
უსაფრთხოების პლაკატის შექმნა
პლაკატის შექმნა, რომელიც უსაფრთხოების დაცვისაკენ მოგვიწოდებს
მთელი კლასი
შექმნილი პლაკატი
8 წთ
8
ბუკებში მოგზაურობა
C ფაზა (რეფლექსია)
ელექტრონული თამაში ბუკებში, რომელიც სკოლაში უსაფრთხოების წესების დაცვას გვასწავლის.

მთელი კლაის
ბუკები
5 წთ
9
საშინაო დავალება
საგანგებ სიტუაციასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების გამოყენებით თემის დაწერა;
მთელი კლასი
საკვანძო სიტყვები: სკოლა, მოსწავლე, უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციები, ხანძარსაწინააღმდეგო დაფა
3 წთ
10





შეფასება
ვაკეთებ განმავითაერებელ შეფასებას; ვაფასებ მთელ კლას, ინდივიდს. ასევე კეთდებე ურთიერთშეფასება,  ე.წ. „კრიტიკული მეგობარი“,

შეფასების რუბრიკები
2 წთ



 

четверг, 16 мая 2019 г.

პორტფოლიოს რუბრიკა


პორტფოლიოს რუბრიკა



4
3
2
1
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს.
გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას.
გეგმაში ახსნილია, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას, მაგრამ სქემატურია
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება სტანდარტების და მიზნების მიღწევაში
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაეხმარება მოსწავლეებს სტანდარტების და მიზნების მიღწევაში.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების და  მოდელირების შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა სქემის გააზრების შესაძლებლობას.
მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე, თუმცა ამ უნარ-ჩვევების სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია.

მოსწავლეები იშვიათად იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე.
გეგმაში ხშირად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე, მაგრამ არ იძლევა ყველა ცნების გააზრების შესაძლებლობას.
გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და მათი გამოყენება  მოსწავლეების ყურადღების მიზანმიმართულად კონცენტრირებას არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ ემსახურება საკითხის არსის გააზრებას.
გეგმაში არ გამოიყენება  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებთ პროექტებს.
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით. 
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.  შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და მოსწავლეები მათგან არჩევენ.
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის  არჩევანის უფლება შეზღუდულია. ისინი ასრულებენ აქტივობებს, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ან ცოდნის გამოყენებას ნაკლებად უკავშირდება.
მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ცოდნა, პროდუქტის შექმნით და პრაქტიკაში გამოყენებით.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში.
გეგმაში ნათლად განსაზღვრული და გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში მინიმალურადაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
გეგმაში არაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვან ცნებებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის.
ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ზედაპირულად უკავშირდება სასწავლო თემატიკას.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით. 
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად. 
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების პრაქტიკას.
ტექნოლოგიების გამოყენება არ განაპირობებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ჩემს გეგმაში  მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი, იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.

ჩემი მოსწავლეები დროდადრო იყენებენ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ ტექნოლოგიებს. ძირითადად, გამოყენებული ტექნოლოგიები მათ დონესა და ინტერესებს არ შეესაბამება.  
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება.
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია, თუმცა  არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ არ შეესაბამება.
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემი  მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში, არსებული გარემოებების გამო, შეუძლებელია.
შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს.
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს და შესწავლილ მასალას.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტებსა და სასწავლო ამოცანებს.
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე სტანდარტსა და სასწავლო ამოცანას.
შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული.
გეგმის მიხედვით, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა  მონაწილეობა მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა  მონაწილეობა მიიღონ თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
გეგმის ფარგლებში მოსწავლეების როლის შეფასების პროცესში მინიმალური ან ნულოვანია.
შეფასების  ფორმები ემყარება დავალების ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.  
შეფასების  ფორმები ემყარება ხარისხის განმსაზღვრელ გარკვეულ კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი შეფასებები გამოიყენონ მათი მუშაობის ხარისხის გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად. შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები, მაგრამ არ არის მითითებული, რა მიზნებისთვის.
შეფასების ფორმებში ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაა მკაფიოდ წარმოდგენილი და მოსწავლეებს გაუჭირდებათ თავიანთი პროგრესის შეფასება.
მოსწავლეები ვერ გამოიყენებენ ჩემ მიერ შეთავაზებულ შეფასების ფორმებს თვითშეფასებისთვის.
შეფასების სტრატეგიები მრავალფეროვანი და მიმდინარეა.
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმების მრავალფეროვნება, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმები, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
ჩემს გეგმაში მოსწავლეების შეფასება იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება, შეფასების ზოგიერთ მიზანს აკმაყოფილებს.
მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით, ერთი თემის დაფარვის შემდეგ ფასდებიან.