четверг, 31 марта 2016 г.

ოჯახური აღზრდის სხვადასხვა სტილი

ოჯახური აღზრდის სხვადასხვა სტილი

ლიბერალური - მშობლები არიანრბილებიდა ზედმეტად დამთმობები. ბავშვს ყველა სურვილს უსრულებენ და ამას სითბოსა და მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნევენ. ოჯახში არ არსებობს ნორმები და წესები, რომლებსაც ემორჩილებიან ოჯახის წევრები; ბავშვები არიანმეამბოხეები“, არ ითვალისწინებენ სხვის აზრს და უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია.
 
ინდიფერენტული - მშობლები ზრუნავენ შვილების მხოლოდ ელემენტარული მოთხოვნილებების (კვება, ჩაცმა) დაკმაყოფილებაზე; იჩენენ უყურადღებობასა და სრულ ჩაურევლობას მათ ცხოვრებაში, ბავშვები გამოხატავენ უნდობლობას და მუდმივ შფოთვას სამყაროს მიმართ; გამოირჩევიან აგრესიულობით.
  
ავტორიტარული - მშობლები დირექტიული მიდგომით ურთიერთობენ ბავშვებთან - „ამის გაკეთება არ შეიძლება!“, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ყოველგვარი ახსნის გარეშე, უწესებენ სასჯელს. ბავშვი ითრგუნება, ექმნება არაადექვატური შეხედულება საკუთარ თავზე, დაბალია მისი თვითშეფასება.
 
ავტორიტეტული - მშობლები ექცევიან შვილებს როგორც თანასწორს, ახორციელებენ თანმიმდევრულ, ობიექტურ და სამართლიან კონტროლს ქცევაზე; ენდობიან და გვერდში უდგანან მათ სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესში. ოჯახში არსებობს წესები, რომლებსაც ემორჩილება ოჯახის ყველა წევრი

ძვიფასო მშობლებო!

დაფიქრდით, აღზრდის რომელ სტილს მიმართავთ
შვილებთან ურთიერთობისას!
                          შვილების განათლებაში მშობელთა ჩართულობის ფორმებიმშობლის ჩართულობა  სკოლის პირობებში:

·        სასკოლო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე დასწრება
·        
საუბარი მასწავლებლებთან შვილის მიღწევებსა და პრობლემებზე
·        
მონაწილეობა სასკოლო აქტივობებში და ღონისძიებებში
·        
მონაწილეობა სკოლის მართვაში
  
მშობლის ჩართულობა სახლის პირობებში:
·        ჩართულობა აკადემიური ცოდნის დაუფლების პროცესში (დახმარება გაკვეთილების მომზადებაში)
·        
დახმარება სასკოლო პროექტისთვის თემებისა და სათანადო ლიტერატურის შერჩევაში
·        
არასასკოლო აქტივობებში მონაწილეობის მიღება( თეატრში, ბიბლიოთეკაში ერთად სიარული, საინტერესო საუბრები სხვადასხვა თემებზე და სხვ.)
·        
მშობლის პირადი მაგალითი ( მშობლის ინტერესები, მისი დამოკიდებულება სკოლისადმი, წიგნიერებისადმი და ..)
  
რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლების ჩართვა სასწავლო პროცესში?

·        მკვეთრად იზრდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება
·        
იზრდება მოსწავლის მოტივაცია
·        
ბავშვს უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება
·        
უმჯობესდება მოსწავლის დისციპლინა
·        
იზრდება სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი

вторник, 29 марта 2016 г.

"იხვის მახინჯი ჭუკი"

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:„ადამიანი და სამყარო“

საგანი:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი:
VII კლასი
თარიღი:

პედაგოგი:
ნუნუ სარჯველაძე
თემა:
„ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსადმი“
გაკ: „ადამიანი და სამყარო“
სტანდარტი/ინდიკატორი:
·         ს.გ. VII.3.მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და ასახავს ნამუშევარში;
·         ს.გ. VII.9.მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს;
მოსალოდნელი შედეგი

·         ხატავს ყოფით სცენებს;
·         აკვირდება, როგორ იცვლება საგნის გამოსახულება დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით და ასახავს ნამუშევარში;
·         ასახავს ნამუშვარში ბუნებას და მასში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს (მაგ. გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და ამინდს).
·         კორექტულია სხვის შცდომებზე საუბრისას;
·         ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ;
·         აცდის სხვას საუბარს კამათის დროს;
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლე გაეცნოს ხელოვნების ნაწარმოებში ადამიანის ბუნებაში გამოსახვის სხვადასხვა მხატვრულ ხერხებს;
·         დაფიქრდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ;
·         განუვითარდეს მოქალაქეობრივი თვითშეგნება;
აქტივობები:
·         პაუზებით კითხვა
·         კითხვა-პასუხი
·         დისკუსია

მუშაობის ფორმა
ინდივიდუალური, წყვილებში

გაკვეთილის მსვლელობა
გამოწვევა:
პროვოცირება: რა იციან ადამიანის სამყაროსადმი დამოკიდებულების შესახებ; ე.წ. „აბლაბუდა“, „ასოციაციური რუკა“
ადამიანი და სამყარო                                                                                                                                 
აქტივობა 1.

სავარაუდო პასუხები:  ძლიერი, უძლური, გაბატონებული, დამოკიდებული ბუნებაზე, მეგობარი, დამნგრეველი, გარდამქმნელი და ა.შ.

აქტივობა 2. პაუზებით კითხვა; ილუსტრაციების გამოყენება:
·         ჯორჯონე „ივდითი“
·         მარკ შაგალი „გასეირნება“
·         პიტერ ბრეიგელი „მონადირეები“
·         პოლ გოგენი „ღვთაების დღე“
·         ჯუ-დე-ცზუინი „ბრძენი ფიჭვების ქვეშ“
·         ვინსეტ ვან გოგი „არლის პეიზაჟი“
·         ჰერს უინდემ ლუისი „იარაღის საწყობი ჭურვის შემდეგ“
·         სალვადორ დალი „გეოლოგიური სამართალი“
·         პიერ ჰიუვი შავანი „იმედი“
·         ნიკოლა პუსენი „პეიზაჟი“
·         ჟორჟ სერა „გასეირნება გრანტ - ჟატის კუნძულზე კვირა დღეს“

აღწერა, კლასიფიკააცია სურათებისა მოცემული კითხვების მიხედვით:
ილუსტრაციებზე მოცემული სურათებიდან რომელში ჩანს:
·         „ბუნებაზე გაბატონებული ადამიანი“,
·         „ბუნების მეგობარი ადამიანი“,
·         „ბუნების მორჩილი ადამიანი“,
·         ბუნების დამანგრეველი ადამიანი“

აქტივობა 3.
ინფორმაცია ცნობისმოყვარეთათვის:
პიტერ ბრეიგელი
აქტივობა 4.
შეავსეთ ცხრილი:
·         რა ვიცი
·         რა მინდა ვიცოდე
·         რა გავიგე

საშინაო დავალება:
დამატებითი ინფორმაციის მოძიება აღნიშნულ თემაზე ისტ-ის გამოყენებიტ; ანახატების, ჩანაწერების, ესეების გაკეთება თემაზე: „ადამიანი და სამყარო“

დროის მენეჯმენტი
აქტივობა 1. „აბლაბუდა“ ; - 10 წთ
აქტივობა 2. პაუზებით კითხვა, სურათების აღწერა - 20 წთ
აქტივობა 3. ინფორმაცია ცნობისმოყვარეთათვის - 5 წთ;
აქტივობა 4. მუშაობა ცხრილზე „რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ – 5 წთ;
აქტივობა 5. საშინაო დავალება - 5 წთ;

შეფასების სტრატეგიები
10 ქულიანი პრინციპი
რესურსები
·         სასწავლო მეთოდური ლიტერატურა VII კლასის სახელმძღვანელო, ავტ: ნ.კუნჭულია, მ.მეხაშიშვილი, ნ.მიქაბერიძე, - მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნი;
·         თვალსაჩინოება, ნახატები:
ჟორჟ სერა  „კვირა შუადღის შემდეგ“;
პიერ ჰიუვი შავანი „იმედი“;
ნიკოლა პუსენი „პეიზაჟი“
სალვადორ დალი „გეოლოგიური სამართალი“
·         ინტერნეტი Wikipedia, google
შენიშვნა