среда, 3 февраля 2016 г.

II კლასის დამრიგებლის გეგმა-პროექტი

თვე

ღონისძიებები,
პროექტები
მიზანი
კომენტარი


სექტემბერი




·         პროექტი „3 მ-ს“ პრინციპით
·         მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის თანამშრომლობა
·         პროექტი გათვალისწინებულია მთელი სასწავლო წლის მანძილზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, მშობელთა ინტეგრაციას საგანმანათლებლო პროცესში.
·         ელექტონული და ვიდეო გაკვეთილების პრეზენტაცია
·         საკუთარი ხელით და ისტის გამოყენებით საპრეზენტაციო მასალების დამზადება

·         დამზადებული ვიდეო და ელექტრონული წიგნები


ოქტომბერი




·         ნახატების გამოფენა „შემოდგომის ფერები“
·         საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია
·         ესთეტიკური გემოვნების დახვეწა


·         პროექტი „ქართული მითები“
·         მოგზაურობა მითების სამყაროში
·         პატარები ისმენენ და ეცნობიან ქართულ მითებს





ნოემბერი




·         ღონისძიება: „რა კარგია ჩურჩხელა, რა კარგია თათარა...“

·         შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება
·         შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ღონისძიების ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალა.
·         თვალსაჩინო რესურსების ერთობლივი დამზადება
·         რესურსების პრაქტიკული კეთება
·         დამზადებული თვალსაჩინო მასალა
დეკემბერი




·         მისალოცი ბარატების დამზადება
·         ხელნაკეთი ბარათების დამზადება, პრაქტიკული საქმიანობა, ახლობლებისთვის გაგზავნა;
·         ესთეტიკური გემოვნების დახვეწა
·         „...საყვარელო, თოვლის პაპავ, გელით დიდი ხანია...“
·         საახალწლო ღონისძიება, შემოქმედებითი აქტივობის უნარ-ჩვევების განვითარება
·         ღონისძიების ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალა.
იანვარი




·         არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნი
·         თვალსაწიერის გაფართოება
·         ჩანახატების წარმოდგენა
·         საუბარი თემაზე: „იდეალური მეგობარი“, „იდეალური მოსწავლე“
·         აქცენტს აკეთებენ მონდომებაზე და შრომისმოყვარეობაზე და არა თანდაყოლილ და ფიზიკურ თვისებებზე
·         ასოციაციური რუკის მიხედვით ჩამოყალიბებული იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი
თებერვალი




·         დისკუსია: „ჩემი დღის რეჟიმი“
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი
·         წარმოადგენენ საკუთარი დღის რეჟმს
·         ერთობლივი წიგნის კითხვა: „ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“
·         კითხვის ტექნიკის დახვეწა
·         შთაბეჭდილებების გადმოცემა ჩანახატებით
მარტი




·         მკითხველთა თეატრი „დედა“
·         კითხვის ტექნიკის დაუფლება, დახვეწა
·         ფოტო მასალა, ტექსტის ნიმუში
·         მისალოცი ბარათების დამზადება
·         შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა
·         წარმოდგენილი ბარათების  იმუში
აპრილი




·         გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა
·         გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების წესი
·         მოწასრიგებული გარემო, პლაკატის დამზადება
·         კლასის საათი: „შეხვედრა მხატვრებთან“
·         შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა. ცნობილი მხატვრების ცხოვრების, ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა
·         ფოტო მასალა, ვიდეო გაკვეთილი
მაისი




·         პროექტი: „ჩემი ყველაზე ლამაზი დაბადების დღა“

·         მთელი სასწავლო წელი, ხელს უწყობს მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში
·         ამსახველი ფოტო მასალა, პროექტი



ივნისი




·         პოეზიის წუთები: „შენ გეკუთვნის ჩემი ლექსის ყველა პწკარი...“
·         საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსი, მოთხრობები, საერთო პლაკატის დამზადება
·         შექმნილი პლაკატი
·         რეფლექსია
·         მთელი სასწავლო წლის შეჯამება
·         ასოციაციური რუკა: „მეორეკლასელი“


IX კლასის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სილაბუსი

IXკლასი  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება


 
სილაბუსი
მასწავლებელი:ნუნუ სარჯველაძე

 
საგანისახვითი და გამოყენებითი ხელოვნება


 
დამტკიცებულია: ----------- 2015-2016ს/.


 
კათედრის გამგე:შორენა ნიშნიანიძე
 2015 - 2016.



სასწავლო საგნის საათების ხანგრძლივობა:
ერთი (მეორე) სემესტრი,კვირაში 3 აკადემიური საათი ( 36 საათი წელიწადში)


სასწავლო საგნის სტატუსისაბაზო საფეხური; სავალდებულო;

მასწავლებელინუნუ სარჯველაძე;
 
ელ. ფოსტა- nsarjveladze2010@gmail.com
  tel. 591059654


საგნის სწავლების მიზანი და ამოცანები:  

   
მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
ხელოვნების ნიმუშების აღთქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვიძება ხელოვნებისადმი
ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება
IX
კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია ხელოვნების აღქმა კონტექსტში

..IX.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

..IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.
..IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

..IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს. ..IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
..IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
..IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
..IX.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

..IX.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კოლორიტის საშუალებით გადმოსცემს განწყობილებას;
·
იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერის ჟღერადობის გასაძლიერებ­ლად და ემოციების გადმოსაცემად;
·
იყენებს მონასმებს, კონტრასტებს, აქცენტებს, დეტალებს, ფაქტურას, შერეულ მასალას ნამუშევარში განწყობილების და იდეების გადმოსაცემად;
·
ფერწერული ნამუშევრის შექმნისას იყენებს ტრადიციულ და არატრადიციულ იარაღებს და ტექნიკას;
·
ატარებს ექსპერიმენტს შერჩეულ სფეროში (მხატვრობა, დიზაინი, ფოტოგრაფია და . .) მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე (ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობითი ხერხები, მასალა).

..IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად ასახოს ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს სხვადასხვა კულტურის და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის გასახორციელებლად;
ირჩევს თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ნამუშევარში;
შემოქმედებითად ასახავს გარემოზე დაკვირვების შედეგად აღძრულ შთაბეჭდილებებს, იდეებსა და გრძნობებს.

..IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულე­ბელთა რაოდენობას და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმ­დევ­რობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;
გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს;
ქმნის ნაკეთობების (სამოსი, ტრანსპორტი, ინვენტარი და სხვ.) და გარემოს (ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო, პარკი და სხვ.) დიზაინის ესკიზებს კონკრეტულ სტილში (მაგ. ეთნო, კლასიკა, რეტრო, მოდერნი, მინიმალიზმი, თავისუფალი და სხვ.);
შეაკეთებს დაზიანებულ სასკოლო ინვენტარს;
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის მოსაწვევი და მისალოცი ბარათების ესკიზებს, ასევე ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს;
ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენებისათვის ხატავს და ასრულებს მასალაში დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზებს;
კონსტრუქტორის სქემების და დეტალების გამოყენებით აგებს მარტივ ელექტროსათამაშოს.

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

..IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგ. იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას);
მსჯელობს, რა ეფექტს აღწევს მხატვარი შუქ-ჩრდილის გამოყენებით;
გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.


მიმართულება: ხელოვნების ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
..IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვ­ნე­ბას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი, თემა, ჟანრი);
ახასიათებს XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობის ცნობილ ნიმუშს;
ამოიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილ ნიმუშებს და ადარებს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნის არქიტექტურულ ძეგლებს;
კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში (ძველი, ახალი და თანამედროვე);
ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს და მსჯელობს მისი შემოქმედების სტილსა და მანერაზე.

..IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სხვადასხვა ვიზუალური ელემენტების მიხედვით ამოიცნობს ეპოქას, რომელიც ასახულია ნამუშევარში (ტანსაცმელი, ნივთები, ტრანსპორტი და სხვ.);
აგროვებს ინფორმაციას იმ ისტორიულ პერიოდსა და მოვლენებზე, რომლებმაც გავლენა იქონია კონკრეტული ხელოვანის შემოქმედებაზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე;
მსჯელობს, თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე.

..IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასახელებს ხელოვნების დარგებს, რომლებიც ნიშანდობლივია ქართული ხალხური შემოქმედებისათვის (ხეზე კვეთა, ჭედურობა, ქარგვა, ქსოვა, თექა.);
მსჯელობს, რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები;
ადარებს ქართული ხალხური შემოქმედების რომელიმე დარგის ნიმუშს სხვა ქვეყნის იმავე დარგის ნიმუშთან;
იკვლევს, რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და სხვ.).

..IX.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
აგროვებს ინფორმაციას კულტურის რომელიმე წარმომადგენლის მოღვაწეობაზე და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით ადგენს სახლ-მუზეუმის პროექტს;
იკვლევს შემოქმედთა წარმატების/წარუმატებლობის მიზეზებს;
იკვლევს, თუ რა გავლენა იქონია თანამედროვე საკომუნიკაციო და ტექნოლოგიურმა საშუალებებმა ხელოვნების როლზე საზოგადო­­ბის ცხოვრებაში.



პროგრამის შინაარსი

სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

ხაზი, ფერი, შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, ფორმა, მოცულობა; მთლიანობა, პროპორციები; სივრცე; ხედვის წერტილი; სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი (განწყობილების, ასოციაციების, ემოციების გადმოცემა სხვადასხვაგვარი ეფექტების საშუალებით).
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
იერონიმუს ბოსხი, ანრი რუსო, მიხაილ ვრუბელი, ოდილონ რედონი, მარკ შაგალი, ედვარდ მუნკი, ჯეიმს ენსორი, სალვადორ დალი, რენე მაგრიტი, ჯორჯო დე კირიკო, მაქს ერნსტი, ჰანს არპი (წარმოსახვითი სამყარო); რაულ დიუფი (მაგ., “აფიშები ტრუვილში”, “რეგატა ჰენლიში”, “ორკესტრი”, “დოღი ესკოტში”, “კაზინო ნიცაში”) ლადო გუდიაშვილი (სტილიზებული ნამუშევარი).
ქართული თეატრის მხატვრობა - ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, კირილე ზდანევიჩი, სოლიკო ვირსალაძე და სხვ.
ჟან ტინგლი, ნიკი დე სენტ ფალი, თამარ კვესიტაძე (თოჯინები, მექანიკური სკულპტურები), ენტონი გორმლი და სხვ.
მასალა და იარაღი:

ტუში, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ნახშირი, ფერადი ქაღალდი, მუყაო, თიხა, ქსოვილი, ძაფი, თოკი, მავთული, ლითონის, პლასტმასის კოლოფები, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა; ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალით; სადურგლო, სამეთუნეო, საქსოვი, სამკერვალო იარაღი.
ტექნიკა და პროცედურა:

ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, კოლაჟი, ფარდაგი, თექა, გობელენი, ნაქარგობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები;
ექსპერიმენტი შერჩეულ სფეროში (მხატვრობა, დიზაინი, ფოტოგრაფია).
იდეების გამოხატვა:

იდეების წყაროები: ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მხატვრული ლიტერატურა, შთაბეჭდილებები, ასოციაციები, ფანტაზია.
სავარაუდო თემები:

ქართული ორნამენტის მოტივები”, “ისტორიული და ლეგენდარული გმირები”, “სამშობლო”, “გმირობა”, “ჯგუფური პორტრეტი”, თავისუფალი თემები, თემები სხვადასხვა საგანში განვლილი მასალიდან.
შრომითი საქმიანობა:

ინვენტარის შეკეთება, საკლასო ოთახის გარემონტება-მოწყობა, დეკორატიული და გამოყენებითი საგნები, მაკეტები თეატრალური სპექტაკლებისთვის, რეკვიზიტი (კოსტიუმისა და დეკორაციის დეტალები); ინტერიერის, ტანისამოსის, ავეჯის, სხვადასხვა საგნის ესკიზები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები, ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშა; მარტივი ელექტროსათამაშო.
კომუნიკაცია:

ნამუშევრის წარდგენა, შეფასების კრიტერიუმების შერჩევა, ანალიზი;
საუბარი ნამუშევრიდან მიღებულ შთაბეჭდილებასა და ინფორმაციაზე.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

სხვადასხვა კულტურის/ისტორიული პერიოდის ხელოვნების ნიმუშების შედარება (სტილი, თემა, ჟანრი და სხვ.) მიხედვით; მხატვრის ინდივიდუალური მანერა; ისტორიული პერიოდის, მოვლენების გავლენა ხელოვნების ნიმუშზე; საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნება, ხალხური შემოქმედება; ხელოვნების მოღვაწეების, კულტურასთან დაკავშირებული დაწესებულებების როლის კვლევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შუასაუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა (მაგ., ანჩის ხატი, ხახულის კარედი ხატი, ლაკლაკისძეთა ღვთისმშობლის ხატი), გუჯი ამაშუკელის საოქრომჭედლო ნაკეთობები;
არქიტექტურული დეკორი (ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი, სამთავისი, ნიკორწმინდა და სხვა);
გამოყენებითი ხელოვნება: არტ-დეკოსა და არტ-ნუვოს სტილის ნაკეთობები; ქსოვილები, გობელენები (მაგ., რაულ დიუფი); . . კუზნეცოვის ჭურჭელი; ფაბერჟეს საიუველირო ნაკეთობები; რენე ლალიკის მინის ნაკეთობები.