воскресенье, 15 февраля 2015 г.

საგანი:

ქართული ენა
კლასი:
I კლასი
თარიღი:
18.11.2014
პედაგოგი:
ნუნუ სარჯველაძე
თემა:
ასო-ბგერა „ნ“
სტანდარტი/ინდიკატორი:
ქართ. I.3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა;
ქართ. I.5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
ქართ. I.6. მოსწავლეს შუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება;
ის ტექნ.I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს;
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება;
მოსალოდნელი შედეგი
·         მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა;
·         მოსწავლეს შეუძლია ანბანის შესწავლილი ასოების გამოწერა;
·         მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება;
·         მოსწავლეს შეუძლია მარლთმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა;
·         მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევა;
·         მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან / დაფიდან მარტივი წინადადების გადაწერა;
·         მოსწავლე დაეუფლება ისტ-ის ტექნიკის გამოყენების ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, გამოიყენებს საგანმანათლებლო სფეროში;


გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეებმა შეძლოს ასო-ბგერა ნ-ს ამოცნობა;
·         სიტყვების დამარცვლით წაკითხვა;
·         მარცვლების ხმოვანი და თანხმოვანი ასოების ამოცნობა;
·         წინადადების ინტონაციით წაკითხვა;
·         ნიმუშის მიხედვით ასოს, სიტყვის სწორად დაწერა;
·         შესრულებულ სავარჯიშოებში შცდომების აღმოჩენა;
·         ბუკის გამოყენება სწავლის პროცესში; სასწავლო თამაშები: როგორ იწერება „ნ“, მარცვლები, მონიშნე ასო „ნ“ და ა.შ.
აქტივობები:
აქტივობა 1. /გამოწვევა/:
პროვოცირება:
- რა იციან? როგორ ვიცნობთ შესწავლილ ანბანს:
თამაში კუბებით, მოსწავლეებს ვუჩვენებ ცალ-ცალკე კუბიკებს და ისინი ასახელებენ ასოებს და შესაბამის ასოზე სიტყვებს;
მაგ: ა - ატამი, ი - ირემი, თ - თაგვი და ა.შ. 


აქტივობა 2.
გავლილი მასალის გამოკითხვა: ასო-ბგერა „ფ“, მოსწავლეები მონაცვლეობით წამიკითხავენ ტექსტს და შემისრულებენ სავარჯიშოს წერილობით: ჩასვით გამოტოვებული ასო...

ჩასვით    გსმოტოვებული     ასო:

--ის   ხმა   ისმის.
მამა    ხესკა-ავს.
ვისია   ეს   ფა- ?    სო-ოსი.
აი   შავი   ძა-.


ჩასვით   გამოტოვებული   ასო:

ეს   შავი   ძა-ი    ფა-უკია.
სო-იო    ფისოს    ეძახის.
სოსო    -ისოს    ოთახშია.
მიხა    -ეხით    მოვიდა.







აქტივობა 3.
მუშაობა ცხრილებზე:
მოსწავლეებს ვაძლევ სამუშაო ფურცლებს, რომელზეც ასოებია დაწერილი; ხმამაღლა ვასახელებ ასოებს და პატარები გადახაზავენ ცხრილებში ამოკითხულ ასო-ბგერას, ერთ-ერთი რომელიც მინდა ავხსნა, ამ შემთხვევაში „ნ“, დარჩება;

  ხ


  ვ


ფიზკულტურული წუთშესვენება (მხიარული ლექსის ფონზე);

აქტივობა 4.
ასო-ბგერა „ნ“ გაცნობა; პატარები ლექსით ხვდებიან ახალი ასო-ბგერის მობრძანებას:
 „ჩვენი გუკი გელოდა,
სიხარულის მჩენი;
იყოს ფეხბედნიერი,
მობრძანება შენი!“

დაფაზე დავუწერ ასო „ნ“-ს და აღვწერ: - იწერება ორ „სართულზე“, იწყება ზედა „სართულზე“ და მთავრდება შუა „სართულზე’, აქვს მრგვალი მუცელი, იწერება ერთ უჯრაში. ამოვაწერინებ დაფაზე და რვეულში;

აქტივობა 5.
ისტ-ის გამოყენებით „კამა ბუკი“ „ნ“ ასოზე დავალებებზე მუშაობა; საპრეზენტაციო მასალების, ანიმაციების ნახვა–დათვალიერება ბუკების გამოყენებით;


აქტივობა 6.
„უაზრო მარცვლები“, ამოვიკითხოთ მარცვლები:

სააზროვნო კითხვები:
-რა უნდა მივუწეროთ „ნ“-ს რომ მივიღოთ მარცვალი?
-როგორ გავიგოთ სიტყვაში რამდენი მარცვალია?
-რატომ არის „ან“, „ენ“, „უნ“, „ინ“, „ონ“ მარცვლები“?
-„ნ“ ხმოვანია თუ თანხმოვანი?
-ი,ა,ე,ო,უ ხმოვანია თუ თანხმოვანი?
-ჩამოთვალეთ სიტყვები, რომლებიც „ნ“-ზე იწყება:
წავიკითხავთ ტექსტის ნაწილს;


აქტივობა 7.
ინფორმაცია განსჯისათვის:
მოსასმენ მასალად -„ ნატვრისთვალი წიგნში“ ნ.ხეთაგური
პრეზენტაცია;

აქტივობა 8. ‘
საშინაო დავალება : დამიხატეთ საგნები, რომლებიც „ნ“ ასოზე იწყება და ამოვწეროთ დავალების რვეულში ასო-ბგერა „ნ“;

დროის მენეჯმენტი
აქტივობა 1. (გამოწვევა) როგორ ვიცნობთ შესწავლილ ანბანს? 4 წთ
აქტივობა 2. ასო-ბგერა „ფ“  4 წთ
აქტივობა 3. მუშაობა ცხრილებზე 4 წთ
წუთშესვენება 2 წთ
აქტივობა 4. ასო-ბგერა „ნ“-ს გაცნობა 5 წთ
აქტივობა 5. ისტ-ი 4 წთ
აქტივობა 6. მარცვლები 7 წთ
აქტივობა 7. მოსასმენი მასალა 4 წთ
აქტივომა 8. საშინაო დავალება 1 წთ
შეფასების სტრატეგიები
დაკვირვება, ჩანაწერები, კომენტარი
რესურსები
ტექნიკა და ინსტრუმენტები: სასკოლო ბუკი, ინტერნეტრი, სასწავლო  და მეთოდური ლიტერატურა. „დედა ენა“ ნ.გორდელაძე, გ,ჩხენკელი, მოსწავლის რვეული; თვალსაჩინოება ნასატები, ვიკიპედია,google
შენიშვნა



среда, 4 февраля 2015 г.

სპორტისა და ესთეტიკის კათედრის სამუშაო გეგმა

სსიპ სამტრედიის რაიონის, სოფ: კორმაღლის სკოლა
          სპორტისა და ესთეტიკის კათედრა
          კათედრის ხელ-ლი: ნუნუ სარჯველაძე



















                                                2014-2015 სასწავლო წელი

კათედრის წევრების საკონტაქტო მონაცემები:

კათედრის წევრები
საგანი
ტელეფონი
1
ნუნუ სარჯველაძე
ხელოვნება
555425576
577648577
2
შორენა ნიშნიანიძე
მუსიკა
599248035
3
ეთერი ნიკოგოსიანი

სპორტი
551509313
4
ზოია  სანიკიძე

მუსიკა
558944989

კათედრის მიერ არჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა:

საგანი
სახელმძღვანელო
ავტორი
გამ.წელი
გამომცემლობა
კლასი
1
ხელოვნება
ხელოვნება
კლდიაშვილი, ღონღაძე
2011
„კლიო“
III, IV, V, VI,
2
ხელოვნება
ხელოვნება
კლდიაშვილი, ღონღაძე
2011
„კლიო“
VII, VIII, IX
3
მუსიკა
 მუსიკა
მ.ჩიკვაიძე
2011
„ინტელექტი“
I, II,   III, IV, V, VI, VII, VIII,  IX






კათედრის წევრებთნ და დირექტორთან შეხვედრების წლიური განრიგი:

თვე
კათედრის წევრებთნ შეხვედრის თარიღი
დირექტორთან შეხვედრის თარიღი
1
სექტემბერი
16,09.14.

2
დეკემბერი

24.12.14.
26.12.14.
3
იანვარი

20.01.15.

4
მაისი


15.05,15.
22.05.15.

           ხელოვნების კათედრის სამოქმედო გეგმა:
შესრულების დრო
განსახილველი საკითხი
მუშაობის ფორმა
პასუხისმგებელი შესრულებაზე
შენიშვნა
I შეხვედრა
19.09.14.
კათედრის წევრებისა და დირექტორთან შეხვედრის თარიღის გამოყოფა
საუბრები
ნ.სარჯველაძე

კალენდარული გეგმის წარმოება მუსიკასა და ხელოვნებაში
საუბრები
ნ.სარჯველაძე
შ.ნიშნიანიძე
ზ.სანიკიძე

საათების განაწილება კათედრის წევრებზე და საორიენტაციო ბადის წარდგენა პედაგოგიურ საბჭოზე

საუბარი
ნ.სარჯველაძე
ზ.სანიკიძე
შ ნიშნიანიძე
ე.ნიკოგოსიანი

II შეხვედრა
31.10.14.
გაკვეთილის დაგეგმვის პრინციპების გაცნობა
საუბარი, პრეზენტაცია
ნ.სარჯველაძე

როგორ ვაწარმოოთ მოსწავლის პორტფოლიო
დისკუსია
ნ.სარჯველაძე
შ.ნიშნიანიძე
ზ.სანიკიძე

შემაჯამებელი ტესტების ნიმუშები
VIII,  IX კლ.

პრეზენტაცია
ნ.სარჯველლაძე

სპორტული შეჯიბრაბა ფეხბურთში-სკოლებს შორის

 სპორტული შეჯიბრი-ჩემპიონატი
ე.ნიკოგოსიანი

III შეხვედრა
24.12.14.
„ფერთა მოზაიკა...ფერთა უთვალავი სხივთა გალერეა“
შემაჯამებელი ტესტების ნიმუშები VIII,  IX კლ.
პრეზენტაცია
თემის
ნ.სარჯველაძე

ნახატების გამოფენა
„პოსტერული სესია“
კათედრის ყველა წევრი

ტესტირების შედეგები
განხილვა
ყველა წევრი


IV შეხვედრა
20.01.15.
სასარგებლო ინტერნეტმისამართები
პრეზენტაცია
შ.ნიშნიანიძე

„ესპანეთი ფრენით გამოწვეული სიზმარი“
პროექტის პრეზენტაცია
ნ.სარჯველაძე

V შეხვედრა
20.03.15.
სამოდელო გაკვეთილები
დასწრებები
ყველა წევრი

ნორჩი ხელოვანის მ.ჯოჯუას პერსონალური გამოფენა
გამოფენა
კათედრა

VI შეხვედრა
15.05.15.
ექსკურსია





          






კათედრის მიერ სხვა კათედრის მასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარება (I სემესტი):
თემა: „რატომ მაინცადამაინც კოჭლი იაკობი“ კ.გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით.
მომხსენებელი: ნუნუ სარჯველაძე
დრო: 19.12.
დამსწრე მასწავლებლები:
1.   ნუნუ სარჯველაძე
2.   შორენა ნიშნიანიძე
3.   ზოია სანიკიძე
4.   ნანა ჭკუასელი
5.   მაია მეფარიშვილი
კომენტარი: მოისმინეს თემა, რომელშიც ახსნილი იყო სვეტიცხოველის ერთი ფრესკის „იაკობის ღმერთთან შერკინები“ ისტორია. აღნიშნული თემა განხილული იყო ხელოვნების კათედრის მიერ და პარალელები იყო გავლებული ქართულ ენასა და ლიტერატურასთან.