среда, 28 января 2015 г.

სადამრიგებლო პროგრამა

სსიპ სამტრედიის სოფ: კორმაღლის საჯარო სკოლა
I  კლასის სადამრიგებლო პროგრამა
კლასის ხელმძღვანელი: ნუნუ სარჯველაძე









                 2014-2015 სასწავლო წელი

დამრიგებლის მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
·                               აღზრდის მლიანობა
·                               შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა
·                                                       მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
·                                                       თანამშრომლობის პრინციპი
·                                                       ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვა

სადამრიგებლო საათის თემები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
·       პიროვნული და მორალური განვითარება
·       გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება
·       ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
·       უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია
·       მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
·       თვალსაწიერის გაფართოება
დამრიგებლის მიერ კლასთან ჩატარებული ღონისძიებები და პროექტები:

თვე
ღონისძიებები, პროექტები
მიზანი
კომენტარი
სექტემბერი
  • პროექტი:’’3 მ-ს“ პრინციპით





  • მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის თანამშრომლობა.




  • პროექტი გათვალისწინებულია მთელი სასწავლო წლის მანძილზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, მშობელთა ინტეგრაციას საგანმანათლებლო პროცესში.


  • “მხიარული ანბანი“

  • საკუთარი ხელით თვალსაჩინოების გაკეთება და კომენტარების მიწერა.

  • დამზადებული მხიარული ანბანი.
ოქტომბერი
  • ნახატების გამოფენა: „შემოდგომის ფერები“
  • საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია
  •  
  • ესთეტიკური გემოვნების დახვეწა.
  • პროექტი: „ბერძნული და ქართული მითები“
  • მოგზაურობა მითების სამყაროში
  • პატარები ისმენენ და ეცნობიან ქართულ და ბერძნულ მითებს
ნოემბერი
  • ღონისძიება: „ფერთა უთვალავი სხივთა გალერეა“

  • შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება
  • შემოქმედებითი უნარ--_ჩვევების განვითარება.ღონისძიების ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალა.
  • თვალსაჩინო რესურსების ერთობლივი დამზადება
  • რესურსაების პრაქტიკული კეთება
  • დამზადებული ატვალსაჩინო რესურსები
დეკემბერი
  • მისალოცი ბარათების დამზადება

  • ხელნაკეთი ბარათების დამზადება, პრაქტიკული საქმიანობა, ახლობლებისთვის გაგზავნა.
  • ესთეტიკური გემოვნების დახვეწა.
  • „...საყვარელო, თოვლის პაპავ, გელით დიდი ხანია...“
  • საახალწლო ღონისძიება, შემოქმედებითი აქტივობის უნარ-ჩვევების განვითარება.
  • ღონისძიების ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალა.
იანვარი
  • არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნი.

  • თვალსაწიერის გაფართოება.
  • ჩანახატების წარმოდგენა.
  • საუბარი თემაზე: „იდეალური მეგობარი“, „იდეალური მოსწავლე“.
  • აქცენტს აკეთებენ მონდომებაზე და შრომისმოყვარეობაზე და არა თანდაყოლილ და ფიზიკურ თვისებებზე.
  • ასოციაციური რუკის მიხედვით ჩამოყალიბებული იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი.
თებერვალი
  • დისკუსია : „ჩემი დღის რეჟიმი“

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • წარმოადგენენს გაწერის საკუთარ დღის რეჟიმს.
  • ერთობლივი წიგნის კითხვა: ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“
  • კითხვის ტექნიკის დახვეწა
  • შთაბეჭდილებების გადმოცემა ჩანახატებით.
მარტი
  • მკითხველთა თეატრი: „დედა“

  • კითხვის ტექნიკის დაუფლება, დახვეწა.
  • ფოტო მასალა, ტექსტის ნიმუში.
  • მისალოცი ბარათების დამზადება.
  • შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა.
  • წარმოდგენილი ბარათების ნიმუში.
აპრილი
  • გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა

  • გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების წესი.
მოწესრიგებული გარემო.
  • კლასის საათი: „შეხვედრა მხატვრებთან“
  • შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა. ცნობილი მხატვრების ცხოვრების, ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა.
  • ფოტო მასალა.
მაისი
  • პროექტი: „ჩემი ყველაზე ლამაზი დაბადების დღე“.

  • მთელი სასწავლო  წელი, ხელს უწყობს მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.
  • ამსახველი ფოტო მასალა, პროექტი.
ივნისი
  • პოეზიის წუთები: „შენ გეკუთვნის ჩემი ლექსის ყველა პწკარი...“|
  • საქართველოსადმი მ იძღვნილი ლექსები, მოთხრობები. საერთო პლაკატის დამზადება.
  • შექმნილი პლაკატი.


понедельник, 22 сентября 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ვისაუბეთ ტრენინგის სამომავლო გეგმებზე, ვნახეთვიდეო გაკვეთილების გვერდი, ვისწავლეტ იმფორმაციის შესწორება დრაივზე, მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია
                         
                                    დიდი მადლოგა გიორგის, მასთან მუშაობა ყოველთვის ნაყოფიერია
                                     პატ: ნუნუ
                                   

воскресенье, 21 сентября 2014 г.

სასწავლო პროექტი

ტრენინგის მერვე დღე

დღეს შევისწავლეთ:

  • დიფერენციული სწავლების სხადასხვა ფორმები;
  • მასწავლებელი, როგორც პროექტის ფასილიტატორი;
პრაქტიკულ ნაწილში კი, პროექტის საბოლოო ფორმის მიცემა და პროექტის გადატანა ბლოგზე;

четверг, 18 сентября 2014 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს მოვახდინეთ შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა და შეფასება; პროექტის გეგმის დასრულება;  სასურველია, რომ ყველა პედაგოგს ხელი მიუწვდებოდეს კომპიუტერსა და ინტერნეტზე, რათა ჩვენი შრომა იყოს უფრო ნაყოფიერი და ხდებოდეს ცოდნის გაზიარება.

четверг, 11 сентября 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ძალიან მსუყე დღე იყო; ვიმუშავეთ ბლოგზე, დიზაინზე, შაბლონებზე, გავეცანით საავტორო უფლებებს. 

среда, 10 сентября 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთა ნამუევრების შედგენა; პრეზენტაციის დადება ბლოგზე;
                         დიდი მადლობა, გიორგი!
                                    პატ: ნუნუკა